EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უცნაური ბანჯგვლიანი დემონი–მონსტრები »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-12 17:45:27

უცნაური ბანჯგვლიანი დემონი–მონსტრები

monster

IX ს–ში ვინმე დიონისემ ტელ–მახრედან შექმნა მატიანე, რომლის შინაარსი მეცნიერებს ბოლომდე დღემდეც ვერ ამოუხსნიათ. ამჟამად ეს ხლენაწერი ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება, მისი 6 ფურცელი კი– ბრიტანულ ბიბლიოთეკაში. მასში მოთხრობილია მოვლენები დაწყებული სამყაროს შექმნიდან ჩვ. წ.ა. 774 წლამდე; ბოლოს კი საკმაოდ საგულისხმო ამბავია აღწერილი.
 
    „ჩვენი წელთაღრიცხვის 774 წელს ბიზანტიის იმეპრატორ ლეონ IV გამეფებამდე ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებდა, მას შემდეგ კი გამოჩნდნენ საზარელი მხეცები, რომლებსაც არავის და არაფრის ეშინოდათ. არავის გაურბოდნენ და მრავალი ადამიანი მოკლეს. გარეგნულად მგლებს ჰგავდნენ, პატარა, ვიწრო დრუნჩებით, გრძელი ყურებით, ხოლო ზურგის ტყავი ღორისას მიუგავდათ.
 
    ამ უცნაურმა ცხოველებმა ხოხის მახლობლად, აბდინის კლდის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენეს. ზოგიერთ სოფელში ასზე მეტი ადამიანი შეჭამეს, სხვა სოფლებში – ოცი, ორმოცი, ორმოცდაათი. ადამიანების არ ეშინოდათ, ამიტომაც მათ ვერ უმკლავდებოდნენ. თუ მათ ესროდნენ, თავს ესხმოდნენ და ნაფლეთებად აქცევდნენ თავდამსხმელს. მონსტრები შემოღობილ ეზოებსა და სახლებში აღწევდნენ, ბავშვებს იჭერდნენ და თავისკენ მიათრევდნენ; შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავდა. ღამ–ღამობით ისინი ტერასებზე ადიოდნენ, საწოლებიდან მძინარე ბავშვებს იპარავდნენ და შეუფერხებლად ტოვებდნენ ტეროტორიას. მათ დანახვაზე ძაღლებს ყეფვისაც კი ეშინოდათ.
 
    ამის გამო ხალხს ქუჩაში გავლა ჯგუფურადაც ეშინოდათ. საზარელმა მონსტრებმა მთლიანად გაანადგურეს რქოსანი პირუტყვი, რადგან ფარაზე თავდასხმისას თითოეულ მონსტრს რამოდენიმე საქონელი მიჰყავდა. 
მონსტრებმა დატოვეს ეს მიწები და ერზენენში გადაიხვეწნენ ( რაიონი სამხრეთ სომხეთში, ასურეთის საზღვართან), სადაც ყველა სოფელი გააჩანაგეს. ასევე დააცარიელეს ქვეყანა მეიფერკი და მთა კაქაის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე დიდი ზარალი მიაყენეს ამიდას ( რომის კოლონია მესოპოტამიაში)“.
 
აქ ხელნაწერს რამოდენიმე გვერდი აკლია. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ დიონისემ ტელ–მახრედან საოცარი ზღპარი შეთხზა. კამათობდნენ ასევე იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა მონსტრების აღწერა – ,,ჰქონდათ მათ ზურგზე თევზის ფარფლის მაგვარი ფაფარი თუ გრძელი ბალანი, როგორც გარეულ ტახს”.
 
მრავალი ძველი ქრონიკა შეიცავს მოთხრობებს დემონების შესახებ, რომლებიც თითქმის არსაიდან ჩნდებოდნენ, რათა გაეტაცათ ან გადაესანსლათ მსხვერპლი. ამ დემონებს ხშირად აღწერენ როგორც „შავ არსებებს სიბნელეში მანათობელი თვალებით და ეშმაკეული მზერით.“ საგულისხმოა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს მონსტრები ძლიერი ჭექა–ქუხილის დროს ჩნდებოდნენ.
 
