EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბანჯგვლიანი კიბორჩხალა კივა (ლათ.Kiwa Hirsuta) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-07-10 20:40:27
2005 წლის მარტში, კალიფორნიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის სწავლულებმა მონტერეის ყურეში, აღდგომის კუნძულიდან 1500 კმ.-ის მანძილზე სამხრეთით აღმოაჩინეს უჩვეულო არსება, უფრო ზუსტად - ზღვის კიბორჩხალა, კიდევ უფრო ზუსტად - ბანჯგვლიანი კიბორჩხალა (ლათ.Kiwa Hirsuta).
მკვლევარები რობერტ ვრეიენჰუკისა (Monterey Bay Aquarium Research Institute-დან) და მიშელ საგონზაკის (Institut français de recherche pour l'exploitation de la mer-დან) ხელმძღვანელობით წყალქვეშა მართვადი აპარატის ალვინის (ინგ.DSV Alvin) ბორტიდან რამდენჯერმე დააკვირდნენ ამ შედარებით დიდ, თეთრ კიბორჩხალას წყალში. ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც იმ წუთისათვის დაიჭირეს იყო მამრი და 2200 მ.-ის სიღრმიდან ამოიყვანეს.
მაკფერსონმა და თანაავტორებმა ახალ სახეობას Kiwa უწოდეს მოლუსკების ღმერთის საპატივცემულოდ პოლინეზიურ მითოლოგიაში. სახეობრივი ეპითეტი hirsuta ლათინურიდან თარგმანში "თმიანს" ნიშნავს.მისი კიბორჩხალების რომელიმე ოჯახზე მიკუთვნება პრობლემატური გახდა. მაშინ, სწავლულებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი ოჯახი - Kiwaidae.
2006 წლის მარტის დასაწყისში მიშელ სეგონზაკმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია "კიბორჩხალა-იეტის" შესახებ. სტატიამ ინტერნეტში ფურორი მოახდინა: უკვე ერთ კვირაში კიბორჩხალას შესახებ 150 ათასი სტატია გამოქვეყნდა, 2 კვირაში კი მათმა რიცხვმა 200 ათასს მიაღწია.
მკვლევარების მიერ დაჭერილი კიბორჩხალა 15 სმ. იყო სიგრძეში, თან ფუმფულა და ბრმა! საქმე იმაშია, რომ 2200 მეტრის სიღრმეში წყვდიადი სუფევს და იქ თვალები არაფერში არ არის საჭირო. თვალების ნაცვლად კიბორჩხალას კანის მემბრანა აქვს. გარემოდან ინფორმაციას კივა მარწუხებზე არსებული თმების საშუალებით იღებს. ეს თეთრი თმები სულაც არ არის ბეწვი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს განსაკუთრებული ჯაგარია, რომელიც თავისებურ ფილტრს წარმოადგენს. მათი მეშვეობით კიბორჩხალა თავის ირგვლივ წყალს წმენდს. წყლის წმენდით დაკავებულები არიან გარკვეული სახეობის ბაქტერიები, რომლებიც კიბორჩხალას ჯაგარზე ცხოვრობენ. ასეთი ფილტრის გარეშე კიბორჩხალა, უბრალოდ, ვერ იცოცხლებდა, რადგანაც გეოთერმული წყაროების ახლოს, სადაც ის ბონადრობს, წყალი ძლიერაა დაბინძურებული ტოქსიური აირებით.
კივა ხორცისმჭამელია. მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ნახეს, როგორ ართმევდა ის კრევეტის ნაჭერს აკვარიუმის მეზობელს.თვითონ კივა პრაქტიკულად უვარგისია საკვებად, რადგანც მისი სხეული გოგირდის ნაერთებითაა გაჟღენთილი.