EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შავი ვარდი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ცირა

თარიღი: 2020-08-28 12:24:44

შავი ვარდი

black-rose

თ ა ვ ი 1

      წყნარი ღამე იყო გემი მძლავრი მკერდით მიაპობდა ზღვის მოლივლივე ტალღებს, მთვრალის ანარეკლი ზოლად გასდევდა წყალს და სადღაც შორეთში იკარგებოდა მსუბუქი ნიავი ნაზად ესალბულებოდა გემბანზე გამოფენილ მგზავრთა სახეებს, უცნაური მყუდროება იდგა თითქოსდა რაღაც ავის მომასწავებელი.

   ღრუბელი მოულოდნელად წამოვიდა და მთვარეს გადაეფარა, ოდნავ წამოჟინჟლა, ქარმა დაბერა, ზღვა ააქუჩრა და ააბობოქრა მგზავრების უმრავლესობამ კაიუტებს მიაშურა.

- მალხაზიც შემობრუნდა

- მის წინ ზორბა მეზღვაურმა გაიარა და ღიმილით შეხედა ჭაბუკს,

- ხომ არ გეშინია ახალგაზრდავ; ღელვა რომ დაიწყო? რას იზამ ასეთია ჩვენი შავი ზღვა ცვალებადია ქალის გულივით. მალხაზს მართალია ქალის გულის ცვალებადობის რა თქმა უნდა ჯერ არაფერი გაეგებოდა, მაგრამ აღელვებული ზღვით ვერ გააკვირვებდი მისი საყვარელი პაპა, დამსახურებული პედაგოგი ნაზიმ ზოიძე ბათუმში ცხოვრობდა, საკუთარ სახლში, ზედ ზღვის პირას ყოველი წლის ზაფხულში, როგორც კი არდადეგები დაიწყებოდა, მალხაზი მისი სტუმარი იყო და შემოდგომამდე იხვივით სულ წყალში ჭყუმპალაობდა. ზღვამ გამოაწრთო მისი ნებისყოფა და ჩინებული ცურვაც ასწავლა, ახლაც ამ წუთშიც ზღვიდან ბრუნდებოდა მამამისი სახელგანთქმული მეცნიერი, პავლე ნაპირელი ყირიმში ისვენებდა ცოლშვილით. ბათუმამდე კარგა მანძილი რჩებოდა და ჭაბუკი საყვარელ პაპასთან შეხვედრაზე და ნაცნობ ადგილებზე ფიქრობდა ამ ფიქრშივე წამოეპარა უეცარი ღელვა. გვერდით დარდიმანდულად ჩავლილ თავდაჯერებულ მეზღვაურს თვალი გაადევნა და წასვლა დააპირა. ის იყო ორი სამი ნაბიჯი გადადგა, რომ უცებ გემბანს დამხრალი ვეება ხმაურს ვიღაცის განწირული კივილი შეერია, მალხაზი მოულოდნელობისაგან ადგილზე გაშეშდა. მერე რამდენიმე ნახტომით გაჩნდა გემბანის მეორე მხარეს და ზღვას გადახედა ვერ გაარჩია რა სიბნელეში არც არაფერი ესმოდა ჯოჯოხეთურ ხმაურში მაგრამ ალღოთი იგრძნო, რომ დაბლა წყალში ვიღაც ფართხალებდა და შველას ითხოვდა. მალხაზმა უმალ გაიძრო ტანზევით და ზღვაში გადაეშვა. 

კივილი ახლახან ჩავლილ მეზღვაურსაც შეესმა წამსვე ისიც გემბანის იმა მხარეს გაჩნდა და თვალი მოფკრა თუ როგორ გადახტა ჭაბუკი ზღვაში.

რაკი განწირულთან მშველელი დაიგულა მეზღვაურმა გემის კაპიტანს მიაშურა და მოახსენა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

კაპიტანმა გემი გააჩერა, ატყდა განგაში, ზღვაში ნავი ჩაუშვეს ირგვლივ უკუნეთი სიბნელე იწვა ტალღებიერთმანეთს ეხეთქებოდნენ და ღრიალით აყრუებდნენ იქაურობას. ანაზდად წყვდიადი გემიდან გატყორცნილმა შუქის ნაკადმა გაჰკვეთა.

მალხაზმა შუქზე შეამჩნია მოფართხალე ადამიანი, მაგრამ სანამ იმ ადგილს მიაღწევდა განწირული ტალღებმა ჩაყლაპეს. მშველელმა ჩაიყურყუმელავა რამდენჯერმე გაცურვა ცადა ბოლოს ბედმა გაუღიმა და ზღვის ზედაპირზე ამოათრია.