აბატმა რალფმა, ინგლისში ესექსის საგრაფოს ქ. კოგეშელში მდებარე მონასტრის წინამძღვარმა საკუთარ „ქრონიკებში“ აღწერა გრიგალი, რომელიც 1205 წლის ივნისში, წმ. იოანე ნათლისმცემლის დღეს ამოვარდა და ქალაქში თითქმის ყველაფერი დაანგრია:
 
„იოანე ნათლისმეცემლის წმინდა ღამეს მთელ ინგლისში ქარიშხალი მძვინვარებდა, ქუხდა და უწყვეტად ასხამდა წვიმა. კენტის საგრაფოში, ქ. მეიდსტოუნის მახლობლად მეხმა უცნაური მონსტრი მოკლა… ამ ურჩხულს უცნობი არსების თავი ჰქონდა, ადამიანის მუცელი, ხოლო სხეულის სხვა ნაწილები სხვადსხვა ცხოველის. მისი შავი გვამი ძალიან დამწვარა და ყარდა; ცოტა ვინმემ თუ შეძლო მასთან მიახლოება.“ 
 
აბატმა რალფმა კიდევ ერთი შემთხვევა აღწერა, რომელიც 1905 წლის 29 ივლისს, ასევე ჭექა–ქუხილის დროს მოხდა:
 
„მთელ ინგლისში მძვინვარებდა ქარიშხალი, საზარლად ქუხდა, ელავდა – ბევრს ეგონა, რომ საშინელი სამსჯავროს დღე მოვიდა. დილით რამოდენიმე ადგილას უცნაური მონსტრის ნაკვალევი იპოვეს, მისი დიდი ტერფი ბოლოსკენ ვიწროვდებოდა. მსგავსი რამ არავის არასდროს უნახავს. მოქალაქეები ამტკიცებდნენ, რომ ეს გიგანტური მონსტრების ნაკვალევი იყო.“
 
ტუდორების ეპოქის ისტორიკოსმა ჯონ სტოუმ შემდეგი ინციდენტი აღწერა, რომელიც დახლოებით 1538 წელს ლონდონში, კორნხილის ქუჩაზე მდებარე წმ. მიქაელის ტაძარში მოხდა.
 
„როდესაც მნათეები სამრეკლოში ზარებს რეკავდნენ, რათა ეშმაკები განედევნათ, სამხრეთის ფანჯრიდან მათთან ადამიანის მსგავსი საზარელი არსება შევიდა და ჩრდილოეთის მხრის ფანჯრიდან გავიდა. შიშიგან მორჩილები ძირს დაეცნენ და გარკვეული დრო უგონოდ იყვნენ.“
 
მთარგმნელებმა და ისტორიკოსებმა სტოუს მონათხრობი სკეპტიკურად აღიქვეს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროს ზარების რეკვა ბოროტი ძალების სახლებიდან განდევნისთვის ჩვეული ამბავი იყო.
 
როდესაც იმპერატორმა კარლოს დიდმა ყველა მეზობელი ქვეყანა დაიმორჩილა, მკაცრი კანონები შემოიღო, რათა დემონებს მოსავალი ვეღარ დაეზიანებინათ; მონასტრებში ისმოდა აბატების აღგზნებული სიტყვა ტყის კაცებზე, რომლებიც კეთილ ბერებს იტაცებდნენ და ბოროტის ნაშიერებს სასტიკ სიკვდილს უქადოდნენ.
 
840 წელს ლიონის მთავარეპისკოპოსმა აგობარდმა აღწერა ამბავი სამი დემონის შესახებ, რომლებსაც ჯერ სამი დღე ქალაქში ბორკილებით დაატარებდნენ, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. თავის მანუსკრიპტში „ანგლოსაქსური ცრურწმენების დაგმობის შესახებ“, რომელიც ლათინურად დაწერა, მთავარეპისკოპოსი ისე ლაღად მოიხსენიებს მთებში მცხოვრებ ბოროტ დემონებს, რომ მონათხრობში მათი აღწერაც არ ჩართო.
 
როგორც წესი, წარსულის ამბებს ჩვენ თანამედროვე ცხოვრების ჭრილში განვიხილავთ; ჩვენი აზროვნება და ქმედებები დღევანდელი სამყაროთი განისაზღვრება, ამიტომ ყოველთვის ვერ ვახერხებთ იმ ეპოქის გარემოს აღქმას, რომელსაც განვიხილავთ.
 
earth-chronicles.ru