EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ექიმი ჩეზარე ლომბროზო: მომავალი დამნაშავე ბავშვობაში უნდა გამოვავლინოთ და ჩავსვათ ციხეში »
კატეგორია: სხვაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-12-02 22:55:45
იტალიელი ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზო ცნობილი არის თავისი საეჭვო თეორიების გამო, რომლებიც დამნაშავეთა ტიპურ გარეგნობას შეეხება.
ცოტამ თუ იცის, რომ თანამედროვე პოლიგრაფის (სიცრუის დეტექტორის) ავტორობა ჩეზარე ლომბროზოს ეკუთვნის. იმ ხელსაწყოს პირველ სახეს, რომელიც მეცნიერმა გამოიგონა, ჰიდროსფიგმომეტრი ეწოდება. ამ აგრეგატის დახმარებით ლომბროზო უზომავდა დამნაშავეებს არტერიულ წნევას და პულსს და ცდილობდა, შეეფასებინა ეჭვმიტანილთა რეაქცია მათთვის ნაჩვენებ ფოტოგრაფიასა და მიცემულ შეკითხვებზე. მეცნიერმა ხელსაწყო პირველად ძარცვაში ეჭვმიტანილის დაკითხვის დროს გამოსცადა. როდესაც დაკავებულს ქურდობის დეტალების შესახებ ეკითხებოდნენ, მისი წნევა ნორმაში რჩებოდა. მაგრამ როდესაც გამომძიებელმა დაიწყო საუბარი სხვა საქმეზე - თაღლითობაზე სხვისი პასპორტით - ჰიდროსფიგმომეტრმა მაჩვენებელთა ცვლილებები დააფიქსირა. როგორც მოგვიანებით გამოძიების მსვლელობის დროს გამოირკვა, ეჭვმიტანილი მართლაც იყო ჩართული თაღლითობაში პასპორტთან დაკავშირებით. აი ძარცვასთან კი მას არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ჩეზარე ლომბროზო დაიბადა 1836 წელს ვერონაში მდიდარი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩეზარემ დაიწყო ანთროპოლოგიის შესწავლა პავის უნივერსიტეტში. შემდეგ კი დაინტერესდა ფსიქიატრიითა და ნეიროფიზიოლოგიით.თუმცა უნივერსიტეტში სწავლის წლებს უღრუბლოდ როდი ჩაუვლია. 18 წლის ჩეზარე ლომბროზო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ჭაბუკზე მიიტანეს ეჭვი, რომ მონაწილეობას ღებულობდა ანტისამთავრობო შეთქმულებაში. ლომბროზო ციხიდან საკმაოდ მალე გამოუშვეს - მან ყველა გამოცდის ვადებში ჩაბარება შეძლო. მაგრამ საკანში ყოფნამ სტუდენტზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა: დამნაშავეებმა, რომლებიც მან იქ ნახა, ლამის დათრგუნეს იგი თავიანთი სახეებითა და მანერებით. მათი უმრავლესობა ისეთი უხეში და ხეპრე იყო, რომ ჩეზარეს მათს კრეტინიზმში შეეპარა ეჭვი.
როდესაც ციხიდან გამოვიდა, ნიჭიერი სტუდენტი დაინტერესდა, ხომ არ არის დანაშაულებისკენ მიდრეკილებანი რაღაც არასრულფასოვნების ნიშანი. და თუ ეს ასეა, როგორ ვლინდება ეს არასრულფასოვნება გარეგნობაში. როდესაც უნივერსიტეტი დაამთავრა, ლომბროზომ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა მეცადინეობა მეცნიერებაში, და ასეთი ძიების თემად მან კრეტინიზმი აირჩია.
ლომბროზომ გააგრძელა დამნაშავე ტიპაჟებისა და ციხეთა ბინადრების დამახასიათებელი გარეგნული თავისებურებების შესწავლა. გარდაცვალებამდე 1909 წელს მეცნიერს ტურინის უნივერსიტეტში ფსიქიატრიისა და სისხლის სამართლის ანთროპოლოგიის პროფესორის პოსტი ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ ლომბროზოს ნაშრომები კრიტიკის კორიანტელს იწვევდა, ის კვლავ პატივისცემით სარგებლობდა სამეცნიერო საზოგადოებაში.
გასაკრიტიკებელი კი იყო. თუ ლომბროზოს თეორიას დავუჯერებთ, მომავალი დამნაშავე უკვე ბავშვობაში უნდა გამოვავლინოთ და ჩავსვათ ციხეში, ვინაიდან მისი ბიოლოგიური ტიპი სულ ერთია, აიძულებს მას, ჩაიდინოს რაიმე უკანონობა. მაშ რაღაა აღზრდა. რაღაა სოციალური ფაქტორები.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლომბროზოს თეორიები, რბილად რომ ვთქვათ, არაერთმნიშვნელოვანი იყო, მის დამუშავებებს დღემდე იყენებენ. და პოლიგრაფი ერთადერთი როდია მათ შორის. ადამიანის ანთროპოლოგიურ მონაცემთა ფიქსაციის მეთოდი, რომელიც ლომბროზომ შექმნა, დამნაშავეების ფსიქოლოგიურ ტიპაჟებად მისი დაყოფა, ტატუირებათა შესწავლისა და სისტემატიზაციის შესწავლის შესახებ მისი შრომები - ეს ყოველივე დღემდე არ მოძველებულა.
ყველაზე გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ მისი გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ჩინელმა მეცნიერებმა შანხაის უნივერსიტეტიდან სცადეს ამ თეორიის ობიექტური შემოწმება.
ხელოვნური ნიერონული ქსელით (ადამიანის ტვინის პრიმიტიული პროგრამული იმიტაცია, რომელსაც ყოველ ჯერზე შეუძლია საკუთარი შედეგების გაუმჯობესება) აღჭურვილმა კომპიუტერულმა პროგრამამ სცადა ლომბროზოს თეორიის მიხედვით დამნაშავის გამოვლენა.1856 ფოტოსურათიდან ნახევარი ეკუთვნოდა კანონმორჩილ მოქალაქეებს , მეორე ნახევარი კი კრიმინალებს.მეცნიერთა გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი როცა კომპიუტერმა ნაკვრთებიდან გამოავლინდა დამნაშავეები 90% სიზუსტით.
geodoc.ge