EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შავი ვარდი თ ა ვ ი VI »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ciracira329

თარიღი: 2020-10-06 15:50:33

შავი ვარდი თ ა ვ ი VI

თ ა ვ ი VI

შავი-ვარდი

მალხაზის მამას, პროფესორ პავლე ნაპირელს, თბილისში გამგზავრების წინ გულმა არ მოუთმინა და ზღვის პირას თავის საყვარელ ადგილისაკენ გაეშურა, ის ლოდი, რომელზედაც ხშირად უყვარდა ჯდომა და განმარტოება, მისი სიყვარულის პირველი მესაიდუმლე იყო, აქვე გაიცნო თავისი მეუღლე ფატიმა და ალბათ ეს გახლდათ მიზეზი, რომ როცა კი ბათუმს ეწვეოდა, არ შეეძლო არ მოენახულებინა იგი, იქიდან არ ემზირა ზღვის უნაპირო სივრცისათვის, ჩამოჯდებოდა თუ არა, მაშინვე იმ კარგი, ახალგაზრდული წარსულის მოგონებებში ჩაიძირებოდა.

წელს ლოდის შორიახლოს პლაჟი მოუწყვიათ და ერთი ჟრიამული იდგა, პავლე ყურადღებას არავის აქცევდა გასცქეროდა ზღვას და ენანებოდა, რომ მას მალე უნდა გამოსთხოვებოდა.

ვინ იცის, როდემდე იქნებოდა ასე გარინდებული, რომ ვიღაც დედაბერი თავს არ დასდგომოდა.

- ბოდიში ასანთი ხომ არ გექნებათ?

პავლემ უკმაყოფილოდ შეხედა მას და გაოცდა.

დედაბერი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა.

- ასანთი გნებავთ? - მცირე ხნის დუმილის შემდეგ თქვა პავლემ და ასანთი გაუწოდა.

ქალმა პაპიროსს მოუკიდა.

- რას შემომცქერით აგრე გაკვირვებით? ვეღარ მიცანით? - ბებრულად ჩაიხითხითა დედაკაცმა და ღრჯოები გამოაჩინა.

ამ კითხვამ პავლე დააბნია მეხსიერებას ჯერჯერობით არ ემდურება.

ამ მაჯლაჯუნას ნუთუ ოდესმე იცნობდა?

- ვერა, ქალბატონო, პირველად დხედავთ.

- კარგად გამოიყურებით, ფერ-ხორცად ძალიან კარგად ხართ. თქვენ მკვდარი მეგონეთ, ალბათ დახვრეტა პატიმრობაზე შეგიცვალეს, გამოიპარეთ თუ სასჯელი მოიხათ? - არ ეშვებოდა დედაბერი.

- ქალბატონო, თქვენ სცდებით, ვინმეს მამსგავსებთ, პასუხისგებაში მიცემული არასოდეს ვყოფილვარ, სინდისისა და კანონის წინაშე მე პირნათელი ვარ.

- მაშ თქვენ ბიუნაკსკში არ გიცხოვრიათ? - ჩააჟინდა ქალი

- სცდებით არა, იქ არასოდეს მიცხოვრია.

- არც მახაჩყალაში ყოფილხართ?

- მხოლოდ გავლით, წინათ, როდესაც შავი ზღვის სანაპიროზე რკინიგზა არ იყო, მოსკოვში გამგზავრება ბაქოზე გავლით გვიხდებოდა

- არ მეგონდა, თუ დეიდა ვერონიკა ასე მალე დაგავიწყდებოდა... რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება, ძველ მეგობრებს მალე ივიწყებენ.

დედაბრის დაჟინებამ პავლე მოთმინებიდან გამოიყვანა ლოდიდან წამოდგა, უნდოდა უკმეხი რამ ეთქვა, მაგრამ დედაბერმა თავი უცნაურად გადაიქნია, მხრები აიჩეჩა და უკან დაბრუნდა.

პავლე კაი ხანს გაჰყურებდა მას, ბოლოს დაასკვნა, რომ ვიღაც შეშლილთან ჰქონდა საქმე, უკმაყოფილოდ მოისრისა შუბლი და რაკი აქაც არ მოასვენეს, სახლისაკენ გასწია, დაფიქრებული დიდხანს დადიოდა ბაღში, თითქმის თავისი ყველა ძველი ნაცნობი გაიხსენა, მარამ ვერავის მიასმსგავსა, ბოლოს გულმა რა მოუთმინა, სახლში შევიდა და მომხდარი ამბავი ცოლს უამბო.

- იცი რა, პავლე, - თქვა ფატიმ, - ეს პირველი შემთხვევა არ არის, უეჭველად შენს ძმას მიგამსგავსეს, ის ქალი ალბათ ერთ-ერთი მისი ამფსონთაგანია.

ძმის გახსენებაზე პავლემ ამოიოხრა/

- ის უბედური, ცოცხალი აღარ არის, მგელი იყო, მგლის ბილიკით დადიოდა და თავი გადააყოლა.

- ყველამ ხომ არ იცის, რომ მკვდარია, იქნება მის ზოგიერთ თანამდგომს ცოცხალი ჰგონიათ?

