EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საინტერესო ფაქტები წვიმაზე »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-29 16:32:07

საინტერესო ფაქტები წვიმაზე
1. მილიონიდან 1 ადამიანს აქვს ალერგია წყლის მიმართ. ნებისმიერი ასეთი ადამიანის კანი წყალთან შეხებისას წითლდება და იწყებს შეშუპებას. ასე რომ წვიმაში მოხვედრილი ასეთი ადამიანი ალბათ მინიმუმ საშინლად დასახიჩრდება.
2. ქალაქ პარას(ბრაზილია) მცხოვრებლებს შეუძლიათ გაიგონ დრო წვიმის მეშვეობით, რადგანაც აქ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყოველდღე ერთი და იმავე დროს მოდის წვიმა.
3. თამაში დარტსის შექმნის მიზეზიც წვიმა გახდა. ერთხელ მშვილდოსნობაში შეჯიბრისას წვიმა დაიწყო. მშვილდოსნები წავიდნენ ლუდხანაში გასართობათ. იქ ერთ-ერთ მშვილდოსანს თავში აზრად მოუვიდა გართობის ახალი საშუალება. მან დაამოკლა ისრები და შესთავაზა მეგობრებს ესროლათ მიზანში კედლისთვის, ასე შეიქმნა დარტსი.
4. სინამდვილეში წვიმას სუნი არ აქვს. არომატს რომელსაც ჩვენ წვიმის სუნად აღვიქვამთ, გამოყოფენ წვიმის ჰაერთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი ლურჯ-მწვანე ერთუჯრედანი წყალმცენარეები.
5. უგანდის მცხოვრებლებს შეუძლიათ არ ეშინოდეთ ჭექა-ქუხილის რადგან, ქვეყანაში ასეთი რამ მხოლოდ 250 წელიწადში ერთხელ ხდება.
6. წვიმა გახდა რადიოში, რუბრიკა “ამინდის პროგნოზის” დამატების მიზეზიც. როდესაც ერთ-ერთი ცნობილი რადიოსადგურის მფლობელი ამინდზე ინფორმაციის უქონლობის გამო მოყვა კოკისპირულ წვიმაში, მან გადაწყვიტა დაეარსებინა ახალი რუბრიკა რომელშიაც გამოცხადდებოდა ამინდი დღეში რამდენიმეჯერ.
7. ბოსტვანაში, რომლის ტერიტორიის 70 %-ს მოიცავს კალაჰარის უდაბნო, საშინელი წყლის დეფიციტია. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ ბოტსვანას მცხოვრებლები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვით “პულა” რაც მათ ენაზე ნიშნავს წვიმას.
8. ბოტსვანას ფულის ერთეულია “პულა” ალბათ ზემოთ აღნიშნული მიზეზისდა გამო.
9. კუბაში წვიმა მოდის მხოლოდ და მხოლოდ შუადღისას, ხოლო ტაილანდში კი მხოლოდ გვიან ღამით.
10. XVII საუკუნის დიდ ბრიტანეთში, მიღებულ იქნა კანონი წვიმის შესახებ, რომლის თანახმადაც, სინოპტიკოსი რომელიც გააკეთებდა არასწორ პროგნოზს წვიმის შესახებ დაისჯებოდა თავის მოკვეთით.
11. ადამიანი შეიძლება დარჩეს მშრალი ძლიერი წვიმის შემთხვევაშიც, თუ ის იმყოფება უდაბნოში. სინამდვილეში წვიმები უდაბნოში არც თუ ისე იშვიათად მოდის, მაგრამ ამის დანახვა შეუძლებელია, რადგან წვეთები მაღალი ტემპერატურის გამო მიწამდე ვერ აღწევენ და ჰაერშივე ორთქლდებიან.
12. ქალაქი ჩუსაპუნჯი(ინდოეთი) – ყველაზე წვიმიანია მსოფლიოში. აქ ყოველწლიური საშუალო ნალექიანობის დონე 26460 მმ-ს შეადგენს.
13. ნორმალური წვიმის მჟავიანობა შეადგენს PH 5,6. თუ მჟავიანობის დონე მოცემულ ზღვარზე დაბალია, ასეთ წვიმას მჟავე წვიმა ეწოდება. ამასთანავე PH 5,5-ზე ნაკლები მჟავიანობის წვიმა კლავს ბაქტერიებს, ხოლო PH 4,5 ზე ნაკლები კი მწერებს, ამფიბიებს და თევზებს.
14. ოჰაიოს შტატში ქალაქ ვიანსბერგში, ყოველი წლის 29 ივლისს მოდის წვიმა და ეს ასეა უკვე 100 წელიწადზე მეტი.
15. მთელი წლის განმავლობაში დედამიწაზე იღვრება დაახლოებით 519 000 კმ3 წვიმის წყალი (ყოველი კმ3 – ეს იგივეა რაც მილიარდი ტონა).
16. სან-ფრანცისკოში მეტეოსადგური ამინდის პროგნოზს ადგენს ალბათობის მიხედვით. მაგალითად: 4/6. მიზეზი კი ასეთია 10 ადგილობრივი სინოპტიკოსი ატარებს მინი-არჩევნებს იმის შესახებ იწვიმებს თუ არა.
17. ყველაზე მძიმე სეტყვა მოხდა ქალაქ გოპალგანჯში 1996 წლის 14 აპრილს. სეტყვის წონა შეადგენდა დაახლოებით 1 კგ-ს და ამ “წვიმის” შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი.
18. პორტუგალიაში წვიმის დროს სამსახურში გამოუცხადებლობა საპატიოა.