EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes) - ძალიან შხამიანი გველი საქართველოში »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-06-25 14:32:57
ცხვირრქოსანი გველგესლა (ლათ. Vipera ammodytes) — შხამიანი გველების სახეობა გველგესლასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 60-70 სმ აღწევს, მაქსიმალური — 95 სმ-ს. მამალთან შედარებით დედალი — შედარებით პატარა ზომისაა. თავის ზედაპირი დაფარულია ჩვეულებრივ, მოკლე ნეკნისებრი ქერცლით. დინგის ბოლოს აქვს 3-5 სმ სიგრძის რქოვანი წამონაზარდი (აქედან სახელწოდება). ამავე მონაკვეთის ქერცლი ხშირად კრიალაა. სხეული ზემოდან ნაცრისფერი, მოყავისფრო ან მოწითალო-მოყავისფროა. ზურგის არეში ტეხილად გასდევს მუქი ან მსხვილი რომბულ-განივი ზოლები. მუცელი მოყვითალოა. თავი მოყავისფრო აქვს და მუქი და წვრილი წერტილებითა და ლაქებით არის დაფარული.
ოჯახი: გველგესლასებრნი (Viperidae)
ქვეოჯახი: გველგესლები (Viperinae)
გვარი: ნამდვილი გველგესლები (Vipera)
სახეობა: ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes)
ქვესახეობები: არსებობს (5)
მაქს. ზომა: 95 სმ.
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
საბინადრო გარემო: მისმა სახელმა (Sand viper) არ შეგიყვანოთ შეცდომაში, რადგანაც ეს გველი ქვიშიან ადგილებში არ გვხდება. ძირითადად ის სტუმრობს ქვიან, მშრალ ბორცვებს, მთების კლდოვან ფერდობებს, ბუჩქნარებს, მდინარეთა ნაყარებს, ქვიან ღობეებს, მიტოვებულ შენობებსა და სხვ.. ხანდახან ასევე გვხდება ადამიანებით დასახლებულ ადგილებში, მაგალითად ფერმებში, განსაკუთრებით ვენახებში.
გარეგნული აღწერილობა: იზრდება მაქს. 95 სმ.-მდე, თუმცა ჩვეულებისამებრ არიან 85 სმ. და უფრო პატარა. მდედრები უფრო პატარანი არიან ზომაში ვიდრე მამრები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთში მყოფი სახეობები სიგრძეში უფრო დიდები არიან ვიდრე - სამხრეთში. შეფერილობა სხვადახვაა მდედრებსა და მამრებს შორის. მამრებს თავზე გააჩნიათ მუქი ყავისფერი, მუქი ნაცსიფერი ან შავი უსწორო ნიშნები. სქელი, შავი ზოლი გასდევს თვალის უკანა მხრიდან ყბის კუთხემდე. ენა ჩვეულებისამებრ შავია და თვალის გარსი არის სპილენძის ან ოქროს ფერი ვერტიკალური გუგებით. მამრებს თავის უკანა მხარეს აქვთ "V" სიმბოლოს ფორმის მსგავსი ნიშანი, რომელიც უერთდება ზიგზაგისებრ ნახატს სხეულის ზედა ნაწილზე. ზიგზაგსებრი ნახატი არის მუქი ყავისფერი ან შავი და მისი საზღვრები უფრო მუქია. ნახატს ასევე გასდევს მუქი ფერის ლაქები თითო გვერდზე. სხეულის შეფერილობა მრავალფეროვანი აქვთ, შეხამებული გარემოსთან, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მოყავისფრო, მონაცრისფრო ან მოწითალო-მოყავისფრო ფერს. მდედრებს არ გააჩნიათ ასო "V" ფორმის მსგავსი ნიშანი თავზე. ტანის ფერი მოიცავს ყავისფერ, მონაციხფრო ყავისფერს, მოწითალო ყავისფერს. ზოგზაგისებრი ნახატი ყავისფერია. ასევე აქვს ადგილი მელანიზმს ამ სახეობაში, თუმცა იგი იშვიათობაა. პატარების შეფერილობა კი იგივეა რაც დიდების. ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი სხვა გველებისგან არის დინგის ბოლოს 3-5 სმ სიგრძის რქოვანი წამონაზარდი (აქედან სახელწოდება ცხვირრქოსანი გველგესლა). ეს წამონაზარდი იზრდება 5 მმ.დე და არის საკმაოდ რბილი და მოქნილი.