პავლემ ჩაფიქრდა და მოგვიანებით უპასუხა:

- ალბათ ასეა, ფატი, ალბათ ასეა, ჩემი ნაცნობებიდან ვერავინ გავიხსენე.

ვერონიკა მიდიოდა და ფიქრობდა, ნუთუ ეს კაცი ბანდის ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ ურალოვი არ არის? არა, შეცდომა შეუძლებელია, იგი ვადიმ ურალოვის ყოველ ბეწვსაც კი იცნობდა იცოდა მიხვრა-მოხვრა, თითოეული წვრილმანი მის მანერებში, როგორ შეიძლება ორი ადამიანის ასეთი მსგავსება? ცხადია, ვადიმია, თუმცა, რამდენადაც ახსოვს, ვადიმი ბათუმში არ დადიოდა, სულ სხვაა სოხუმი აი, იქ ჰყვდათ თავისიანი ვიღაც ბერძენი, რომელიც კარგა ხანია დააპატიმრეს... ალბათ გამოქცეულა და აქ, ბათუმში აფარებს თავს.

მაგრამ, თუ გამოპარულია, განა ასე აშკარად გამოჩნდებოდა? იმისთანა ფრთხილი კაცი ნუთუ გაბედავდა მსგავსი წინდაუხედაობის ჩადენას? უარიც რომ განუცხადა ნაცნობობაზე? ბუინაკსკი არ ვიცი, მახაჩყალაში მხოლოდ გავლით ვყოფილვარო, ხომ არ გადაეხვეოდა და არ გადაჰკოცნიდა ყველას თვალწინ?... სხვა ვინმე ხომ არ მიიღო ვადიმ ურალოვად? ვის დაევალოს შემოწმება? დანიელ ბოშა? არა, მისი ბათუმში სააშკარაოდ გამოჩენა არ შეიძლება, ისევ ქარუმას უნდა დაავალოს: ქარუმა ხომ იცნობს ვადიმს, არ შეეშლება, ო, თუკი მართლა ვადიმ ურალოვია ის კაცი, რას გაიხარებს ვერონიკა! აბა, ახლა კი დაუდგება ნანატრი დღეები! ახლა კი გაშლის ფრთებს, თორემ რა საცოდაობაა იმ უბადრუკი დანიელ ბოშასა და დოყლაპია ქარუმას ანაბარა დარჩენა, თუმცა ჰყავს კიდევ ორიოდე წვრილფეხა, მაგრამ ისინი ანგარიშში ჩასათვლელნი არ არიან.

ვერონიკამ მიხა ხაპიაშვილი მოძებნა და ზღვის პირას თავისი შეხვედრის შესახებ ყველაფერი უამბო.

- ქარუმ, ის კაცი შენ უეჭვეკად უნდა ნახო, კარგად დააკვირდი, ნამდვილად ვადიმ ურალოვია თუ არა.

- რას ამბობ, დეიდა ვერონიკა! -გაიკვირვა მიხამ, - რა ხანია მისი ძვლები ცივ მიწაში ჰყრია, განა არ გახსოვთ, გაზეთებში რომ ეწერა, სიკვილი მიუსაჯეს და განაჩენიც სისრულეში მოიყვანესო?

- ბევრ რამეს წერენ გაზეთებში, დანიელ ბოშასაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ თხუთმეტი წლის პატიმრობით შეუცვალეს, გამოიპარა და ახლა არხეინად დასეირნობს

- გეუბნები,, ის არის, ზღვაზე ვნახე პლაჟთან, დიდი ლოდი რომ გდია.

მიხას არა სჯეროდა გერმან ბაზილის მკვდრეთით აღდგომა მაგრამ დედაბრისათვის მის მოძებნაზე უარი მაინც არ უთქვამს.

- დედაბერი მიჰქარავს, - ხელი უკმაყოფილოდ ჩაიქნია და სადგურში კოკი ჟვანიას დასახვედრად წავიდა.

ხუტამ, როგორც კი ვაგონიდან ფეხი ჩამოდგა, მიხამ ანიშნა გაჰყოლოდა, მაგრამ ხუტამ სადგურის რესტორნისაკენ გასწია და მიხაც იძულებული შეიქნა თვითონაც შეჰყოლოდა.

რესტორანში ცოტა ხალხი იყო ხუტამ განმარტოებული მაგიდა აირჩია და მიუჯდა, მიხას სხვა ვარაუდი ჰქონდა, მას უნდოდა, კოკი სანაპიროზე გაეყვანა სასაუბროდ, იქ ვერონიკას შორიდან დაანახვებდა და დედაბერი საბოლოოდ გადაწყვეტდა, როგორ მოქცეოდნენ

- აქ რატომ მოვედით? - უკმაყოფილოდ შეეკითხა მიხა.

- საბანაოდ, - წაიბუზღუნა ხუტამ, - რესტორანში რისთვის შემოვიდოდი? მშია, თუ არ დავწყნარდი, ნაბიჯს ვერ გადავდგამ.

მოსამსახურე ქალმა საჭმელ-სასმელი მოიტანა.

