EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შავი ვარდი »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: ცირა
თარიღი: 2020-08-28 12:29:24
თ ა ვ ი II
ხუტა გაწერელია დილიდან ჩაუჯდა შესასწავლად ერთ მეტად ძნელ საქმეს.
ყურადღებით კითხულობდა, მას უნდოდა ოპერატიული მოქმედების კონკრეტული გეგმა შეესწავლა, რომ ამ დროს გაისმა ტელეონის ზარის ხმა.
- გაწერელია გისმენთ
- ამხანაგო ხუტა! მოვიდა რომელიღაც ქალი, მას სურს თქვენი ნახვა
- გაისმა მორიგის ხმა
- გამოუშვით
ოთახში შემოვიდა საშუალო წლის ქალი, მისი თმები ვერცხლისფრად ელავდა
რამოდენიმე ხანს ხუტა დაჟინებით უმზერდა ნაცნობ ნაკვთებს ქალის სახეზე შემდეგ, უსაზღვროდ გაოცებული წამოვარდა ადგილიდან
- მერი! ეს თქვენ?
- არა, მე ვარ ლარისა გრიეკო
- როგორ? თქვენ ხომ მერი მალდონატო-მაკროპული ხართ?გაიოცა ხუტამ
და ქალს შეხედა.
- იყო როდესღაც, მაგრამ მაშინდელი გვარი და სახელი ჩემი არ იყო, ახლა
მე დავიბრუნე ჩემი ნამდვილი სახელი.
გაწერელია ადგა და სკამი ქალთან მისწია.
- მე თქვენ არ გელოდით და არც ვფიქრობდი არასდროს რომ მოხვიდოდი
გაოცებული ლაპარაკობდა ხუტა
მე თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ მოვედი, უბედურებამ მომიყვანა, მე არ მინდოდა თქვენთან მოსვლა, მრცხვენოდა...
- ისეთი რა შეგემთხვათ?
- ჩემი სვეტლანა დაიკარგა წარმოთქვა ქალმა და ატირდა
ხუტა გაოცდა იგი კარგად იცნობდა ქალს და ვერ წარმოედგინა, რომ მას
ტირილი შეეძლო ხუტას მოაგონდა ერთი ძველი ისტორია რამდენიმე წლის უკან თბილისში თავის ბანდით დათარეშობდა გერმან ბაზილი იგივე ვადიმ ურალოვი ბანდიტი ძლიერ ეშმაკი იყო არა ერთი ღამე გაუთენებიათ მის ძებნაში მილიციის მუშაკებს, მათ გონიათ ეს-ეს არის დაიჭერენ მას, რომ რაღაც სასწაულად დაუძვრებოდათ ხელიდან უკანასკნელ წამს, სახელდობრ ამ ბანდაში იყო მერი მალდონატო-მაკროპულო გაიგეს, რა გერმან ბაზილი გაემგზავრა საქართველოდან, ხუტა გაწერელია და არჩილ ჩოხელი გაეკიდნენ მას, მერი მალდონატოს დახმარებით მოძებნეს ბანდიტი და შესძლეს მისი დაპატიმრება, იმ დროს მერიმ კიდევ არ იცოდა რომ, ხუტა მილიციის მუშაკი იყო, თორემ იგი არ დაუჯერებდა მას და არც მპაძებნინებდა ბანდის მეთაურს, გერმან ბაზილისათვის ეს დაპატიმრება აღმოჩნდა საბედისწერო
ხუტა გაწერელიას იმ დროს არ დაუპატიმრებია მერი. მერი მთელი სულით ისწრაფვოდა ნათელი ცხოვრებისაკენ, უნდოდა დამდგარიყო პატიოსანი მშრომელი, მოჰკიდებოდა ოჯახს, ხუტას შეეცოდა იგი იმიტომ, რომ მას სჯეროდა ადამიანის გამოსწორებისა მაშინ გადაწყვიტა მას ეშვილა თორმეტი წლის სვეტლანა, კირა ზაბორას ქალიშვილი გოგოს დედა მხეცურად იქნა მოკლული მახაჩკალაში გერმან ბაზილის მიერ.
