EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რუნები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-10-07 15:12:27

Runes

რუნები ან რუნული წარწერები — ძველი გერმანელების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XII საუკუნემდე თანამედროვე დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, X—XIII საუკუნეებში ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე. რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკას. ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოეტრუსკული ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევს. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები — ქაღალდზე.
 
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვა ლათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.
 
ძველი თურქების ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებად. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).
 
ძველსკანდინავიური და ძველინგლისური run, ძველისლანდიური runar და ძველგერმანული runa ერთმანეთთან დაკავშირებულია გერმანული ფუძით ru და გოთური runa-თი, რომელიც ნიშნავს „საიდუმლოს“, აგრეთვე ძველგერმანული runen-ით (თანამედ. raunen), რომელიც აღნიშნავდა „უჩუმრად ჩურჩულს“. ამგვარი სახელწოდება, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ ძველი გერმანელები რუნებს მისტიკურ თვისებებს მიაწერდნენ.
 
 
რუნული წარწერა რეკის ქვაზე, აღმოსავლეთი მხარე
 
რუნული წარწერა რეკის ქვაზე, დასავლეთი მხარე
 
დანიური რუნული ქვის B მხარე. წარწერა იკითხება, როგორც þusi : kubl : ub : biruti, რაც ითარგმნება შემდეგნაირად: „ჯადოქარი იქნება ის ადამიანი, ვინც ამ ძეგლს გაანადგურებს“
რუნული ანბანის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ასოების წყობა, პირობითად მას უწოდებენ ფუთარქს (fuþark) — პირველი ექვსი ასოს მიხედვით. ამგვარი ანბანური წყობა არ გვხვდება არცერთ სხვა დამწერლობაში. ანბანი იყოფოდა სამ ჯგუფად (ისლ. Ættir — ეტირი, ნორვ. Ætt — ატი), თითოეულში 8 რუნით. პირველ ეტირში შედიოდა რუნები f, u, þ, a, r, k, g, w. მეორეში — h, n, i, j, é (ih-wh), p, R (z), s. მესამე ეტირი მოიცავდა რუნებს t, b, e, m, l, ŋ, d, o.
 
თითოეულ რუნას ჰქონდა საკუთარი სახელწოდება. რუნების თავდაპირველი სახელწოდებები არ არის შემორჩენილი, მაგრამ მათი სავარაუდო სახელწოდებები აღდგენილია უფრო გვიანდელი ანბანის რუნების სახელწოდებებიდან:
 
რუნა სახელწოდება თარგმანი ტრანსკრიფცია
1 ეტირი:
f Fehu „საქონელი, ქონება“ f, v
u Uruz „დომბა“ u
th, þ Þurisaz „ეკალი, ეშმაკი“ þ
a Ansuz „ღმერთი“ a
r Raidu „გზა“ r
k Kauna „ჩირაღდანი“ k
g Gebu „ძღვენი“ g, γ
w Wunju „სიხარული“ w
2 ეტირი:
h Hagalaz „სეტყვა“ h
n Naudiz „საჭიროება“ n
i Isaz „ყინული“ i
j Jara „წელიწადი, მოსავალი“ j
ï, ei Iwaz „ურთხელი“ é (ih-wh)
p Perþu „მეხსიერების საწყობი“ p
R Algiz „ცხენ-ირემი“ -R (-z)
s ან s Sowilu „მზე“ s
3 ეტირი:
t Tiwaz „ტური“ t
b Berkana „არყის ხე“ b
e Ehwaz „ცხენი“ e
m Mannaz „ადამიანი“ m
l Laguz „ტბა“ l
ŋ Iŋwaz „ინგვი“ ŋ
d Dagaz „დღე“ d, ð
o Oþila „მემკვიდრეობა“ o
 
დამწერლობის მიმართულება — მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ადრეულ წარწერებში გვხდება ბუსტროფედონი. ამგვარად, ქალაქ კოველის შუბზე წარწერა თავდაპირველად იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, ამავდროულად თვითონ რუნებიც შემოტრიალებულია საპირისპირო მხარეს, როგორც ჩრდილოეტრუსკული და ბერძნული ასოები ძველბერძნული დამწერლობის ადრეულ ძეგლებზე. სიტყვები ერთმანეთს გამოეყოფოდა წერტილის, ორწერტილის ან ჯვარედის მეშვეობით.