ხუტა გამგელებული იყო, მოკლე ხანში საინები მთლად მოასუფთავა

არც მიხას გამოუჩენია ნაკლები მადა და ზედაც რამდენიმე ჭიქა არაყი დააყოლა.

- რატომ დაიფვიანე?

- გზადაგზა, მატარებელში ვმუშაობდი, რიონამდე გავყევი, შემდეგ კი აქეთ გამოვწიე, - თქვა ხუტამ და თეფშიდან ხორცის მოზრდილი ნაჭერი დაითრია.

- გააკეთე მაინც რამე?

- საკმარისად, მაგრამ ქარის მოტანილი ქარსვე მიაქვს, -სულ შემომეხარჯა. აქ ხელი თუ არ მოვითბე, გამიჭირდება შენ რას საქმიანობ.

- რას უნდა ვსაქმიანობდე, ნავსადგურზე ერთი უცხოური გემი ჩამოდგა და ორი მეზღვაურის გაფცქვნა მოვახერხე.

- ყოჩაღ, - მოუწონა ხუტამ, - დეიდა ვერონიკამ რა გითხრა ჩემზე?

- დეიდა ვერ ვნახე, ვიდრე მე აქ ჩამოვიდოდი, აქედან წასულა, ალბათ სოხუმში წავიდა ჩემს საძებნელად.

- დანიელ ბოშა?

- არც ის სჩანს, დეიდა ვერონიკას თუ გაჰყვა, ნუ გეფიქრება, მალე გამოჩნდებ იან

ხუტა გაწერელია დარწმუნებული იყო, რომ ვერონიკაც და დანიელ ბოშაც აქვე იყვნენ, ბებერი ტარტაროზი თავის ინკოგნიტოს მანამდე დაიცავდა, ვიდრე შორიდან არ ნახავდა შეუმჩნევლად

- სამწუხაროა, - სინანულით თქვა, მიმტან ქალს დანახარჯი გადაუხდა.

- რაღას უყურებ, წავიდეთ, - დააჩქარა მიხამ.

- დამაცა, წასვლას მოვასწრებთ, ერთი შეხედე იმ დოყლაპიას, - ხუტამ მეორე მაგიდასთან მჯდარ შუახნის მამაკაცზე ანიშნა, რომელიც მატარებლის მოლოდინში გაზეთს კითხულობდა

- მერე რა?

- ვერა ხედავ, ვიღაც საქმოსანი ჩანს, დარწმუნებული ვარ, ის ჩემოდანი ბურბუშ ელით არ არის გატენილი, უნდა ავწაპნოთ.

- თავი დაანებე, ხალხი ირევა კიდევ არ ჩავარდე, - ურჩია მიხამ.

- ფიქრი ნუ გაქვს, ვერას გაიგებს, გაზეთის კითხვით არის გართული.

ხუტამ წამოდგა, უცნობს ჩაუარა და ჩემოდანი ოსტატურად ააცალა. ჩემოდნის პატრონმა სამიოდე წუთის შემდეგ გაზეთი დაკეცა და ადგილზე ჩემოდანი რომ ვერ ნახა, თვალების ცეცება დაიწყო.

ხუტა უკვე კარებში გადიოდა.

დამკარგავი უცებ წამოხტა, თვალი მოჰკრა ქურდს და გამოედევნა.

ხუტამ ჩემოდანი დააგდო და გაქცევა დააპირა, მაგრამ ჩემოდნის პატრონმა მოასწრო მისი ჩაბღუჯვა ყვირილზე და აურზაურზე ორი ზორბა მილიციელი გამოჩნდა, ჩემოდნის ქურდი დააკავეს და საგურის სამილიციო პუნქტში წაიყვანეს „დაზარალებული“ ჩემოდნით ხელში წყევლა-კრულვით მისდევდა უკან.

მიხამ ხალხსი შეერია და გაუჩინარდა.

ხაპიაშვილმა ვერონიკას ყველაფერი უამბო დედაბერმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.

- დაეხსენ, შვილი, ვიღაც ბედოვლათი ჩანს, სოხუმში დაიჭირეს, ბათუმში დაიჭირეს ეტყობა, არაფრის გამკეთებელია, არ გამოგვადგება, ვადიმს მაგისთანა დოყლაპიები არ უყვადა.

- ის ხომ ჩვენს ნიშანს ატარებს და თქვენც გიცნობთ?

- ვინმე ჩვენთაგანი იქნებოდა მაგასთან პატიმრობაში ვარდიც ალბათ იმან დაუხატა და გემზედაც უამბო, ახლა კი თავი მოაქვს ჩვენი ნაცნობობით ზოგჯერ კი ვფიქრობ ეს აფხაზი ჩაჩბა ხომ არ არის მეთქი, ვადიმი რომ გათოკა და ჩვენც ასე დაგვანიავა? ფრთხილად უნდა ვიყოთ, შვილო, ქალაქში აგრერიგად ნუ გამოვჩნდებით აქედან წავიდოდი, მაგრამ ვიდრე იმ გობიოს, იმ ეშმაკის ნასხლეტს ბოლოს არ მოვუღებ, აქედა არ დავიძვრები.

