EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორც აღმოჩნდა, ფსიქოპათია ბეევრად უფრო ფართო ცნებაა და გააჩნია სხვადასხვა კატეგორიები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nikalas

თარიღი: 2019-02-17 16:03:59

როგორც აღმოჩნდა, ფსიქოპათია ბეევრად უფრო ფართო ცნებაა და გააჩნია სხვადასხვა კატეგორიები

ფსიქოპათია

ბევრს ჰგონია, რომ ფსიქოპატი ეს არის ერთი კონკრეტული ტიპის დარღვევის მქონე ადამიანი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფსიქოპათია ბეევრად უფრო ფართო ცნებაა და გააჩნია სხვადასხვა კატეგორიები. 
ასევე, ფარდა აეხდება მრავალი წლის განმავლობაში ნისლით მოცულ თემას: რა განსხვავებაა ფსიქოპათიასა და სოციოპათიას შორის?? (სოციოპათია არის ფსიქოპათიის ერთერთი კატეგორია). 
აქვე გაიგებთ, რომელ კატეგორიას განეკუთვნებით boli.gif
 
DSM IV-ის მიხედვით არსებობენ შემდეგი ტიპის პიროვნების აშლილობები:
1. პარანოიდული
2. შიზოიდური
3. შიზოტიპური
4. ანტისოციალური
5. მოსაზღვრე
6. ისტერიული 
7. ნარცისტული
8. განრიდებული
9. დამოკიდებული 
10. ობსესურ-კომპულსური 
ზოგი დამატებით გამოყოფს პიროვნების ასთენიურ, დეპრესიულ, მაზოხისტურ და პასიურ-აგრსიულ აშლილობებს.
 
მაშ ასე, დავიწყოთ...
 
I. ა) პარანოიდული პიროვნების აშლილობა
ამ დროს პიროვნებას ახასიათებს მყარი უნდობლობა და ეჭვიანობა სხვების მიმართ, ეს იმგვარად ხდება რომ პიროვნება მის მიმართ სხვების ქცევის მოტივებში ხედავს მტრულად განწყობილ განზრახვებს. იწყება ადრეულ ბავშობასა და მოზარდობაში და ძირითადად ოთხი განსხვავებული კონტექსტით ვლინდება:
 
1. უსაფუძვლო ეჭვი, რომ სხვები უწევენ მას ექსპლუატაცის, ატყუებენ და ზიანს აყენებენ მათ.
2. უსამართლო ეჭვები მეგობრების ან თანამშრომლების მიმართ მათ ერთგულებაში
3. უსაფუძვლო შიში და უნდობლობა რომ სხვები მის ინფორმაციას გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ.
4. უსაფუძვლო და მცდარი მნიშვნელობის მინიჭება და ინტერპრეტაცია მოვლენების და სხვების შენიშვნების და გამონათქვამების მიმართ.
5. წყენის, უსამართლობის, შენიშვნების უპატიებლობა.
6. თავის ხასიათისა და რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართულ შენიშვნებზე, რომლებსაც სხვები არ იზიარებენ.(ისინი ბრაზით მოცულნი არიან და კონტრშეტევაზე გადადიან).
7. პერიოდული ან ხანგრძლივი ეჭვიანობა, რომელიც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, მეუღლის ან სექსუალური პარტნიორისადმი.
 
როგორც ავღნიშნეთ ეს დარღვევები არ არის გამოწვეული შიზოფრენიის პარანოიდული ფორმით, აფექტური დარღვევების ფსიქოზური დარღვევით და ფიზიოლოგიური დარღვევებით. 
 
