EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მეცნიერებმა სამი ადამიანის ტვინი დააკავშირეს ერთმანეთთან, ამით მათ საშუალება მისცეს ერთმანეთისთვის აზრები გაეზიარებინათ »
კატეგორია: სხვაავტორი: admin
თარიღი: 2018-10-20 16:04:00
მეცნიერები ჩვენი გონების ფუნქციობის შესწავლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. უკანასკნელმა კვლევამ ტვინის ნაწილების ახალი დაჯგუფებები გამოავლინა, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით.
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ტვინის სკანირების სისტემა, იგი გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება აზრები ჩვენს გონებაში.
მეცნიერებმა დაინახეს, რომ ტვინის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ტიპის ფიქრებზე მუშაობს. ერთი ნახევარსფერო შეიძლება ფიქრობდეს, როგორ დააღწიოს თავი ხანძარს, მეორე აკვირდებოდეს ფერებს.
კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარები ტვინის კომპლექსების შესწავლით ფიქრების ჩამოყალიბების პროცესს სწავლობენ: ადამიანის ტვინის ყველაზე დიდი მიღწევა ფიქრების ერთმანეთთან დაკავშირება და აზრის ჩამოყალიბებაა.
ნეირომეცნიერებმა წარმატებით შეძლეს სამი ადამიანის ტვინი დაეკავშირებინათ ერთმანეთთან რათა მათ გაეზიარებინათ აზრები ერთმანეთისთვის. ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს ეთამაშათ ტეტრისის ტიპის თამაში. გუნდი ფიქრობს, რომ ეს არანორმალური ექსპერიმენტი საფუძველს ჩაუყრის ინტერნეტის მთელი ქსელის ხალხი მაშტაბურად დაუკავშირდეს ერთმანეთს აზრობრივად. ეს ისეთივე უცნაურია როგორ უცნაურადაც ჟღერს.
ეს მუშაობს ელექტრო ენცეფალოგრამის კომბინაციით (EEGs), იწერს რა ელექტრო იმპულსებს რომლებიც მიუთითებენ ტვინის აქტივობაზე და ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციაზე (TMS), სადაც ნეირონები სტიმულირდებიან მაგნიტური ველების გამოყენებით.
მკვლევარებმა ახალი სისტემის გარდა დუბლირება გაუკეთა ტვინის ქსელს (ბრეინნეტს/BrainNet) სადაც თქვეს, რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირებს სხვადასხვა აზრებს, მათ შორის ინტერნეტშიც.
იქამდე, სანამ ბრეინნეტი ამ უცნაური მეთოდით კარს გაგვიხსნის უცნაურ კომუნიკაციის კუთხით, ბრეინნეტი გვასწავლის უფრო მეტს, კერძოდ თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ტვინი უფრო რთულ დონეზე.
ჩვენ წარმოგიდგენთ ბრეინნეტს, რომელიც ჩვენი აზრით, არის პირველი მულტი-პერსონა, არა ინვაზიური (არა-დამპყრობლური) პირდაპირ ტვინი-ტვინზე დამაკავშირებელი.
დამაკავშირებელი საშუალებას აძლევს სამ ადამიანს რათა ითანამშრომლონ და გადაჭრან ამოცანები ტვინი-ტვინზე კომუნიკაციის გამოყენებით.
ექსპერიმენტი, რომელიც შექმნილი იყო მეცნიერების მიერ, ორი ადამიანი, ასე ვთქვათ „გამგზავნი" შეერთებულნი იყვნენ ელექტრო ენცეფალოგრამის EEG (electroencephalograms) ელექტროდებზე და მათ თხოვეს ეთამაშათ ტერტისის მსგავსი თამაში, სადაც თანდართული იყო მომცვივანი ბლოკები (ბლოკები, ქვები რომელიც ზემოდან იყრება) მათ უნდა გადაეწყვიტათ, როდის ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა თითოეულ ბლოკს შემოტრიალება.
ამის გასაკეთებლად მათ თხოვეს რათა ემზირათ ორიდან ერთ მანათობელ LEDs ეკრანისთვის - ერთი ანათებდა, ასხივებდა 15 ჰერცზე მეორე 17 ჰერცზე, რაც წარმოქმნიდა განსხვავებულ სიგნალებს ტვინში.
მათი არჩევანი იფილტრებოდა ერთ მიმღებში TMS cap - ის მეშვეობით რაც გენერირებას ახდენდა ციმციმა აჩრდილებზე მიმღების გონებაში, რომელიც ცნობილია როგორც phosphenes.(ფენომენი ხასიათდება გამოცდილებით დაინახო სინათლე სინათლის გარეშე თვალის შეღწევადობით) დანარჩენი phosphenes_ზე თქვენთვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ ან კომენტარებში დაგვიწეროთ :)
მიმღები ვერ ხედავდა მთლიანი თამაშის ადგილს მაგრამ უნდა მოეტრიალებინა მბრუნავი ბლოკი, მაშინ როცა უეცარი განათება ეგზავნებოდათ.
ხუთი განსხვავებული ჯგუფის გამოკვლევის შემდეგ, მკვლევარებმა საშუალო სიზუსტის დონედ მიიჩნიეს 81.25 პროცენტი, რომელიც არის შესაფერი პირველ ცდაზე.
ამ დროისთვის ეს ყველაფერი ძალიან ნელია და სრულად განხორციელებადი არაა, მაგრამ მომავლისთვის წერენ ნეირომეცნიერები, მომავალში შესაძლებელი იქნებ, ადამიანის ტვინის, ადამიანთა აზრების ერთმანეთთან დაკავშირება და კიდევ ვინ იცის რამდენი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდება კაცობრიობის მიერ.
მოამზადა: უშანგი სიხარულიძემ sciencealert.com ზე დაყრდნობით