- კარგი და სად ვეძიოთ? რომ არ ვიცით სად არის?

- შორს არსად წავიდოდა, ახლომახლო ეგდება სადმე

- იცი რას გეტყვი? - მცირე ფიქრის შემდეგ თქვა ვერონიკამ, - ის ახალგაზრდა უნდა ვიპოვოთ, რომელმაც დახრჩობას გადაარჩინა. გაზეთებში დაწვრილებით ეწერა, ვინც არის გარდა ამისა, შენც გყავს ნანახი და რომ შეგხვდეს, იცნობ.

- ვერაფერი გავიგე, - წაიბუზღუნა მიხამ, - იმ ბიჭს დაეძებ თუ გოგოს?

- თუ გოგო საავადმყოფოდან გაიპარა, შეიძლება თავს იმ ბიჭთან აფარებდეს, ხოლო თუ იქ არ მივიდა, ბიჭი აუცილებლად გაიგებდა მის გაპარვას და ძებნას დაუწყებს გოგო თვალადია, ბიჭი ახალგაზრდა, ერთმანეთს აუცილებლად იპოვნიან.

- მართლაც, რომ ჭკუის კოლოფი ხარ, დეიდა ვერა, გაუხარდა მიხას, - იმ გოგოს მხოლოდ ასე თუ ვიპოვით,

- გააფრთხილე დანიელიც, მზად იყოს დასახმარებლად, ვინ იცის, როგორ გაგვიჭირდეს წადი ფოთში და საავადმყოფოს ახლომახლო იტრიალე ის ახალგაზრდა საავადმყოფოს საშუალებით თუ მიაგნებს გოგოს, ეცადე, ისე

მოაწყო საქმე რომ მანქანა შესთავაზო, მხოლოდ დაიხსომე, სხვა მანქანა უნდა

ვიშოვოთ, ამ საქმეში ჩვენი არ გამოგვადგება.

- სხვა მანქანას სად ვიშოვით?

- მე გეტყვი სად აქ, ახლოს, ერთი აგრონომი ცხოვრობს ეზოში გარაჟი აქვს, შიგ საკუთარი მანქანა უყენია თვითონ ცოლ-შვილით სააგარაკოდ არის წასული და მალე დაბრუნდება მის ბინაში მოხუცი დედაბერია, სახლიდან იშვიათად გამოდის, მანქანა ისე უნდა გავაპაროთ, ვერავინ გაიგოს შემდეგ კი, როცა საჭირო აღარ იქნება, ისევ დავაბრუნებთ გარაჟში, ვინ რას მიხვდება? ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე ეჭვს ვერავი მიიტანს.

- კარგი აზრია, - მოუწონა მიხამ, - მაგრამ ვადიმ ურალოვზე რომ მითხარი, რა ვქნა?

- შენ ის გოგო მოძებნე, ვადიმ ურალოვი არსად გაგვექცევა. მე კიდევ აუვლ-ჩამ ოუვლი და თუკი ის არის, უთუოდ გამომეცნაურება

ვერონიკას ვარაუდი გამართლდა, მალხაზმა მამა დაიყოლია და თბილისში გამგაზვრება რამდენიმე დღით გადაადებინა, ფოტს წავიდა ლიდა საბინას ამბის გასაგებად. არცილ ჩოხელისაგან იცოდა, რომ ზღვაში ქალიშვილი თვითონ კი არა გადავარდა, არამედ გადააგმეს, მალხაზს თავში ათასგვარი ფიქრი უტრიალებდა: ვინ გადააგდო? რატომ? როგორ გაიპარა? სად არის? კიდევ რაიმე საფრთხე ხომ არ მოელის? როდესაც საფრთხე გაახსენდებოდა, მისი ვაჟკაცური ბუნება ზღვავდებოდა და სურდა, კვლავ რამეში გამოდგომოდა ამ საბრალო, მარტოსულ გოგოს.

ფოთის საავადმყოფოში ვერაფერი გაიგო, ვინ არ ინახულა, მაგრამ ლიდას ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.

ის იყო, გუკდაწყვეტილი უკანვე უნდა გამობრუნებულიყო, რომ ვიღაც ხნიერმა ქალმა გააჩერა.

- შვილო, თქვენ მალხაზ ნაპირელი ხომ არ ბრძანდებით?

- დიახ, მე გახლავართ, რატომ მეკითხებით?

- ის ბიჭი, საწყალი გოგო რომ გადაარჩინა?

- დიახ, დიახ! თქვენ მე მიცნობთ?

- მხოლოდ გაზეთებით, სურათით გიცანით, - ქალმა ჯიბიდან დაკეცილი გაზეთი ამოიღო, გაშალა და იქ დახატული მომღიმარი ჭაბუკის სახეს ერთხელ კიდევ დააკვირდა.

- ჩემი სურათია, დეიდა, არ ტყუვდებით ის გოგო კი...

