EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ყველა ადამიანი არამზადა როდია, – უთხრა ფაშისტებს ადამიანმა, რომელიც ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-03-08 00:29:03

ყველა ადამიანი არამზადა როდია, – უთხრა ფაშისტებს ადამიანმა, რომელიც ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში

Janush-korchak

„ყველა ადამიანი არამზადა როდია,“ – უთხრა ფაშისტებს ადამიანმა, რომელიც ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში.
 
ეს იყო იანუშ კორჩაკი. პოლონელი მწერალი, პედაგოგი და ექიმი. მან სამჯერ თქვა უარი საკუთარი სიცოცხლის ხსნაზე.
 
პირველად ეს მოხდა, როცა იანუშმა მიიღო პოლონეთში დარჩენის გადაწყვეტილება ქვეყნის ოკუპაციამდე ცოტა ხნით ადრე, იმისათვის, რომ არ დაეტოვა „ობოლთა სახლი“ ბედის ანაბარა ფაშისტებთან მოსალოდნელი ომის წინ.
 
მეორედ ეს მოხდა მაშინ, როცა მან უარი თქვა ვარშავის გეტოდან გაქცევაზე, ხოლო მესამედ იანუშმა უარი თქვა თავისი თავის გადარჩენაზე მაშინ, როცა „ობოლთა სახლის“ ყველა მკვიდრი საკონცენტრაციო ბანაკში მიმავალ მატარებელში ავიდა.
 
ამ დროს კორჩაკთან მივიდა ესესის ოფიცერი და ჰკითხა: „ეს თქვენ დაწერეთ ‘მეფე მათეუში’? წაკითხული მაქვს ეს წიგნი ბავშვობაში. კარგი წიგნია. თავისუფალი ხართ.“ – „და ბავშვები?“ – იკითხა იანუშმა. „ბავშვები გაემგზავრებიან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვაგონის დატოვება.“ – მიუგო ოფიცერმა. „არა, ცდებით, არ შემიძლია. ყველა ადამიანი როდია არამზადა,“ – ასეთი იყო კორჩაკის პასუხი. რამდენიმე დღის შემდეგ იანუშ კორჩაკი, ბავშვებთან ერთად, შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკს ხელში ეჭირა ორი ყველაზე პატარა ბავშვი და ზღაპარს უყვებოდა მათ, პატარებს, რომლებსაც ეჭვიც კი არ ჰქონდათ იმაზე, რა ელოდათ წინ…
ის თვლიდა, რომ ბავშვამდე მისაწვდომად დახრა კი არა, ფეხისწვერებზე შედგომაა საჭირო. რომ კანონები, პირველ რიგში, ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას და მერე გავრცელდეს უფროსებზე. რომ ყველაფერი, რასაც ბავშვთან ურთიერთობაში მიაღწევ წვრთნით, ზეწოლითა და თუნდაც უმნიშვნელო ძალადობით, არასწორი, არამდგრადი და დროებითია. რომ ბავშვი, პირველ რიგში, ადამიანია და მერეა უკვე ბავშვი და იმსახურებს პატივისცემას და გულწრფელ სიყვარულს, ამიტომაც დააძალო მას დაძინება, როცა სულაც არ ეძინება, ან ჭამა, როდესაც არ შია – ნამდვილი დანაშაულია. დამერწმუნეთ, რომ ამ ადამიანს სრული უფლება ჰქონდა ეს, ერთი შეხედვით, საკამათო სიტყვები წარმოეთქვა, რადგან მან ბავშვებს სიყვარული დაუმტკიცა არა მხოლოდ საოცარი წიგნებითა და მეცნიერული თეზისებით…
 
1940 წელს, გერმანელების მიერ ვარშავის ოკუპაციის შემდეგ ბავშვთა სახლი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ვარშავის გეტოში გადაიყვანეს. თავად კორჩაკი დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს გერმანელებთან დაახლოებული ვინმე განცვაიხის შუამდგომლობით, რომელსაც ამ ჟესტით ებრაელებში ავტორიტეტის მოპოვება სურდა. ციხიდან გამოსვლისთანავე კორჩაკი საკუთარი ნებით გეტოში დაბრუნდა, სადაც ყოველდღიურად ნამდვილ გმირობებს ჩადიოდა, რათა ბავშვებისთვის საკვები და მედიკამენტები ეშოვა. თანაც იმისთვის, რომ მათ არ ეგრძნოთ შიში და მოახლოებული საფრთხე, სისტემატურად უტარებდა გაკვეთილებს, თითქმის ჩვეულებრივ რეჟიმში.
 
იანუშ კორჩაკმა უარყო გეტოდან გამოპარვის და „არიელთა“ რაიონში გადამალვის ყველა შეთავაზება. მისი მეგობარი, პოლონელი ჟურნალისტი იგორ აბრამოვი იხსენებდა, რომ კორჩაკისთვის ბინა და საბუთები უკვე გამზადებული იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო გეტოდან გასვლა. როდესაც იგორმა მას საშვი მიაწოდა, იანუშმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა მეგობარს — „შენ მიატოვებდი შენს შვილს ავადმყოფობასა და უბედურებაში?“ იგორი იხსენებდა, რომ მან პასუხად მხოლოდ თავი დახარა. „ჰო-და აქ ჩემი 200 შვილია, როგორ მივატოვო, ან როგორ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ?!“
1942 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში გეტოში მოვიდა ბრძანება „ბავშვთა სახლის“ „დეპორტაციის“ შესახებ. ბავშვების გარდა ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა ამ შემთხვევაში ეს სიტყვა… ბავშვები და კორჩაკი ჩასვეს მატარებლის საბარგო ვაგონებში, რომელიც ტრემბლინკის საკონცეტრაციო ბანაკის მიმართულებით გაემგზავრა. ამ მომენტიდან ბოლო წუთამდე ყველაფრის თვითმხილველი ემანუელ რინგელბლუმი (რომელიც შემდეგ გერმანელებმა დახვრიტეს) წერდა, რომ კორჩაკს სულ ბოლო მომენტშიც შესთავაზეს ბავშვების დატოვება, მაგრამ…
 
„იდგა საშინელი სიცხე… იანუშმა დააყენა ბავშვები ოთხრიგად, მოჰკიდა ორ მათგანს ხელი და მარშით გაუძღვა წინ… გაზის კამერამდე… მას თავი ამაყად ჰქონდა აწეული და ის ისე მიდიოდა, რომ პოლიციელები უნებლიედ გაიჭიმნენ მის წინაშე და სამხედრო სალამიც კი მისცეს… ერთ-ერთმა მათგანმა გაკვირვებულმა მკითხა — „ეს კაცი ვინ არის?“ მე კი ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ ვტიროდი…“
და ბოლოს მახსენდება კორჩაკის ერთი სასწაულად კეთილი რჩევა:
 
„ეცადეთ, ბავშვებმა არ გაგაღიზიანონ, არასდროს. მაშინაც კი, როდესაც კარზე ყოველ დაკაკუნებაზე მირბიან მის გასახსნელად და ფეხებში გედებიან. გახსოვდეთ, რომ ისინი ასე ფიქრობენ — იმ კარის უკან დგას უფროსი, რომელიც ვერ შემოვა, თუ პატარები არ დაეხმარებიან. შეაჩვიეთ ბავშვი სხვისი დახმარებით და მხარდაჭერით მიღებულ ბედნიერებას! ასწავლეთ ბავშვებს სიყვარული!“