ზაბორას ოთახი იყო ბანდიტების შეხვედრის ადგილი, ბუნაგი, როდესაც იგი გაანადგურეს კირას ემუქრებოდა გარდაუვალი დაპატიმრება იცოდა რა მისი სუსტი ხასიათი გერმან ბაზილს ეშინოდა, რომ იგი გასცემდა მას დაკითვის დროს, რომ არ დაეღუპა თავისი თავი და მთელი ბანდა მეთაურმა მოჰკლა ქალი
გერმან ბაზილის ბანდაში იყო ვერონიკა ხრაპი, აუტანელი ბოროტი არსება, ეს ბებერი ვერ იტანდა ადამიანთა სამყაროს ის შეიქმნა შეფიცული მტერი ახალი მთავრობისა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მის მამა ჩამოართვეს ფაბრიკა.
კირა ზაბორას მოკვლის შემდეგ ვერონიკას უნდოდა პატარა სვეტლანა აეყვანა ხელქვეითად უბედურ ობოლს აბსოლიტურად არ გააჩდა არავინ, რომ მიეხედა მისთვის.
მერიმ როგორც იყო დააღწია ბანდას თავი სადაც იგი რამდენიმე წელიწადი იყო, მერიმ სიხარულით აიყვანა პატარა სვეტლანა თავის მფარველობის ქვეშ.
ქალმა თავი ასწია, ცრემლები მოიწმინდა და შეხედა ხუტას
- თქვენ გაქვთ დრო რომ მომისმინოთ მე? იკითხა მან
- რასაკვირველია
- მაშ, კარგი, მისმინეთ
- ერთი წუთით, - სთხოვა მას ხუტამ და ტელეფონის ნომერი აკრიფა.
- არჩილ ეს მე ვარ - ხუტა! აი, რა, მეგობარო შენ თუ ძალიან დაკავებული არა ხარ, შემოიარე ჩემთან.
ქალს არ მოეწონა, რომ ხუტამ თავისთან გამოიძახა ვიღაც არჩილი, მას უნდოდა მოლაპარაკებოდა ხუტას პირისპირ, ეთქვა ის, რაც აწუხებდა მას.
ხუტამ შეამჩნია ქალს უკმაყოფილება.
- ნუ აღელდებით მერი
- ჩემი ნამდვილი სახელია ლარისა, - შეუსწორა ქალმა - ძალიან გთხოვთ ნუ და მიძახებთ მერის, მე არმინდა გავიხსენო დაწყევლილი წარსული.
ამ დროს ოთახში შემოვიდა არჩილ ჩოხელი ქალმა შეხედა მას არჩილის სახე მას ეუცნაურა, მაგრამ საიდან სახელდობრ ვერ გაიხსენა.
- გაიცანი არჩილი - თქვა ხუტამ
- არჩილმა შეხედა ქალს
- ლარისა გრიეკო - წარუგდინა ხუტამ ქალი
- თუ მერი მალდონატო? წარმოთქვა თავის ხმაში დარწმუნებულმა არჩილმა.
- წარსულში მხოლოდ წარსულში
- არჩილი მაგიდასთან დაჯდა
- არ გაგიკვირდეთ, ლარისა, - არჩილ ჩოხელი მაშინ მახაჩკალაში ჩემთან იყო ჩვენ ერთად ვეძებდით გერმან ბაზილს
- ქალი ჩაფიქრდა მან არ იცოდა, საიდან დაეწყო
- აი რა, ლარისა, მე თქვენ მიცნობდით ჩაჩბას გვარით, როგორ მოხდა რომ
- , გაიგეთ რომ მე - ხუტა გაწერელია ვარ? ვიმ შეგატყობინათ ჩემი მისამართი?