- იმ გოგოს ამბავს მე გეტვი, შვილო წამოდი ჩემთან

ქალმა მალხაზი თავის ბინაზე წაიყვანა, რომელიც იქვე, საავადმყოფოს ეზოში იყო. ვაჟი გაოცებული მისდევდა უკან. მალხაზი პატარა, კოპწიად მორთულ ოთახში შევიდა და სკამზე ჩამოჯდა.

- ნამგზავრი ხარ, შვილო პური გეშიება.

- არა, დეიდა, არაფერი მინდა, ლიდას ამბავი მიამბეთ

- კარგი, გიამბობთ, დიდი ხანია, რაც ამ საავადმყოფოში სანიტრად ვმუშაობ, ჩემს ხელში ბევრ ავადმყოფს გაუვლია და ლიდაც ერთი მათგანი იყო. უცნაურად იქცეოდა, რაღაც დიდი ვარამი აწუხებდა ყველას ეჭვის თვალით შესცქეროდა, ეშინოდა, არავის ენდობოდა. მივხვდი, ერთი უთვისტომო ვინმე უნდა ყოფილიყო, შემეცოდა, დედასავით მივეფერე.

ერთხელაც ადგა, მკერზე მომეკრა და ტირილით მიამბო თავისი თავგადასავალი. საბრალო, თურმე დასასვენებლად გაეგზავნათ სანატორი უმში, გზაში ვიღაცეებს გაეტაცნათ, ბერვი ეწვალებინათ, მერე მოეხერხებინა მათგან თავის დაღწევა. გაქცეულა და გემზე ასულა. გამტაცებელი იქაც მიჰყოლია და ღამე ზღვაში გადაუგდია. „ერთმა კეთილმა ახალგაზრდამ თავი გასწირა და სიკვდილისაგან მიხსნაო“. პროკურატურიდან ხშირად აკითხავ დნენ, არც იმათ გაუმხილა რამე, ეშინოდა, პოლიციას არ ჩავარდნოდა ხელში, ბანდისა უარესი შიში ჰქონდა, - აუცილებლად მომკლავენო, ყველგად მდევარი ელანდებოდა. ერთადერთი მე ვიყავი ვისაც გამენდო, შემეცოდა და გავაპარე, იმხანად ჩემთან ჩემი ძმისწული, ცნობილი მეჩაიე სოციალისტური შრომის გმირი ფაცია ჟუჟუნავა იყო ჩამოსული, როდესაც ლიდას ამბავი ვუამბე, ბევრი იტირა, მითხრა: მე წავიყვან და ჩემთან იქნებაო, ეს აზრი ლიდასაც ვუთხარი, საწყალმა გაიხარა, შავი დღისათვის შენახული ცოტაოდენი ფულიც მქონდა, ჩუმად ჩავუდე ჯიბეში, წასვლის წინ შემევედრა, არავისათვის გამემხილა მისი ადგილსამყოფელი. ისე წავიდნენ, ჩემ გარდა კაციშვილს არ გაუგია, ახლა მხოლოდ მე და ფაციამ ვიცით, სად არის ლიდა.

- აკი ჩემსთვისაც აპირებდით თქმას?

- გეტყვი, გენაცვალე - ჩაქვის საბჭოთა მეურნეობაშია ფაციასთან, გინდა წერილს გაგატან.

- არა მგონია, დამჭირდეს, ლიდა, როგორც კი დამინახავს, მაშინვე მიცნობს.

მალხაზი უკან დაბრუნდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ ჩაქვში მივიდოდა და სვეტლანას მონახავდა, აბა, საინდან წარმოიდგენდა, რომ ფოთშიც და ფოთი დან ჩაქვამდე მიხა ხაპიაშვილი მანქანით დასდევდა და უთვალთვალთვალე ბდა? მანქანაში მას დანიელ ბოშა ეჯდა,

მახლაზმა ადვილად იპოვა ფაცია ჟუჟუნავას სახლი. სვეტლანას მეტი შინ არავინ იყო, ოჯახის წევრები ჩაის საკრეფად წასულიყვნენ, სვეტლანა ვახშამს ამზადება. ქალიშვილისათვის სრულიად მოულოდნელი იყო მალხაზის გამოჩენა, მაშინვე იცნო თავისი მხსნელი, სახე წამოენთო, დაიბნა არ ელოდა თუ მოძებნიდა, ეგნოა უკვე მიავიწყდა ის დღეც და საბრალო ქალიც.

სვეტლანა მზად იყო გადახვეოდა ბიჭს და გადაეკოცნა მაგრამ თავი შეიკავა, თუმცა მის მზერაში იმდენი პატივისცემა და სიყვარული გამოსჭვიოდა, რომ ვაჟმა დაიმორცხვა.

- საიდან, როგორ მომაგენით? - წაიჩურჩულა ქალმა

- როგორც ხედავთ, მოგაგენით, - გათამამდა ვაჟი, როცა ქალის ხმა გაიგონა, - განა იმ ღამის დავიწყება შეიძლება?

შეცბუნებულ გოგოს კრიჭა შეეკრა. რამდენი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ენა ვერ დაეძრა. კარგა ხანს იყო ასე და მერე ძლივს ამოღერღა:

- ო, რა მადლობელი ვარ თქვენი, რა მადლობელი...

