EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვამპირების ბიბლია »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-02-09 15:10:27

ვამპირების ბიბლია

და გამოდიოდნენ ისინი დღისით სახლებიდან ხის გათლილი შუბებით და ჯვრებით და სურდათ, შეეპყროთ ის, ვინც შეიცნო სისხლი. და გაურკვევლად დაეხეტებოდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ მათ შორის იყვნენ ისინი, რომლებიც ემსახურებოდნენ მას, რომელიც ეზიარა სისხლს და მისი მონები იმალებოდნენ ამაოდ მაძებარ მაცხოვრებლებს შორის და ურევდნენ აზრებს და არასწორ გზაზე მიანიშნებდნენ, და როდესაც დგებოდა ღამე, ვერ ასწრებდნენ ადამიანები თავიანთი სახლის სახურავის ქვეშ დამალვას და ესმოდათ ტყის შუაგულიდან სიცილი მისი, ვინც სისხლს ეზიარა, და მოდიოდა ის და მონები თაყვანს სცემდნენ და იცინოდა ის და ჭკუიდან იშლებოდა ხალხი, ხოლო უკანასკნელს, რომელსაც გონება შერჩებოდა, სისხლს ნაზიარები უბრძანებდა, მიეყვანა მისთვის სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა, რადგან დიდი იყო მათი დანაშაული, რადგან სურდათ მისი დღის თავშესაფრის პოვნა, სხვაგვარად, იმუქრებოდა ის, რომელმაც შეიცნო სისხლი, მოვა ღამით სოფელში და მისი ნაბიჯები იქნება ნაბიჯები თავად საშინელებისა, მისი შეხება იქნება მარადიულობის შეხება, მისი თვალები კი იქნება უძველესთა თვალები, ვისაც სძინავს, სადაც ადრე მათ მსხვერპლს სწირავდნენ.
 
ევანგელია ლამექისა (თავი 6, გვერდი 7:3)
 
 
და აირჩიეს მათ სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა და დატოვეს იქ, სადაც მან თქვა, და როდესაც სამყაროზე ღამე დაეშვა და მგლები მღეროდნენ ნადირობის სიმღერას, მოვიდა სისხლს ნაზიარები, და გახადა გოგონას ტანსაცმელი და დაიპყრო მისი ქალწულებრივი სხეული და სვამდა მის სისხლს და გლეჯდა ბასრი ბრჭყალებით მის თეთრ კანს, ბასრი ეშვებით ღეჭავდა ჯერ კიდევ მფეთქავ გულს, და გოგონას ყვირილი მოედო იმ არემარეს, სადაც ოდესღაც ეთაყვანებოდნენ უძველეს საშინელებას და გაიგონა მიწის ქვეშ მძინარე მხეცმა ყვირილი და შეიგრძნო საშინელი უძველესი წესით ქალწულობადაკარგული გოგონას მიწაში ჩაღვრილი სისხლი და გამოიღვიძა მხეცმა და ამოიმართა მიწიდან ღამის მზის სინათლეზე. და მოწყდა სისხლს ნაზიარები გასისხლიანებულ ხორცის ნაჭერს, რომელიც ოდესღაც ადგილობრივი უმშვენიერესი გოგონა იყო, და გაემართა უძველეს მხეცთან შესახვედრად, და იღიმებოდა ის და ამ ღიმილისგან გახმა ფოთლები და ყვავილები, და ამოუცნობი უფსკრულები იხედებოდნენ მისი თვალებიდან. და შეებრძოლა ის მხეცს და იმ ღამით საშინლად ელავდა, და ამოვარდა ქარი, რომელიც შემდეგ გრიგალში გადაიზარდა და ფესვებიანად ამოთხარა ხეები და ამ ქარბუქის შუაში ებრძოდა ის, ვინც სისხლი შეიცნო, უძველეს მხეცს და წააქცია მან მხეცი და დაიწყო მისი სისხლის სმა, იჟღინთებოდა შეუცნობელი ძალით. ჩადგა გრიგალი, დადგა დღე და წავიდა სისხლს ნაზიარები, გახდა უფრო ძლევამოსილი, გოგონას ნატანჯმა გვამმა კი ახალი სიცოცხლე მიიღო, რადგან მასში იყო თესლი მისი, ვინც შეიცნო სისხლი და გადაიქცა გოგონა საშინელ არსებად და კიდევ დიდხანს სვამდა ადგილობრივი მაცხოვრებლების სისხლს.
 
