EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ემოები - ვინ არის ემო გინდა გოთი თინეიჯერები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-07-26 15:47:24
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.
ემო (ინგლ. Emo) — როკ-მუსიკის ჟანრი, რომელსაც ახასიათებს მელოდიური კომპოზიციები და ექსპრესიული, გულახდილი ტექსტები. წარმოიშვა 1980-იანებში, ჰარდკორ-პანკის ტალღაზე, ქალაქ ვაშინგტონში, სადაც ცნობილი იყო, როგორც „ემოციური ჰარდკორი“ ან „ემოკორი“. თავდაპირველად მას ასრულებდნენ ჯგუფები Rites of Spring და Embrace. ამერიკული პანკ-როკის შემსრულებელი ჯგუფების მუსიკაში ასახვის შემდეგ მისი ჟღერადობა და დანიშნულება შეიცვალა, დაემატა პოპ-პანკი და ინდი-როკი. 1990-იანების დასაწყისში ჟანრში წარმატებულები იყვნენ Jawbreaker და Sunny Day Real Estate. 1990-იანებში ცენტრალური და შუადასავლეთ აშშ-ს რეგიონებიდან მრავალი ემო-კოლექტივი წარმოიშვა.
ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ-ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით, ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ, ემო მუსიკის სტრუქტურა დამყარებილია რითმის ნელ-ნელა მატებაზე, რომელიც სრულდება კულმინაციით, ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას.
საინტერესოა, რომ თავიდან ეს ტერმინი არა იდენტიფიკაციის, არამედ შეურაცხყოფის მიზნით დამკვიდრდა: „ემო“ მუსიკალური მიმდინარეობის – emotive hardcore-ის აბრევიატურაა, რომელსაც ხუმრობით „ესტროგენის პანკ მუსიკასაც“ უწოდებენ. მოზარდები, რომლებიც „ემოს“ ალტერნატიულ კულტურას მიეკუთვნებიან, უცნაური ჩაცმულობითა და ვარცხნილობით შეგიძლია, ამოიცნო. „ემოს“ მუსიკალური სტილის სიმღერები, მოზარდის ცხოვრების მსგავსად, სევდიანია, თუმცა, ზოგადად, „ემო“ თავისი იდეოლოგიით უწყინარი მიმდინარეობაა. ყველაზე პოპულარული ვებგვერდის – Emo Corner-ის მიხედვით, აბურძგნული ან წვეტიანი ვარცხნილობები, პირსინგები და მეორად მაღაზიებში შეძენილი ტანსაცმელი, უბრალოდ, მოზარდების მელანქოლიური გრძნობების გამოხატვას ემსახურება.
ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები. მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი-დეპრესიულობის, ღია კი პირიქით — პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.
ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის ვიწრო შარვალი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია და კედები. ასევე ემოების სტილი არის გრძელი თმები რომელიც 75% სახეს ფარავს, ზოგ რაოდენობას გაწეწილი აქვს. ემოები ნაწყენი მოვლენებისგან თავიანთ თავს ისერავენ, ეს იგივეა, რომ აგრესია და სტრესით დაძაბულობა ტკივილით გადაიტანოს.
ემოებში ასევე არის პოპულარული პირსინგები,რომელსაც ხშირად იკეთებენ , ყველაზე პოპულარული პირსინგი არის» Snake Bites», სადაც ორი ბეჭდის ფორმის რკალი არის გაყრილი ქვედა თუჩზე.
ზოგი უბრალოდ სტილის გამო ატარებს ან მოსწონთ, ასევე Snake Bites არის იმის სიმბოლო, რაც მისი სახელიდან გამომდინარეობს: «გველის ნაკბენი»- ამ პირსინგით იგევე ასოცირება ხდება ცხოვრებაზე, რომ ცხოვრება როგორც გველია და თვლიან ამ ცხოვრებისგან ნაკბენს..
აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ სათვალეებს, დიდ ჩანთებს, სხვადასხვა სათამაშოებს და სხვ.
ემოების გარკვეული ნაწილი straight edger-ია, თუმცა ეს ახსნადია: ეს ორი სუბკულტურა ჰარდკორიდან მოდის, თუმცა straight edge მაინც განსხვავებული და თვითმყოფადი მოვლენაა. ასევე ემოების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია სხვადასხვა გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში.
ეს სუბკულტურა იმითიც გამოირჩევა სხვებისგან, რომ ალბათ ალტერნატიულ კულტურებს შორის ყველაზე დიდ აგრესიას იწვევს არამარტო მასაში, არამედ ალტ-კულტურის სხვა წარმომადგენლებშიც, რაც ძირითადად იგრძნობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა ნებისმიერი სუბკულტურა და არც ემოა გამონაკლისი.
ასევე აგრესიას იწვევს ემო კულტურის სუიციდურობა, კერძოდ, ძალიან გახშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდის ფაქტები ემო კულტურის წარმომადგენლებს შორის. ხშირია ფაქტები, როცა სუიციდის მცდელობები კონცერტის მიმდინარეობისას ხდება.
„გოთი“ „ემოს“ ოდნავ ექსტრემალური ფორმაა, როგორც ჩაცმის სტილით, ასევე იდეოლოგიით. ბევრი მათგანი ამბობს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები მათ თავისუფალ აზროვნებას ზღუდავს. მიმდინარეობის სახელი მე-19 საუკუნის ჟანრითაა შთაგონებული, მისი წევრი მოზარდები ვიქტორიანული სტილის ტანსაცმელს ატარებენ და მაკიაჟის დახმარებით ფერმკრთალ, მისტიკურ გამომეტყველებას იღებენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლების ღელვის მიზეზი სწორედ მოზარდების ექსტრემალური გარეგნობაა, თუმცა მათ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ინდივიდუალურობის სურვილი ამოძრავებთ.
ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოზარდებისთვის ნამდვილად დამახასიათებელია საკუთარი იდენტობის ძიება და მათთვის „გოთის“ სტილის მორგებაც ერთგვარი სიახლეა. ფსიქოლოგების განცხადებით, ბავშვები, რომლებიც ამ სტილს ირგებენ, ათლეტურ უნარებზე მეტად, შემოქმედებითი აზროვნებით გამოირჩევიან და მათთვის ტანსაცმელიც, ერთგვარად, გამოხატვის ვიზუალური მასალაა. თუმცა, ბევრი მშობლისთვის შვილის ასეთი ჩაცმულობა განგაშის მიზეზი ხდება ხოლმე.