EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არნის დე მანო - arnis de mano »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2018-03-01 15:53:13
არნის დე მანო - ესპანურად ნიშნავს "ხელით დაცვას", ფილიპინელთა საბრძოლო ხელოვნებაა. ფილიპინების სახელმწიფო ენაზე - ტაგალურზე ეწოდება "ესტოკადა". ორივე ტერმინი აღნიშნავს ბრძოლის ტექნიკას ერთი ან ორი ჯოხით ხელებში, რაც შეადგენს ესკრიმას საბრძოლო ხელოვნების შემადგენელ ნაწილს.
ფილიპინების არქიპელაგის (7100 მეტი კუნძული) ესპანელთა მიერ დაპყრობამდე მე-16 საუკუნეში საბრძოლო ხელოვნებები ყველგან ფართოდ იყო გავრცელებული. კოლონიზატორებმა მაშინვე აკრძალეს ისინი, მაგრამ ტრადიცია არ შემწყდარა.
პირველ რიგში, ბრძოლის ტექნიკა ჯოხებით, ხმლებით, შიშველი ხელებით გამოისახებოდა ხალხურ ცეკვებში ("სინულოგი" და "ბინაბაიანი"). მეორე რიგში, მას ავარჯიშებდნენ (მართალია, ცოტა პაროდიული ფორმით) ფართოდ გავრცელებულ ხალხურ წარმოდგენებში "მორო-მორო". და მესამე, ის ფარულად გადაეცემოდა მრავალ ოჯახში მამიდან შვილს.
როდესაც 1898 წელს ესპანური ბატონობა არქიპელაგზე შეიცვალა ამერიკულით, ოფიციალური აკრძალვა ესკრიმას მთელი კომპლექსის ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებების ვარჯიშზე მოიხსნა. გაიხსნა სკოლები ერთი მეორეზე, მრავალმა ოსტატმა მოიპოვა ფართო პოპულარობა, წარმოიშვა მათ შორის მძაფრი მეტოქეობა, ხშირი გახდა საჩვენებელი გამოსვლები. მეტოქეობამ სკოლებსა და ოსტატებს შორის წარმოშვა "სიკვდილამდე ბრძოლის" პრაქტიკა, რომელთა ლეგენდარული გმირი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ფლორო ვილაბრილე, რომელიც ითვლება ყველაზე წარმოჩენილ ოსტატად არნისის ისტორიაში.
ფილიპინების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1946 წელს დაიწყო არნისის ეროვნულ თავდაცვის სახეობად და სპორტულ ორთაბრძოლად გადაქცევის ტენდენციის ზრდა. დაიწყეს მისი შესწავლა შეიარაღებულ ძალებში და პოლიციაში, შემოიღეს ფიზიკური მომზადების პროგრამა უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტებისთვის.
ჩვენი დროის არნისში ყველაზე მეტი პოპულარობა მოიპოვა შემდეგმა სტილებმა:
არნის მოდერნო (თანამედროვე არნისი), დაფუძნებული 1957 წელს ოსტატ რემი ამადორო პერსასის მიერ. ის სწავლობდა მამამისთან - ლეონ პრესასთან, შემდეგ რუდოლფ მონკალთან, ტიმოთეო მარანგასთან (მონკალის მასწავლებელთან) და ბოლოს, ბენანსიო ბეკონთან (მარანგას მასწავლებელთან). მათი ტექნიკა მან შეაერთა ერთმანეთში, გაიაზრა და შემოქმედებითად განავითარა. ახლა მასში ბევრი დარტყმებია გაშლილი ხელით, მუშტით, ტერფით, იდაყვით, მუხლით, ასევე ბევრია გდებები და მახრჩობელა ილეთები.
ესკრიდო - სტილი დაფუძნებული კაკოე კანეტის მიერ 50-იანი წლების ბოლოს. ამ სტილში გამოიყენება მხოლოდ ერთი ჯოხი (სოლო ბასტონ) სიგრძით 30 დიუმი (ოდნავ მეტი 75 სმ). ტრადიციული არნისის ილეთები კ.კანეტმა ძიუდოსა და კარატედოს ილეთებით შეავსო. აქედან გაჩნდა სუფიქსი "დო" სისტემის სახელწოდებაში.
