EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ციტომეგალოვირუსი - რითია საშიში »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Nisa
თარიღი: 2019-09-19 10:48:15
ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს. ბავშვებში თანდაყოლილი ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევია. დაავადება ამ ვირუსით ხდება როგორც მუცლად ყოფნის დროს, ისე სხვა გზებითაც (სქესობრივი, ალიმენტარული, ჰაერ-წვეთოვანი).
ნორმალური იმუნიტეტის მქონე ადამიანებში შიმჩნევა დაავადების ხანგრძლივი ფარული მიმდინარეობა. ზოგჯერ ციტომეგალოვირუსული ინფექცია მიმდინარეობს არა დამახასიათებელი სიმპტომებით: ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ციებცხელება, ლიმფური კვანძების დაზიანება. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში ვირუსი განაპირობებს მძიმე სიმპტომატიკას: პნევმონიას, ჰეპატიტს, მიოკარდიტს, პერიკარდიტს, მენინგიტს, ენცეფალიტს და სხვა...
როგორც პირველადი ისე შებრუნებითი ციტომეგალოვირუსული ინფექცია, რომელიც გადაიტანა დედამ იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ნაყოფის სხეულის მასის შემცირებას, ღვიძლის და ფილტვების დაზიანებას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს.
დაახლოებით ასეთი ბავშვების 12-30% იღუპება. გადარჩენილების 90%-ს აღენიშნებათ გვიანი გართულებები-სმანის დაკარგვა, მეტყველების დარღვევა, მხედველობის ნერვის ატროფია, მიკროცეფალია, კრუნჩხვები, პარეზები და პარალიჩები.
ამიტომ ორსულობამდე აუცილებელია ციტომეგალოვირუსული ინფექციის არსებობის გამოკვლევა.
დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ციტოლოგიურ გამოკვლევას, მოლეკულარულ-დიაგნოსტიკურ კვლევას, იმუნოფერმენტულ ტესტებს (G, M დაA იმუნოგლობულინების განსაზღვრა შრატში).
მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი
med.ge
ამ ვირუსის ანტისხეულები მოზარდების 10-15%-ს უდასტურდება, 35 წელს გადაცილებულთა შემთხვევაში კი 50%-ს აღენიშნება.
ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები შესაძლოა დასნებოვნებულნი იყვნენ ციტომეგალოვირუსით, მაგრამ არ იცოდნენ ეს, რადგან ძლიერი იმუნური სისტემა ასუსტებს გამომწვევს, თრგუნავს მის აქტიურობას, ვირუსი ვეღარ ავლენს თავის მოქმედებას და დაავადება დიდხანს სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში კი (აივინფიცირებულებთან, ონკოპაციენტებთან და ა. შ.) ციტომეგალოვირუსი მძიმე დაავადებებს იწვევს, აზიანებს თვალებს, ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ და შარდგამომყოფ სისტემებს, ტვინს და სხვა.
ციტომეგალოვირუსი მეტად ვერაგი და, იმავდროულად, რამდენადმე ჭირვეული მიკრობია. ბინადრობს და მრავლდება მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ (საუკეთესო) პირობებში. დასნებოვნებული ადამიანი თავდაპირველად ვირუსმატარებელია, არ არის დაავადებული, რადგან მის ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი მხოლოდ იმუნური სისტემის დასუსტების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას.
ბეძნულად ციტომეგალია ნიშნავს დაავადებას, რომლის დროსაც უჯრედები (ციტოს) დიდდება. ციტომეგალოვირუსის გავლენით უჯრედები გამრავლების უნარს კარგავს და ძლიერ სივდება (დიდდება). მიკროსკოპში ისინი ბუს თვალებს წააგავს.
ციტომეგალოვირუსული ინფექცია გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით, ნერწყვით, დედის რძით, ორსულობის დროს - დედისგან ნაყოფს; ჯანმრთელ პირს შესაძლოა გადაედოს დაავადებულის ცხვირსახოცის, პირსახოცის, ჭურჭლის, ღრუბლის (ნეჭის) გამოყენების შემთხვევაში. ციტომეგალოვირუსი უმეტესად არაფრით ამჟღავნებს თავს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ იმუნური სისტემის დასუსტების შემთხვევაში აქტიურდება და იწვევს დაავადებას. ის შესაძლოა ამოქმედდეს ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში, ნებისმიერ ქსოვილში, აქედან გამომდინარე, დაავადებას სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გააჩნია.
ძველად ციტომეგალოვირუსულ ინფექციას “კოცნის დაავადებას” უწოდებდნენ, რადგან ეგონათ რომ, კოცნის დროს გადაედებოდა. დღეს მედიკოსები ამტკიცებენ, რომ მთლად ასე არ არის. დაავადების გამომწვევი, გარდა ნერწყვისა, შესაძლოა იმყოფებოდეს სისხლში, შარდში, ფეკალურ მასაში, სპერმაში, საშვილოსნოს ყელის სეკრეტში, დედის რძეში. ადამიანი პრობლემას შესაძლოა შეეჯახოს, თუ ციტომეგალოვირუსით დაავადებულ პირთან დაამყარებს სქესობრივ კონტაქტს, აკოცებს მას, მისი ფინჯნიდან დალევს ყავას ან მისი თეფშიდან შეჭამს საჭმელს, მის ღრუბელს ან პირსახოცს გამოიყენებს. ციტომეგალოვირუსით დასნებოვნება ხდება აგრეთვე სისხლის გადასხმისა და ორგანოთა გადანერგვის დროს. ინფიცერებისაგან არ არის დაზღვეული არც დაავადებული დედის საშვილოსნოში განვითარებადი ნაყოფი.
სამწუხაროდ, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ციტომეგალოვირუსი იქ სამუდამოდ რჩება - არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით შეიჭრება ქსოვილებში. ციტომეგალოვირუსის ორგანიზმიდან ამოძირკვა შეუძლებელია. შესაბამისად, ციტომეგალოვირუსული ინფექციისგან საბოლოოდ განკურნება ვერ ხერხდება (კვლევები ამ კუთხით მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს). შეიძლება მხოლოდ ვირუსის აქტიურობის შემცირება, მისი მოქმედების კონტროლი. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულთათვის და იმ ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, რადგან ციტომეგალოვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა ნაყოფის დაზიანება გამოიწვიოს.
თინათინ გოცაძე
mkurnali.ge