EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყივჩაღები და დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოს განთავისუფლება სომეხი დამპყრობლებისა და მოღალატეებისაგან »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-03-06 23:04:04
დიადი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. ამასთნ ცნობილია, რომ მისი პირველი თანამეცხედრე გახლდათ სომეხი, ხოლო მეორე- ყივჩაღის ასული, ხანის-ათრაქა შარაღანის ძის ქალიშვილი. თუმცა, ცოტას თუ ესმის, თუ რამდენად საბედისწერო გახლდათ საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის და ქართველი ხალხისათვის მეფის „პირადი არჩევანი“.
არ არის გამორიცხული, რომ მისი პირველი თანამეცხედრე – სომეხი – ახალგაზრდა დავით აღმაშენებელს ძალად შერთეს. დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლის პერიოდი ხომ სწორედ ქართულ მიწაზე სომხური პოლიტიკური და სულიერი ექსპანსიის ეპოქას ემთხვევა.
დღეს ამას არც იხსენებენ, უფრო მეტიც, სომეხ ცრუ-ისტორიკოსებს რომ მოვუსმინოთ, გამოდის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი სომხებთან „ვალშიც“ კია.
ამავე დროს, სომეხი ისტორიკოსები წყევლა-კრულვას უთვლიან თურქებს, კერძოდ კი თურქ-სელჩუკებს, რომლებმაც, სომეხ „მეცნიერებს“ თუ დავუჯერებთ, მე-11-12 საუკუნეში „მრავალტანჯული სომეხი ერის“ გენოციდიც კი განახორციელეს.
თუმცა ისტორიული ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სომხები არათუ მშვენივრად პოულობდნენ საერთო ენას თურქ-სელჩუკებთან, არამედ მათ ქართველების წინააღმდეგაც აქეზებდნენ, მათი უშუალო ხელშეწყობით იპყრობდნენ ქართულ მიწებსა და იტაცებდნენ ქართულ ტაძრებს.
ამასთან, თურქ-სელჩუკების მმართველები, სავარაუდოდ, ვერ აცნობიერებდნენ, თუ რა სიურპრიზებს მოუტანდნენ მომავალში მათ შთამომავლობას სომხები და ეხმარებოდნენ სომეხ მმართველებს, მუდამ მხარს უჭერდნენ მათ საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობებში.
ისტორია ამტკიცებს, რომ ძირძველ ქართულ და ალბანურ მიწებზე მე-10-11 საუკუნეებში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ფაქტობრივად სომხურმა დინასტიამ-კიურიკიანებმა, (ბაგრატიდების არმენიზებული შტო) და ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას სწორედ თურქ-სელჩუკების მეშვეობით. მათ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნეს ტაშირ-ძოგარეთის სამეფო. ამ სახლემწიფოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ ქართველები, თუმცა სომხებმა, რომელთაც აქ ხელთ იგდეს ხელისუფლება, დაიწყეს სომხური მონოფიზიტური მწვალებლობის გავრცელება, დევნიდნენ რა მართლმადიდებლობას.
ამავე დროს, კიურიკიანებმა მოახერხეს საქართველოს კახეთისა და ჰერეთის (შეკი) სამეფოებში ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ჰერეთის სამეფო კავკასიის ალბანეთის უძველესი სახელმწიფოს ჩრდილო-დასავლეთ მიწებზე შექმნა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონზე სელჩუკების თავდასხმისას, კიურიკიანები არა მხოლოდ მათ ვასალებად იქცნენ, არამედ სელჩუკთ ლაშქარს ქართველებთან საომრადაც იყენებდა. კიურიკე II აღიარა სელჩუკთა სულთნის, ალფ-არსლანის სუვერენიტეტი 1064/65 წლებში. სულთან ალფ-არსლანის გალაშქრებაში ბაგრატ IV წინააღმდეგ (1067—1068) სულთნის მხარეს იბრძოდნენ კიურიკე II, მისი ძმისშვილი, კახეთ-ჰერეთის (შეკის)მეფე აღსართან I და თბილისის ამირა.
