EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კანისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობა - თანამედროვე მიდგომები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-28 19:49:09

კანისა და ფრჩხილის სოკოს მკურნალობა - თანამედროვე მიდგომები

Stiberil

კანის დაავადებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოკოვან ინფექციებს ანუ მიკოზებს. მიკოზები ეს დაავადებათა მთელი ჯგუფია, რომლებიც აზიანებენ ძირითადად კანს და კანის დანამატებს -თმას და ფრჩხილებს და ლორწოვან გარსს.  განსაკუთრებით გავრცელებულია ფეხის ტერფისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადება. ეს უსიამოვნო დაავადებები შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სტუმრობს აუზს, საუნას, სილამაზის სალონებს. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე  მჭიდრო და დახურული ფეხსაცმელი, კანისა და ფრჩხილის მუდმივი ტრავმატიზაცია, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, იმუნური სისტემის დაქვეითება.
 
იმის მიხედვით თუ კანის რომელი უბნის სიკოვან დაავადებასთან გვაქვს საქმე, სიმპტომები განსხვავებულია.
 
კანის სოკოვანი დაავადება შეიძლება გამოხატული იყოს აქერცვლადობით, კანზე სხვადასხვა  ფერის ლაქების გაჩენით, ქავილით, კანის ანთებით, კანის  ნაოჭების  გამოყელვით და  ნახეთქებით. სოკოების ზოგიერთი სახეობა იწვევს თმის სტრუქტურის ცვლილებას, თმა ხდება მშრალი, მსხვრევადი და თავის თმიან საფარზე ჩნდება გაცვენილი უბნები.
 
ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს იცვლება ფრჩხილის შეფერილობა, ფრჩხილი სქელდება, შეიძლება გახდეს მსხვრევადი, ან ასცილდეს ფრჩხილის საწოლს.
 
განსაკუთრებით შესამჩნევია კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებები გაზაფხულზე, როდესაც კლიმატური პირობების გამო შედარებით შილიფად ჩაცმულები ვართ და სხეულზე სახეშეცვლილი უბნები ადვილი შესამჩნევია.
 
უნდა აღინიშნოს, რომ სოკოვანი დაავადებების გამომწვევთა უმრავლესობა ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. მაგრამ არსებობს მთელი რიგი ქცევის წესები, რომელთა დაცვითაც თავიდან იქნება აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი სოკოვანი დაავადების გადაცემის  საშიშროება.
 
 
 
ესენია:
 
· არასოდეს გამოიყენოთ სხვისი აბაზანის ფეხსაცმელი და პირსახოცი
 
·  არასოდეს გამოიყენოთ სხვისი მანიკურისა და პედიკურის   იარაღები და ჰიგიენის სხვა საშუალებები.
 
·  თუ მიდრეკილი ხართ ჭარბოფლიანობისაკენ განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენთ სპორცმენებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან  ერთად.
 
·         თუ უკვე ხართ დაავადებული ფეხის ტერფის სოკოთი იხმარეთ ბუნებრივი წინდა და მოხერხებული ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ნიავდება, რომ ფეხის ჩახურება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი
 
·         ხოლო თუ უკვე ხართ დაავადებული კანისა და კანის დანამატების, თმის, ფრჩხილების სოკოვანი დაავადებით, მისი მკურნალობა მიანდეთ ექიმ სპეციალისტს, რომელიც უფრო სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდება პრობლემას ვიდრე თქვენ მეგობრების, ახლობლების ან მეზობლების რჩევით.
 
კანისა და მისი დანამატების სოკოვანი დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია პროცესის სიმწვავეზე, ამიტომ ის შეიძლება იყოს სისტემური და კომბინირებული. არსებობს სისტემური ანუ პერორალურად , დასალევად მისაღები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც უნდა შეირჩეს მხოლოდ ექიმი სპეციალისტის მიერ, გარკვეული რისკ-ჯგუფებისა და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და რაც მთავარია პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე.  
 
მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა პერორალური საშუალება სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ, ყველა შემთხვევაში საჭიროა მოხდეს დაზიანებული კანის დამუშავება და მკურნალობა ანტიმიკოზური მალამოებისა და კრემების საშუალებით, რომელიც შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიაში, ასევე კომბინირებული თერაპიული კურსის შერჩევისას.
 
 თანამედროვე ფარმაკოლოგიის მიღწევად უნდა ჩაითვალოს კრემებსა და მალამოებთან ერთად ამ სამკურნალწამლო საშუალებების სპრეისა და სითხის სახით გამოშვება, რომელიც მოსახმარად უფრო პრაქტიკულია და ხასიათდება კანში მაღალი შეღწევადობით, ამის გამო ეს პრეპარატები რჩება მთელი რიგი კანის უბნების მიკოზების სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატებად.
 
ერთ-ერთ ასეთ პრეპარატს წარმოადგენს ნაფტიფინი (სტიბერილი), რომლის გამოშვების სხვადასხვა ფორმა - ხსნარი და სპრეი, კარგად მოქმედებს კანის ზედაპირულ მიკოზებზე როგორც მონო ისე კომბინირებული თერაპიის დროს.
 
 
 
სტიბერილი  ხასიათდება   
 
·  სოკოს საწინააღმდეგო ანუ ანტიმიკოზური თვისებით  
 
·  ანთების საწინააღმდეგო და
 
·  ანტიბაქტერიული ეფექტით  
 
რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან სოკოვანი დერმატოზები ხშირად მიმდინარეობს კანის ადგილობრივი ანთებითი რეაქციებით, რომელსაც თან ახლავს ბაქტერიული ინფექციაც. პრეპარატის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს სწორედ მისი სამმაგი მოქმედება: ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული. გარდა ამისა გამოყენების მოსახერხებელი სიხშირე - ერთხელ დღეში.
 
 
 
სტიბერილი
 
· ეფექტურია კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის დროს ადგილობრივი მკურნალობისათვის
 
· ღრმად აღწევს ფრჩხილქვეშა კანის შრეებში და ქმნის მდგრად კონცენტრაციას, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას
 
·  ავლენს ფუნგიციდურ და ფუნგისტატიურ აქტივობას სოკოვანი ინფექციის გამომწვევის მიმართ
 
·  სტიბერილის სპრეის გამოყენებისას სწრაფად მცირდება ტერფებისა და კანის სხვა უბნების სოკოვანი დაავადევის ადგილობრივი სიმპტომები - ერითემა ანუ სიწითლე, ქავილი, მაცერაცია
 
·  მოქმედებს ადგილობრივად, არ გააჩნია სისტემური მოქმედება, რაც განაპირობებს მის უსაფრთხოებას ხანგრძლივი თერაპიის დროს. გვერდითი მოვლენები მხოლოდ ადგილობრივია და იშვიათი და სწრაფად ლაგდება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ
 
·  აქტიურია კანის სოკოვანი დაავადებების გამომწვევი მრავალი ჯგუფის  - ტრიქოფიტონების, ეპიდერმოფიტონების, მიკროსპორუმების, საფუარა, ობის და სხვა სოკოების მიმართ.
 
·  გამოყენებისას არ იწვევს კანის გაღიზიანებას, არ არის ფოტოტოქსიური, და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.
 
 
 
სტიბერილის სპრეი  ეფექტურია ისეთი მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადების მიმართ, როგორიცაა ნაირფერი პიტირიაზი, რომლის ვიზუალიზაციაც განსაკუთრებით ხდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში.
 
აღსანიშნავია პრეპარატის როგორც ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება პიოდერმიების დროსაც, როგორც დამოუკიდებლად ასევე მიკოზების დროს მეორადად კანის ანთებითი ბაქტერიული პროცესების დროს.
 
 
ამგვარად, სტიბერილის ხსნარი და სპრეი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც  ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალება   კანისა და კანის დანამატების   ინფექციების სამკურნალოდ.
 
 
შპს  „კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი“-ს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი,
 
პროფესორი თამარ ებანოიძე