სიკარანი - პოპულარიზებული დენ ინოსანტოს მიერ, ფილიპინელის, დიდი ხანი მცხოვრების აშშ-ში და კარგად ცნობილის, როგორც ბრიუს ლის მეგობარი, მოსწავლე და მომდევარი. ინოსანტო პროპაგანდას უწევს ორი ჯოხით (სინავალი) მუშაობას.
სამაჰანგი - სტილი, განვითარებული ფილიპინელთა ჯგუფის მიერ მანილას (სახელმწიფოს დედაქალაქი ყველაზე დიდ კუნძულზე ლუსონი) რაიონში. ეს სტილი მიზნად ისახავს კლასიკური არნისის შენარჩუნებას, სხვა სახეობის ორთბრძოლებიდან რაიმეს გადმოღებისა და მის სპორტად გადაქცევის გარეშე.
პეკიტი ტირსია - სტილი, შექმნილი ლეონ გაჯეს და ტომ ბირსიოს მიერ. ამ სტილში მთავარი აქცენტი მთავარი აქცენტი გაკეთებულია სპორტულ ორთაბრძოლაზე სრული კონტაქტით პროტექტორების (ნიღაბი, კრაგები, ფუტები, ჟილეტი, სამხრეები) მთლიანი კომპლექტის გამოყენებით.
საერთოდ კი ფილიპინებში და მის საზღვრებს გარეთ ცნობილია ამჟამად არნისის დაახლოებით 100 სხვადასხვა სტილი. მაგრამ საერთო სტილი არ არის, როგორც არ არის მისი შექმნის მცდელობა.
არსებობს ჯოხების გამოყენების 4 ძირითადი ვარიანტი:
სოლო ბასტონი, ანუ ერთი ჯოხით მუშაობის ტექნიკა.
სინავალი - ორი ერთნაირი სიგრძის ჯოხით მუშაობის ყველაზე მეტად ცნობილი და პოპულარული ტექნიკა.
ესპადა-ი-დაგა - ორი ჯოხით მუშაობა, მაგრამ სხვადასხვა სიგრძის (ერთი მათგანი იმიტირებს ხმალს, მეორე ხანჯალს).
არნის კავაიანი - გრძელი კეტით მუშაობა.
ჯოხებს აკეთებენ პალმის ხისგან ან ბამბუკისგან. მათი სიგრძე მერყეობს 70-80 სმ საზღვრებში, დიამეტრი 2,5-3 სმ, ბოლოები ბლაგვია. ეწოდება მათ "ბასტონი" ან "მუტონი". მოკლე ჯოხები იმიტირებს "დაგას" (ხანჯალი), აქვთ 30-40 სმ სიგრძე. კეტი ჩვეულებრივ უტოლდება ორი ბასტონის სიგრძეს.
ტრადიციული არნისი ასწავლის თავდაცვას, რომლის მეთოდიც დაყვანილია იქამდე, რომ ჯერ ჯოხით აუვნებელყოფენ მოწინააღმდეგის შეიარაღებული ხელის სახსრებს, ხოლო შემდეგ აყენებენ მას რამდენიმე დარტყმას თავში ან კორპუსში.
სწავლება არნისში დაყოფილია 3 ეტაპად. პირველ ეტაპს ეწოდება "მუესტრასიონი" ან "პანდალაგი". აქ სწავლობენ ჯოხის სწორად დაკავებას (საჭიროა დაჭერა ისე, რომ მუშტის მხრიდან ჯოხი დარჩეს 8-10 სმ, ამ ადგილს იყენებენ დაჭერისთვის და ახლო დისტანციიდან დარტყმისთვის), ხუთი ძირითადი ტიპის დარტყმას, ასევე თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებს მათგან. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა გადაადგილების სწორი ტექნიკის დამუშავებას. ამ მიზნით მოსწავლეები დიდი ხნით დადიან ხის ფიცრებზე, რომლებიც წარმოქმნიან სამკუთხედებს 38-40 სმ გვერდებით. ამით აითვისება შეტევის ხაზედან გასვლის სისტემა და დარტყმებისა და ბლოკების კომბინაცია ერთი ჯოხით. შემდეგ სწავლობენ თავდაცვისა და შეტევის ტექნიკას ორი ჯოხით ერთდროულად.
