EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დოქტორ ფოქსის ეფექტი: სწავლის ილუზიის პარადიგმა »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2019-09-19 17:10:34
წინამდებარე სტატია შეეხება მოხსენებას, რომელიც წარმოდგენილი იქნა რიგით მე-11 ყოველწლიურ კონფერენციაზე „კვლევები სამედიცინო განათლებაში“, ამერიკის სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის 83-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე 1976 წ.
ავტორები: დოქ.დონალდ ნაფტალინი – ასოცირებული პროფ. და უწყვეტი განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ფსიქიატრიაში, სამხრ.კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა; ჯონ უეარი – აისტენტ პროფესორი სამედ. განათლებასა და ჯანდაცვის დაგეგმვაში, კვლევისა და შეფასების ხემძღვანელი, სამხრ. ილინოისის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა; ფრენკ დონელი – სამხრ.კალიფორნიის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების განყოფილების ფსიქიატრიის (ფსიქოლოგიის) მიმართულების ინსტრუქტორი.
სწავლების ეფექტურობის შეფასება მეტად რთულია, ვინაიდან ამ დროს გასათვალისწინებელია მრავალი ცვლადი. მათგან უმთავრესია პედაგოგის განათლება, სოციალური წარმომავლობა, საგნის ცოდნა, გამოცდილება და პიროვნული მახასიათებლები. ერთი შეხედვით, ყველა ამ და სხვა ცვლადის სათანადო კომბინაციის მქონე პედაგოგი ეფექტური უნდა იყოს. თუმცაღა, ამგვარი მასწავლებელი შესანიშნავად აკმაყოფილებს მოსწავლეთა მოთხოვნებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი მათთვის ცოდნის მისაცემად.
გეტცელსი და ჯექსონი აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის პიროვნული თვისებები შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადი იყოს სწავლების ეფექტურობის შესასწავლად. უოლენი და ტრავერსი იზიარებენ ამ მოსაზრებას და აღნიშნავენ: „ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ პედაგოგის ქცევის მოდელები და სწავლების მეთოდები ნაკლებად უკავშირდება სწავლის მეცნიერულ ცოდნას“.
აგრეთვე, გოფმანი მიიჩნევს, რომ მსმენელთა მიერ პედაგოგის აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს როგორც პედაგოგის პიროვნება, ასევე ამ პიროვნების წარმოჩენის ხარისხი. ამას გარდა, მსმენელზე მოსაუბრის „უნებლიე გამომხატველობითი ქცევა“ ისეთვე გავლენას ახდენს, როგორც მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, განსაკუთრებით, თუკი აუდიტორიას მცირე დრო აქვს მოსმენილი ინფორმაციის შესაფასებლად. შესაბამისად, მომხსენებლის მიერ მოსწავლეზე დატოვებული შთაბეჭდილება გადამწყვეტ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა რეაქცია ექნება მოსწავლეს მიღებულ ინფორმაციაზე.
როჯერსი ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს „საგანმანათლებლო დაწესებულებების გაადამინურებას სწავლის კოგნიტური და ემოციურ-გამოცდილებითი ასპექტების შეჯერების გზით“. მისი აზრით, უფრო ეფექტური იქნება ის პედაგოგი, რომელიც მხოლოდ ფასადს არ წარმოადგენს. პედაგოგს, აღნიშნავს როჯერსი, „უშუალო პიროვნული შეხება უნდა ჰქონდეს მოსწავლესთან“.
ერთ-ერთ კვლევის შედეგად, რომელშიც ფაქტორული ანალიზით შეიწავლეს მოსწავლეთა შეხედულება 7-12 კლასების 1 427 პედაგოგზე, აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები მასწავლებლის შეფასებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მის „ქარიზმას ან პოპულარობას“. ასევე, ანგარიშის მიხედვით, „მოსწავლეები პირდაპირ არ პასუხობენ შეკითხვებს მასწავლებლის ეფექტურობის შესახებ. უფრო მეტიც, მასწავლებლის ქარიზმა ან პოპულარობა შარავანდედის ეფექტის მსგავსად განაპირობებს სტუდენტთა პასუხებს შეკითხვებზე“.
