EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბნელი მატერია და ბნელი ენერგია »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-03 16:49:21

ბნელი მატერია და ბნელი ენერგია

dark-matter

ბნელი ენერგია პირველად 1 998 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას, მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია და შესაძლოა, ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს სწორედ იგი შეადგენდეს.ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებიან. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას.
 
რა მატერია უნდა იყოს ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს, ამიტომ მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიოაქტიურ გამოსხივებებს.ის არ ურთიერთქმედებს ბარიონულ მატერიასთან და სრულიად უხილავია ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში, მათ შორის ხილულ სინათლეში, რა დიაპაზონშიც ადამიანი ხედავს.არსებული მოწყობილობებისათვის ბნელი მატერია უხილავია. ამის მიუხედავად, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ის არსებობს, რადგან ამით იხსნება შესამჩნევი გრავიტაციული ეფექტი გალაქტიკებსა და გალაქტიკათგროვებზე. მაგალითისთვის, სტანდარტული ფიზიკის თანახმად, მბრუნავი, სპირალური გალაქტიკის კუთხეებში მყოფი ვარსკვლავები ბევრად ნელა უნდა მოძრაობდნენ, ვიდრე გალაქტიკის ცენტრთან მყოფები, სადაც გალაქტიკის ხილული მატერიაა კონცენტრირებული. მაგრამ დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ვარსკვლავები ერთნაირი სიჩქარით მოძრაობენ გალაქტიკის ცენტრიდან მათი დაშორების მიუხედავად. გალაქტიკის ბრუნვის ასეთი სიჩქარე იმასთან არის დაკავშირებული, რომ არსებობს რაღაც უხილავი ნივთიერება, რომელიც არ იძლევა სიჩქარის შემცირების შესაძლებლობას, ანუ მიზიდულობის ძალა არ მცირდება. ამგვარად, გარე გალაქტიკაში აღმოაჩინეს კომპონენტი,
რომელსაც ეწოდა ბნელი მატერია. ეს არის ის, რაც იზიდავს და რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. სხვა მეცნიერები თვლიან, რომ ბნელი მატერიის ეფექტები შეიძლება აიხსნას გრავიტაციის თეორიის მოდიფიცირებით. ასეთი იდეების მიხედვით, გრავიტაციის მრავალი ფორმა არსებობს და დიდი მასშტაბის გრავიტაცია, რომელიც მართავს გალაქტიკებს, განსხვავდება იმ გრავიტაციისგან, რომელსაც ჩვენ ვართ შეჩვეულები.
 
ციურიხის მეცნიერების ჯგუფმა განაცხადა, რომ მზე, რომელზედაც დამოკიდებულია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა, გარემოცულია ამოუცნობი ბნელი მატერიით. ამ სუბსტანციის საიდუმლო სპეციალისტებს უკვე რამოდენიმე ათწლეულია მოსვენებას უკარგავს.
 
ბნელი მატერია… ბნელია. ის არ წარმოქმნის სინათლეს და პირდაპირი დაკვირვებისას არ ჩანს. შესაბამისად, გამოირიცხება ვარსკვლავები და პლანეტები.
 
ის არ იკვეთება ჩვეულებრივი მატერიის ღრუბლის სახით (ასეთ ნაწილაკებს ბარიონებს უწოდებენ). თუ ბარიონები იქნებოდნენ ბნელ მატერიაში, მაშინ ის გამოჩნდებოდა პირდაპირი დაკვირვებისას.
 
ასევე გამოირიცხება ბნელი ხვრელები, რადგანაც ისინი წარმოჩნდებიან გრავიტაციული ლინზების სახით, რომლებიც სინათლეს ასხივებენ. მეცნიერები ვერ აკვირდებიან საკმარისი რაოდენობის ლინზირების მოვლენებს იმისთვის რომ გამოთვალონ ბნელი მატერიის ის მოცულობა, რომელიც უნდა არსებობდეს.
 
თუმცა სამყარო უდიდესი ადგილია, ყველაფერი უწვრილესი სტრუქტურებიდან დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ბნელმა მატერიამ დაიწყო კონდენსაცია იმისთვის რომ ნორმალურ მატერიასთან შესაერთებელი „სამშენებლო ბლოკები“ შეექმნა, შემდეგ უკვე პირველი გალაქტიკებისა და გროვების შესაქმნელად.
 