ბ) პარანოიდული პიროვნების დარღვევები.
ეს არის პიროვნებები, რომლებთაც ახასიათებთ უნდობლობა და სხვების მიმართ ეჭვიანობა. სხვების ნებისმიერი ქცევა ან მისი მოტივები აიხსნება პარანოიდული ფსიქოპათების მიერ, როგორც მათ საწინააღმდეგოს მიმართული საქციელი. იგი უნდა ხასიათდებოდეს შემდეგი 4 ან მეტი ნიშნით;
I. უსაფუძვლო ეჭვიანობით, რომ სხვები მათ ექსპლატაციას, მოტყუებას ან ზიანის მიყენებას უპირებენ; 
II. ის შეწუხებულია დაუსაბუთებელი ეჭვებით, მისი მეგობრების ან ნაცნობების მიმართ ერთგულებისა და ნდობის საკითხებში; 
III. სხვებს ძნელად ენდობა, რადგანაც აქვს უსაფუძვლო შიში, რომ ინფორმაცია რომელსაც ის იტყვის შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული; 
IV. ყველაფერში “ამოიკითხვას ხოლმე” საშიშ ან დამამცირებელ მნიშვნელობას;
V. ვერ პატიობს წყენას, დაცინვას და ა.შ;
VI. შენიშვნებზე რეაქცია აქვს აგრესიული და გადმოდის კონტრშეტევაზე; 
VII. უსაფუძვლოდ ეჭვიანია თავისი ცოლის ან სექსუალური პარტნიორის მიმართ ერთგულების გამო
 
 
II. ა) შიზოიდური ფსიქოპათიური დარღვევები. შიზოიდური პიროვნების აშლილობა 
 
მათთვის დამახასიათებელია სოციალური ურთიერთობებისგან გარიყულობა და ემოციების გამოხატვის მწირი და შეზღუდული უნარი. იგი იწყება მოზარდობაში და გრძელდება მოზარდ ასაკშიც. შიზოიდურ ფსიქოპათიაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაშინ თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ქცევების 4 ან მეტ მახასიათებელს აღმოვაჩენთ ადამიანის ხასიათში: 
I. გაურბის ახლო ურთიერთობებს სხვებთან ოჯახის წევრების ჩათვლით; არ 
სურს და არც ახარებს სოციალური კონტაქტები;
II. თითქმის ყოველთვის ირჩევს განმარტოებულ საქმიანობას;
III. ნაკლებად ან სულ არ აინტერესებს სექსუალური ურთიერთობა თავის 
პარტნიორთან;
IV. სიამოვნებას თავისი საქმიანობიდან ნაკლებად ან სულ ვერ იღებს (არაფერი არ უხარია);
V. ახლო მეგობრების ნაკლებობას განიცდის ან თითქმის არ ჰყავს და ენდობა მხოლოდ უახლოეს პირველი რიგის ნათესავს;
VI. სხვების კრიტიკისა და შექების მიმართ არის ინდიფერენტული;
VII. ავლენს ემოციურ სიცივეს, არაფერზე არ არის მიჯაჭვული;
ამ თვისებების მატარებელი პიროვნებას არ უნდა აღენიშნებოდეს შიზოფრენია, ციკლოფრენია
შიზოიდური ფსიქოპათია გამოიხატება პიროვნების ხასიათობრივ თავისებურებაში ისეთი ნიშნების დომინირებით, როგორიცაა გაუბედაობა, მორიდებულობა, სიმორცხვე, უკონტაქტობა, ინერტულობა. შიზოიდური წრიე ფსიქოპათები გამოირჩევიან მიდრეკილებით ზედმეტი რეფლექსისაკენმოვლენები ფასდება და ანალიზდება ინტროვერსიულად, შინაგან განცდებზე დაყრდნობით. ერიდებიან ურთიერთობას ადამიანებთან, გაურბიან ხალხმრავალ შეხვედრებს. “რომანტიკული” ურთიერთობის ძიება ბევრ წინააღმდეგობას უქმნის მათ პირად ცხოვრებაში.
 
ბ) შიზოიდური პიროვნების აშლილობა
ქცევის ხანგრძლივი ფორმა, რომელიც ვლინდება სოციალური ურთიერთობებისადმი გამორიყულობასა და ინტერპერსონალური ურთიერთობისას ემოციების გამოხატვის შეზღუდულობაში.
შიზოიდი არის ინტროვერტის უკიდურესი ფორმა, იგი იწყება მოზარდობის ბოლო პერიოდში და მათთვის დამახასიათებელია შემდეგი ოთხი ან მეტი ნიშანი:
1. ახლო ურთიერთობების არც სურვილი და არც სიამოვნება, ოჯახის წევრების ჩათვლითაც.
2. განმარტოებული აქტივობების არჩევა. (კითხვა, მუსიკის მოსმენა და ა.შ.)
3. სხვა ადამიანთან სექსუალური ურთიერთობის ინტერესის სიმცირე ან საერთოდ არქონა.
4. სიამოვნების მცირე რაოდენობით ან საერთოდ ვერ მიღება.
5. ძალიან ცოტა მეგობრების ყოლა ან საერთოდ არ ყოლა.
6. ინდიფერენტულობა სხვების შექების ან კრიტიკისადმი.
7. ემოციური სიცივე და დისტანციურობა.
 
