EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მარკეტინგული გეგმის ნიმუში »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2019-09-18 19:57:02

მარკეტინგული გეგმის ნიმუში

businessplan

SCM ტანსაცმლის წარმოება
 
1. რეზიუმე
მოკლე ტექსტით წარმოადგინეთ მარკეტინგული გეგმა თქვენი კომპანიისა და ძირითადი დასახული მიზნების შესახებ.
 
SCM-ი წარმოადგენს ოჯახური ბიზნესის სტარტაპს, რომელიც სპეციალიზებულია მამაკაცის ტანსაცმლის წარმოებაში. კომპანია გეგმავს ტანსაცმლის სექტორში მაღალხარისხიანი პროდუქციით შესვლას. SCM-ი ინოვაციურია დიზაინისა და ფერების თვალსაზრისით. კომპანია აპირებს ბიზნესის დაფუძნებას საქართველოში. ეროვნულ საცალო მოვაჭრესთან სტრატეგიული თანამშრომლობით SCM-ი მოელის, რომ ადვილად გადააჭარბებს გაყიდვებისა და ფინანსურ პროგნოზებს;
 
2. ბიზნესის აღწერილობა
ამ პირველ ნაწილში სიღრმისეულად აღწერეთ თქვენი კომპანია, მიწოდებული პროდუქცია ან გაწეული მომსახურება. ამ განყოფილების მიზანია, დეტალურად ისაუბროთ თქვენს ბიზნესზე, მის სუსტ და, რაც მთავარია, ძლიერ მხარეებზე.
 
ა) კომპანია
SCM-ის მიზანია ტანსაცმლის ბაზარზე გახდეს ძირითადი მოთამაშე. დიზაინერებსა და კლიენტებთან ერთად ტანსაცმლის შექმნით SCM-ი დააკმაყოფილებს კლიენტების მოთხოვნებსა და სურვილებს. SCM-ი არის კერძო კომპანია, რომლის სათავო ოფისი ქუთაისში მდებარეობს. კომპანიის ხუთი ინვესტორიდან ორი სრულად არის პასუხისმგებელი კომპანიის საქმიანობაზე. თანადამფუძნებლებს აქვთ როგორც სამეწარმეო, ისევე სამრეწველო საქმიანობის გამოცდილება;
 
ბ) პროდუქცია
SCM-ს ექნება ტანსაცმლის რამდენიმე ხაზი − ტანსაცმლის ერთეულის ყოველი სახეობისთვის – თითო. ტანსაცმელი იქნება ინოვაციური დიზაინისა და ფერის თვალსაზრისით. ქსოვილი იქნება მაღალი ხარისხის, რაც SCM-ს მისცემს უპირატესობას უკვე დამკვიდრებულ კონკურენტებთან შედარებით. კომპანიას სურს მსხვილ ადგილობრივ საცალო მოვაჭრესთან ურთიერთობის დამყარება ბაზარზე აგრესიული ინტერვენციისთვის;
 
3. ბაზრის ანალიზი
თქვენი ბიზნესისთვის უზრუნველყავით გარეაუდიტი: ზუსტად აღწერეთ კლიენტები და კონკურენტები. აჩვენეთ, რამდენად კარგად დააკმაყოფილებს თქვენი ბიზნესი კლიენტების მოთხოვნებს კონკურენტებთან შედარებით. გააერთიანეთ მონაცემები და სქემები მეტი სიზუსტისთვის.
 
ა) კონკურენცია
ტანსაცმლის ბაზარი 2016 წელს 10%-ით გაიზარდა, 5 მილიონი აშშ დოლარით, მოცულობის 15%-იანი ზრდის საფუძველზე. მამაკაცების სამოსმა ტანსაცმლის გაყიდვების უდიდესი წილი (45%) შეადგინა. ზრდა განაპირობა: ახალმა მოდურმა ტენდენციებმა, ყოველდღიურ სამოსზე გაზრდილმა მოთხოვნამ და დაბალი ღირებულების ნიმუშების შეძენის მნიშვნელობამ. კონკურენციის დონე მწარმოებელთა და საცალო მოვაჭრეთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე მაღალია. ბევრი წამყვანი მწარმოებელი ახორციელებს თავისი პროდუქციის „აუთსორსინგს“ და ხაზს უსვამს პროდუქციის დიზაინში ფასების შესამცირებლად მიღებულ გამოცდილებას;
 