ევანგელია ლამექისა (თავი 7, გვერდი 7:4)
 
და ერთხელ მან, ვინც შეიცნო სისხლი, მზერა მიაპყრო ხალხს, რომლებიც იბრძოდნენ. და მივიდა ის ერთერთ დამარცხებულ ჯართან, გაემართა მხედარმთავრის კარვისკენ და ვერავინ გაბედა მისი შეჩერება. დიდხანს უცქერდა სისხლს ნაზიარები მას, ვინც ოდესღაც ქვეყანას მართავდა და ფიქრობდა, რა იყო მასში განსაკუთრებული, რომელმაც დაიმორჩილა ამდენი ადამიანი. და მიაპყრო მზერა სარდალს, რომელიც იწვა მაგიდაზე და გამოვიდა ის მებრძოლებთან და თქვა: “მე ვიქნები თქვენი მმართველი, მე მოგიტანთ თქვენ გამარჯვებას” და წაიყვანა თავის მცირერიცხოვანი ჯარი ურიცხვი ჯარისკაცებიდან და მიდიოდა წინ ის, ვინც შეიცნო სისხლი და უფსკრულის დემონები იცინოდნენ მასთან ერთად. შეიჭრა იგი მტრის ჯარში და გლეჯდა მებრძოლებს შიშველი ხელებით, გლეჯდა ეშვებით და სვამდა მათ სისხლს, რომელიც ნაკადულებად იღვრებოდა ამ დღეს. გამხნევდნენ მისი მეომრები, გაყვნენ მას, რომელმაც შეიცნო სისხლი და გაფანტეს მტრის ჯარი, და ბევრი მეომარი მის მსგავსად სვამდა სისხლს და ჭამდა ადამიანის უმ ხორცს და გაოცებით მიხვდნენ, რომ ეს მათ ძალას აძლევდა, და ადიდეს სისხლს ნაზიარები, ის კი შეშლილივით იცინოდა, რომელმაც შეიცნო გონების არსი. და წაიყვანა ისინი შორს, თავს ესხმოდნენ ქალაქებს და სისხლის მდინარეები მოედინებოდა ქუჩებში, სადაც მისი მეომრები შიმშილს იკლავდნენ.
 
და შექმნა მან დიდებული იმპერია და შიში მისი ჯარის მიმართ იპყრობდა უცხო ქვეყნებს. და ერთხელ ნადიმობდა იგი თავის სამეფო დარბაზში, როდესაც მასთან მივიდა უცნობი მოხუცი. ჭაღარა მოხუცი შეშლილი მზერით დიდხანს უცქერდა, როგორ უღრღნიდა ყელს ახალგაზრდა მშვენიერ გოგონას ის, ვინც ეზიარა სისხლს, როგორ ხარბად სვამდა სისხლს და დანაყრებული როგორ უგდებდა მის სხეულს თავის მონებს.
“რატომ უერთდებიან შენი მსახურები მკვდარ გოგონას?” – ჰკითხა შეძრწუნებულმა მოხუცმა.
“ამგვარად – უპასუხა მან, ვინც შეიცნო სისხლი – ისინი უერთდებიან მარადისობას”.
“მე მინახავს მრავალი ამგვარი რიტუალი ქალაქის ქუჩებში და ეს ყველაზე საშინელი არ არის. რატომ გააკეთე ეს, წყეულო? რატომ შექმენი ბოროტების იმპერია, სადაც ადამიანები იქცნენ დემონებად? მე მინახავს, როგორ სვამდნენ მშობლები შვილების სისხლს, როგორ ჭამდნენ ბავშვები და-ძმების ხორცს. ნუთუ ფიქრობ, რომ ამგვარად ისინი შეიცნობენ სისხლს?”
“არა… – უპასუხა სისხლს ნაზიარებმა – მე უბრალოდ ვაჩვენე მათ, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო სხვა საშუალებებით. თქვენი სამყარო არანაკლებ სასტიკია, მაგრამ თქვენს სისასტიკეს თქვენში მალავთ. ყველა ეს ადამიანი შინაგანად მხეცია. ახლა ის უბრალოდ გარეთ გამოვიდა. ვინ ხარ, მოხუცო, რომ არ გეშინია ჩემთვის ასეთი შეკითხვების დასმა?”
“მე წინასწარმეტყველი ვარ, ღმერთების წარგზავნილი, რომლებიც შეძრწუნდნენ შენი საქმიანობით”.
“არა! – ჩაიცინა მან, რომელმაც შეიცნო სისხლი – შენ არ ხარ წინასწარმეტყველი, შენ ერთერთი ღმერთთაგანი ხარ, რომელსაც ცნობისმოყვარეობამ სძლია”.
და დიდხანს უცქერდა სისხლს ნაზიარები უძველეს ღმერთს თვალებში, სანამ ერთად არ გაიცინეს და ამ სიცილისგან შეიძრა ზეცა. და შეიპყრო უძველესი ღმერთი, რომელსაც ადრე თაყვანს სცემდნენ და მიაჩნდათ მონების მფარველად, და ამოგლიჯა ღვიძლი, შეჭამა და დაუმსხვრია თავის ქალა, დალია ტვინი და არ წყვეტდა სიცილს, შემდეგ დაიპყრო ყოველი საშუალებით და გააკეთა ეს რამდენიმე ათეულმა მონამ, სისხლს ნაზიარები კი იჯდა მის წინ და იცინოდა თავის ყველაზე წარმატებულ ხუმრობაზე, რომელიც უძველეს ღმერთს გაუკეთა, რადგან იგი წამოეგო იმავე სატყუარაზე, რომელზეც მისი მადიდებელი ადამიანები. და გაღიმებული ადგა სისხლს ნაზიარები და გამოვიდა სამეფო დარბაზიდან, დატოვა იმპერია, რომ აღარასოდეს დაბრუნებულიყო, დატოვა შეშლილი ღმერთი შეშლილ მიწაზე, რადგან ისინი ვერასოდეს შეიცნობდნენ სისხლს.
 