- ეჰეი... მოესმა ნავიდან

- აქეთ აქეთ შეფყვირა მალხაზმა მაგრამ ხმა ისე ჰქონდა ჩახრიწული, რომ მენავეებს ვერ მიაწვდინა. მაინც მოეცა გული აღარ ეშინოდა მიხვდა, რომ       გემი გაჩერდა და მაშველი ნავი გამოგზავნეს

განგაშის ხმაძე მგზავრებმა გემბანზე მოიყარეს თავი პროჟექტორის შუქზე ხედავდნენ თუ როგორ ებრძოდა ქანცგაწყვეტილი ჭაბუკი ცალი ხელით გააფთრებულ ტალღებს გამამხნევებელი ყვირილით აქეზებდნენ, ეს შეძახილები, რომლებიც ტალღბის ღრიალსაც კი სძლევდა მართლაც ძალ ღონეს უორკეცებდა ზღვასთან მებრძოლს.

- ეჰეი... უფრო ახლოდან მოესმა ძახილი

- აქეთ აქეთ... მთელი ძალები დაძაბა, ისე შეჰყვირა და ამჯერად, როგორც იყო ხმაც მიაწვდინა, ნავი მისკენ გამოეშურა.

- მალხაზს ღონე აღარ ჰყოფნიდა ძლივსღა უსვამდა მკლავს

- სულზე მოუსწრო ნავმა

ზღვაში გადავარდნილი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა, სიცოცხლის ნიშანწყალი თითქმის აღარ ეტყობოდა არც მალხაზს დაყროდა ხეირი, მასაც ბლომად ეყლაპა მლაშე წყალი.

გემზე რომ განგაში ატყდა, აფორიაქებულ მგზავრებს კაიუტიდან ფატი და პავლეც ამოჰყვნენ გემბანზე ისინი აზვირთებულ ზღვას გაჰყურებდნენ, თუ როგორ ებრძოდა ტალღებს ვიღაც ფატის გული უკვნესოდა, ვიშვიშებდა, საბრალო დედას აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ტალღებთან მებრძოლი, უკვე ღონემიხდილი კაცი მისი შვილი იყო.

  •     ე ამოყვანისთანავე მეზღვაურმა საექიმო პუნქტისაკენ გააქანეს ორივე.

ექიმმა დაუყონებლივ აღმოუჩინა პირველი დახმარება, ქალს ნაყლაპი წყალი ამოახევინა, ხელოვნური სუნთქვა დააწყებინა და მოასულიერა ახლა ავადმყოფს სიწყარეღა სჭირდებოდა და მაშინვე ლოგინში ჩააწვინეს ექიმი თავზე ადგად, მაჯას ხელიდან არ უშვებდა.

ვაჟმა მალე მოიხედა გულისრევამ გადაუარა მხოლოდ საშინელ დაღლოლობას გრძნობდა ქალის დარდიღა აწუხებდა მან ხომ მისთვის გასწირა თავი.

მგზავერების ნაწილი ისევ გემბანზე ირეოდა უთავბოლოდ ყაყანებდა ყველა მშველელს აქებად აღტაცებული იყო უცნობი ჭაბუკის ვაჟკაცობით.

უცებ ფატის მალხაზი გაახსენდა მიიხედ-მოიხედა და ქმარს ჰკითხა:

- პავლე სად არის ჩვენი ბიჭი, რომ არსად ჩანს?

- სად იქნება დასაძინებლად თუ წავიდა, წავიდეთ ფატი ყველაფერი ბედნიერ ად დასრულდა

- მალხაზი კაიუტაში არ აღმოჩნდა

- დედის გულმა რაღაც ინიშნა

- პავლე ჩქარა საექიმო პუნქტში! გარეთ გაიჭრა

- პავლე ნაპირელი ცოლს მიჰყვა

ფატი საექიმო პუნქტში შევარდა, მწოლიარე ჭაბუკი დალანდა და ძუ მგელივით მიიჭრა.

- შვილო, ჩემო მალხაზ გადაეხვია და გულში ჩაიკრა

ექიმი ფეხზე წამოდგა, შემოსულებს მიესალმა

- თქვენი შვილია?

- დიახ შვილი გახლავთ, უპასუხა პავლემ

ბედნიერი მშობლები ყოფილხართ პატივცემულო ნება მომეცით, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ეს ქალიშვილი თქვენმა ვაჟმა იხსნა უეჭველი დაღუპვისაგან.