- თუ ადამიანს აინტერსებს რამე, მას ყოველთვის შეუძლია გაიგოს ის რაც მას სურს მე თქვენ გვხვდებოდით რამდენიმეჯერ, მაგრამ ვცდილობდი, რომ თქვენ არ შეგემჩნიათ, ვთხოვე ერთს, მეორეს, და გავიგე ბოლოს და ბოლოს სადაც მუშაობდით.
- დიდი ხანია რაც თქვენ თბილისში ხართ?
- აქ მოვემგზავრები დრო და დრო ცხოვრებით კი თრიალეთში ვცხოვრობთ მთ აში კოლმეურნეობა გვაქვს ჩვენ იქ და ფერმაში ვმუშაობ ვითვლები მოწინავე მწველავად მე კოლმეურნეობაში მაფასებენ მათ რასაკვირველია, არ იციან ჩემი წარსული, ჩამოვარდა სიჩუმე ქალი დაჟინებით უყურებდა ერთ წერტილს ეტყობოდა რომ იგი ისევე მოგონებაში გადავარდა
- მაშ თქვენ ამბობთ, რომ სვეტლანა დაიკარგა? როდის, როგორ ვითარებაში? დაარღვია სიჩუმე ხუტამ.
არჩილ ჩოხელმა გაკვირვებით შეხედა მეგობარს.
- ერთი თვის უკან მე სვეტლანას ავუღე ეშერის სანატორიუმის საგზური აქამდე ვერ გამიგია, როგორ გავბედე მისი მარტო გაშვება.
მაშ ასე, გავამგზავრე მე სვეტლანა სოხუმში იქიდან იგი უნდა წასულიყო ეშერაში მის დაბრუნებას ველოდი 24 დღის შემდეგ, მაგრამ სვეტლანა არ დაბრუნდა, წერილიც კი არ მოუწერია ჩემთვის მე არ ვიცოდი რა მეფიქრა, შეიძლება ავად გახდა ავიღე შვებულება და წავედი მასთან აღმოჩნდა, რომ სვეტლანა სანატორიუმში არ მისულა მე ყველგან დავიწყე მისი ძებნა მაგრამ ამაოდ. რა უნდა მექნა მე?
მე დავკარგე მოსვენება, რომ ყოფილიყო გერმან ბაზილი ცოცხალი ვიფი ქრებდი რომ მისი ნამოქმედარია, მაგრამ ის ხომ დიდი ხანია მიწაშია გაზეთში
წერდნენ რომ განაჩენი სისრულეშია მოყვანილი, შეიძლება იმ ბებერმა ვერონიკამ? მაგრამ ისიც ხომ საპატომროში იმყოფება
ლარისა დადუმდა, მისი თვალები სავსე იყო ცრემლით
ხუტა და არჩილი გაჩუმებულნი უყურებდნენ მას მათ კარგად ესმოდათ უბედური ქალის მდგომარეობა
თქვენ ხომ მიშველით მე, ხომ მართალია? ძალიან გთხოვთ მიპოვნეთ, ჩემი სვეტლანა...
- აუცილებლად ვიპოვით აუცილებლად! - უპასუხა გაწერელიამ ჩვენთვის აუცილებელია დავაზუსტოთ რამდენიმე გარემოება.
მკითხეთ, მე მზად ვარ გიპასუხოთ ყოველივე კითხვაზე
- რა სახის ტრანსპორტით გაემგზავრა სვეტლანა სოხუმში? მატარებლით თუ ავტომანქანით?
- მატარებლით
- თქვენ დაინახეთ როგორ დაჯდა ვაგონში სვეტლანა?
- მე თვითონ დავაჯინე იგი, იგი მიდიოდა ოთხადგილიანი კუპეთი მე მივეცი ბილეთი გამცილებელ ქალს და შევეხვეწე მიეხედა გზაში სვეტლანასათვის
- რომელ რიცხვში გაემგზავრა იგი სოხუმში?