ეს ის შემთხვევებია, რომლებიც არ არის გამოწვეული შიზოფრენიით, აფექტური დარღვევებით, განვითარების დარღვევებით და ფსიქოლოგიური ეფექტების შედეგით.
 
 
III. ა) შიზოტიპური პიროვნების აშლილობა 
შიზოტიპურ პიროვნებას ახასიათებს სოციალური და ინტერპერსონალური ურთიერთობის დეფიციტი. ახლო ურთიერთობები მათში დისკომფორტს იწვევს და ასეთი ურთიერთობების უნარი საეთოდ დაქვეითებული აქვთ; მათთვის დამახასიათებელია კოგნიტური და აღქმითი ( პერცეპტული) დარღვევები. მათი ქცევა ექსცენტრიულია . ეს აშლილობები ვლინდება ადრეული მოზარდობის ასაკიდან და მოზრდილ ასაკში გრძელდება.
ჩვენ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პიროვნების შიზოტიპურ დარღვევებზე, თუ აღმოვაჩენთ პიროვნების ხასიათში შემდეგ 5 ან მეტ თვისებას:
• აქვთ დამოკიდებულების იდეები რომლებიც დამოკიდებულების ბოდვით 
• იდეების დონეს არ აღწევს;
• უჩვეულო ახირებული უცნაური რწმენა ან მაგიური აზროვნება, რომელიც მათ ქცევაზე მოქმედებს და არ შეესაბამება მათ სუბკულტურის ნორმებს ( ცრურწმენების გავლენის ქვეშ არიან, უჯერებენ “ნათელმხილველებს”, “ტელეპატებს”, სწამთ “მეექვსე გრძნობისა” ) და ბავშვობასა და მოზარდობაში აქვთ უჩვეულო და უცნაური ფანტაზიები და გატაცებები;
• აქვთ სხეულში უჩვეულო შეგრძნებები და განცდები სომატური ილუზიების ჩათვლით;
• აქვს უცნაური აზროვნება და მეტყველება ( მეტაფორული, დაწვრილებითი დეტალური სტერეოტიპული неопределённый, неясный, смутный; სკრუპულოზური);
• ახასიათებს ეჭვიანობა და პარანოიდული განწყობა (თითქოს ყველაფერი მათ წინააღმდეგაა მიმართული);
• აქვთ არაადეკვატური ან შეზღუდული აფექტები;
• ქცევა და გარეგნობა არის უჩვეულო, ექსცენტრული და განსაკუთრებული;
• ახლო ადამიანების ან იმ ადამიანების რომლებსაც ენდობა ნაკლებობა ან სრული არ არსებობა;
• მათ ახასიათებთ სოციალური შფოთვა. რომელიც არ კლებულობს ადამიანებთან სიახლოვის და ახლო ურთიერთობების დამყარების გამო;
• ეს ზემოთ აღწერილი თვისებები შიზოფრენიით, ციკლოფრენიით ან სხვა ფსიქოზური დარღვევებით არ უნდა იყოს გამოწვეული
ბ) შიზოტიპური პიროვნების აშლილობა.
ეს არის ქცევის ხანგრძლივი ფორმა, რომელიც ვლინდება სოციალური და ინტერპერსონალური ურთიერთობების დეფიციტში, რომელსაც ახასიათებს ახლო ურთიერთობების მწვავე დისკომფორტი, სხვებთან ახლო ურთიერთობების უუნარობა. Aმ დროს აგრეთვე დამახასიათებელია კოგნიტური და პერცეპტული დარღვევები და ექსცენტრიული ქცევა, რომელიც იწყება მოზარდობის პერიოდში და ხასიათდება შემდეგი ხუთი ან მეტი ნიშნით:
1. დამოკიდებულების იდეებით (ყველაფერს აკავშირებს თავის თავთან, მსუბუქად გამოხატული ბოდვა).
2. მაგიური აზროვნება, რომელიც ქცევაზე ზემოქმედებს და არ შეესაბამება ნორმებს (ცრურქმენები, ნათელხილვები, ტელეპატია, მეექვსე გრძნობა).
3. უჩვეულო შეგრძნებები, სხეულებრივი ილუზიები
4. უცნაური ლაპარაკი და აზროვნება (მეტაფორული და სტერეოტიპური).
5. უკიდურესი ეჭვიანობა
6. შეუსაბამო აფექტი.
7. უცნაური, ექსცენტრული ჩაცმულობა და ქცევა.
8. ახლო მეგობრების უქონლობა
9. სოციალური შფოთვა (შეჩვევის მომენტი არ აქვს.) ნეგატიურად შეფასების შიში.
 