პავლე ნაპირელი საწოლს მიუახლოვდა, ქალს ლამაზი სახე ჰქონდა წაბლისფერი თმები ბალიშზე გადაჰფენოდა, მკერდი ოდნავ აუდ-ჩაუდიოდა, საშუალო ტანის იქნებოდა ცოტა გამხდარი

როდესაც პავლე, ფატი და მალხაზი კაიუტაში დაბრუნდნენ დედამ საყვედურით მიმართა შვლის

- რისთვის მწირავდი სასიკვდილოდ, ჩემო ბიჭო? განა არ იცი რომ დედაშენი უშენოდ ერთ დღესაც არ იცოცხლებს თავს?

- მალხაზს გაეღიმა...

- არაფერია დედა სრულიად უვნებელი და ჯანმრთელი ვარ ვიღაც ხომ უნდა მიშველოდა?

- განა გემზე ცოტა მეზღვაურია შვილო?

- ჩემს გარდა იმ დროს ახლოს არავინ  იყო, თორემ იქნებ ვერც კი დამესწრო მათთვის.

  •      აღარაფერი უთქვამს, ერთი ამოიოხრა და საწოლისაკეტ შებრუნდა.

მეორე დილით გემბანზე მალხაზის გამოჩენისას დიდი ამბით შეხვდნენ მალხაზს კი საექიმო პუნქტში მიეჩქარებოდა, უნდოდა შეეტყო, თავს როგორ გრძნობდა ის ქალიშვილი.

ძლივს დააღწია თავი აღტაცებულ მგზავრებს და საექიმო პუნქტში შევიდა.

ექიმმა ხელი ჩამოართვა და ავადმყოფს წარუდგინა

- ლიდა აი თქვენი მხსნელი ინობდეთ და გიყვარდეთ. ქალმა მადლობის თვალით ახედა.

- მალხაზ ნაპირელი ვარ თქვა ჭბუკმა

- ლიდა საბინა ხმადაბლა უპასუხა ქალმა და გაწითლდა

- როგორ გრძნობ თავს> უკვე კარგად ხართ?

- გმადლობთ, არამიშავს, უკეთ ვარ

მერე კარგა ხანს დუმდნენ, უხერხულად შეჰყურებდნენ ერთმანეთს,ბოლოს ისევ ვაჟმა დაარღვია სიჩუმე

- მარტო ხართ გემზე?

- მარტო

- სად მიემგზავრებით? ვისთან?

- ბათუმში ნათესავთან

- უგულოდ მიუგო ლიდამ

მალხაზი გრძნობდა, რომ ქალს რაღაც აწუხებდა, რაღაც დიდი სევდა და ვარამი ბორკავდა იგი ხედავდა, რომ მისი პასუხებიც ძალით გამოგლეჯილ აღსარებას უფრო წააგავდა, ვიდრე გულახდილ საუბარს.

თუმცა ძლიერ სურდა ამბის დაწვრილებით გაგება, მაგრამ მიხვდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო ქალს დასვენება და სიმშვიდე სჭირდებოდა.

ვინ იცის, რა ჭრილობას ატარებდა, სულის სიღრმეში რატომ უნდა აეფორიაქებინა სწორედ ახლა და გადარჩენის სიხარული ჩაემწარებინა?

მალხაზი წამოდგა, გამოსამშვიდობებლად გაუწოდა ხელი

    ავადმყოფმა საბნიდან შიშველი მკლავი გამოყო და ცამოართვა, უეცრად ქალს სახეზე ალმური შემოენთო, საჩქაროდ გამოსტაცა ხელი მხსნელს და სწრაფადვე შემალა საბანქვეშ მერე შეშინებული თვალები იქ მყოფთ მოავლო, მთლიანად ჩაძვრა საბანში და გაისუსა.

მაგრამ უკვე გვიან იყო ვაჟმა მოასწრო თვალის შევლება დან ადგილზევე გაშრა.

ქალს მკლავზე „შავი ვარდი“ ჰქონდა დატატიურებული

საექიმო პუნქტში გემის კაპიტანის მოადგილე და საზღვაო მილიის ოპერატიული თანამშრომლები შემოვიდნენ უნდოდათ გამოერკვიათ თუ რა პირობებში მოხდა ქალის ზღვაში გადავარდნა ავადმყოფი უგულოდ იძლეოდა პასუხებს, ჩანდა, რომ რაღაცას უფრთხოდა, არ უნდოდა, ყველაფერი ეთქვა.

- მაშ ასე თქვენ ადასტურებთ, ლიდია საბინა ხართ? შეეკითხა თანამშრომელი,

- დიახ, ამაზე უკვე გიპასუხეთ,  - დუნედ მიუგო ქალმა

- რატომ არა გაქვთ პიროვნების დამადასტურებელი საბუთი?

