EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კურორტი შოვი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-10-28 19:40:40
კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომში აქ 16 სახეობის მინერალური წყალიც აღმოაჩინეს. კურორტი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის ნაპირზე.
შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება. სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.
არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.
შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. იგი ადრიდანვე დაინტერესებულა
საკურორტო საქმით. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია. კურორტის მოწყობაც XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები (სანატორიუმი, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი), რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. შოვის ბუნებრივი პირობები აქ სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების საშუალებას იძლევა.
მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარეების ბუბასა და ჭანჭახის (მდ. რიონის შენაკადები) ზედა წელი.
მანძილი: ონიდან – 35 კმ, თბილისიდან (ტყიბულის გავლით) – 340 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან:1600 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო
ტემპერატურა -5,80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15,70C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ.
ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული,
კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,0- 2,4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3;
დებიტი: 150 ტონა დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის
და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტ