EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბგერის მნიშვნელობა ვედურ სწავლებაში გვ. 3 »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-01-30 16:50:52

ბგერის მნიშვნელობა ვედურ სწავლებაში გვ. 3

vedas

შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით ‘ჰარმონიზირებული’ ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას.
 
ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან ომ (აუმ).
 
იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ.
 
იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა.
 
თუმცა ავღნიშნავ რომ ვედებში მოწოდებულია ყველა მანტრისა და ლოცვის გამეორება, რომელიც ღმერთთან გვაკავშირებს. ყველა რელიგიაშია ასეთი მანტრები და მათ გააჩნიათ ტრანსცენდენტული, არამატერიალური ბუნება. ეფექტი ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში უეჭველია. (ყველა რელიგიაში მოწოდებულია მანტრების გამეორება სულიერი მოძღვრის მითითების ქვეშ და თვითნებურად მხოლოდ საწყის სტადიაზე და თანაც ზოგიერთი მანტრის გამეორება შეიძლება).
 
აქვე განვმარტავ მსგავსებას და განსხვავებას მანტრასა და ლოცვას შორის. მანტრა არის ბგერითი ვიბრაცია, რომელიც სანსკრიტზეა და თავისი უნიკალური სტრუქტურის გამო სხვა ენაზე თარგმნისას ძალა აკლდება (თუმცა არ ეკარგება). თანაც მანტრების უმეტესობაში მხოლოდ ღმერთის სახელებია. მაგალითად მაჰა მანტრაში არ არის არც ერთი სიტყვა გარდა ღმერთის სახელებისა. ლოცვებში კი უკვე კონკრეტული სიტყვები ემატება, რომლებიც კონკრეტულ სურვილებს და მოწოდებებს აღნიშნავენ ღმერთისადმი. მათ თავისი გამეორების წესი აქვთ.
 
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ბგერის მნიშვნელობას და ვიტყვი, რომ ‘ვედანტა სუტრაში’ ანუ მთელი ვედების ნაღებში და საბოლოო არსში ერთ-ერთ ბოლო სუტრად წერია:
 
‘ხსნა ბგერაშია! ხსნა ბგერაშია! ხსნა ბგერაშია!’
 
სამჯერაა გამეორებული და ეს მიუნიშნებს ამ დებულების უტყუარ ჭეშმარიტებაზე.
 
 
 
 
გამოყენებული წყაროები: ეზოთერული ცოდნის ბლოგი
 
ვედური ფსიქოლოგიის შესახებ
 
shen.ge