- 1 აგვისტოს ღამის 2 საათზე, თბილისის სადგურიდან
- მატარებელი?
- თბილისი-სოხუმი
- შეიძლება, თქვენ გახსოვდეთ ვაგონის ნომერი?
- რასაკვირველია, მახსოვს! მერვე
- ადგილი?
- მე არ მიმიქცევია ყურადღება იგი იყო განლაგებული დაახლოებით ვაგონის შუაში ქვევით
- თქვენ შეგიძლიათ შეიცნოთ გამცილებელი ქალი?
-რასაკვირველია მახსოვს იგი მართალია ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ შეხვედრის დროს შემიძლია ვიცნო იგი იყო საშუალო წლის
- სვეტლანას დაკარგვის დროს თქვენ იგი არ მოგიძებნიათ?
- რამდენიმეჯერ,მე სპეციალურად ვხდებოდი თბილისი-სოხუმის მატარებელს, მაგრამ გამცილებელი ქალი ვერ ვნახე.
- არაფერია ჩვენ მას მოვძებნით შევეცდებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ამის ათვის, მოვახსენებთ უფროსს და დავიწყებთ მოქმედებას მოდით ხვალ მიიღებთ პასუხს საშვი ადრევე იქნება მზად
- ლარისა წავიდა. რამდენიმე საათი არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია იჯდ ნენ ჩუმად, მათ წინ აღიმართა ძნელი ამოცანა ძნელი იყო რაიმე დასკვნის გამოტანა საქმეს ართულებდა ისიც, რომ სვეტლანას დაკარგვიდან გასული იყო თითქმის თვე
- შენ როგორ ფიქრობ, საიდან შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი გამოძიება? - შეე კითხა არჩილი.
ხუტა გაწერელიამ იმ ღამესვე დაადგინა ვაგონის გამცილებლის პიროვნება, შემდეგ ლარისა გრიეკოს მონაყოლი მოახსენა პოლკოვნიკ ზურაბ ლომაურს.
ის ყურადღებით ისმენდა ოპერატიული მუშაკების მონათხრობს და შემდეგ თქვა:
- სასწრაფოდ უნდა მოვიკრიბოთ მთელი ძალები, რათა მოვნახოთ სვეტლანა, ამხანაგო ხუტა გაეფორმეთ მივლინებაში და გაემგზავრეთ სოხუმში, თუ დაგჭირდათ დახმარება, შემატყობინეთ მე. გერმან ბაზილი განადგურებულია ერთია, რომ მისი ბანდიდან რომელიღაც განაგრძობს თარეშს.
აუცილებლად უნდა დადგინდეს, სად იმყოფება ამჟამად ვერონიკა
როგორ ეს სად? -გაკვირდა ხუტა, - ის ხომ ამჟამად პატომრობის ვადას იხდის
- ხომ შეიძლება, გაენთავისუფლებინათ, თუნდაც ამინისტიით, როგორც მოხუ ცებული სასწრაფოდ დადგინდეს სად იხდის იგი სასჯელს...
- კლავდია მოროზოვა? ხვალ დილით
- მკაცრად დაკითხეთ იგი და მომახსენეთ მისი ჩვენება.
მეორე დილით ლარისა გრიეკო შეხვდა ხუტას სამმართველოს შესასვ ლელში.
ხუტამ ქალი წაიყვანა თავის სამუშაო კაბინეტში.
ლარისა დაჯდა სკამზე მას ეცვა საზაფხულო კაბა მოკლე სახელოებით მარცხენა ხელი, მკლავის ცოტა ზევით იყო შეხვეული ბინტით ხუტა გაოცდა:
- რა გაქვს ეს შენ?
ქალმა ხმამაღლა გაიცინა
- როგორ თქვენ არ გახსოვთ? ტატიური „შავი ვარდი“ მან მოიხსნა შესახვევი
- ეს იყო გერმან ბაზილის ბანდის ნიშანი, „პიროვნების მადასტურებელი“ ხუტა დაკვირვებით ათვალიერებდა ტატიურას.
კარზე დააკაკუნეს ქალმა სასწრაფოდ შეიხვია ხელი.
- შემოდით, მიიპატიჟა ხუტა გაწერელიამ.
ოთახში შემოვიდნენ არჩილ ჩოხელი და უცნობი ქალი
- ხუტა, ეს ქალი ვაგონის გამცილებელია კლავდია მოროზოვა ლარისამ იმ წუთშივე იცნო კლავდია
- დიახ, ეს არის!
კლავდია მოროზოვამ, რომელმაც ვერ იცნო ლარისა, გაუკვირდა მისიქცევა.
- მაპატიეთ, - გამოერკვა ლარისა, - ნუ ფიქრობთ რაღაც სისულელეებს თქვენ მე ვერ მიცანით?
- ვერა
- გახსოვთ თბილისის სადგურზე მე შემოვიყვანე ახალგაზრდა გოგონა? და კიდევ გთხოვეთ მიგეხედათ გზაში მეშინოდა არაფერი შემთხვეოდა
- კლავდია ჩაფიქრდა არ მაგონდება,შეიძლება ასეც იყო,მაგრამ რატომ მეკით ხებით მე ამას?
- გოგონა დაიკარგა გზაში
- უპასუხა ლარისამ
- დაიკარგა? - გაკვირვებით იკითხა კლავდიამ აგერ უკვე რვა წელია, რა მე ვმუშაობ რკინიგზაზე,მაგრამ ჩემს მგზავრობიდან ჯერ არცერთი არ დაკარგ ულა.
ლარისამ გარკვევით აღწერა სვეტლანას გარეგნობა, აჩვენა მას ფოტოსურათი გამცილებელი ჩაფიქრდა - თითქოს მე მახსენდება... იმ კუპეში რომელიღაც მთვრალმა ახალგაზრდამ ატეხა დებოში მას უნდოდა დაეკავებინა ერთი გოგოს ადგილი მგზავრებმა გამოიყვანეს იგი კუპიდან დილით, როდესაც ჩვენ სოხუმს უახლოვდებოდით, ის ბიჭი მოვიდა კუპეში, ამჯერად ფხიზელი და გოგოს ბოდიში მოუხადა
თქვენ არ გახსოვთ მისი გარეგნობა?
მისი სიმაღლე საშუალოზე ცოტა მეტია, დაახლოებით 25 წლის შავი თმები, მოკლე ულვაშები... თითქოს ცალი თვალით ცოტა ელამი იყო
- რომელ სადგურში ამოვიდა იგი მატარებელში?
- მგონი, მცხეთასთან
- სოხუმში გოგო და ბიჭი ერთად ჩავიდნენ? შეეკითხა ხუტა
- დიახ, ერთად, - უპასუხა ქალმა, - გოგოს ეჭირა პატარა ჩემოდანი
- ამის შემდეგ თქვენ არ მოგიხდათ მასთან შეხვედრა?
- არა მე იგი არ მინახავს
კლავდია მოროზოვას მადლობა მოუხადეს და დაემშვიდობნენ. შემდეგ
ყურადღებით მოისმინა სვეტლანას გარეგნობის აღწერა, ლარისა გრიეკოსგან
აიღო ფოტო სურათი და შეპირდნენ რომ მიიღებდნენ სასწრაფო ზომებს.
ლარისა წავიდა, არჩილი და ხუტა ჩაიფლნენ ფიქრებში
მითხარი ხუტა, ნუთუ შენ არაფერს გეუბნება ამ ბიჭის გარეგნობის აღწერა, ის რომ იგი მარჯვენა თვალით ელამია
- გახსოვს მეწისქვილე თედო ხაპიაშვილი, რომელიც ჩვენ დავიჭირეთ გერმან ბაზილის საქმესთან კავშირისათვის, ექიმ ნატო სულიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობისათვის.
