EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« წყლის ფოთლოვანი დრაკონი ანუ ზღვის პეგასი (ლათ.Phycodurus eques) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Nisa
თარიღი: 2019-07-10 21:02:49
თქვენს წინაშეა სამხრეთ ავსტრალიის შტატის ემბლემა და წყალქვეშა შენიღბვის ვირტუოზი წყლის ფოთლოვანი დრაკონი ანუ ზღვის პეგასი. ის ყურადღებას იპყრობს იმით, რომ მთელი მისი სხეული "ფოთლებითაა" დაფარული, რომელთა საშუალებითაც ის წყალმცენარეებში მტრებს ემალება და საკბილოს უსაფრთება.
ფოთლოვანი ზღვის დრაკონი ზღვის თევზი და ზღვის ცხენის ახლო ნათესავია. ის სხივფარფლიანი თევზების კლასისა და ნემსთევზასნაირთა (Syngnathidae) ოჯახის წარმომადგენელია. ის Phycodurus-ის გვარის ერთადერთი წარმომადგენელია.
ამ საოცრების ნახვა შესაძლებელია ავსტრალიის დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროების თბილ წყლებში. აგრეთვე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ტასმანიასთან. ისინი მეჩხერ წყლებში ბინადრობენ (4-30მ.), ამიტომ ხშირად არიან მყვინთავების ინტერესის ობიექტები. ასეთი ზღაპრული არსების დანახვისას ყველას სურვილი უჩნდება სახლში ჰყავდეს ეს სილამაზე.
თევზის ზომა 15-40 სმ.-მდეა.გარეგნობით ზღვის დრაკონი სრულად შეეფერება თავის სახელწოდებას. ეს თევზი მთლიანად დაფარულია "ფოთლებით". მიუხედავად იმისა, რომ ეს წანაზარდები ძალიან გვანან ფარფლებს, ცურვაში ისინი საერთოდ არ მონაწილეობენ. "ფოთლები" მხოლოდ შენიღბვაში ეხმარება.
ზღვის დრაკონი ძალიან ნელა დაცურავს. მხოლოდ 150 მ/სთ სიჩქარით. ასეთი დაბალი სიჩქარე განპირობებულია იმით, რომ დრაკონი მხოლოდ სრულიად გამჭვირვალე მკერდისა და ზურგის ფარფლის დახმარებით დაცურავს. ფარფლები წუთში მხოლოდ 1-ჯერ ირხევა. ამის დახმარებით ცხოველი ტალღებზე თავისუფალი ლივლივის ეფექტს ქმნის. ამიტომ შორიდან ძალიან ჰგავს მოგლეჯილ წყალმცენარეს.
მიუხედავად თავისი ზომისა და უწყინარი გარეგნობისა, ზღვის დრაკონი მტაცებელია. მისი კვების რაციონში შედის კრევეტები და წვრილი თევზები, რომლებსაც უკბილო დრაკონი, უბრალოდ, იწოვს(დღესი 3000 კრევეტამდე). "უთევზობის" დროს მას შეუძლია პირი ჩაიტკბარუნოს წყალმცენარეებითა და მრავალფეროვანი ზღვის ნაგვით.
ყველასათვის ცნობილია, რომ ზღვის ცხენები მზრუნველი მამები არიან და ქვირითს სპეციალური ჩანთით დაატარებენ. მამრ ზღვის დრაკონებს ნაკლებ გაუმართლათ: მათ ჩანთა არ აქვთ, ამიტომ ქვირითს კუდის ქვეშ სპეციალურ ადგილას ათავსებენ. მდედრები დებენ 120-მდე ლალისფერ ქვირითს, რომლებსაც მამრი ანაყოფიერებს და კუდზე იმაგრებს. ორსულობისას წყვილი ყოველ დილით უახლოვდება ერთმანეთს და რაღაც სასიყვარულო ცეკვის მსგავსს ასრულებენ.
ზღვის დრაკონების საქორწინო ცეკვა
ამ დროს მათი შეფერილობა უფრო მკვეთრი ხდება. 4-8 კვირის შემდეგ სამყაროს პატარა დრაკონები ევლინებიან, რომლებიც მოზრდილების პატარა, მაგრამ ზუსტი ასლები არიან. დაბადებისთანავე პატარები დამოუკიდებლად ცხოვრობენ და პლანქტონით იკვებებიან. ლიფსიტების მხოლოდ 5% აღწევს 2 წლის ასაკს.
როგორც უკვე ითქვა, ფოთლოვანი ზღვის დრაკონები შენიღბვის დიდოსტატები არიან. ამაში მათ არა მხოლოდ "ფოთლები", არამედ სხეულის შეფერილობის შეცვლის უნარიც ეხმარებათ. თევზის შეფერილობა დამოკიდებულია გარემოზე, მიღებულ საკვებზე და სტრესზეც კი!
ზღვის ცხენებისაგან განსხვავებით ზღვის დრაკონებს არ შეუძლიათ კუდით მოეჭიდნონ წყალმცენარეებს. ამიტომ ისინი შტორმის დროს ხშირად გამოირიყებიან ნაპირზე და იღუპებიან.
ზღვის ფოთლოვანი დრაკონი ავსტრალიის ხელისუფლების დაცვის ქვეშაა.