EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კვანდიდო - ვიეტნამური საბრძოლო ხელოვნება »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2019-12-12 18:24:26
კვანდიდო (კვან ქხო დაო - ქვან ქხის გზა) - ასე ეწოდება ერთ-ერთ თანამედროვე და პოპულარულ ვიეტნამურ საბრძოლო ხელოვნებას, რომელიც 1981 წელს ორთაბრძოლების ოსტატმა ფამ ხუან ტონგმა დააარსა.
ტონგო 1947 წელს დაიბადა. საბრძოლო ხელოვნებით ბავშვობაში მისმა ბიძამ ფამ ჩუმ დააინტერესა. ფამ ჩუ წლების განმავლობაში ხიუეს (ვიეტნამის ძველი დედაქალაქი) სამხედრო აკადემიაში მოღვაწეობა.
ათი წლის ასაკში ტონგო სავარჯიშოდ ოსტატმა ტიაუ ქვან ქხიმ (1895-1968 წ.წ.) აიყვანა. სწავლება 11 წელიწადს, ოსტატის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. შემდგომში ტონგის მასწავლებლები იყვნენ: ლონგ ხო ხოი, ფან ტხან სუ, ლე ვან კიენი, მაგრამ პირველი მასწავლებლად და მის სულიერ მამად ტონგი ყოველთვის ტიაუ ქვან ქხის აღიარებდა.
ჩრდილოეთ ვიეტნამში, კომუნისტების გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე (1957 წ.) , ტონგი საფრანგეთში გაემგზავრა. ამის მიზეზი დედამისის ნახევრად ფრანგული წარმოშობა იყო. იმ დროისთვის საფრანგეთში ვიეტვოდაო - ვოვინამის ფედერაცია დაარსდა. ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიეტნამური ორთაბრძოლების პირველი ორგანიზაცია იყო. თუმცა ხანდაზმული ოსტატები, ახალგაზრდების მიერ მიღწეულ წარმატებებს სკეპტიკურად უყურებდნენ. ამასთანავე, ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან და ჩრდილოელი ემიგრანტები მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდათ.
ასეთი სიტუაციის გამო ტონგი იძულებული გახდა ხელახლა დაეარსებინა საკუთარი სკოლა, ხოლო 6 წლის შემდეგ, 1987 წელს ვიეტნამური საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია - ვოტიეტნამი ჩამოაყალიბა.
ვო - ვიეტნამის მიმართულების ყველა სკოლა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ შორის მეტ პოპულარობას და წარმატებებს კვანდიდომ მიაღწია.
ფედერაციის არსებობის მანძილზე, მასში მსოფლიოს 25-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო ფედერაცია გააერთიანდა.
კვანდიდოს სისტემა და კომპლექსური ვარჯიშები
კვანდიდო თანამედროვე კომპლექსურ საბრძოლო სისტემას წარმოადგენს. მასში თავმოყრილია ოთხი ძირითადი დისციპლინა: პირველი - ხელით მუშაობის ტექნიკა (მუშტი, ხელისგული, თითები, იდაყვი), ფეხის ტექნიკა (მუხლი, ქუსლი, ტერფი, თითები) და თავით შეტევა; მეორე - ვიეტნამური ჭიდაობა ვატი: მესამე - გასამხედროებული ტანვარჯიში ტამ-ტხე (ჩინური ტაიძიციუნის მსგავსი) და მეოთხე - იარაღით მუშაობა (კოვოდაო).
ბრძოლის დროს ორი ჯგუფის იარაღი გამოიყენება: გლეხების სამუშაო იარაღები ( ნიჩაბი, ცული, ბარი, თოხი) და ნამდვილი სარბოლო იარაღები (სწორი ხმალი, დაშნა, სამკბილი, ჯაჭვი, ცულიანი შუბი).
ტექნიკა შედგება საომარი (არასანახაობრივი) და სპეციალური ტრიუკებისაგან შემდგარი საჩვენებელი კომპლექსებისაგან. ამასთანავე, დიდი ყურადღება ეთმობა, მყარი საგნების მტვრევის ტექნიკას, რომელიც თავის მხრივ ორ სახეობად (“იან-ფაპ“, “მან-კონგი“) - აქტიური, როდესაც ადამიანი კიდურებით და თავით ფიცრებს ან კრამიტებს ამტვრევს და პასიური, როდესაც ადამიანის სხეულზე სხვადასხვა სახის საგნებს უროს დარტყმით ამსხვრევენ.
east-warriors.weebly.com