მეორე ეტაპზე, რომელსაც ეწოდება "სანგა ატ პატამა" ან "სომბრა ტაბაკი", მუშაობენ წყვილებში. ძირითადად ატარებენ სასწოვლო სპარინგებს, რომლის დროსაც ამუშავებენ სტანდარტულ კომბინაციებს და ილეთების ბმებს. ამ ეტაპზე მუსაობა სრულდება "კაკუნში", რადგანაც მოსწავლის ამოცანა არა იმაშია, რომ მოარტყას ჯოხი მოწინააღმდეგეს, არამედ დარტყმების კომბინაციების სწორ და ზუსტ ათვისებაში. ილეთების სირთულე და სისწრაფე თანდათანობით იზრდება.
მესამე ეტაპი ("ლარგა მუტონი" ან "ლაბუნანგ ტოტოჰანანი") - ეს თავისუფალი სასწავლო ბრძოლაა, რომლის პროცესშიც მოსწავლე გამოიმუშავებს ბრძოლის წარმოების საკუთარ მანერას, ირჩევს მისთვის მეტად შესაფერის კომბინაციებს და ილეთებს. და, რაც მთავარია, ცდილობს მიაღწიოს მოქმედების მაქსიმალურ სისწრაფეს, როგორც ერთი, ისე ორი ჯოხით. თავისუფალ ბრძოლაში შესაძლებელია დარტყმა ნებისმიერ ადგილზე. ჯოხით დარტყმების გარდა, ახლო დისტანციაზე კეთდება დარტყმები იდაყვებით, მუხლებით, ტერფით და თავით. ადრე თავისუფალ ბრძოლაში პროტექტორები არ გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა აუცილებელია სქელი კრაგები ხელებზე, რომლებიც იცავენ მათ მაჯიდან იდაყვამდე, და ჩაფხუტ-ნიღაბი თავზე.
arnis1 ჯოხებით ბრძოლის ტექნიკა, რა თქმა უნდა, ვარირებს სტილის მიხედვით, მაგრამ ყველაში ის აწყობილია 4 ძირითად პრინციპზე: მოძრაობათა სიმარტივე, მათი შედარებითი სწორხაზოვნება, ეკონომიურობა, ისეთი ილეთების შერჩევა, რომლებიც იდეალურად შეესაბამება მოცემული ადამიანის სხეულის აღნაგობას და პიროვნულ თვისებებს.
ბრძოლა ორი ჯოხით შეიცავს არა მხოლოდ მჩეხავ და მცელავ დარტყმებს, რომელთა უმრავლესობა მყარად იბლოკება, არამედ დარტყმებს ჯოხის მეორე ბოლოთი, ასევე მრავალფეროვან შემოტარებებს და წამოდებებს ჯოხით მოწინააღმდეგის ჯოხზე თუ ხელზე. დარტყმის ძალა დამოკიდებულია მოძრაობის შეთავსებაზე პირდაპირზე და რკალზე. არ არის მხოლოდ მაგარი ან რბილი ტექნიკები. არის მათი შეთავსება. კორპუსი ამ დროს თავისუფალია, მოდუნებულია, რბილია და მისი მდგომარეობა განპირობებულია სიტუაციით. წყვილი ჯოხით მუშაობაზე შემდეგ ადვილად იწყობა წყვილი მაჩეტეთი მუშაობის ტექნიკა. ერთი და იგივე მოძრაობა, ერთი და იგივე დარტყმა შეიძლება შესრულდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის იარაღით.
