EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ატლანტის ოკეანე - ოკეანეები და ზღვები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-06-30 17:43:23
ატლანტის ოკეანე - (ლათინური – mare atlanticum) – სიდიდით მეორე ოკეანე (წყნარი ოკეანის შემდეგ). ატლანტის ოკეანე სიდიდით მეორე წყლის აუზია დედამიწაზე და მისი ზედაპირის ერთ მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდანაა და "ატლასის ზღვას" ნიშნავს. ჩრდილოეთით ესაზღვრება გრენლანდია, ისლანდია; აღმოსავლეთით – ევროპა და აფრიკა, დასავლეთით – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სამხრეთით – ანტარქტიდა.
ფართობი – 76,7 მლნ. კმ2, საშუალო სიღრმე 3.500 მ, მაქსიმალური – 8.440 მ.
ატლანტის ოკეანის მნიშვნელოვანი კუნძულებია მატერიკული წარმოშობის კუნძულების ძირითადი ჯგუფები (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ნიუფაუნდლენდი, დიდი და მცირე ანტილები, კანარი, ფოლკლენდი და სხვა), რომლებიც მდებარეობენ კონტინენტებთან ახლოს.
ოკეანე ყველა კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ეკვატორთან 270С, ხოლო ზედა განედებში ოკეანე იყინება. ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებში ზედაპირული დინებები წარმოქნიან ანტიციკლონურ, ჩრდილოეთ ზომიერ და სამხრეთ მაღალ განედებში – ციკლონურ ტურბულენტობას. ჩრდილოეთ სუბტროპიკულ განედში ტურბულენტობა წარმოიქმნება ჩრდილოეთ პასატური, გოლფსტრიმის თბილი და კანარის ცივი დინებებით, სამხრეთი – თბილი პასატური, გოლფსტრიმის და ბრაზილიის დინებებით, ცივი – დასავლეთ ქარებისა და ბენგალის დინებებით.
ოკეანის შუა ნაწილში მდებარეობს შუა ატლანტური წყალქვეშა ქედი, რომლის ოკეანისზედა უმაღლეს მწვერვალებს აზორისა და ამაღლების კუნძულები წარმოადგენს. ქედის ორივე მხარეს ღრმაწყლიანი ქვაბულებია განლაგებული.
ატლანტის ოკეანე I და II მსოფლიო ომებში სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვან ასპარეზს წარმოადგენდა. მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში განისაზღვრება სახელმწიფოებს და რეგიონებს შორის კავშირების განვითარებით, ოკეანური და საზღვაო გადაზიდვების გაზრდით. ოკეანის სანაპიროზე გამავალი ქვეყნები აწარმოებენ მრეწველობის 4/5-ზე და სოფლის მეურნეობის 3/5-ზე მეტ პროდუქციას პლანეტის მასშტაბით.
ატლანტის ოკეანეზე მოწყობილია მსოფლიო საზღვაო პორტების 3/4-ზე მეტი. ხორციელდება მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით 2/3.
ატლანტის ოკეანეში მოპოვებული წიაღისეულიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია ნავთობს და გაზს. განსაკუთრებით დიდი მოცულობით ხდება მათი მოპოვება ჩრდილოეთ, კარიბის და ხმელთაშუა ზღვებში, მექსიკისა და გვინეის ყურეში; აგრეთვე მნიშვნელოვანია თევზის რეწვა, რაც შეადგენს მსოფლიო თევზჭერის 2/5-ზე მეტს. თავმოყრილია დასავლეთის მოწინავე ქვეყნების ფლოტების ძირითადი ძალები.
ატლანტის ოკეანე ზომაში საგანგაშოდ იზრდება
გლობალური ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად თბობადი რეგიონების შემსწავლელ მეცნიერთა განცხადებით, მალე ატლანტის ოკეანეს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში დამატებითი „კიდური“ გაუჩნდება, რადგან ბარენცის ზღვისა და სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილები, ასევე სვალბარდის არქიპელაგის აღმოსავლეთი ნაწილი უკიდურესად სწრაფად თბება.
2000 წლიდან დღემდე ტემპერატურამ იქ 1.5°C-ით მოიმატა და დედამიწის ყველაზე სწრაფად თბობად რეგიონად იქცა. მეცნიერები ამ ადგილს „არქტიკის ცხელ წერტილსაც“ უწოდებენ.
ნორვეგიის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა სიგრიდ ლინდმა და მისმა კოლეგებმა ზაფხულში აღებულ ტემპერატურულ და მარილიანობის ნიმუშებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ამ დათბობას თან ახლავს ხასიათის სრული ცვლილება. საქმე იმაშია, რომ ამ რეგიონში ატლანტის ოკეანე იჭრება და მას ძალიან განსხვავებულ ერთეულად გარდაქმნის. ლინდი და მისი კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ გაყოფა ატლანტიკასა და არქტიკას შორის მხოლოდ გეოგრაფიული როდია - ის ბუნებით უფრო ფიზიკურია.
მტკნარი წყალი მარილიანზე უფრო ნაკლებად მკვრივია, რაც ხელს უწყობდა წყლის შრეებად დაყოფას, მაგრამ სიტუაცია იცვლება. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, არქტიკის ზედა განედებიდან ბარენცის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სულ უფრო ნაკლები ზღვის ყინული შეედინება. ყინულის ნაკლებობის შედეგად, ბოლო დროს ამ რეგიონში სრულიად გაიხსნა ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი, რომელიც ტრადიციულად ყინულით იყო დაფარული. ყინულის ოდენობის შემცირებასთან ერთად, ოკეანის ზედაპირი მისი დნობისგან უფრო ნაკლებ მტკნარ წყალს იღებს. ღრმა ატლანტიკური წყლები ერევა სულ უფრო და უფრო ზედა ფენებს და ზღვას არა მხოლოდ ათბობს, არამედ უფრო მარილიანსაც ხდის. ამის შედეგად არქტიკის ზედაპირის წყლები, რომელთა ტემპერატურაც ნული გრადუსი იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაქრა.
ამ ცვლილების შედეგად ბარენცის ზღვის ძალიან პროდუქტიულმა მეთევზეობამ შეიძლება უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლოს. ზოგადი ზიანი მიადგება არქტიკის ზღვის ეკოსისტემას. გარდა ამისა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება ამინდსაც, რაც ალბათ უკვე ხდება კიდეც.