 
IV . ანტისოციალური პიროვნების აშლილობა  user posted image
.ესეთი პიროვნებები უგულვებელყოფენ სხვების მოქალაქეობრივ უფლებებს და გამუდმებით არღვევენ სხვების უფლებებს. ეს იწყება 15 წლის ასაკიდან. თუ ადამიანს აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ხასიათობრივი ნიშნები 3 ან მეტი, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ანტისოციალურ პიროვნებაზე. 
მათ ახასიათებთ:
I. სოციალური ნორმებისადმი დაქვემდებარების და კანონმორჩილი ქცევის უგულვებელყოფა. უჭირს კანონთან შესაბამისობაში მყოფი საქციელის განხორციელება, რის გამოც გამუდმებით ასოციალურ ქცევას მიმართავს რაც მისი დაპატიმრების მიზეზი ხდება ;
II. ახასიათებს სიცრუე, რომელიც ვლინდება გამუდმებულ ტყუილებში და იმაში, რომ სხვებს ატყუებს ანგარებით ან საკუთარი საიმოვნებისათვის;
III. ახასიათებს იმპულსურობა და წინასწარი დაგეგმვის უუნარობა;
IV. ადვილად გაღიზიანდება და ახასიათებს აგრესიულობა რაც ხშირად ვლინდება ფიზიკური შეურაცხყოფასა და ჩხუბში;
V. დაუფიქრებლად უაზროდ უგულვებელყოფს საკუთარ და სხვის უსაფრთხოებას;
VI. სრული უპასუხისმგებლობა, არ შეუძლია ერთსა და იმავე ადგილას ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობა და ფინანსური მოვალეობების შეუსრულებობა;
VII. სინდისის ქენჯნის სრული არარსებობა, იდიფერენტულია ყველაფრის მიმართ;
ანტისოციალური ქცევა არ არის განპირობებული შიზოფრენიით ან მანიაკალური მდგომარეობის დროს.
 
ანტისოციალური პიროვნების აშლილობა - სოციოპათია..
ეს არის ქცევის მყარი ფორმა რომელიც ვლინდება დაახლოებით 15 წლის ასაკიდან, სხვების უფლებების უგულვებელყოფასა და ძალადობაში და ვლინდება შემდეგი სამი ან უფრო მეტი ნიშნით:
1. სოციალური ნორმების შეუგუებლობა (ძირითადად ეს ეხება კანონიერ შეზღუდვებს).
2. მატყუარობა, რომელიც ვლინდება სხვების მოტყუებაში პირადი სიამოვნების ან ანგარების მიზნით.
3. იმპულსურობა და მომავლის დაგეგმვის უუნარობა, დაბალი ფლუსტრაციული ტოლერანტობა.
4. ადვილი გაღიზიანებადობა და აგრესიულობა რაც ფიზიკურ ჩხუბში ვლინდება.
5. საკუთარი და სხვების უსაფრთხოების უგულვებელყოფა, უპაუხისმგებლობა სამუშაოსა და ფინენსურ სფეროში.
6. სინდისის ქეჯნის უქონლობა.
 