 
ევანგელია ლამექისა (თავი 7, გვერდი 1:5)
 
ერთხელ ის, ვინც სისხლი შეიცნო, მიაბიჯებდა უძველეს და დავიწყებულ ქვესკნელში, სადაც ვერცერთ ადამიანს გაებედა ჩასვლა, და გაიგონა კვნესა სადღაც შორს. გაიარა გვირაბების პირქუში თაღები, რომლებიც არ იყო ადამიანის მიერ შექმნილი და შეეჩეხა ადამიანს, რომელიც მიჯაჭვული იყო გახურებულ ღუმელზე. ბორკილების შიდა ეკლები ხელებში ესობოდა, სხეული ერთიანად ჭრილობებით ჰქონდა დაფარული და გაურკვეველი იყო, როგორ ცოცხლობდა.
“ვინ ხარ?” – ჰკითხა მან, ვინც სისხლს ეზიარა.
“მე შევიცნობ ტკივილს – ამოიხვნეშა ადამიანმა – უკვე ათასი წელია, აქ ვიტანჯები, ჩემი მსახურები კი იგონებენ უფრო მეტად მტანჯველ საშუალებებს, მაგრამ მათ შორის ყველაზე საშინელებებს ვუძლებ, გასხივოსნებას კი ვერა და ვერ მივაღწიე. მე არ შემიძლია შემეცნების გზის გავლა, რადგან არ არსებობს ტანჯვა, რომელიც ჩემში ცოდნას გააღვიძებს”.
“ესე იგი, შენ გჭირდება ყველაზე საშინელი ტანჯვა, რომ შეიცნო გზა? – ჩაიცინა სისხლს ნაზიარებმა – არაფერია ამაზე მარტივი. აი, რას გეტყვი: ასწლოვანი წამება და ტანჯვა ტყუილუბრალო იყო, ახლა მე შენ მოგკლავ და ვეღარასოდეს შეიცნობ იმას, რისი შეცნობაც გსურდა”.
“არა! – იყვირა ადამიანმა და ქვისებრი ექო კიდევ დიდხანს ისმოდა გამოქვაბულის თაღებში, მაგრამ სისხლს ნაზიარები მიუახლოვდა, რომ მოეკლა და ამ მცირე, რამდენიმე წამიანი გაელვების დროს, სანამ მისი ხელი აჭრიდა თავს, ადამიანმა მიაღწია იმას, რისკენაც წლების მანძილზე ტანჯვით ისწრაფვოდა. მან შეიცნო ტკივილი და მოკვდა ტუჩებზე ნეტარი ღიმილით, ხოლო სისხლს ნაზიარები თავის გზას გაუყვა.
 
ევანგელია ლამექისა (თავი 3, გვერდი 3:9)
 