ბნელი მატერიის მოსაძიებლად მეცნიერები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ:
 
დიდი ადრონული კოლაიდერი.
 
ინტრუმენტები, WNAP და პლანკის კოსმოსური ობსერვატორიის სახით.
 
პირდაპირი დაკვირვების ცდებს: ArDM, CDMS, Zeplin, XENON, WARP.
 
ირიბი აღმოჩენა: გამა-სხივების (ფერმი) დეტექტორები, ნეიტრინული ტელესკოპები (IceCube), ანტინივთიერების დეტექტორები (PAMELA), რენტგენული და რადიომიმღებები.
 
dark-matter
 
ბნელი ენერგია ბევრად უფრო შეუცნობელია და მისი აღმოჩენა 90-იან წლებში სრული შოკი იყო მეცნიერებისთვის. მანამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მიზიდულობის ძალა შეაჩერებდა სამყაროს გაფართოებას დროთა განმავლობაში. მაგრამ როდესაც ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ჯგუფმა სცადა შენელების ტემპის გაზომვა, მათ აღმოაჩინეს, რომ გაფართოება არ წყდებოდა, პირიქით, ჩქარდებოდა.
 
მეცნიერთა აზრით, ბნელი ენერგია განსაკუთრებული ველი შეიძლება იყოს, ელექტრულის მსგავსი, რომელიც მთელ სივრცეს ავსებს. მეორეს მხრივ, თვით კოსმოსის ნაწილი შეიძლება იყოს, რომელსაც კოსმოლოგიურ მუდმივას უწოდებენ
 
ახლა კი, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამყაროს აჩქარებული გაფართოება გამოწვეულია უარყოფითი ძალით, რომელსაც კვანტური ფლუქტუაციები წარმოქმნის სხვაგვარ ცარიელ სივრცეში. მეტიც, როგორც დაკვირვებებიდან ჩანს, ძალა უფრო და უფრო ძლიერდება სამყაროს გაფართოებასთან ერთად. უკეთესი სახელის იდეის ნაკლებობის გამო, მეცნიერებმა ამ მისტიურ ძალას ბნელი ენერგია დაარქვეს. ბნელ მატერიას აქვს ბევრი გრავიტაციული მახასიათებელი. დედამიწის ბინადართათვის ბნელი მატერია საფრთხეს არ
წარმოადგენს. მეცნიერის თქმით, ის არ მოქმედებს სხვა ნებისმიერ ნივთიერებასთან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის არსებობას ნეგატიური შედეგები არ ექნება- ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
გარდა ამისა, იდუმალი ბნელი მატერიის შესახებ ყოველი ახალი აღმოჩენა კაცობრიობას სამყაროს საიდუმლოებებების ამოხსნასთან აახლოვებს. ეს არის კოსმოსის დიდი სეგმენტი, რის შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცით. ბნელი მატერიის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა მისი ამჟამინდელი სახით და უბრალოდ დაიშლებოდა. მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ბნელი ენერგიის თვისებები შეთავსებადია კოსმოლოგიურ მუდმივასთან – მათემატიკური ამოხსნასთან, რომელიც ალბერტ აინშტაინმა დაამატა თავის ზოგად ფართობითობის თეორიას, რათა თავისი განტოლებები მორგებოდა სტატიკური (უძრავი) სამყაროს ცნებას. აინშტაინის მიხედვით, მის მიერ შემოტანილი მუდმივა იყო უარყოფითი ძალა, რომელიც გრავიტაციას ეწინააღმდეგება და სამყაროს თვითჩაშლისგან იცავს. მოგვიანებით, აინშტაინმა თავისი იდეა უარყო, როდესაც ასტრონომიულმა დაკვირვებებმა სამყაროს გაფართოება დააფიქსირა. აინშტაინი თავის კოსმოლოგიურ მუდმივას უდიდეს შეცდომას უწოდებდა.
 
ახლა კი, როდესაც ვხედავთ სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას და ბნელ ენერგიას დავამატებთ, როგორც კოსმოლოგიურ მუდმივას, უკვე ლოგიკურად იხსნება, თუ როგორ იჭიმება სივრცე-დრო დროთა განმავლობაში. მაგრამ ეს ახსნა მეცნიერებს მაინც არაფერს აძლევს, რადგან მათ არ იციან, რატომ არსებობს ეს უცნაური ძალა.