 
V მოსაზღვრე პიროვნების დარღვევები
 
ვლინდება საკუთარ თავზე წარმოდგენის, აფექტების და ინტერპერსონალური ურთიერთობების არასტაბილურობაში, რომელსაც ახასიათებს იმპულსურობა. იწყება მოზარდობიდან და შემდეგი ხუთი ან მეტი ნიშნით ხასიათდება:
1. გამბედავი ძალისხმევა რეალური ან წარმოსახვითი მიტოვების თავიდან აცილებისათვის.
2. ისეთი არასტაბილური, ინტენსიური, ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომელიც ხასიათდება ან იდეალიზაციით ან სრული დამცირებით.
3. პრობლემები იდენტურობასთან, საკუთარ თავზე მისი შეხედულება არასტაბილურია.
4. იმპულსურობა, რომელსაც შედეგად საკუთარი თავის დაზიანება მოჰყვება, მაგალითად უკიდურესი სექსი, ნარკოტიკები, მანქანის სწრაფი ტარება, ფულის ხაჯვა. აქ არ შედის თვითმკვლელობა ან თვითდაზიანება.
5. სუიციდალური ქცევა პერიოდულად.
6. აფექტური არასტაბილურობა – უგუნებობა, გაღიზიანება შფოთვა (ეს რამდენიმე საათს ან დღეს გრძელდება).
7. სიცარიელის ქრონიკული განცდა.
8. არაადეკვატური, ინტენსიური ბრაზი და ბრაზის კონტროლის უქონლობა.
9. პერიოდული, გარდამავალი, სტრესთან დაკავშირებული პარანოიდული აზრები.
 
 
VI. ისტერიული პიროვნების პიროვნების დარღვევები  user posted image
 
ისტეროიდული ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნების იმ კონსტიტუციურ ნიადაგს, რომელზედაც ვითარდება ისტერიული რექციები. ისტერიული ფსიქოგენური რეაქციები შესაძლოა განუვითარდეთ არაისტერიული პიროვნებების თავისებურებების მქონე ადამიანებსაც. ისტერიული პიროვნებების ქცევაში აშკარად ჩანს ემოციური რეგისტრიეს დომინირება ფსიქიკის სხვა სფეროებზე. ემოციური რეაქციები ხასიათდება განსაკუთრებული სიძლიერით, გარეგანი ეფექტურობით. აფექტურ წეაქციებს თან ახლავს თეატრალური, დრამატული ჟესტიკულაცია, ცრემლები, ოხვრა, ხმამაღალი სიცილი და აღფრთოვანება. ამავე დროს ემოციები გამოირჩევიან ზედაპირულობით, ლაბილურობით. ისტერიკთა ხასიათის ერთერთ ძირითად ნიშანს წარმოადგენს ეგოცენტრიცზმი და ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილება. კ. შნაიდერი ისტერიულ ფსიქოპათებს “აღიარების მაძიებლებს” უწოდებდა. ყურადრების ცენტრში ყოფნას ისინი აღწევდნენ დემონსტრაციული ქცევით, თეატრალური მანერებითა და ჟესტებით, გამომწვევი ჩაცმულობით. ისტერიული ტიპის პიროვნებები გამოირჩევიან მოვლენების ცალმხრივი, ემოციური შეფასებით. იმ შემთხვევაში როდესაც მათი ეგოცენრტული ტენდენციები ვერ პოულობენ რეალიზაციას, ისტერიკები ხდებიან პედანტურად ცამციებლები, მომთხოვნები, პრეტენზიულები.
ისტერიული ფსიქოპათია
 
დამახასიათებელია ხანგრძლივი უკიდურესი ემოციურობა და ყურადღების მიქცევისადმი სწრაფვა, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, რომელიც იწყება ადრეული მოზარდობიდან და ვლინდება შემდეგი ხუთი ან მეტი ნიშნით:
1. უსიამოვნების ან დისკომფორტის განცდა იმ შემთხვევაში როდესაც ყურადღების ცენტრში არ ექცევა ადამიანი
2. გადაჭარბებული სექსუალიზირებული ქცევა, რომელსაც მაპროვოცირებადი ხასიათი აქვს და არის მაცდუნებელი სხვებთან ურთიერთობებისას. 
3. ემოციების ზედაპირული გამოხატვა და ცვალებადობა.
4. საკუთარ მე-ზე ყურადღების მისაქცევად, საკუთარი გარეგნობის განუქყვეტლივ გამოყენება
5. ლაპარაკის სტილი უკიდურესად იმპრესიონისტულია.
6. ახდენს თეატრალურ დრამატიზაციას და გადაქარბებულად გამოხატავს ემოციებს.
7. ადვილად შთაგონებადია. მათზე ადვილად ზემოქმედებენ ვითარებები და ადამიანები. ისინი ურთიერთობაში გვაჩვენებენ თავს უფრო ინტიმურად, ვიდრე სინამდვილეში...
 