- ძვირფასო ლიდა, მადლობა საჭირო არ არის, მე მხოლოდ იმიტომ მოგძებნეთ, რომ გამეგო, ხომ არაფერი გაწუხებთ, ხომ არაფერი გჭირდებათ. ჩვენ ამ დღეებში თბილისში ვაპირებთ გამგაზვერებას, თუ მოისურვებთ წამოსვლას წაგიყვანთ.

თბილისის ხსენებაზე ქალს გული აუთრთოლდა თუ კი თბილისში მოხვდება, იქიდან ადვილია მამიდასთან გამგზავრება ვინ იცის, ახლა თვითონ მამიდაც რა დღეშია, ქვეყანა შეიყარა და ალბათ ისიც გაიგებდა მის დაკარგავს.

- მე ლიდა არა ვარ.

- ლიდა არა ხართ? - გაოცდა მალხაზი, - როგორ თუ ლიდა არა ხართ?

- სვეტლანა გრიეკო ვარ.

- აკი ლიდა ვარო, განა გემზე ასე არ მითხარით?

- მაგ სახელისა და გვარის მეგობარი ქალი მყავს, ჩვენთან მუშაობს საბჭოთა მეურნეობაში

- რომელ საბჭოთა მეურნეობაში?

- დმანისი თუ გაგიგიათ, იქ მთებში, ეს სახელი იმიტომ დავირქვი, რომ მტრები მომდევდნენ და მინდოდა გზა-კვალი ამებნია, თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს, მე იქ მამიდასთან ვცხოვრობ, ლარისა გრიეკოსთან, ცნობილი მწველავია. მთელ რაიონში იცნობენ. მე სანატორიუმში მივდიოდი, გზაში ამედევნენ და გამიტაცეს, გამოვიქეცი და გემზე ავედი, იქაც ამომყვნენ და ზღვაში გადამა გდეს.

- იცით ვინ იყო თქვენი გამწირავი? იცნობთ?

- სახით ვიცნობ.

- კარგი, დამშვიდდი, სვეტლანა, ნუ გეშინია, ის ნადირი მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა. მიწაშიც რომ ჩაძვრეს, ვიპოვით და სასჯელს მივაზღვევთ, ოღონდ ნუღარ წუხარ, ნურც გეშინია, ხვალ კიდევ მოვალ და თუ თბილისში წამოსვლას გადაწყვეტთ, წაგიყვანთ, ნურაფრისა ნუ გეფიქრებათ. ისე მიგიყვანთ თქვენ მამიდასთან, ცივ ნიავს არ მოგაკარებთ, ნახვამდის, სვეტლანა.

ვაჟი დაემშვიდობა, ქალმა ხელი დაუჭირა და დიდხანს, დიდხანს აღარ გაუშვა, თვალებზე ცრემლები მოადგა, ასე მალე დაშორება ენანებოდა, გული სწყდებოდა, ბოლოს ქალმა, თვითონაც არ იცოდა, როგორ მკერდზე მიეკრა ვაჟს, თავი მხარზე მიადო და უხმოდ აქვითინდა.

მალხაზი შეკრთა. ათრთოლდა ჭაბუკის გული, სურდა თვითონაც მოხვე ოდა, თვითონაც მკერდზე მიეკრა ძვირფასი ქალი, მაგრამ სურვილი დაიოკა, თმებზე ნაზად გადაუსვ ხელი და მღელვარებით თქვა:

- კარგად მენახე, სვეტლანა, მელოდე, აუცილბლად მოვალ და წაგიყვან.

გოგომ ბიჭი ჭიშკრამდე გამოაცილა და იქ ერთხელ კიდევ დამშვიდობა, მალხაზის წასვლის შემდეგ ქალიშვილი ერთხანს ისევ ჭიშკართან იდგა და მის გზას გაჰყურებდა, შემდეგ ოთახში შემობრუნდა და დიდხანს იდგა იქ, სადაც ვაჟს ესაუბრებოდა.

სამზარეულოდან შიშინის ხმა მოისმა, მხოლოდ ახლა გაახსენდა სვეტლანას, რომ ვახშიმს მომზადება გქონდა დავალებული, ბედზე მიუსწრო, ქვაბიდან ადუღებული წვნიანი გადმოდიოდა. ვახშმის მზადებაში გაერთო, მარამ საქმე მაინც არ გამოსდიოდა. თვაწინ სულ ის ბიჭი ედგა.

მალხაზის წასვლის შემდეგ ერთ საათს არც კი გაევლო, რომ ვიღაც უცნობი მამაკაცი მოადგა ფაცია ჟუჟუნავას ბინას და ლიდია საბინა იკითხა, სვეტლანა გულის ფანქალით მივიდა ფანჯარასთან, კარი არ გაუღია, პირდაპირ ფანჯრიდან ჰკითხა, ვინ იყო და რაში სჭირდებოდა ლიდია საბინა.