რეალურად ეს გახლდათ სომეხთა და სელჩუკთ ლაშქრობა საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან, სომხები სულაც არ განიცდიდნენ თურქ-სელჩუკთა მხრიდან შევიწროვებას, უფრო მეტიც, თურქული ჯარების მხარდაჭერით სარგებლობდნენ იმისათვის, რომ გაეძარცვათ საქართველო და ხელში ჩაეგდოთ ქართული მიწები და რაც მთვარია ქართული სიწმინდეები.
სომეხი მმართველების ხელში გადასულ სამხრეთ საქართველოს და კახეთის ეკლესიებს სომეხი სასულიერო პირები ეპატრონებოდნენ. საქართველოს ემუქრებოდა სომეხთა მხრიდან დამონებისა და გასომხების საშინელი საფრთხე– თითქმის ისეთივე, რომელიც მოგვიანებით ყარაბაღის ალბანურ მოსახლეობას დაატყდა თავს.
ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ პირველი, რაც საქართველოს სამეფო ტახტზე 1089 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა გააკეთა-იყო ქართული მიწების განთავისუფლება სომეხი დამპყრობლებისა და მოღალატეებისაგან.
ამავე დროს, დავით აღმაშენებელი იბრძოდა მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდის შესანარჩუნებლად, სომხური მწვალებლობის წინააღმდეგ. დავით IV მიერ 1103 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მეფემ გამოაცხადა არა მხოლოდ ეკლესიიდან განდევნა დაუმსახურებლად აღზევებული საეკლესიო პირები, არამედ მწარედ დაგმო სომხური მწვალებლობა. სომეხთა მიერ უკანონოდ მითვისებული ქართული ტაძრები დაუბრუნდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
1105 წელს საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა კახეთი, რომელიც სომხური დინასტიის მმართველობისაგან გაათავისუფლა. თუმცა უძველესი ალბანური სახელმწიფო – ჰერეთი (შეკი) კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში რჩებოდა სომეხი მმართველების ხელში, რომელთაც ზურგს სწორედ სელჩუკები უმაგრებდნენ.
დაახლოებით 1108 წელს მეფე გაშორდა წარმომავლობით სომეხ თანამეცხედრეს, რისი მიზეზებიც უცნობია, ასევე უცნობია პირველი მეუღლის ნამდვილი სახელწოდებაც. თუმცა, რთული არ არის მიხვედრა. სწორედ მეფის თანამეცხედრის მეშვეობით ცდილობდნენ სომხები საქართველოს ხელში ჩაგდებას.
ამის შემდეგ დავით მეფე აღმაშენებელმა იქორწინა ყივჩაღთა წინამძღოლის ათრაქა შარაღანის ძის ასულზე, აშინთა გვარიდან. ამბობენ, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური კავშირი იყო. თუმცა მეფეს შეუყვარდა მეუღლე, რომელიც მოგვიანებით საქართველომაც შეიყვარა. «ყოვლად ნეტარი და სიკეთით სახელგანთქმული დედოფალი გურანდუხტი»-ასე მოიხსენიებდნენ მას მემატიანეები. სავარაუდოდ, გურანდუხტი ტურანის ასულია. ქართულ წყაროებში მას გურანდუხტს უწოდებენ და იგი მეტაც ძლიერი, გავლენიანი ქალი იყო.
ზოგადად, რუს და ქართველ მართლმადიდებელ მმართველთა ქორწინება ყივჩაღებთან ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იაროსლავ ბრძენის მეუღლე ყივჩაღი იყო, ისევე როგორც ალექსანდრე ნეველის დედა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ნეველი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული, რადგან ჩინგიზიდებზე (ოქროს ურდოზე) დაყრდნობით, გერმანელი ჯვაროსნების ლაშქრობა და კათოლიკური ეკლესიის სულიერი ექსპანსია შეაჩერა რუსულ მიწებზე.
ათრაქა შარაღანის ძის ასულზე ქორწინების შემდგომ, დავით აღმაშენებელი გაასკაცებული ძალებით შეუდგა რეფორმების გატარებას საქართველოში. შუასაუკუნოვან საქართველოში, ყივჩაღთა მაგალითისამებრ, შეიქმნა საგარეო დაზვერვის აპარატი - «მსტოვარი» - დამსმენი.
შეიქმნა მეფის პირადი გვარდია. ამბობენ, რომ არაერთი სიახლის ავტორი თავად გურანდუხტი იყო.
