EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პარაფსიქოლოგია »
კატეგორია: უცნაურიავტორი: Demien
თარიღი: 2019-10-08 14:47:19
ვის ჰქონია ამგვარი შემთხვევა?
ფიქრობ ნაცნობზე,რომელზეც დიდი ხანია არაფერი გსმენია -რამდენიმე წამის შემდეგ კი გირეკავს ტელეფონზე. რაღაცას ფიქრობ და მოსაუბრე ზუსტად იმაზე იწყებს ლაპარაკს;კონცენტრირებას ახდენ კამათელზე, რომ ექვსიანი გაგორდეს და მართლაც-ექვსიანი ჯდება !!
საუკუნეებია ხალხი ასეთ რამეებზე ლაპარაკობს. ყველა შემთხვევისათვის საერთოა ის,რომ მათ შეიმეცნეს ან იგრძნეს ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივი ხუთი გრძნობის ორგანოთი (ხედვით, სმენით, ყნოსვით, გემოვნებით, შეხებით) არ აღიქმება.ზოგი თვლის,რომ აქვს ,,ზებუნებივი” ნიჭი და გააჩნია ,,მეექვსე გრძნობა”, რომლითაც წინასწარ გრძნობს ისეთ რამეს, რაც ხდება ძალიან შორ მანძილზე ან მოხდება მომავალში. დიდხანს ასეთ შესაძლებლობებს ეშმაკთან ან სულებთან კავშირით ხსნიდნენ. მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულია, რაც ამით სერიოზული მკვლევარები დაინტერესდნენ, ისინი თავიანთ თავს ,,პარაფსიქოლოგებს” უწოდებენ. ბერძნული ანბანის ბოლოსწინა ასოს
მიხედვით ამ საიდუმლოებით მოცულ უნარებს ,,PSI-ძალებს” ანუ ,,ზეგრძნობით აღქმასაც” ეძახიან.
მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია რაიმე სხვა საშუალება, რომლის დახმარებითაც ტრადიციული გრძნობის ორგანოების ჩარევის გარეშე შევძლებდით ინფორმაციის ტვინიდან ტვინში გაცვლას, მომავლის ხედვას ან გონების დაძაბვით საგნების, მაგალითად კამათლების გადაადგილებას. ზეგრძნობითი შესაძლებლობის არსებობა ნათლად რომ დაესაბუთებინათ, მოხდებოდა სენსაცია, რაც დიდ გავლენას მოახდენდა ჩვენს დღევანდელ წარმოდგენაზე სამყაროს შესახებ.
დამთხვევა თუ PSI ?
რაინის ექსპერიმენტის იდეა შემდეგში მდგომარეობს: სუფთა სტატისტიკის თვალსაზრისით, მოსალოდნელია, რომ ყოველ თამაშში მოხდეს ხუთი კარტის ამოცნობა და 20-ის აცდენა. ბევრად უფრო მეტის ამოცნობის შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს Psi-სთან. თუმცა, ასეთი შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო. როგორც კამათლების გაგორებისას, როცა ზედიზედ სამჯერ და ოთხჯერაც კი მიყოლებით ექვსიანი ჯდება, ასეთივე დამთხვევა შეიძლება მოხდეს კარტების ამოცნობის დროსაც.ყოველ შემთხვევაში, აქამდე ყველა ცდა დამთხვევის და არა Psi ფენომენის სასარგებლოდ მეტყველებს.
პარაფსიქოლოია, სხვანაირად მეტაფსიქოლოგია და ფსიქოტრონიკა,_ არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ყველაზე ფართო სპეკტრს ე.წ. პარაფსიქიკური ფენომენებისა, რომლებიც ცხოვრებაში გვხვდება. პირველ რიგში საუბარია მოვლენებზე, როგორებიცაა ტელეპატია, წინასწარჭვრეტა და წინასწარმეტყველება; მათ ერთ ტერმინში აერთიანებენ “ექსტრასენსორული აღქმა” (ესა). ყოველივე ეს ფენომენი ადამიანის ფსიქიკით “აღიქმება”.
მაგრამ არსებობს ასევე ფსიქიკის “გადამცემითი” ნაწილი (მას მიეკუთვნება ფსიქოკინეზი_პკ), ანუ ადამიანის ზეგავლენა გონებით ან ფსიქიკით გარე სამყაროზე.
დღემდე, ფსიქოლოგთა უმრავლესობა ამ მოვლენებს ხსნის, როგორც ადამიანის ტვინის მოქმედების შედეგს და ამიტომაც მაშინ, როდესაც ადამიანში ასეთი ქმედებები თავს იჩენენ შეიძლება ვთქვათ, რომ მას აქვს მიდრეკილება ფსიქიკური მოვლენებისადმი. მეცნიერები ამას ფსიქიკურ-ძალას უწოდებენ: “რაღაც განსაზღვრული უნარების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია კონტაქტი დაამყაროს გარე სამყაროსთან, გრძნობის ორგანოებსა და კუნთების დაუხმარებლად.
პარაფსიქოლოგია_ მომავლის მეცნიერებაა, იმისდა მიუხედავად, რომ საუკუნეების მანძილზე ის იყო განუყრელი ნაწილი სხვა და სხვა მსოფლიო რელიგიებისა. პირველად ჰიპოთეზა ზებუნებრივ ძალებზე, მე-18 საუკუნეში გამოითქვა. მედიცინაში გაჩნდა თეორია უნივერსალურ სითხეებისა და პლანეტათაშორის ფლუიდებზე, რომლებიც ყველა მატერიალურ სხეულში მოქმედებენ. თეორია უნივერსალური მაგნიტური სითხის შესახებ ფრანც ანტონ მესმერს (1734-1815) ეკუთვნის. მისი აზრით, სწორედ ამ სითხის მეშვეობით აიხსნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ტელეპატია, სულებთან ურთიერთობა და ა. შ. მე-19 საუკუნეში ამ თეორიამ აჟიოტაჟი გამოიწვია. მეცნიერებს სურვილი გაუჩნდათ ზებუნებრივ მოვლენებს მეცნიერული ახსნა მოუძებნონ. ამ დროს ყალიბდება თეორია სიცოცხლეზე სიკვდილის შემდეგ, სადაც სულს ზებუნებრივ დესპანს უწოდებენ, რომელიც ეთერისგანაა შექმნილი, ხოლო მკვდრებთან კონტაქტს ხსნიან, როგორც ეთერული ტალღების მიერ გონებრივი იმპულსების გადაცემა.
მე-19 საუკუნის ბოლოს მეცნიერთა ყურადღება ერთი პრობლემისკენ იყო მიპყრობილი: შესაძლებელია თუ არა მეცნიერულად შემოწმება და დამტკიცება სხეულის გარეშე სულის არსებობა. ამის საფუძველზე, 1882 წელს ლონდონში შეიქმნა ”ფსიქიკური კვლევის საზოგადოება”. ამ ორგანიზაციის წევრები გულმოდგინეთ ამოწმებდნენ მათთან შემოსულ ინფორმაციას პარაფსიქიკურ და სპირიტულ ფენომენებზე. მალე მათ სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს.
იმ დროში ყველაზე გამორჩეული პარაფსიქოლოგი, ფრანგი შარლ რიშე(1850-1915), მიიჩნევა სამეცნიერო პარაფსიქოლოგიის დამფუძნებულად. 1875 წელს მან ჩაატარა პირველი ცდა მერმეტყველობისა გოგონაზე, რომელიც ჰიპნოზის ქვეშ იყო. ეს ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შარლ რიშემ გადაწყვიტა დარჩენილი ცხოვრება ამ ფენომენს დაუთმოს.
მეცნიერებას, რომელიც რიშემ შექმნა, უწოდებენ მეტაფსიქიზმს ან მეტაფსიქოლოგიას. მეტაფსიქოლოგია მან ორ კატეგორიად დაჰყო: კრიტოსტეზია და ტელეკინეზი: ისინი ზუსტად შეესაბამება ზემოაღნიშნულ ორ მიმდინარეობას თანამედროვე პარაფსიქოლოგიაში _ ექსტრასენსორული აღქმა (ესა) და ფსიქოკინეზი (პკ). ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ რომ შარლ რიშე იყო პირველი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამოუცნობი ფენომენების სერიოზულ კვლევას.