ბ) მომხმარებლები
ტანსაცმლის მომხმარებელთა უმეტესობა საყიდლებზე ტრადიციული სავაჭრო წერტილების ნაცვლად, გასტრონომიულ საცალო მაღაზიებსა და იაფ მაღაზიებში დადის, რასაც, ძირითადად, დაბალი ფასები და რიგგარეშე შეთავაზებები განაპირობებს. ყოველდღიური ფორმატი წესად იქცევა, რადგან კომპანიების „დრესკოდი“ უფრო მოქნილი ხდება:
 
მიმდინარეობს ზეგავლენა კლასიკურ ფორმატზე;
კლიენტები ეძებენ დაბალი ფასის მქონე მოდურ ტანსაცმელს, რომელსაც იყენებენ მხოლოდ ერთი სეზონისთვის. დღეს ტანსაცმელი მოიაზრება როგორც ერთჯერადი მოხმარების საგანი და არა როგორც ინვესტიცია. ხარისხი ისევ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღიური ყიდვების თვალსაზრისით, მოდა უფრო დიდ როლს თამაშობს. მომხმარებლებს უნდათ გამოხატონ საკუთარი სტილი და დაინტერესებული არიან დიზაინერთა მიერ შექმნილი კოლექციებით;
სხვადასხვაგვარი კლიმატური პირობები ზეგავლენას ახდენს სეზონურ გაყიდვებზე.
ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელი ფრთხილად ეკიდება თითოეულ შენაძენს – მის ღირებულებას გადახდილ თანხასთან შედარებით, კომფორტსა და წარმოშობას. ამ სეგმენტის მოზიდვა რთულია, ვინაიდან მათი დაკმაყოფილება არ არის მარტივი, თუმცა მოსახლეობის ყველაზე პოპულარული სეგმენტია.
 
მე-2 და მე-3 ნაწილის დასასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ SWOT ანალიზი წარმატებული სფეროებისა და ნებისმიერი მნიშვნელოვანი პრობლემის გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება თქვენ წინაშე წარმოიქმნას;
 
4. მარკეტინგული სტრატეგია და განხორციელება
დასახეთ მიზნები და გამოიყენეთ მარკეტინგული ტაქტიკა თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის აღწერისთვის.
 
მარკეტინგის სტრატეგიული მიზანი:
 
ბაზარზე შესვლა განახორციელეთ მაღალი ხარისხის ორიგინალური ტანსაცმლით;
შეუერთდით საყოველთაოდ ცნობილ, ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე მისაწოდებლად.
პროდუქცია ფასი
პროდუქციის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის მოლოდინის დაკმაყოფილება. ეს შესაძლებლობას მოგცემთ განახორციელოთ პროდუქციის დიფერენციაცია კონკურენტებთან მიმართებით ფასეულობისა და სარგებლის დამატებით. მიზნობრივი ჯგუფია 45 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცები, რომლებიც კლიენტების ყველაზე მიმზიდველ სეგმენტს შეადგენენ. მამაკაცის ტანსაცმელი წარმოადგენს გაჯერებულ ბაზარს, სადაც ფასებთან დაკავშირებული კონკურენცია ძალიან ინტენსიურია. მიუხედავად ამისა, 45 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცები არ მოელიან დაბალ ფასებს, მაგრამ იციან ფულის ფასი. შესაბამისად, ისინი მეტს გადაიხდიან ხარისხში. პროდუქცია წარდგენილი უნდა იყოს პრემიუმკატეგორიის სახით.
ადგილი რეკლამა
პროდუქცია შეთავაზებული უნდა იყოს ადგილობრივ საცალო მაღაზიებში, რომლებიც მოიცავს კლიენტთა ფართო წრეს. მაღაზიის შიდა- და გარეკომუნიკაცია უნდა განხორციელდეს ბრენდისათვის ცნობადობის მოსაპოვებლად.
 
 
5. მარკეტინგული სტრატეგია და მისი განხორციელება
შეადგინეთ ბიუჯეტი თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის განსახორციელებლად.
 
კომუნიკაციის ბიუჯეტი (მაგალითი)
 
მაღაზიის შიდარეკლამა
 
სარეკლამო დაფის შექმნა ------------------------------ 300 აშშ დოლარი
 
განთავსება 149 მაღაზიაში --------------------------- 30 000 აშშ დოლარი
 
თანხა დღგ-ს გარეშე --------------------- 30 300 აშშ დოლარი
 
მაღაზიის გარერეკლამა
 
პრესრელიზების შედგენა -------------- 50 აშშ დოლარი
 
თანხა დღგ-ს გარეშე -------------- 50 აშშ დოლარი
 
სულ ----------------------------------------- 30 400 აშშ დოლარი
 
businesshub.ge