ყივჩაღთა ასულზე რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდგომ, დავით მეფემ გადაწყვიტა შეექმნა ძლიერი ჯარი თურქ-სელჩუკებთან საბრძოლველად, რომლებმაც იმ დროისათვის თავის სომეხ „მოკავშირეებთან“ ერთად ფაქტიურად დაიპყრეს საქართველოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილი. დავითმა სანათესაოს დაუჭირა მხარი. მისი სიმამრი ათრაქა იმ დროისათვის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასე, რომ ქართველი მეფის მოწოდებაზე ყივჩაღები უმალვე დაირაზმნენ. 40 000 მეომარი ოჯახებითურთ დაახლოებით 100 000 პირს უდრიდა.
შედეგად, დავით აღმაშენებელმა საშველად სხვა თურქებს, ყივჩაღებს უხმო, რომელთა დახმარებით შეძლო გაეთავისუფლებინა ქართული მიწები არა მხოლოდ თურქ-სელჩუკთაგან, არამედ, სწორედ სომეხი მწვალებლებისაგან და ქვეყნის მოღალატეებისაგან.
თანახმად „ქართლის ცხოვრებისა“ 1117 წელს, ყივჩაღთა დახმარებით დავით აღმაშენებელმა აიღო გიშის (კიშის) ციხე-სიმაგრე და დაიმორჩილა შაკი. ვინაიდან შაკი ითვლებოდა უძველესი ალბანური სახელმწიფოს სამართალ მემკვიდრედ, მასზე გავლენის მოპოვებას ქართველი მეფეები განსაკუთრებით ცდილობდნენ.
ამის შემდეგ, რაღაც რაღაც დროით „შაკის მეფის“ ტიტული ქართველ მეფეთა და დედოფალთ კუთვნილებად იქცა. მაგალითად, შემონახული იქნა წერილთა ნიმუშები, რომლებიც საქართველო მეფეთა და წარჩინებულთა სახელზე იგზავნებოდა; ერთ-ერთ მათგანში დავით აღმაშენებელი იწოდება «მეფეთ მეფედ აფხაზთა, შაკისა, ალანთა და რუსა», მეორეში — საქართველოს სხვა მეფე — «მეფეთ მეფედ გურჯთა, აფხაზთ, შაკისა და ხაზართა», მესამეში, მეფე ლაშა-გიორგი, თამარ მეფის ვაჟი — «მეფეთ მეფედ აფხაზთა, შაკთა და ალანთა».
აზერბაიჯანელი პოეტი ფალაკი შირვანი ნაწარმოებში «ოდა დემეტრე პირველის სიკვდილისა » მასხე ასე წერს: «შაჰინშა აფხაზთა და შაკთა».
1118 წელს დავით აღმაშენებელმა ყივჩაღთა დახმარებით საქართველოს შემოუერთა ტაშირ-ძოგარეთის სამეფოს მიწები და ამ ძირძველ ქართულ მიწებზე ამით წერტილი დაუსვა სომეხთა მმართველობას.
დედოფალი გურანდუხტისა და მისი მართლმადიდებლობისადმი ერთგულების შესახემ მოგვითხრობს წერილი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს ნოტრ დამ დე პარის არქივებში.
დოკუმენტი გაგზავნილი იქნა იერუსალიმის უფლის ჯვარცმის ნაწილებთან ერთად. «დავითი, გეორგიანთა მეფე, რომელიც წინაპრებთნ ერთად კასპიის კარიბჭეს და სადარაჯოზე იდგა, მანამ ცოცხლობდა, ამ ჯვარს იცავდა დიდი კრძალვითა და რუდუნებით. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლე, ცნობილი თავისი სიწმინდითა და პატიოსნებით, ამ ჯვრითა და აურაცხელი ოქროთი, ჩავიდა იერუსალიმს რათა იქ ეპოვა აღსასრული დუმილსა და ლოცვაში».
ამგვარად, გამოდის, რომ ყივჩაღთა წყალობით საქართველომ არა მხოლოდ დაიბრუნა საკუთრი მიწები, არამედ გამყარდა მართლმადიდებლურ რწმენაში და გაუმკლავდა სომხურ პოლიტიკურ და სულიერ ექსპანსიას.
KavkazPlus