- დიახ, მაგრამ ის ხომ მოკვდა
- ვიცი... არ გახსენდებათ ჭაბუკი მატარებლიდან მისი შვილიშვილი მიხა.
- მეც ვიფიქრე ამაზე, მაგრამ მიხაც ხომ იხდის სასჯელს
- მერე რა? არ შეიძლება რომ იგი განთავისუფლდეს პატიმრობიდან? იქნებ გაი ქცა?
აუცილებლად ყველაფერი უნდა შემოწმდეს ამისათვის ჩვენ მოგვინდება ნატბეურში გამგზავრება შეიძლება იგი დაბრუნდა, ისევ მოგვიხდება ჩვები ძველი მეგობრის რეზო წიკლაურის შეწუხება.
- რეზო წიკლაური სიამოვნებით დაგვეხმარება ჩვენ და კიდევ აუცილებლად უნდა ავიყვანოთ მხედველობის ქვეშ ყაზარ წყალობიჩი, მიხა ხაპიაშვილის ბაბუა დედის მხრიდან ერთი წლის უკან იგი გაანთავისუფლეს ამინისტიით მაგრამ მგელი ხომ სულ ტყეში იყურება. მიხას შეეძლო თავშესაფრის ნახვა თავის ბაბუასთან.
იმავე დღეს არჩილ ჩოხლელმა და ხუტა გაწერელიამ შეადგინეს ოპერატ იული მოქმდების გემგმა და წარუდგინეს დასამტკიცებლად პოლკოვნიკ ლომაურს.
არჩილ ჩოხლემა გამოიძახა ყაზარ წყალობიჩი...
მოხუცს სამმართველოში შესვლისას შიშისაგან მუხლები უკანკალებდა
- მობრძანდით ყაზარ წყალობიჩ, - ღიმილით შეხვდა მას არჩილი შეიძლება ასე დავიწყება ძველი ნაცნობების!
- ნუთუ კიდევ რაღაც ხუმრობას მიწყობთ? მერე მე რა დავაშავე ასეთი, რომ უწყება გამომიგზავნეთ?
რას, ამბობთ ყაზარ წყალობიჩ, მე იმისათვის არ გამომიძახებიხართ, თქვენ რომ რამეში დაგადანაშაულოთ მინდოდა მომელოცა განთავისუფლება.
- მომილოცოთ? ყაზარმა გაკვირვებისაგან პირი დააღო, ღმერთო ჩემო ნუთუ ეს მართალია?
ნუთუ ჩემს თავს მივცემ ნებას მოვიტყუო? რატომ არ შემოხვედით ჩვენთან,
როცა გაგანთავისუფლეს?
- რას ამბობთ? ეს ნაცნობობა ისე ძვირად დამიჯდა მე, რომ უკანასკნელ სამარემდე არ დაგივიწყებთ თქვენ
- როგორ გავიგო ეს „დამიჯდა“?
- აი როგორ, რომ ოთხი წელი ციხეში, გავატარე არაფერია თუ? მეკითხებით რატომ არ მოვედი:
- როდესაც მესმის სიტყვა მილიცია სხეული მიკანკალებს და ვუცდი საცაა პარა ლიჩი დამარტყავს მეთქი.
- ნუ გეშინიათ ყაზარ წყალობიჩ, ჩვენ უდანაშაულო ხალხს ხელს არ ვახლებთ
- ძვირფასო, 5 წლის უკან თქვენ მე ამ სიმღერას მიმღეროდით მაგრამ...
- რა მაგრამ?
- არ იცით თუ? როგორ შემიძლია დავივიწყო მაშინ რამდენი სტატია მე მომი წყეს, აქ შემოსვლა ავილია გასვლაა ძნელი
- მაგრამ ყველასათვის არა, ყაზარ წყალობიჩ პატიოსანი ადამიანებისათვის აქ შემოსვლა და გასვლა ადვილია.