ცხოვრების წესი და ქცევა: არ არიან აგრესიულები და ცდილობენ თავი აარიდონ კბენას სანამ არ მოხდება მათი პროვოცირება. ნადირობა უყვართ ღამით. საფრთხის მოახლოებისას რეაქცია შეიძლება ქონდეთ სხვადახვანაირი: ზოგიერთი შეშდება და იწყებს ხმამაღლა სისინს, ზოგი კი სისინებს და მისრიალებს, როცა ზოგიერთმა შეიძლება შეეცადოს განახორციელოს სწრაფად შეტევა და გიკბინოთ. ცხვირრქოსან გველგესლას მიძინების პერიოდი აქვს ზამთარში 2-დან 6 თვემდე, გააჩნია პირობებს.
კვება: ძირითადად ნადირობს პატარა ძუძუმწოვრებზე, ფრინველებზე. პატარები უპირატესობას ხვლიკებს ანიჭებენ. ხანდახან ნადირობენ სხვა გველებზეც. კანიბალიზმის შემთხვევები ფიქსირდება.
გამრალვება: ეს სახეობა არის კვერცხცოცხლადმშობი. სანამ მოხდება გამრავლება, მანამდე მამრები ერთმანეთში ბრძოლობენ. გამრავლება ხდება გაზაფხულზე (აპრილ - მაისში) და აგვისტო - ოქტომბერში იბადებიან ცოცხლად მიახლოებით 20-მდე ახალშობილები. ისინი არიან 14-24 სმ. სიგრძის.
მოშინაურება: ეს სახეობები ხშირად სახლის პირობებში მშვენივრად ინახებიან და მრავლდებიან. მისი შენახვა გაცილებით იოლია ვიდრე სხვა ევროპული გველგესლებისა. საკვებს დასაწყისშივე იღებენ.
შხამი: ცხვირრქოსანი გველგესლა ითვლება სავარაუდოდ ყველაზე საშიშ გველგესლად ევროპაში. შხამი საკმაოდ ტოქსიკურია. შხამი შეიცავს როგორც პროტეოლიტიკის ასევე ნეიროტოქსინების კომპონენტებს და ასევე ჰემოტოქსინებს, რომელიც იწვევს სისხლის შედედების შეწყვეტას. კბენის სიმპტომები მოიცავს, ტკივილს, შეშუპებას, ასევე თავბრუსხევევას. გველების გვარები როგორებიც არის სპილენძა (Coronella) და ანკარა (Natrix) ანკარასებრნი ოჯახიდან არიან იმუნურნი ცხვირრქოსანი გველგესლას შხამისადმი. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ცხვირრქოსანი გველგესლას შხამი გამოიყენება მედიცინაში შრატის დასამზადებლად სხვა ევროპული გველგესლების კბენის შემთხვევებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია: ევროპაში აქვს ყველაზე საშიში გველის რეპუტაცია ევროპული გველგესლებიდან მისი დიდი ზომის, გრძელი ეშვების (13 მმ.-მდე) და შხამის მაღალი ტოქსიკურობის გამო. მისი სახელი მოდის ბერძნული სიტყვებიდან ammos და dutes, რომლებიც ნიშნავს "ქვიშა" და "მყვინთავი"; არც თუ ისე კარგი სახელი გველისთვის, რომელიც ამჯობინებს ქვიან ადგილებს საბინადროდ. დღესდღეისობით დადასტურებულია 5 ქვესახეობა.
კუდის ბოლო ქვემოდან წითელი, ყვითელი ან მწვანეა. გავრცელების არეალი მოიცავს იტალიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ, სლოვაკეთის სამხრეთ, უნგრეთის დასავლეთ ნაწილებს; აგრეთვე სლოვენიას, ხორვატიას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთს, ჩერნოგორიას, ალბანეთს, საბერძნეთს, მაკედონიას, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს, საქართველოსა და სირიას.
საქართველოში ეს სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. გვხვდება მესხეთისა და თრიალეთის ქედებზე, მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, ქალაქ ახალქალაქის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის ხეობასა და თეთრიწყაროს რაიონში.