- მე საავადმყოფოდან ვარ, - თქვა უცნობმა, - თუ ლიდა საბნა თქვენ ბრძანდებით, მაში თქვენთან ვარ გამოგზავნილი, ოცი წუთის წინ ჩენთან ახალგაზრდა ჭაბუკი მოიყვანეს, ავტომანქანა დასჯახებია, როგორც კი გონს მოვიდა, თქვენი სახელი ახსენა

- ვინ არის? - შეჰკივლა ქალმა

- მალხაზ ნაპირელი, - უპასუხა უნობმა, - სამი ნეკნი აქვს ჩამტვრეული. მთხოვა, თქვენთვის მეცნობებინა, ხომ არ ინებებთ და წამოხვალთ? მე მანქანით ვარ.

ქალიშვილს თავზარი დაეცა. ერთხანს გაშეშებული იდგა, მერე კი სამზარეუ ლოში შევარდა, ცეცხლი ჩააქრო, გამოვარა გარეთ და კარები ჩაკეტა.

- ჩქარა, ჩქარა, წავიდეთ! იქნებ ცოცხალს მიუსწროთ!

სვეტლანა გაგიჟებული გამოვარდა ქუჩაში აბის გამოცვლაც კი არ გახსენებია. ჭიშკართან „პობედა“ იდგა სვეტლანამ სასწრაფოდ გააღო მნანის კარი და შიგ შევარდაუცნობი მანქანის საჭეს მიუჯდა.

ხუთიოდე წუთის შემდეგ მანქანა სადღაც უკაცრიელ ადგილას შედგა კაცი უცაბედად შემოტრიალდა ქალისაკენ, ყელში სწვდა, პირში ჩვარი ჩასჩარა, ქალმა გაიბრძოლა, მაგრამ სუსტი გოგო რას გახდებოდა ვეშაპივუთ კაცთან.

მანქანის კარი ერთხელ კიდევ გააიღო და მიხა ხაპიაშვილიმა შიგ თავი შეჰყო.

ქალი შეკრთა.

მიხამ ჯიბიდან ბინის გასღები ამოართვა

- ახლა გასწი და პირდაპირ იმ ჯადოქართან წაიყვანე, - უბრძანა უცნობს. თვი თონ უკანვე შემობრუნდა, გააღო ფაცია ჟუჟუნავას ბინის კარი და მოასუფთავა.

საღამოს, როდესაც ფაცია და მისი ოჯახის წევრები პლანტაციიდან დაბრუნდნენ, ელდა ეცათ, მათთან შეხიზნული ლიდა საბინა არსად ჩანდა და ბინაც გაქურდული დახვდათ, ფაციამ ყველაფერი გადააქოთა წაღებული იყო ფული, ძვირფასეულობა და მისი საამაყო სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი, საბრალო ქალს გულს შემოეყარა.

- ჩქარა, ჩქარა, მილიციაში! - შეჰკივლა მან.

ფაციას ქმარი სასწრაფოდ მილიციაში წავიდა, მოვიდა უბნის რწმუნებული და დათვალიერებას შეუდგა.ფაციას ოჯახის წევრებს იქაურობა ისე აერდაერიათ, რომ ყოველგვარი კვალი წაეშალათ უბნის რწმუნებულის საყვედურზე ქალმა ნწარედ ამოიკვნესა და ცრემლები გადმოყარა

- რა კვალი, რის კვალი! კვალიც ვიცი და ქურდიც! ის ვიღაც გომბიო რომ შემოვიხიზნე, იმან გამქურდა. ვინ წწარმოიდგენდა ამას? ისეთი უწყინარის, მიამიტის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ხედავთ, რა მიყო? სხვას არას ვჩივი, ოქროს ვარსკვლავია წაღებული. თაი მაქვს მოსაკლავი თავი!

- გულს ნუ გაიტეხთ, ყველაფერი მოიძებნება, ის ქალი შორს ვერსად წაგვივა,

- ამშვიდებდა დიასახლისს მილიციის უბნის რწმუნებული.

ჭიშკართან ავტომანქანა მოგრიალდა, იქიდან არჩილ ჩოხელი და ჯემალ ქედელიძე გადმოვიდნენ.

- ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო, ეს იყო, ახლა მაცნობეს, რომ სოციალის

ტური შრომის გმირის, ფაცია ჟუჟუნავასბინა გაუქურდავს მასთან დროებით შეხიზნულ ვინმე ლიდია საბინას, წაღებულია ძვირფასეულობა და მათ შორის ოქროს ვარსვლავი, - მოახსენა უბნის რწმუნებულმა

- სად არის ამჟამად საბინა? იკითხა ჯემალმა

- მიმალულია, ეს-ეს იყო ვაპირებდი თქვენთან დარეკვას

- ხედავ ჯემალ აქაც დაგვასწრეს, - ჩაილაპარაკა არჩილმა და ბინის დათვალიე რებას შეუდგა.