მხოლოდ ერთი ჯოხის გამოყენებისას ტექნიკაში თავს იჩენს მრავალი მოქნევითი დარტყმა, რაც საშუალებას იძლევა მათი სერიის გატარებას დროის მცირე მონაკვეთში. მტევანი ამ დროს ოდნავ ტრიალდება, ასე რომ ყოველი ახალი დარტყმა მოდის სხვადასხვა ადგილზე. მარცხენა ხელი არ არის გატანილი ზურგს უკან, როგორც ევროპულ ფარიკაობაში, არამედ გამოიყენება დაჭერებისთვის და მოწინააღმდეგის შემტევი ხელის კონტროლისთვის. მას შეუძლია მეორე ჯოხიანი ხელის დაჭერაც უფრო ძლიერი დაბლოკვისთვის და თავისი იარაღით მოწინააღმდეგის იარაღზე მიწაზე დაწოლისას ქვემოთ სწრაფად გასვლისას. მაგრამ ყველაზე ხშირად ის გამოიყენება დაჭერებისას. დაჭერები და ჩაკეტვები ჯოხის გამოყენებით, მიმართულია მაჯის, იდაყვის ან მხრის სახსრებისკენ. ისინი უზრუნველყოფენ კონტრშეტევის კარგ საშუალებას (როდესაც მოწინააღმდეგე შებოჭილია) და მტკივნეულ ზეწოლას, რაც აიძულებს მოწინააღმდეგეს იმოძრაოს საჭირო მიმართულებით. თავისუფალი ხელი შეიძლება გამოიყენებოდეს დამხმარედ გდებების დროს.
soldiers-arnis შეტევები ერთი ან ორი ჯოხით იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: მარჯვენა ხელით, მარცხენა ხელით და ორივე ხელით - იმის მიხედვით, თუ რომელი ხელით ხდება უმეტესად დარტყმის მიყენება. გასაგებია, რომ ოსტატები ორივე მხრიდან თანაბრად კარგად უნდა მუშაობდნენ.
ბრძოლას გრძელი და მოკლე ჯოხით ტყუილად არ ეწოდება "ესპადა ი დაგა". მასზე კარგად იწყობა ტრადიციული გრძელი მაჩეტეთი "ბოლო" და ხანჯლით "ბალარაუ" ბრძოლის ტექნიკა. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ "ესპადაში" იგულისხმება არა თანამედროვე ფარიკაობის დაშნა, არამედ მისი შუასაუკუნეების ესპანური ვარიანტი, რომელსაც აქვს საკმაოდ ფართო პირი და ერთნახევარმხრიანი ნალესი. ნათელია, რომ მოკლე ჯოხი აქ ემსახურება, ძირითადად, დაბლოკვებსა და შერჭობებს, ხოლო გრძელი ტრიალებსა და მჩეხავ დარტყმებს. თანამედროვე ვარიანტში ამ მიმართულებას ხშირად ავარჯიშებენ ხელკეტით და დანით, რომელიც უკავიათ მარცხენა ხელში და, რომელსაც იყენებენ არა მხოლოდ შერჭობისთვის, არამედ მჭრელი მოძრაობებისთვის,რომელთა მიზანია - მოწინააღმდეგის კუნთებისა და მყესების დაზიანება. ჩამოყალიბდა კიდევაც სპეციფიკური ტექნიკა "სამსხვერპლო" ბლოკებისა: როგორ დაუხვედრო სწორად ხელი დანას, რომ ჭრილობამ მიაყენოს მინიმალური ზიანი, თუ დარტყმის აცილება არ ხერხდება.
სტანდარტულ კომბინაციას ატარებენ სამ ეტაპად. პირველი - ეს ბლოკია, გატანა ან შეტევის ხაზიდან გასვლა, იმავდროული კონტრშეტევით შემტევი კიდურის ნერვულ ცენტრში (ეს შეიძლება იყოს ხელისგულის ზურგის მხარე, იღლია, ტრიცეპსი, ბიცეპსი იდაყვთან ახლოს, ხოლო ფეხზე - ტერფის შუა ადგილი, მუხლის შიდა ზედაპირი, წვივები). შემდეგი ეტაპი არის იარაღისგან თავისუფალი, ანუ, როგორც აქ უწოდებენ, "ცოცხალი" ხელის გამოყენება. მისი მეშვეობით ატარებენ მოწინააღმდეგის შემტევი ფეხის ან მისი იარაღიანი ხელის შეჩერებას. ეს არ აძლევს მას საშუალებას გამოიყენოს დაბლოკილი კიდური განმეორებითი შეტევისთვის. ამას გარდა, მოწინააღმდეგის დაფიქსირებული ხელით შეიძლება მისი მეორე ხელის შებოჭვაც. მესამე ეტაპია - გდება, მახრჩობელები, თავში ან სხეულში დარტყმები.
ბადრი ნოზაძე