- ნოვოროსიისკის ნავსადგურში მომპარეს ხელზე მხოლოდ ჩანთა და ცოტაოდ ენი ფული შემრჩა

ქალს თვალებზე ცრემლები მოადგა, გული ამოუჯდა.

- გემზე გემზე მგზავრობის ბილეთი გქონდა?

- აღება ვერ მოვასწარი, სალაროსთან დიდი რიგი იყო და ბილეთების გაცემა ადრე შეწყდა.

- კარგი და როგორ მოხვდით გემზე?

- ხალხს შევერიე და შეუმჩნევლად ამოვედი

- მილიციის თანამშრომლებმა მაინც გამოარკვია ქალს მშობლები არ ჰყოლია მამამისი სამამულო ომის ფრონტზე დაღუპულა, დედა კი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გამხდარა.

გოგო მამიდას აღუზრდია შემთხვევით მოხვედრილა ნოვოროსიისკში, ამხანაგ ქალიშვილს სტუმრებია იქედან კი ბათუმში დაუპირებია გამგზავრება, მაგრამ ვინ არის ნათესავი ან სად ცხოვრობს ბათუმში?

- ამ კითხვაზე ქალმა არაფერი უპასუხა

- კიდევ ერთი შეკითხვა, რამ გაიძულათ ზღვაში გადავარდნა?

- მე ზღვაში არ გადავარდნილვარ, თავადაც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა.

- იქნებ ვინმემ გადაგაგდოთ ხელი გკრათ?

- არ ვიცი ქალს ტირილი აუვარდა.

- რას საქმიანობთ? რით ცხოვრობთ? რა შემოსავლით?

- აკი მოგახსენეთ მამიდაჩემი მინახავს მეთქი, საშუალო სკოლა დავამთავრე და ინსტიტუტში ვაპირებ შესვლას.

- ვითომ ეს ნამდვილად ასეა?

- ეჭვით გაიქნია თავი მილიციის თანამშრომელმა

     ქალმა გაკვირვებით შეხედა გამოუცდელი, ცხოვრების უნახავი გოგონა პირველად მოხვდა დაკითხვაზე და ვერ მიმხვდარიყო რომ აფათურებდა ხელებს მის სულში ეს უცნობი ადამიანი.

  •      ერთი თქვენს მარცხენა მკლავზე ტატუირება გაქვთ „შავი ვარდი“ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს ეს, სად მოხდა? ვინ გაგიკეთა?

    „შავი ვარდის“ ხსენებაზე ქალს თავზარი დაეცა, გული შეეკუმშა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ვინმე ყურადღებას მიაქცევდა ამ ავბედით ნიშანს, მისი სატანჯველის სათავეს.

- თქვენს პასუხს ველი, - ჩაესმა ყურში დაბნეულ ქალს

- არ ვიცი, მეც არ ვიცი, არაფერი არ ვიცი ამის შესახებ

- მას ისტერიული ტირილი აუვარდა და ბალიშზე გადაესვენა

- ექიმმა რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, ქალს მაჯა გაუსინჯა და დამსწრეთ მიმართა

- დაკითხვა უნდა შეწყვიტოთ მეტის უფლებას არ მოგცემთ ავადმყოფი მძიმე ნერვიულ მდგომარეობაშია და ზედმეტი საუბარი მის ჯანმრთელობას ავნებს.

     კაპიტნის მოადგილე წამოდგა, ავადმყოფს დააცქერდა და შენიშნა, რომ ქალს ყოველი კუნთი უთრთოდა მილიციის თანამშრომელს მიუბრუნდა:

  •      იზამთ, რაკი ექიმი ამბობს, იძულებული ვართ შევწყვიტოთ ორივენი გემი კაპიტანს ეახლნენ და დაწვრილებით მოახსენეს დაკითხვის მსვლელობა და შედეგი

- კაპიტანი ჩაფიქრდა

- კარგი იყო უფრო მეტი და საფუძვლიანი მასალები მიგვეღო ავადმყოფისაგან, მაგრამ რას ვიზამთ, თუ არაფერს ამბობს, ძალას ვერ დავატანთ ეჭვს გარეშეა, აქ დანაშაულია ჩადენილი საავადმყოფოში მოვათავსებთ, თქვენ კი მასალები მოამზადეთ პროკურატურაში გადასაცემად, შეიძლება ქალს იქ მაინც ათმევინონ რამ მე უკვე მითითება მივეცი, რომ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანონ.