ეზოში სხვათა ნასიარულევში არცილმა დიდი ზომის კვალი შეამცნია. ეტყობოდა, რომ დამტოვებელს ორივე ფეხსაცმლის ქუსლები მოღრეცილი და ცალმხრივ ნაცვეთი ჰქონდა, არჩილი დაიხარა და ზომა აიღო ტერფების ნადგამი ირიბი იყო ნაკვალევი ქუჩაშიგადიოდა, სადაც მსუბუქი ავტომანქანის საბურავების ნავალი კარგად ემჩნეოდა. არჩილი მიჰყვა საბურავების კვალს, მაგრამ კვალი მალე ქუჩის მტვერში გაითქვიფა მაინც მოახერხეს და დაადგინეს: მაქანა „პობედის“ მარკისა ყოფილა, მარცხენა საბურავი ახალთ ახალი ჰქონია, ხოლო მარჯვენა საკმაოდ გაცვეთილი, იქვე ჭიშკართან, სადაც მანქანა გაეჩერებინათ, არჩილმა გაზეთის ქაღალსში გახვეული წეკოს ნამწვავი იპოვა, ფრთხილას აიღო, სუფთა ქაღალდში შეახვია და შეინახა.

ვიდრე არჩილი კვალს დაეძებდა ჯემალმა მეზობლებს შეუარა, მაგრამ ფაციას მეზობლები დღისით ჩაის პლანტაციებში იყვნენ და მხოლოდ ერთ მოხუც ქალს შეენიშნა ნაცრისფერი მანქანა, რომელიც ფაციას ჭიშკართან გაჩერდა.

- ამხანაგო, - მიმართა დაზარალებულმა, არჩილს მითხარით მაინც მოიძებნება თუ არა ჩემი ნივთები? არაფერს არ ვჩივი, ჩემი სადარდელი ოქროს ვარსკვლ ავია.

- წინასწარ აბა რა გითხრათ? - უპასუხა არჩილმა, - მე მგონია ალე ყველაფერს ვიპოვით და არც ქურდები წაგვილვლენ შორს

არჩილი და ჯემალი გამოემშვიდობნენ და წავიდნენ.

- მე მაინც ერთი რამ მაკვირვებს, - თქვა ჯემალმა, - თუ სვეტლანა ხელახლა გაიტაცეს და ბინის ქურდობაც იმ მოსაზრებით მოაწყვეს, რომ ეჭვი საბრალო გოგონაზე მიგვეტანა ამას მხოლოდ მიხა და ვერონიკა ჩაიდენდნენ, მაგრამ როგორ მიაგნეს?

მალხაზის საშუალებით, ალბატ უკან დასდევდნენ და იმ გულუბრყვილო ბიჭმა ბოროტმოქმედები უნებურად მიაყენა კარზე სვეტლანას, დაგვასწრეს იმ ძაღებმა, ერთი რამ მაინც გასაკვირია, როგორ გაიტაცეს, როცა გოგო კარგად იცნობს მიხასაც და ვერონიკასაც, სვეტლანა არავითარ შემთხვევაში ნებით არ გამოჰყვებოდა, გაუძალიანდებოდა და ისინიც ძალას იხმარდნენ. არ შეიძლება ძალმომრეობის რაიმე კვალი არ იყის დარჩენილი. ვფიქრობ, რომ მესამე პირია ჩარეული, რომელსაც სვეტლანა არ იცნობს.

- მესამე ვირაა? ეს ნაძაღლარები რომ ორნიღა დაეთრევიან?

- ხუტამ გამოარკვია, რომ დანიელ ბოსა - ნალდონატოც გამოქცეულა და აქ იმა ლება, დანიელი მათი ბანდის ძველი წევრია.

- იქნებ აქაც ჰყავთ ვინმე გადაბირებული?

  1.  

 შეიძლება, მაგრამ არა მგონია, ვერონიკა ყველას ენდოს.

მილიცის სამმართველოში მატ ხუტა გაწერელია დახვდათ. ხუტამ ივაჟკაცა და როდესაც ვერონიკა სანაპიროზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა იმ იმედით, რომ აქ ვადიმ ურალოვს შეხვდებოდა, უკან აედევნა, ბებერმა ძუ მგელმა შეამცნია მოტვალტვალე და მასსი ბუინასკელი ჩაჩბა შიცნო, სცადა, გზა კვალი აერია, მაგრამ ხუტამ იმარჯვა და დაადგინა, სად მივიდა იგი.

ხუტამიცოდა , რომ ჩოხეკმა სვეტლანას ადგილსამყოფელი იპოვ და ელოდა, რომ ქალს თან ჩამოიყვანდა, მაგრამ, როდესაც არჩილმა უამბო, რომ გაიტაცეს ხელახლა საბრალო, ელდა ეცა, ვერ წარმოიდგენდა, თუ ვერონიკა მიაგნებდა და კვლავ ხელში ჩაიგდება.

- ამ წუთში წავიდეთ, მე უკვე ვიცი , სად აფარებს თავს ის როსკიპი.

- ეგ საქმეს არ შველის, - თქვა არჩილმა, - სვეტლანას იქ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანდნენ. იცით, რა ამხანაგო, ჯემალ, ახლავე უნდა დაავალოთ უბნის რწმუნებულს, შეამოწმოს იმ ბებერი ალქაჯის ბინა. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ სვეტლანას ძებნა, მათ ხომ მისი სიკვდილი გადაწყვეტილი აქვთ, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ქალმა ბევრი რ<