თუ ქარიზმას ან პოპულარობას ასეთი გავლენა აქვს უცმროსი და მაღალი კლასების მოსწავლეთა მიერ მასწავლებლების შეფასებაზე, მკვლევრებისთვის საინტერესო გახდა იმის დადგენა, თუ რამდენად მოექცეოდნენ მსგავსი გავლენის ქვეშ მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები სასწავლო სიტუაციაში. დადებით შემთხვევაში, პიროვნული ფაქტორის გავლენა მიღებულ ცოდნაზე გამოიწვევდა ჯგუფის წევრთა მიერ სწავლების სტილისა და შინაარსის გადასინჯვას.
მეთოდი
წინამდებარე კვლევის ჰიპოთეზა შემდეგში მდგომარეობდა: გამოცდილ პედაგოგთა ჯგუფი, რომელიც ახალ სასწავლო სიტუაციაში მოისმენდა შთამბეჭდავ ლექციას, მიუხედავად მოსმენილი მოხსენების არარელევანტური, ურთიერთსაწინააღმდეგო და უაზრო შინაარსისა, კმაყოფილნი დარჩებოდნენ მიღებული ცოდნით.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მკვლევრებმა შეარჩიეს პროფესიონალი მსახიობი შთამბეჭდავი და ავტერიტეტული იერით; შეუთხზეს საკმაოდ ორაზროვანი ტიტული – დოქტორი მირონ ელ. ფოქსი, რომელიც მუშაობდა საკითხზე: მათემატიკის გამოყენება ადამიანის ქცევის ასახსნელად. შეუქმნეს ფიქტიური, თუმცა შთამბეჭდავი რეზიუმე, და წარუდგინეს მაღალკვალიფიცურ პედაგოგთა ჯგუფს.
მოხსენებისას დოქტორმა ფოქსმა გამოიყენა ლექციის მეთოდი, ვინაიდან ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება პროფესიულ საგანმანათლებლო კონტექსტში. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც დროის უდიდეს ნაწილს მასწავლებელი საუბარში ატარებს. მისი ეფექტურობის შეფასება ემყარება მხოლოდ მის აპრობირებულობას.
დოქ. ფოქსის მოხსენების თემა იყო „მათემატიკური თამაშის თეორიის გამოყენება მედიცინის სწავლებისას“. მასალა ეყრდნობოდა რთულ, მაგრამ საკმარისად გასაგებ სამეცნიერო სტატიას. ერთ-ერთმა მკვლევარმა, ორ სხვადასხვა შემთხვევაში, სპეციალური სწავლება ჩაუტარა დოქ.ფოქსს იმის შესახებ, თუ როგორ წარემართა პრეზენტაცია და კითხვა-პასუხი ორაზროვანი საუბრის, ნეოლოგიზმების, ლოგიკური დასკვნების და ურთიერთსაპირისპირო დებულებების გზით. ასევე მას ხშირად უნდა მიემართა იუმორისა და უადგილო გადახვევებისთვის.