- ახლა ძვირფასო, ერთი კითხვა მაქვს
- გისმენთ!
- აი თქვენ საგამომძიებლო ორგანო ხართ სწორია?
- დიახ, ეს სამძებრო განყოფილებაა
- არა შენ შეხედე მხოლოდ, კარებში დგას მილიციანერი ისეთი ბიჭი, რომ მას თან საჭიდაოდ სანდრო სანდელაკიც რომ მოსულიყო სამარცხვინო იქნებოდა გვერდზე ლევორველი ჰკიდია ყარაულობს ის თუ რა? თქვენთან აქ პირდაპირ ასე შემოდიან.
- საშვის გარეშე ჩვენთან არ შეიძლება, ასეა საჭირო
- კარებზეც რომ დააწეროთ „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ სულ ერთია ძალითაც ვერ შემომათრევთ აქ.
არჩილმა გაიცინა
ყაზარმა შეხედა მას და გაუხარდა, რომ უფროსი კარ განწყობილებაზე მოიყ ვანა.
- როგორ არის ოჯახობა ძვირაფსო ყაზარ წყალობიჩ? ვიმედოვნებ რომ ჯანმრთ ელად არიან?
- ღმერთის ძალით არა უშავს, შვილიშვილი მარგო გავათხოვე, შვილმა კაპლომ უკვე მოიხადა პატიმრობის ვადა, უკვე გამოვიდა, ეხლა სატვირთოზე მუშაობს უფროსი გოგო, რომელსაც ქმარი მოუკვდა, ეხლა ჩემთან ცხოვრობს, ორი თვის
უკან მეორე შვილიშვილი, მიხა, გამოვიდა ციხიდან მოვიდა ჩვენ გვნახა და შემდეგ სადღაც წავიდა არ ვიცი ამბობდა ქუთაიში უნდა წავიდე ავტო შემკეთებელ ქარხანაში სამუშაოდო...
არჩილ ჩოხელისათვის ესეც საკმარისი იყო მთავარი მან გაიგო, მიხა ხაპიაშვილი დაბრუნდა პატიმრობიდან არჩილმა გადაწყვიტა მოხუცს რომ ეჭვი არ აეღო დაკითხვა შეეწყვიტა აუცილებელი იყო ყაზარ წყალობიჩის სახლი აეყვანათ მეთვალყურეობის ქვეშ.
- მაპატიეთ შეწუხებისათვის, ყაზარ წყალობიჩ, თქვენ თავისუფალი ხართ, შეგ იძლიათ წახვიდეთ
მეორე დილით ხუტა გაწერელია გაემგზავრა ნატბეურში, მან იქ ინახულა ახალგაზრდა, მწყემსი რეზო წიკლაური და შეიტყო რომ მიხა ხაპიაშვილი ნამდვილად ნახეს მთაში რამდენიმე დღე მან გაატარა ცალთვალა ლევან კარაშვილთან, თავის ნათესავთან შემდეგ ლევანმა იგი გააცილა დემეთში აქ ისინი შექეიფიანდნენ, რის შემდეგაც ლევანი დაბრუნდა სოფელში, მიხამ კი მცხეთაში გააგრძელა თარეში შემდეგ იგი ჩაჯდა მატარებელში მაგრამ რომელი მიმართულებით გაეგზავრა ვერ იქნა დადგენილი.
ხუტა გაწერელიამ დაავალა რეზო წიკლაურს თავლყური ედევნებინა ლევანისათვის და ამავე დროს გაეგო გამოჩნდსებიდა მიხა მთაში თუ არა. ეჭვი არ იყო მიხა ხაპიაშვილმა თვითონ მოიტაცა სვეტლანა, ან ყოველ შემთხვევაში იცის როგორ ვითარებაში მოხდა გატაცება.