 
VII. ნარცისტული პიროვნების დარღვევები
 
საკუთარ ქცევაში ან ფანტაზიაში განდიდების ხანგრძლივი ფორმა. მოთხოვნილება რომ თაყვანი სცენ, ემპათიურობის ნაკლებობა, რომელიც იწყება ადრეულ მოზარდობაში და წარმოდგენილია სხვადასხა კონტექსტით, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი ხუთი ან მეტი თვისება:
1. საკუთარი თავის მნიშვნელობის, გრანდიოზულობის, მაგალითად საკუთარი მიღწევის გადაჭარბებული შეფასება, ელოდება აღიარებას რომ იყოს სხვებზე აღმატებული ადეკვარური მიღწევების გარეშე.
2. მათში ჭარბობს უსაზღვრო წარმატების, ძალაუფლების, მშვენიერების, იდეალური სიყვარულის ფანტაზიები.
3. მათ სწამთ რომ ისინი არიან განსაკუთრებულები, განუმეორებლები, რომ ისინი დაკავშირებულნი უნდა იყვნენ სხვა განსაკუთრებულ და მაღალი სტატუსის მქონე ხალხთან ან დაწესებულებებთან.
4. მოითხივენ უკიდურეს თაყვანისცემას
5. აქვთ ირაციონალური გონებას მოკლებული მოლოდინი, რომ მათ განსაკუთრებულად, უპირატესად კარგად მოექცნენ დაყ ველა ავტომატურად უნდა დაემორჩილოს მათ მოთხოვნებს.
6. ისინი ურთიერთობაში ექსპლუატაციას უწევენ სხვებს, ანუ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის იყენებენ სხვებს.
7. აქვს ემპათიის ნაკლებობა. Aრ აქვთ უნარი აღიარონ გაუგონ სხვების მოთხოვნილებებს და გრძნობებს.
8. ისინი ხშირად შურიანები ან ამბობენ რომ სხვებს შურთ მათი.
9. ისინი არიან ამპარტავნები. 
 
 
VIII განრიდებული პიროვნების აშლილობა - Avoidant Personality cry.gif user posted image
 
ეს არის ხანგრძლივი ქცევის ფორმა, რომელიც სხვების მხრიდან 
უარყოფითი შეფასებისადმი უკიდურესი მგრძნობელობით გამოიხატება, 
რომელთაც ახასიათებთ საკუთარი თავის არაადეკვატურობიშ განცდა და 
სოციალურად დათრგუნულნი (ინჰიბირებულნი) არიან. ეს თვისებები 
იწყება ადრეულ მიზარდობაში და წარმოდგენილია ოთხი ან უფრო მეთი 
ნიშნით:
1. გაურბიან ოკუპაციურ ანუ შრომით აქტივობებს, რომლებიც ინტერპერსონალურ აქტივობებს მოითხოვენ, რადგანაც მათ ეშინიათ სხვების კრიტიკის.
2. გაურბიან ხალხთან ჩართულობას, სანამ არ დარწმუნდებიან რომ ისინი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ და სხვებს მოსწონთ.
3. ზღუდავენ საკუთარ თავს ინტიმურ ურთიერთობებში, რადგანაც ეშინიათ დაცინვის და თავის შერცხვენის.
4. შეწუხებულნი არიან როდესაც სხვები უგულველყოფენ.
5. შებოჭილები არიან ახალი ურთიერთობების დამყარებისას, ეშინიათ ახალი ურთიერთობების დაწყების, რადგანაც საკუთარი თავის არაადეკვატურობის განცდა აქვთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
6. საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც სოციალურად უუნაროს და სხვებზე ნაკლებს.
7. ვერ იღებენ პირად რისკს და ვერ ერთვებიან ახალ აქტივობებში, რადგანაც ეშინიათ რომ მომაბეზრებელნი და ზედმეტნი იქნებიან სხვებისთვის.
 
