EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საიდუმლო რომელსაც ლიკურგეს თასი ინახავს »
კატეგორია: უცნაურიავტორი: admin
თარიღი: 2018-11-12 00:52:09
ლიკურგეს თასი ანტიკური დროის ერთადერთი დიატრეტია-ზარის ფორმის ორმაგი შუშის კედლებიანი ნაკეთობა, რომელიც ფიგურებითაა მოხატული. ზემოდან შიდა მხარე დამშვენებულია მოჩუქურთმებული ბადით. მეცნიერთა ვარაუდით თასი დამზადებულია ან ალექსანდრიაში, ან რომში IV საუკუნეში. ლიკურგეს თასი ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმს ამშვენებს.
ხელოვნების ეს ნიმუში უპირველეს ყოვლისა მისი არაჩვეულებრივი თვისებებითაა ცნობილი. ჩვეულებრივი განათებისას, როცა სინათლე წინიდან ეცემა, თასი მწვანე ფერისაა, მაგრამ თუ უკნიდან გავანათებთ იღებს წითელ ფერს. თასი ფერს იცვლის იმის მიხედვითაც, თუ რა სითხე ასხია მასში. ის ცისფრად ანათებს თუ წყალს ჩაასხამენ. მაგრამ ზეთით გავსებისას, ის ღაჟღაჟა წითელ ფერს იღებს.
რატომ დაარქვეს ამ დიატრეტს ლიკურგეს თასი? გორელიეფზე, რომელიც მას ამშვენებს, გამოსახულია ვაზშემოხვეული წვეროსანი მამაკაცის წამება. ყველა ცნობილი ბერძნულ-რომაული მითებიდან ამ სიუჟეტს ესადაგება მითი თრაკიელი მეფე ლიკურგეს შესახებ.
ლეგენდის მიხედვით ბაკხური ორგიების მოწინააღმდეგე ლიკურგე თავს დაესხა მეღვინეობის ღვთაებას დიონისეს. დახოცა მისი თანმხლები ბევრი მენადე და გაყარა ისინი თავისი სამფლობელოდან. გონზე მოსულმა დიონისემ ასეთი შეურაცხყოფის გამო მეფეს მიუგზავნა ნიმფა ამბროზია. ლამაზმა ამბროზიამ მოხიბლა ლიკურგე და დაითანხმა ღვინის დალევაზე. მთვრალი მეფე შეშლილს ჰგავდა, თავს დაესხა საკუთარ დედას და მისი გაუპატიურება სცადა. შემდეგ ვაზის ასაჩეხად გაეშურა, მაგრამ ხანჯლით
საკუთარი შვილი დრიანტე აჩეხა, ვინაიდან ვაზი ეგონა. ასეთივე ბედი ეწია მის მეუღლესაც.
საბოლოოდ ლიკურგე დიონისესთვის ადვილი მოსანადირებელი გახდა. საბოლოოდ პანებისა და სატირების ხაფანგში გაება. თავად მოიკვეთა საკუთარი ფეხი და მალევე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არაორგანული ნივთიერებისგან დამზადებული ნივთის თარიღის დადგენა შეუძლებელია. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ეს დიატრეტი უფრო ადრეულ ეპოქას განეკუთვნებოდეს. ასევე გორიელიფზე ნამდვილად ლიკურგეა გამოსახული თუ არა, ზუსტად არავინ იცის.
ანტიკურ ხანაში ალექსანდრია და რომი განთქმული იყო როგორც მინამბერული ხელოსნობის ცენტრები. მისი მიჩნევა თასის დამზადების ადგილად მხოლოდ ვარაუდია და არა ფაქტი. ასეთი ნაკეთობები გვიან ანტიკურ ხანაში ძალიან ძვირად ფასობდა და მისი შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ.
არ არსებობს ერთიანი აზრი თასის დანიშნულებაზე. ერთნი თვლიან , რომ მას ქურუმები იყენებდნენ დიონისური მისტერიების დროს. მეორეთა ვერსიით კი თასი სასმელში საწამლავის შემცველობის განმსაზღვრელად გამოიყენებოდა. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ თასი იმ ყურძნის სიმწიფეს არკვევდა, რომლისგანაც დაყენებული იყო ღვინო.
არავინ იცის ეს ნიმუში საიდან გაჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ შავმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდგვაროვანი რომაელის აკლდამაში. შემდეგ ის რამოდენიმე საუკუნე ინახებოდა რომის კათოლიკური ეკლესიის საგანძურში.
XVIII საუკუნეში საფრანგეთის რევოლუციონერებმა მისი კონფისკაცია მოახდინეს, ვინაიდან სახსრები სჭირდებოდათ. 1800 წელს უსაფრთხოების მიზნით მას მიუმატეს მოოქროვილი ბრინჯაოს სარტყელი გარშემო და ასეთივე ყურძნის ფოთლების სადგარი.
1845 წელს თასი შეიძინა ლაიონელ როტშილდმა. 1857 წელს კი ის ნახა ცნობილმა გერმანელმა ხელოვნებათმოცოდნემ და ისტორიკოსმა გუსტავ ვააგენმა ბანკირის კოლექციაში. თასმა ისე მოხიბლა ვააგენი, რომ რამდენიმე წელი ემუდარებოდა როტშილდს გამოფენაზე გაეტანა. 1862 წელს როტშილდი საბოლოოდ დათანხმდა და თასი აღმოჩნდა ლონდონის გამოფენაზე. თუმც ამის შემდეგ ის კვლავ ასი წლით მიუწვდომელი გახდა მეცნიერებისთვის. 1950 წელს მკვლევართა ჯგუფის თხოვნით ვიქტორ როტშილდი რელიკვიის შესწავლაზე დათანხმდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ თასი დამზადებულია არა ძვირფასი ქვისგან, არამედ დიხროირებული მინისგან (მრავალფენოვანი ლითონის ოქსიდების მინარევები).
საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით 1958 წელს ვიქტორ როტშილდმა ლიკურგეს თასის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა. მან სიმბოლურ ფასად 20 ათას ფუნტად მიჰყიდა ის ბრიტანეთის მუზეუმს. მეცნიერებმა საბოლოოდ მიიღეს შესაძლებლობა გულდაგულ შეესწავლათ ნივთი და ამოეხსნათ მისი არაჩვეულებრივი თვისებების საიდუმლო. მაგრამ ამოხსნას მაინც დიდ ხანს ვერ ახერხებდნენ. მხოლოდ 1990 წელს ელექტრონული მიკროსკოპის დახმარებით გაირკვა, რომ საქმე მინის განსაკუთრებულ შემადგენლობაში მდგომარეობდა.
ხელოსნები მილიონ მინის ნაწილაკს ამატებდნენ 330 ნაწილაკ ვერცხლს და 40 ნაწილაკ ოქროს. ამ ნაწილაკების ზომა გაოცებას იწვევს. ისინი 50 ნანომეტრია, დიამეტრით-ათასჯერ უფრო მცირე ვიდრე მარილის კრისტალი. სწორედ მიღებულ ოქრო-ვერცხლის კოლოიდს ჰქონდა ფერის ცვლის თვისება განათების ცვლასთან ერთად.
ისმება კითხვა: თუკი თასი ნამდვილად ალექსანდრიელი ან რომაელი ხელოსნების ნამუშევარია, მაშინ რა საშუალებით დააქუცმაცეს მათ ვერცხლი და ოქრო ნანონაწილაკების დონემდე? საიდან ჰქონდა უძველეს ხელოსნებს აღჭურვილობა და ტექნოლოგია, რომ ემუშავათ მოლეკულურ დონეზე.
სავარაუდოდ ლიკურგეს თასი ბევრად ძველია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.