EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეკ შაფერი მომხიბვლელობის სასაიდუმლოებებს გვიმხელს »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2018-10-28 20:03:29
დაუშვით შეცდომა
როდესაც ჯეკ შაფერი ახალი ნაკადისთვის ლექციების კითხვას იწყებს, ის უშვებს შეცდომას რომელიმე სიტყვის წარმოთქმაში და სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეუსწორონ.
«მე ისე ვიქცევ, თითქოს შევწუხდი, მადლობას ვუხდი მათ ყურადღებისთვის და შეცდომის გასწორებისთვის», — ამბობს ჯეკი.
ამ მაგალითს ის იყენებს იმისათვის, რომ 3 მიზანს მიაღწიოს.
პირველ -როდესაც სტუდენტი ლექტორს შეუსწორებს შეცდომას ის თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს.
მეორებ- ისინი უფრო თავისუფლად ესაუბრებიან ლექტორს.
მესამე - ისინი აძლევენ თავს უფლებას შეცდენ.
ეს მაგალითი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. დაუშვით შეცდომები, აჩვენეთ თქვენი არაიდეალურობა, მიეცით ხალხს საშუალება შეგისწორონ და თქვენ მოიპოვებთ მათ კეთილგანწყობას.
ესაუბრეთ ადამიანებს მათზე
ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ საკუთარი თავით და იშვიათად ვინტერესდებით იმ ხალხით ვისაც ვხვდებით. თუმცა იმისათვის, რომ ხალხს მოვეწონოთ საჭიროა გულწრფელად დავინტერესდეთ მათით.
«თქვენ უფრო მეტ მეგობარს შეიძენთ ორ თვეში , თუკი არაყალბ ინტერეს გამოიჩენთ მათ მიმართ, ვიდრე ორ წელიწადში თქვენით დაინტერესების მცდელობით შეიძენდით». (დეილ კარგენი)
«როდესაც ადამიანები საკუთარ თავზე საუბრობენ, არ არის მნიშვნელოვანი - პირად საუბრებში ან სოციალურ ქსელებში, სიამოვნების იგივე ცენტრი ირთვება ტვინში, რომელიც გემრიელი საკვებისგან ან ფულისგან». (რობერტ ლი ჰოლცი)
ეს ორი ციტატა გვაჩვენებს თუ რა მნიშვნელოვანია მათ საქეებზე საუბარი, მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
დაინტერესდით მათი ოჯახის, ბიოგრაფიის, შვილებით და გაუცნობიერებელი მადლიერება გარანტირებული გაქვთ.
გაუკეთეთ კომპლიმენტი მესამე პირისგან
ზოგჯერ კომპლიმენტი უხერხულად ჟღერს. ზოგიერთი ადამიანი არ არის მზად ის მიიღოს ან განიცდიან დისკომფორტს. ამ შემთხვევაში უკეთესია გამოიყენოთ კომპლიმენტი მესამე პირისგან.
მაგალითად, თქვენ გინდათ ბუღალტერ ანას რაიმე სთხოვოთ და ეუბნებით ასეთ ფრაზას: "ანა, სხვათაშორის კადრების განყოფილების უფროსმა თქვა, რომ თქვენ ყველაზე კეთილსინდისიერი თანამშრომელი ხართ ჩვენს კოლექტივში"
არ არის აუცილებელი, აღნიშნოთ მისი პროფესიონალური თვისებები, შესაძლოა პირადი თვისებევიც შეუქოთ.
მაგალითად ასე :«ანა კადრების განყოფილების უფროსი დღემდე იხსენებს თქვენს გამომცხვარ ნამცხვარს, რომელიც მას დაბადების დღეზე გამოუცხეთ.».
არ დაგავიწყდეთ თანაგრძნობა
ყველა ადამიანს სიამოვნებს იმის ცოდნა, რომ მას ყურადღებით უსმენენ და იზიარებენ მათ ემოციებს. რათქმაუნდა, თუკი ადამიანი ყვება იმის შესახებ, თუ რა მძიმე დღე ჰქონდა, არ ღირს უთხრათ «რა საშინელებაა,შე საწყალო!» განსაკუთრებით თუკი ეს ადამიანი თქვენი უფროსია.
სრულიად საკმარისი იქნება უბრალო სიტყვებიც «დიახ, თქვენ დღეს ნამდვილად რთული დღე გქონდათ. ვის არ დამართვნია!». თუკი ადამიანი ყვება იმის შესახებ, რომ მან შეძლო და გაუმკლავდა რთულ საქმეს, შეგიძლიათ შეაქოთ ის ასე: «როგორც ჩანს დღეს თქვენ საქმეები კარგად მიგდით. შესანიშნავია!».
თქვენ უნდა დაარწმუნოთ მოსაუბრე, რომ თქვენ იზიარებთ მის გრძნობებსა და ემოციებს. ამასთანავე თუ თქვენ ადამიანის მხარდაჭეას ცდილობთ, არ არის საჭირო სწორედ ეს უთხრათ მას, რადგან მან შესაძლოა ამ სიტყვების გამეორება არაბუნებრივ მოვლენად აღიქვას.
სთხოვეთ დახმარება
ბენჟამენ ფრანკლინის ცნობილი სიტყვები: «ის ვინც ერთხელ სიკეთე გაგიკეთათ, კვლავ ისე უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე ის ვისაც თქვენ დაეხმარეთ».
ეს ფენომენი ცნობილია როგორც ბენჟამენ ფრანკლინის ეფექტის სახელით. ადამიანი რომელიც სხვა ადამიანების მიმართ სიკეთეს იჩენს, იზრდება საკუთარ თვალში. ანუ თუკი გინდათ ვინმეს თავი მოაწონოთ, სჯობს თქვენ კი არ დაეხმაროთ პირიქით, მას თხოვოთ დახმარება.
რათქმუნდა ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ დახმარების თხოვნები. რაც ასევე მახვილგონივრულად აღმიშნა ფრანკლინმა «სტუმრები არიანრ ოგორც თევზები, მათ ცუდი სუნი მესამე დღიდან ასდით». იგივეს თქმა შეიძლება ადამიანებზეც, რომლებიც ზედმეტად ხშირად ითხოვენ დახმარებას.
მოახერხეთ ის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი შეაქოს.
ჩვეულებრივ კომპლიმენტსა და პირფერობას შორის საკმაოდ ვიწრო საზღვარია, ამიტომ სჯობს მოიქცეთ ისე,რომ თქვენმა მოსაუბრემ თავის თავი თვითონვე შეაქოს.
მაგალითად ვიღაც გიყვებათ ასეთ ისტორიას: «იმისათვის, რომ ეს პროექტი დამესრულებინა, მე დღე და ღამე ვმუშაობდი» აქ შეგიძლიათ უთხრათ «ხო, ამისათვის რკინის ნებისყოფაა საჭირო».
თითქმის გარანტირებულად მოსაუბრე გიპასუხებთ მზგავს რამეს: «დიახ, მე დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის, რომ პროექტი დროულად დამესრულებინა. ვერაფერს იტყვი კარგად ვიმუშავე».
უფრო ჭკვიანურია მოიქცეთ ისე, რომ მან საკუთარი თავი შეაქოს - ეს უმაღლესი პილოტაჟია. გამოიყენეთ პრაქტიკაშეი ეს, ასიამოვნეთ ხალხს და თქვენ მათ აუცილებლად მოეწონებით.