 
IX დამოკიდებული პიროვნება
 
ხანგრძლივი და უკიდურესი მოთხოვნილება სხვების მიერ მასზე მზრუნველობის, რაც მათში იწვევს დაქვემდებარებულ, სხვებზე მიწებებულ ქცევას და განშორების შიშს. იწყება მოზარდობაში და წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილი ხუთი ან მეტი თვისებით:
1. უჭირთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღება, უკიდურესი ფორმით სხვების რჩევების გარეშე.
2. მათ სჭირდებათ სხვები, ვინც მათ ცხოვრებისეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას აიღებს.
3. უჭირთ სხვებთან არდათანხმება, რადგან მხარდაჭერის დაკარგვის ეშინიათ. აქ არ იგულისხმება შურისძიების შიში.
4. უჭირთ რომელიმე პროექტში ინიციატივის გამოჩენა, საკუთარ მსჯელობებზე დაყრდნობა. საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის გამო და არა იმის გამო რომ მოტივაციის და ენერგიის ნაკლებობა აქვთ
5. დიდ დროს ხარჯავენ იმისთვის რომ მიაღწიონ სხვების მხრადან მხარდაჭერას.
6. მარტო დარჩენის შემთხვევაში გრძნობენ დისკომფორტს ან უსუსურობას, რადგანაც გადაჭარბებული შიში Aაქვთ იმის რომ მათ არ აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი. 
7. ეძებენ ისეთ ურთიერთობებს რომელიც სხვების მხრიდან ახალი მხარდაჭერის და ზრუნვის წყარო იქნება მაშინ როდესაც მათ ინტიმური ურთიერთობები უწყდებათ (ცოლის (ქმრის) სიკვდილის შემდეგ).
8. არარეალისტურ დისკომფორტს განიცდის მიტოვებისა და საკუთარი თავის ზრუნვაში მარტო დარჩენის მიმართ.
 
 
ობსესიურ კომპულსიური
 
ხანგრძლივი ხასიათობრივი დარღვევები, რომელიც გამოიხატება უკიდურესი წესრიგის პეფექციონიზმის, გონებრივი და ინტერპერსონალური კონტროლის ფორმით და ვლინდება მოქნილობის, ღიაობის, და ეფექტურობის დაკარგვის ხარჯზე. Iწყება მოზარდობაში და ვლინდება შემდეგი ოთხი ან მეტი ფორმით:
1. გადაჭარბებული დამოკიდებულება დეტალებისადმი, წესებისადმი, ჩამონათვლებისადმი, წესრიგისადმი, ორგანიზაციისადმი, ცხრილებისადმი, იმ ზომამდე რომ ძირითადი აქტივობა რაზედაც მიმართულია მნიშვნელობას კარგავს და იკარგება.
2. არიან პერფექციონისტები და ეს ხელს უშლით საქმის დასრულებაში.
3. აქვთ უკიდურესი ერთგულება შრომისადმი, სამსახურისადმი, რაც ზოგჯერ დასვენების უქონლობასა და მეგობრების არ ყოლაში ვლინდება (არ იგულისხმება ეკონომიური გაჭირვების გამო მუშაობა)
4. ახასიათებთ ჰიპერმორალიზმი, სკულპიოზური, პლასტიურობას მოკლებული მორალურობა, ეთიკა და ფასეულობები (არ იგულისხმება კულტურული და რელიგიური წეს-ჩვეულებები).
5. არიან რიგიდულები და ჯიუტები.
6. არაფრის უგულვებელყოფა არ შეუძლიათ, იმ შემთხვევაში თუ ეს ძალიან უმნიშვნელოა
 
ზოგი დამატებითად გამოყოფს პიროვნების ასთენიურ დეპრესიული და მაზოხისტურ და პასიურ აგრესიული აშლილობებს..
ასთენიური პიროვნების აშლილობა 
ასთენიური წრის ფსიქოპათებისათვის ნიშანდობლივია მიდრეკილება ასთენიური რეგისტრის ფსიქიკური რეაქციებისადმი. ასეთ პიროვნებებს ახასიათებთ თვითშეფასების გამოკვეთილად დაბალი დონე, საკუთარი ფიზიკური და სულიერი არასრულფასოვნების განცდა. 
 