     მალხაზი რამდენჯერმე მივიდა ექიმთან ქალის ჯანმრთელობის გასაგებად, ავადმყოფს მაღალი სიცხე ჰქონდა და ექიმმა არ შეუშვა მგზავრებსაც 

აინტერესებდათ შორიდან მაინც მოეკრათ თვალი ამ ალიაქოთის მიზეზისათვის, მაგრამ გემის ექიმი ფხიზლად დარაჯობდა საექიმო პუნქტის კარს

  •       სოხუმის ნავსადგურში შევიდა  
  •       ხალხით იყო სავსე
  •       წინასწარ მოამზადა ავადმყოფი ქალაქის საავადმყოფოში გადასაყვანად ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხოლო როცა ნავსადგურის ბაქანზე თავმოყრი ხალხს მოავლო თვალი, მღელვარება ვერ დამალა და თავშეუკავლებლად აქვითინდა მერე უკან გამობრუნება სცადა.

- არ შემიძლია, არა! -ქალის სიტყვებში ვედრება ისმოდა

- რა არ შეგიძლიათ? რაშია საქმე? - დამშვიდება სცადა ექიმმა, საავადმყოფოში უნდა მოგათავსოთ.

- ცუდად ვარ, არ შემიძლია ჩასვლა.

     ქალს მუხლები ეკეცებოდა,ძალ-ღონემ უმტყუნა, შემობრუნდა და მილიციის თანამშრომელს ჩამოეყრდნო.

- რახან ცუდადაა უკანვე დავაბრუნოთ, - მიმართა მილიციის თანამშრომელმა ექიმს.

- რას ვიზამთ, თუ ასეა საქმე, მეტი რა გზა გვაქვს

- ქალი საექიმო პუნქტში დააბრუნეს ექიმს და მილიციის თანამშრომელს ძლი ვს მიჰყავდათ, ფეხები აღარ ემორჩილებოდა, მუხლები ეკეცებოდა, ბოლოს იძულებული შეიქმნენ, ხელში აეყვანათ.

- ის იყო, ის! რამდენჯერმე ამოიგმინა ქალმა და გული წაუვიდა

     მალხაზს ძალიან სურდა თავისი გადარჩენილის ნახვა,მაგრამ სანამ გემი ბათუმს არ მიუახლოვდა,მანამდე ვერ გაბედა მისვლა,სოხუმში მისი გადაყვანა, რომ აღარ მოხერხდა ეგონა ბათუმში ჩაიყვანდნენ.

     ის იყო საექიმო პუნქტში შესვლას აპირებდა, რომ იქიდან ექიმი გამოვიდა

- მინდოდა გამეგო, როგორ გრძნობს თავს ის ქალი, ექიმმა იცნო მისული და მიხვდა რომელ ქალზედაც ელაპარაკებოდნენ

- ის ქალი ფოთში გადაიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს მალხაზი სახტად დარჩა

- განა ბათუმში არ მოგყავდათ?

- რას იზამ ასე ისურვეს ბიჭს გული ეტკინა არ ეგონა თუ ასე მალე დაეკარგებოდა აქაფებულ ზღვაში ნაპოვნი მშვენიერი ასული უკანასკნელად 

მაინც ენახა, იქნებ უჭირდა რამე და შეეძლო კიდევ რითიმე დახმარებოდა? მისამართი მაინც მიეცა.

ბაქანზე გაშლილი ხალხი გემის მოაჯირს აწყდებოდა ანპირზე დამხვდურნი მატულობდნენ.

უცებ მალხაზმა ყური ცქვიტა ერთ კოხტა გოგოს აედევნა, მაგრამ ლიდა საბინა არ გამოდგა თავადაც შეერია ხალხში და სანამ გემს კიბეს მიადგამდნენ, ყველგან მოძებნა.

ექიმი მართალი აღმოჩნდა ლიდა საბინა გემზე არ იყო მესამე დღეს უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა გაზეთებიდან, რომ მხოლოდ მალხაზის ვაჟკაცობამ გადაარჩინა ქალიშვილი აბობოქრებულ ზღვაში დახრჩობას ფოტოკორესპონდენტს გადამრჩენის სურათიც გადაეღო. გემის მოაჯირთან მდგარი ჭაბუკი მორცხვად იღიმებოდა

სახლში აფორიაქებული დაბრუნდა მალხაზი თითქმის აღარაფერი აინტერესებდა წიგნსა და ანკესსაც ვერ დაუდო გული.

ადგილს ვეღარ პოულობდა მარტოდმარტო დაეხეტებოდა სანაპიროდან თავიანთ ბაღამდე, არც ვინმეს ეუბნებოდა რამეს და ვერც მშობლებმა დააცდინენ სიტყვა.

ერთ დღეს უცებ გადაწყვიტა ფოთში წასულიყო.