EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტომას ალვა ედისონი - გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი... »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-05 23:42:34

ტომას ალვა ედისონი - გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი...

Thomas-Edison

ერთ დღეს ერთი პატარა ბიჭი სკოლიდან სახლში დროზე ადრე დაბრუნდა. ოთახში შესულმა დედას კონვერტი გაუწოდა, რომელშიც მასწავლებლის მიერ გამოტანებული წერილი იდო, თან სთხოვა, ხმამაღლა წაეკითხა, რას სწერდა მასწავლებელი....დედამ წერილი კონვერტიდან ამოიღო, გაშალა, რამდენიმე წამი თვალცრემლიანი იდგა, შემდეგ კი კითხვა დაიწყო.... „თქვენი შვილი ნამდვილი გენიოსია, ჩვენს სკოლას არ აქვს საკმარისი რესურსები და არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები, რომლებიც ბავშვს სათანადო განათლებას მისცემენ. ამიტომ გირჩევთ, ბიჭს სახლში გააგრძელებინოთ სწავლა“.... ამ დღიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა დედა უკვე გარდაცვლილი იყო, უკვე დაკაცებული ის პატარა ბიჭი ოჯახის არქივის თვალიერებისას პატარა კონვერტს წააწყდა. კონვერტი მაშინვე ეცნო, გახსნა და შიგ თავისი ბავშვობისდროინდელი სკოლის მასწავლებლის წერილი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა....„თქვენი შვილი, სამწუხაროდ, გონებრივად ჩამორჩენილია, ჩვენ არ შეგვიძლია მას ვასწავლოთ სასკოლო საგნები, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, ბიჭს სახლში ინდივიდუალურად და შესაძლებლობის მიხედვით მისცეთ განათლება“....უკვე დაკაცებულ იმ პატარა ბიჭს თვალები ცრემლით აევსო, ყელში ბურთი გაეჩხირა. შემდეგ კი აკანკალებული ხელით კალამი აიღო და თავის დღიურში ჩანაწერი გააკეთა...„თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი, მაგრამ მას ჰყავდა არაჩვეულებრივი, გმირი დედა, რომლის ძალისხმევით, შთაგონებითა და რწმენით მსოფლიომ შეიძინა დიდი მეცნიერი, მეწარმე, გამომგონებელი და საზოგადო მოღვაწე. დედის გმირობის წყალობით, ეს ბიჭი თავისი საუკუნის დიდ გენიოსად იქცა“....
 
ტომას ალვა ედისონი (ინგლ. Thomas Alva Edison; დ. 11 თებერვალი, 1847, მილანი, ოჰაიო — გ. 18 ოქტომბერი, 1931, ვესტ ორენჯი, ნიუ-ჯერსი) — ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში. სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით.