EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე რაინ-ვესტფალია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-02-09 17:24:26
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხზე მსჯელობს.
_ უვიზო რეჟიმის გაუქმებას ქართველებისთვის ითხოვს ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია (მიწა, რეგიონი გერმანიაში). შესაბამისი მოთხოვნით რეგიონის მთავრობამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა.
როგორც ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, ქართველებისთვის უვიზო რეჟმის ამოქმედების შემდეგ, რეგიონში კრიმინოგენური ვითარება კატასტროფულად გაუარესდა, რასთანაც გამკლავება შეუძლებელია. შესაბამისად, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტაა.
რეგიონის მცხოვრებლები კი თავის მხრივ, ყვებიან, რომ ღამეებს ათენებენ, და თუ ეძინებათ, კოშმარები ესიზმრებათ. უკვე რამდენიმე თვეა ბუნდესრეგიონში ცხოვრება საშინელებად გადაიქცა, დააყაჩაღეს და გაქურდეს ათობით სახლი თუ მაღაზია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადრე მშვიდად და თავისუფლად ცხოვრობდნენ, ახლა კი ეს თავისუფლება წართმეული აქვთ.
ვრცელი რეპორტაჟი თემაზე გერმანიის საზ. მაუს ეთერში გავიდა.
WRD-ის ინფორმაციით, ამის მიზეზია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევენ სავიზო რეჟიმს და პრობლემებს ქმნიან. კონკრეტულად, პრობლემებს ქმნიან ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში.
მაუწყებლის ცნობით, გერმანიის თავისუფალი დემოკრატების (FDP) წევრი, ადგილობრივი ინტეგრაციის მინისტრი, იოახიმ შტამპი მოითხოვს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეიზღუდოს.
2017 წლის 28 მარტიდან საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობენ.
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 - წინააღმდეგი - დაუჭირა.
ბრიუსელში ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა.