EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რას ნიშნავს ინტროვერტი, ექსტრავერტი, ოპტიმისტი, პესიმისტი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-12-12 14:44:11
ინტრავერსია — სიტყვა-სიტყვით «შიგნითკენ მიმართულობა». ადამიანის მიერ თავისი წარმოსახვის შინაგანი სამყაროსკენ მიმართვა. ინტრავერტები ჩვეულებრივ მგრძნობიარენი არიან, მიდრეკილნი თვითანალიზისადმი და თვითკრიტიკისადმი. მათთვის არაა დამახასიათებელი სპონტანური მოქმედებები, არც ისე ადვილად შედიან ურთიერთობაში და არ ახასიათებთ გამოხატული ემოციები; ინტრავერტი უფრო მეტად თავის ფიქრებში და ფანტაზიებშია ჩაძირული, ხშირად ადამიანებთან ურთიერთობას ფიქრს ამჯობინებს.
ექსტრავერსია — სიტყვა-სიტყვით «გარეთკენ მიმართულობა». ადამიანი წარმოადგენს ექსტრავერტს, თუკი მისი ძირითადი ინტერესები გარე, ობიექტურ სამყაროშია და მასში ხედავს უმაღლეს ფასეულობას. ამგვარად, ექსტრავერტი ცხოვრების სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებს ამჯობინებს, განსხვავებით წარმოსახვით სამყაროში ჩაძირვისგან და ინტროსპექციისგან.
ექსტრავერტი — ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას, სიცოცხილისადმი ხალისს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას. სიამოვნებს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ახალ ადამიანების გაცნობა.
ნუთუ ხშირადაა შესაძლებელი, რომ ადამიანზე ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, ინტრავერტია ის, თუ ექსტრავერტი? ამ კითხვაზე პასუხისთვის, განვიხილოთ მაგალითი.
აი, ვხედავთ ლამაზ, ჩამოყალიბებულ მამაკაცს. სხეულის ძლიერი აგებულება, მწველი, ნათელი მზერა, ჭკვიანი, ღრმა თვალები. ურთიერთობაში სასიამოვნოა, კეთილია და გახსნილი, უყვარს ბავშვები, კარგად უგებს ქალებს, ამავე დროს უყვარს წყნარად, კუთხეში ჯდომა და წიგნის კითხვა, კარგი მუსიკის მოსმენა, და მეტ სიამოვნებას ღამე და განმარტოება ანიჭებს. ერთ მომენტში იგი ექსტრავერტი ჩანს, მეორეში კი – ინტრავერტი. რაშია საქმე?
სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია საშუალებას იძლევა, რომ უზუსტესი სახით გავიგოთ ასეთი ადამიანის ბუნება. განხილულ მაგალითში ჩვენ საქმე გვაქვს ქვემოთ (ქვედა ვექტორებიდან) ანალ-კან-კუნთ, ხოლო ზემოთ სმენა-ვიზუალ მამაკაცთან. ცოცხალი ნივთიერების მისი კაფსულის შემადგენლობაშიშედიან როგორც ექსტრავერტული ვექტორები, ასევე ინტრავერტული. ურთიერთობის მოყვარული, მხიარული, სილამაზისადმი მსწრაფველი, ამ სამყაროზე დამკვირვებელი და შემმეცნებელი, თანამგრძნობიარე და მოსიყვარულე ვიზუალები — ესაა ექსტრავერტი ვექტორი. საკუთარ თავში, მასში მიმდინარე პროცესების სიღრმეში ჩაძირული, სიჩუმის და სიმშვიდის მოყვარული, ყველაფერი გარეგნულისადმი გულგრილი და ყველაფერში აზრის მაძიებელი სმენა — ინტრავერტი ვექტორია. და ორივე ეს ვექტორი ერთ ადამიანში. არანაირი წინააღმდეგობა.
ექსტრავერტები და ინტრავერტები სუფთა სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში გვხვდებიან, როდესაც ცოცხალი ნივთიერების ერთ კაფსულაში (ერთ ადამიანში) მხოლოდ ექსტრავერტი ან მხოლოდ ინტრავერტი ვექტორები შედიან.
მაგალითად, საქმე გვაქვს სუფთა ანალ-სმენასთან. იგი მთელი ცხოვრება სახლში ზის და სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობს, თუ რეალიზებული არაა. ხოლო თუ რეალიზებულია, იგი, როგორც პერელმანი, იმდენადაა ჩაძირული მეცნიერებაში, რომ საერთოდ არ აინტერესებს გარესამყაროს არანაირი გამოვლინება. ამასთან, განსხვავებით სამეცნიერო ფანტასტიკის მკითხველი სმენის ადამიანისგან, პერელმანი აკეთებს გენიალურ მეცნიერულ აღმოჩენებს და ამით მთელს კაცობრიობაზე მუშაობს.
სუფთა ექსტრავერტის მაგალითს წარმოადგენს კან-ვიზუალი ქალი (ისევე როგორც კან-ვიზუალი მამაკაცი). მსუბუქი ჰაეროვანი სიარულის მანერა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულ მოძრაობაშია, თვალები დიდი და ღრმა აქვს, ერთ მომენტში უსაზღვრო სიყვარულით, ხოლო მეორე მომენტში სევდით ან თანაგრძნობით სავსე. უზარმაზარი ემოციური ამპლიტუდა, ყველაფერი ცოცხალისკენ სწრაფვა და ურთიერთობის სიყვარული. და ეს მისი ხასიათის მხოლოდ რამდენიმე შტრიხია.
ოპტიმიზმი (ლათ. optimus - საუკეთესო) - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა, უკეთესი მომავლის რწმენა. ოპტიმიზმის მიხედვით, ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მისი საპირისპირო ცნებაა პესიმიზმი. ამ ცნების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ჭიქა ნახევრდად სავსეა თუ ცარიელი?“ სიტუაცია. ოპტიმისტს მიაჩნია, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ხოლო პესიმისტს, პირიქით, ნახვერად ცარიელი.
ფილოსოფიაში ოპტიმიზმი ასოცირდება გოტფრიდ ლაიბნიცთან, რომელიც თვლიდა, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელი სამყაროდან საუკეთესოში ვცხოვრობთ.
პესიმიზმი (გერმ. Pessimismus; ლათ. pessimus — ყველაზე უარესი) — ადამიანის ან კაცობრიობის არსებობის ზოგადად უარყოფითი შეფასება. მოვლენათა ერთობლიობის ან არსთა შეფასება შესაძლოა დრამატულად განსხვადებოდეს სხვადასხვა ადამიანთა მიერ, მიუხედავად ფაქტების იდენტურობისა. ამ ფენომენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია "ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი?" სიტუაცია. იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს მსგავს სიტუაციას ადამიანი, შეიძლება იგი პესიმისტს ან ოპტიმისტს მიეწეროს. ისტორიის განმავლობაში პესიმისტური განწყობა აზროვნების ყველა ძირითად მიმართულებაზე ახდენდა ზეგავლენას.
ფილოსოფიური პესიმიზმი მსგავსი, თუმცა არა იდენტური იდეაა იმის შესახებ, რომ ცხოვრებას ნეგატიური ღირებულება აქვს, ან მსოფლიო იმდენად უარყოფითია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
პესიმიზმი
L. pessimus
"ძალიან ცუდი"
ყველაფერში ცუდი, ბნელი მხარეების დანახვა; სევდიანობა, გულგატეხილობა, უიმედობა.