მაზოხისტური აშლილობების მქონე პიროვნები მიისწრაფიან ფსიქიკიკური ტკივილისა და ტანჯვისკენ იქნება ეს სამსახურში წარუმატებლობა , ფინანსური დანაკარგი, სხვების მხრიდან დამცირება თუ ფიზიკური ტკივილი. ისინი განიცდიან ცხოვრებისეული უბედურებების უჩვეული სეარიალს. უბედურება უბედურებას მოსდევს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს პაციენტი დედამიწაზე ჯოჯოხეთს თვითონ იქმნის თავისი ცხოვრებისგან ჯოჯოხეთს თვითონ ქმნის. ცხოვრების განმავლობაში ისინი ხშირად ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ეს ძალადობა შესაძლებელია სექსუალური გაუპატიურების, ფიზიკური შეურაცყოფის, სამსახურში ექსპლოტაციის , სასტიკი მოძალადე მეუღლესთან ურთიერთობის და არაკეთილსინდისეირი ბიზნესის მსხვერპლის ფორმა მიიღოს. ლიტერატურული პერსონაჟებიდან ანა კარენინა
 
პიროვნების დეპრესიული აშლილობები. მაზოხისტი პიროვნებისაგან განსხვავებით დეპრესიულ პიროვნებები სხვებისგან დასჯის პროვოცირებას არ ახდენენ და დასჯას გარეთ კი არ ეძებენ . პირიქით ადგილი აქვს კონფლიქტის ინტერნალიზაციას და პაციენტი თვითონ იწვალებს თავს და საკუთარი თავის მოძალადეა . ამის გამო ისინი მუდმივად დაღვრემილები ჩაფიქრებულები პესიმისტურები და საკუთარი თავის მიმართ უკიდურესად კრიტიკულნი არიან. ისინი ამცირებენ საკუთარ ღირსებებს გამუდმებით შეწუხებულნები და მოცულები არიან საკუთარი არადექვატურობით წარუმატებლობით იმდენად რომ მათ ხშირად უნვითარდებათ წარმატების ნევროზი რადგანაც წარმატება მატში სიხარულისა და ბედნიერების ნაცვლად შფოთვასა და ბრალეულობის თვითბრალდების განცდას იწვევს. 
 
პიროვნების პასიურ-აგრესიული აშლილობები. 
ასეთ პაციენტებს არ ძალუძთ აგრესიის, ბრაზისა და წყენის პირდაპირ გამოხატვა ისინი ხშირად უარყოფენ ასეთი გრძნოვბების არსებობას არამარტოდ სხვებთან მიმართებაში არამედ საკუთარ თავსაც არ უმხელენ მათ. ეს განდევნილი გრძნობები ვლინდება არაპირდაპირი პასიური ფორმით და აგრსესიის გამოხატვა ხდება ირიბი გზით. ეს აგრესია შესაძლებელია შენიღბული იყოს მეგობრული განწყობითა და ქცევით. წყენა, აღშფოთება და გულისწყრომა შესაძლებელია სიტყვიერი თანხმობის და პატივისცემის უკან იმალებოდეს. სინამდვილეში მტრული აგრესიული განწყობის გამოვლენა იმდენად ფაქიზი შესაძლებელი იყოს რომ ტითქმის შეუძლებელია მისი გამოცნობა. აგრესიასთან დაპირისპირების, შეპირისპირების მცდელობა იწვევს უსამართლო მოპყრობაში გამტყუნებას. ამიტომ ადამიანებს რომლებსაც უწევთ პასიურ აგრესიულ 
პიროვნებებთან ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში ფრუსტრირებულები და გაბრაზებულებულები არიან. ადრე თუ გვიან ეს აგრესია იფეთქებს ხოლმე რაც აძლიერებს პაციენტის პრეტენზიებს იმის შესახებ რომ ის კი არაა აგრესიული არამედ სხვები მას უსამართლოდ და აგრესიულად ეპყრობიან. თუმცა ისინი არასოდეს უპირიპირდებიან მათზე ზემდგომ პირებს მაგრამ სხვებს აქეზებენ ამაში.  
 
რა არის ფსიქოპათია? 
ფსიქოპათია და პათოქარაქტეროლოგიური განვითარება. ქცევითი აშლილობანი. 
 
ფსიქოპათია წარმოადგენს პიროვნების პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება საზოგადოებისათვის კულტურალურად მისაღები, ჩვეული სოციალური ქცევის დარღვევაში. ფსიქოპათია კონსტიტუციური, თანდაყოლილი ან რიგ შემთხვევაში აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული დისჰარმონიაა, რომელ<