გამოყენებული კითხვების მაგალითები და სამი ჯგუფის პასუხების განაწილება პროცენტულად |
||||||
კითხვები | ჯგუფი I | II | III | |||
დიახ | არა | დიახ | არა | დიახ | არა | |
საუბრობდა თუ არა ნათლად? | 50 | 50 | 0 | 100 | 28 | 72 |
აინტერესებდა თუ არა საკითხი? | 100 | 0 | 91 | 9 | 97 | 3 |
გამოიყენა საკმარისი რაოდენობის მაგალითი საკითხის ილუსტრაციის მიზნით? | 90 | 10 | 64 | 36 | 91 | 9 |
კარგად ორგანიზებული ფორმით წარმოადგინა თუ არა მასალა? | 90 | 10 | 82 | 18 | 70 | 30 |
ახერხებდა თუ არა თქვენი აზროვნების სტიმულირებას? | 100 | 0 | 91 | 9 | 87 | 13 |
საინტერესოდ გადმოსცა თუ არა მასალა? | 90 | 10 | 82 | 18 | 81 | 19 |
წაგითხავთ თუ არა მომხსენებლის გამოცემები? | 0 | 100 | 9 | 91 | 0 | 100 |
დააზუსტეთ პრეზენტაციის სხვა რომელიმე საინტერესო ნიშანი |
დისკუსია
შეხედულება, რომ მოსწავლეები, თუნდაც პროფესიონალი პედაგოგები, შეიძლება წარმატებით „შევიტყუოთ“ სწავლის ილუზიაში, თუკი მასწავლებელი ახდენს ავტორიტეტისა და მახვილგონიერების იმიტირებას, ახალი არ არის. პოსტმანი და ვაინგარტერი, პედაგოგთა შესახებ ლაკონური, მაგრამ ზუსტი შენიშვნით ხაზს უსვამენ, რომ „კომპეტენტური „სიცრუის დეტექტორის“ (ადამიანზეა საუბარი) მახასიათებელი ის არის, რომ ის ბოლომდე არ ტყუვდება იმ საზოგადოების პირობითი აბსტრაქციონიზმებით, რომელშიც გაიზარდა“. ამ კვლევაში მონაწილე ვერც ერთი ჯგუფი ვერ აღმოჩნდა „კომპეტენტური სიცრუის დეტექტორი“ და ისინი შეაცინა დოქ.ფოქსის პრეზენტაციამ. კვლევაში მონაწილე პირების განათლებულობის მიუხედავად, ნამდვილად გასაოცარია ის ფაქტი, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ მიხვდა ლექციის ნამდვილ ხასიათს.
ჰიპოთეზის გამოცდის გარდა, აღნიშნული პარადიგმა მიზნად ისახავდა, ამ პროფესიონალ პედაგოგებს მიეღოთ „ილუზიური ცოდნის მაგალითი“ და ეჩვენებინა, რომ სწავლება უფრო მეტია, ვიდრე მოსწავლეთა გაბედნიერება. ეფექტური სწავლებისთის საჭიროა ცოდნისა და პიროვნული თისებების დაბალანსებული კომბინაცია მაშინაც კი, როცა არ არის საჭირო მოსწავლეთათვის სწავლების ილუზიის შექმნა. იმედია, ეს გამოცდილება დაეხმარა რესპოდენტებს, უფრო აზრიანად გადაესინჯათ თავიანთი სასწავლო ეფექტურობა.
კვლევამ სხვა საინტერესო შეკითხვები წამოჭრა. პირველი ეხება ლექციის შინაარსს. მოკლე, მაგრამ ორაზროვანი ან აბსტრაქტული საკითხი უფრო მეტად განგვაწყობს დოქ. ფოქსის ეფექტისათვის, თუ შინაარსზე დაფუძნებული, კონკრეტული თემატიკის მქონე, ფაქტობრივი მასალით მდიდარი პრეზენტაცია ? აქ არაცალსახა დადებითი პასუხი გვექნება: როგორც ერთმა ცდისპირმა აღნიშნა, ლექტორს უჭირდა ორაზროვანი საუბრის წარმართვა უფრო კონკრეტულ თემაზე, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც კი ლექცია წარმატებით გრძელდებოდა ჯგუფის სხვა წევრებისთის. აქედან მომდინარეობს მეორე შეკითხვაც.
უფრო კარგად რომ სცოდნოდა ჯგუფს ლექციის თემა – ამ შემთხვევაში, მათემატიკა – ისევ მოახერხებდა თუ არა მომხსენებელი სწავლების ილუზიის შექმნას? ალბათ არა. ყოველ შემთხვევაში, ლექტორს უდიდესი ოსტატობა დასჭირდებოდა ამ ილუზიის შესაქმნელად. კვლევა ასევე წინ წამოწევს უფრო მნიშვნელოვან საკითხსაც: ლექციის მეთოდში სტილისა და შინაარსის რომელი ნაზავია ოპტიმალური იმისათვის, რომ მოხდეს არა მხოლოდ ინფორმაციის ინტეგრირება, არამედ სასწავლო მოტივაციის ამაღლება. კვლევის მიზანი არ იყო ამ საკითხის პირდაპირ გაშუქება, თუმცა ის ფაქტი, რომ ვერც ერთი რესპოდენტი ვერ მიხვდა ლექციის სიყალბეს, ყველა მონაწილემ მნიშვნელოვნად დადებით პასუხი ჰქონდა, ვიდრე უარყოფითი, და რმ ერთ მოპასუხეს ისიც კი სჯეროდა, რომ დრ.ფოქსის გამოცემა ჰქონდა წაკითხული, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მოსწავლეთა კმაყოფილებისთვის „სტილი“ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე „შინაარსი“.
შინაარსისა და სტილის ფარდობითი ღირებულების უფრო იდეალური შეფასება შესაძლებელი იქნებოდა, თუ იგივე „ლექტორი“ ყოველ ჯგუფთან სისტემატურად შეცვლიდა თავისი მოხსენების შინაარსს. ამავდროულად, მისი „უნებლიე გამომხატველობითი ქცევა“ ერთი და იგივე დარჩებოდა ყველა ჯგუფისთვის. მაგ. ჯგუფი ა – მიიღებდა სრულყოფილ შინაარსს სრულყოფილი „უნებლიე გამომხატველობითი ქცევით“, ჯგუფი ბ მიიღებდა შედარებით არასრულყოფილ შინაარსს იგივე სრულყოფილი „უნებლიე გამომხატველობითი ქცევით“, ხოლო ჯგუფი გ – არაადეკვატურ შინაარსს იგივე სრულყოფილი „უნებლიე გამომხატველობითი ქცევით“. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, სამი ჯგუფიდან მიღებული მონაცემები უფრო სისტემატურად შეგვედარებინა მოსწავლეთა კმაყოფილებასთან.
მას შემდეგ, რაც რესპოდენტებს გააცნეს ამ ლექციის რეალური დანიშნულება, ყოველი ჯგუფიდან უამრავმა რესპოდენტმა მოითხოვა სტატია, რომლის მიხედვითაც მოხდა ლექციის შედგენა. ისინი სტატიას ითხოვდნენ სხვადასხვა მოტივით – ცნობისმოყვარეობიდან დაწყებული უნდობლობით დამთავრებული, მაგრამ როგორც მკვლევრებს აუხსნეს რესპოდენტებმა, დრ.ფოქსმა მოახერხა მათი დაინტერესება თავისი მოხსენებით მას შემდეგაც, რაც გაიგეს ლექციის მიზანი.
წინამდებარე კვლევა სრულყოფილად არ მიმოიხილავს სწავლის ილუზიის დამოკიდებულებას მოტივაციასთან. მაგრამ მათ შორის დადებითი მიმართება უნდა არსებობდეს. ეს კვლევა იზიარებს შესაძლებლობას, რომ მსახიობებმა გაიარონ სპეციალური ტრენინგი სრულყოფილი ლექციის ჩასატარებლად. ეს იქნება ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომა სასწავლო პროცესით მოსწავლეთა კმაყოფილების მისაღწევად. საბოლოო შედეგი იქნება, სწავლულ -პედაგოგის ლექციის გამყარება დრამატული სცენური პრეზენტაციით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესით მოსწავლეთა კმაყოფილების. ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ კვლევის მიხედვით, სტუდენტთა კმაყოფილება სწავლებით და მათი გრძნობა, რომ ცოდნა მიიღეს, უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე მათი ილუზიები მიღებული ცოდნის შესახებ.