ერთხელ ღამით, როდესაც სისხლს ნაზიარები მთის ბილიკს მიუყვებოდა, შეხვდა მებრძოლს, რომელსაც აბჯარზე გამოსახული ჰქონდა ჯვარი. სისხლს ნაზიარების დანახვაზე მან ხმალი მოიმარჯვა და ბრძოლისთვის მოემზადა.
“ვინ ხარ?” – შეეკითხა იგი, რომელმაც შეიცნო სისხლი და მისი სიტყვების სიცივემ ადამიანს თრთოლვა აიძულა.
“მე ერთერთი მათგანი ვარ, რომლებიც ხოცავენ შენს შვილებს, წყეულო არსებავ!” – წამოიძახა მებრძოლმა და ხმალი მოუქნია, მაგრამ ააცილა.
“რატომ ხარ უკმაყოფილო ჩემი ქმნილებებით? – ჰკითხა მან, რომელიც ეზიარა სისხლს – მათ არავისთვის მოუტანიათ ბოროტება”.
“არ მოუტანიათ ბოროტება! – იყვირა მებრძოლმა – წავიდეთ სოფელში, რომელიც ამ მთების ძირშია და ნახავ, რას სჩადიან ისინი, რომლებსაც შენ სისხლზე ძალაუფლება მიანიჭე”.
და გაემართნენ ისინი სოფლისკენ და მივიდნენ მის ქუჩებში. სისხლი ფარავდა მიწას და სახლების კედლებს, გამოხრული ძვლები ეყარა ძირს, დასახიჩრებული გვამები ამოგლეჯილი ნაწლავებით, სახეები შეძრწუნებული გამომეტყველებით და ჩვილები, რომლებსაც სისხლის უკანასკნელი წვეთი გამოწოვეს.
“აი, რას სჩადიან შენი შვილები! – ყვიროდა რაინდი – და მხოლოდ ისეთები, როგორიც ვარ მე, ცდილობენ ამ საშინელების შეჩერებას”.
“მაგრამ მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე დასაძრახს – გაუკვირდა მას, რომელმაც შეიცნო სისხლი – ისინი უბრალოდ მიუყვებიან შემეცნების გზას”.
“მაგრამ საშინელებაა ის, რაც მათ ჩაიდინეს! – თქვა მებრძოლმა – ისინი ჯოჯოხეთის ნაშიერები არიან!”
“ჯოჯოხეთი და სამოთხე შენს სულშია – თავი გააქნია სისხლს ნაზიარებმა – შენ შეგიძლია უცქირო სამყაროს როგორც სამოთხის, ასევე ჯოჯოხეთის პრიზმის მიღმა. გაიხედე სამოთხის პრიზმის მიღმა”.
და მან, ვინც ეზიარა სისხლს, სახლის კედელზე გააკრა ადამიანი და გამოფატრა მუცელი და გამოუღო რაინდს ნაწლავები და დაყარა მიწაზე და გადაუმტვრია ხერხემალი და ხელ-ფეხი, რაინდი კი ამ ყველაფერს სამოთხის პრიზმიდან უცქერდა და მხოლოდ უღიმოდა ნეტარებას, რომელსაც ცხოვრებაში პირველად განიცდიდა.
“ხედავ? – თქვა მან, ვინც სისხლი შეიცნო – შენ სამოთხის მიღმა იხედებოდი, ახლა კი გაიხედე ჯოჯოხეთის მიღმა!”
და მიმართა სისხლს ნაზიარებმა ჯადოქრობას და შეხორცდა რაინდის ჭრილობები და გამრთელდა ხერხემალი, და შეერთდა ჭრილობა მუცელზე და მორჩა ყველანაირი ჭრილობა, და წავიდა სისხლს ნაზიარები. მაგრამ არ ჰქონდა დასასრული რაინდის საშინელ ტანჯვას, რადგან ხედავდა ყველაფერს ჯოჯოხეთის მიღმა და მართალია, ჯანმრთელი იყო, მაგრამ იტანჯებოდა და ვერ ჰპოვებდა შვებას და ტკივილის გაყუჩებას, რომელსაც არ აქვს სახელი. და დიდხანს ეძებდა მას, ვინც შეიცნო სისხლი და იპოვნა, და სთხოვა, შეეწყვიტა მისთვის ტანჯვა, თუნდაც რომ ექცია უკანასკნელ მონად.
“შენ ჯოჯოხეთზე საუბრობდი – წარმოთქვა სისხლს ნაზიარებმა – მაშინ, როდესაც არ იცოდი, რა იყო იგი. ჯოჯოხეთი და სამოთხე შენს სულშია”. და ისევ აიძულა რაინდი, ეცქირა სამოთხის მიღმა, და გაუხარდა მას, დაეშვა მთებიდან უახლოეს სოფელში, რათა ექადაგა ადამიანებისთვის, რომ მიეღოთ ცოდნა და იღვრებოდა სისხლი და იფატრებოდა მუცლები და იმსხვრეოდა ძვლები, რადგან ასეთი იყო რაინდის ქადაგება, რომელმაც ოდესღაც დაიფიცა, რომ ებრძოლა ჯოჯოხეთის ნაშიერების წინააღმდეგ.
 
ევანგელია ლამექისა (თავი 5, გვერდი 3:3)
 
 
ნათარგმნია ქართული მაგიური ფორუმის იუზერ Freya-ს მიერ
 
zorbeg.wordpress.com