EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შავი ვარდი XIII თ ა ვ ი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: ciracira329

თარიღი: 2020-10-06 15:56:08

შავი ვარდი XIII თ ა ვ ი

თ ა ვ ი XIII

შავი-ვარდი

     კაპლო და მიხა დასახლების ბოლოში შეხვდნენ ვერონიკას. მათ დაწვრილე ბით დაათვალიერეს იქაურობა და რომ ნახეს, კაცის ჭაჭანება არ იყო, გულდამშ ვიდებულნი გაუდგნენ გზას.

ვერონიკას ეშინოდა, მდევარი არ დასდევნებოდა. ერთი სული ჰქონდა, ვიდრე ნავს მიაღწევდნენ, რომ ზღვის პირას მომლოდინე მოხუცი მეზღვაური „აგარაკზე“ მისულიყო, სვეტლანა შეეკრა, იატაკზე დაეგდო და სახლისათვის ცეცხლი წაეკიდებინა, მერე ვანდა წამოეყვანა და ნავთან მისულიყო.

- ვანდა, მოემზადე წასასვლელად.

- მივდივართ?

- ჰო უნდა წავიდეთ, - უთხრა კაპლომ.

- სად არის სვეტლანა?

- შენი საქმე არ არის. აბა გავიქცეთ, ჩქარა!

ვანდას ცეცხლის ტკაცატკუცი მოესმა კარებს ეცა, მაგრამ დაკეტილი დახვდა, სახლს ფანჯრები დარკინული ჰქონდა.

- მხეცო ნადირო, ჩქარა მომეცი გასაღები, ცოცხალი ადამიანის დაწვას აპირებ?

- მე კი არა, დეიდა ვერონიკა აპირებს, - თავი იმართლა კაპლომ. - აბა მოდიხარ თუ არა?

- სად უნდა წამოვიდე? ჩქარა, გასაღები მეთქი!

- არ წამოხვალ და ჯანდაბას შენი თავი, - კალპო სწრაფად გაემართა ჭიშკრისა კენ. ვანდა გამოუდა და ებდღვნა, მამაკაცმა ხელის კვრით მოიშორა და ბებუთი იძრო:

- არ მომეშვები? - დაიძახა კაპლომ და ქალს ბებუთი მკერდში ჩასცა.

მანქანის საყვირის ხმამ შეაკრთო ავაზაკი. საფრთხე იგრძნო და ზღვისაკე გაიქცა. ხუტამ შორიდან დაინახა ცეცხლმოკიდებული სახლი, იქ საშინელი ტრაგედია ტრიალებდა, მანქანიდან გადმოხტა და მძიმედ დაჭრილ ქალს თავზე დაადგა.

- კოკი უშველეთ, სვეტლანა იწვის აგერ გარბის ავაზაკი ქალს გული წაუვიდა.

ხუტა თანამშრომლებთან ერთად ცეცხლის ალში გახვეულ სახლთან მიიჭრა, კარები გამოკეტილი იყო, ხუტა ეცა ღობეს მოაძრო ვეება მარგილი და კარს აძგერა, როგორც იქნა, კარი შეიმტვრა. ოთახიდან გავარვარებული ალი გამოი ჭრა. ფიქრის დრო აღარ იყო, ხუტამ ჭიდან კასრით წყალი ამოზიდა, ზედ გადა ივლო და ალმოდებულ სახლში შეიჭრა.

კაპლოს კაპიტანი კონცელიძე დაედევნა.

დროზე მიუსწრო ხუტამ, ცეცხლმოკიდებული ქალი მხარზე შეიგდო და კარისაკე გაექანა, როდესაც ხუტა გაწერელია ცეცხლმოდებულ ოთახში შეიჭრა, ეზოში კიდევ ერთი ავტომანქანა მოგრიალდა, იქიდან სასწრრაფოდ გადმოვი დნენ მილიციის უფროსი არჩილ ჩოხელი, ჯემალ ქედელიძე და ორი თანამშრო მელი. ხუტას მეწყვილემ თქვა, რომ ოთახში ქალის გადასარჩენად ხუტა შევიდა, კონცელიძე კი ბანდიტს გამოუდგა.

არჩილ ჩოხელი და ჯემალ ქედელიძე გაიქცნენ კონცელიძის მისახმარებ ლად.

ოთახიდან გამოსულ ხუტას მილიციის უფროსი დაუხვდა. გულწასული ქალი სასწრაფოდ გადასცა მას და თვითონ მიწაზე კოტრიალი დაიწყო. ტანსაცმელზე მოდებული ცეცხლის ჩასაქრობად, მილიციის უფროსმა ქალი ბრეზენტის საწვიმარში გაახვია, ხუტას დროზე მიესწრო მისთვის, მხოლოდ ფეხზე მოსწვდენოდა ალი. თვითონ გადამრჩენელი უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და სწუხდა რომ არჩილ ჩოხელის მისახმარებლად ვერ გაიქცე ოდა.

მილიციის უფროსმა მოსვლისთანავე შეუხვია ჭრილობა მძიმედ დაჭრილ ვანდას. სასწრაფოდ გაგზავნა ავტომანქანებით ქობულეთის საავადმყოფოში, თან თანამშრომელი გააყოლა. ვანდას წამყვანი მალე დაბრუნდა უკანვე, თან სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმი წამოეყვანა.

ქალი გვიან მოვიდა გონზე.

- როგორ ხართ, სვეტლანა, როგორ გრძნობთ თავს? - მოესმა ხმა მიხვდა, თავზე ვიღაც ადგა, უცნობს სახე და ხელები ბინტით ისე ჰქონდა შეხვეული, რომ მხოლოდ თვალები უჩანდა.

- ლაპარაკს თავი დაანებთ, თქვენთვის ახლა სრული სიწყნარეა საჭირო,

- გააფრთხილა ექიმმა ხუტა და ქალს მიაშურა,

შორიდან გასროლის ხმა მოისმა.

მილიციის უფროსი უმალ შებრუნდა, თან ერთი თანამშრომელი გაიყოლა და ხმის მიმართულებით გაიქცა.

როდესაც კაპიტანი კონცელიძე მიხვდა, რომ გაქცეულ კაპლოს ვერ დაეწეოდა, დამბაჩა იძრო.

- შესდექი, თორემ გესვრი! - და მართლა ესროლა.

ტყვიამ კაპლოს თავზე გადაუარა. იგი მიხვდა, რომ მეორე ტყვია აღარ „მოტყუვდებოდა“, შეჩერდა და მდევარს თვალი გაუშტერა.

- ასწიე ხელები! - კვლავ შეუძახა კონცელიძემ.

კონცელიძე ბანდიტს მიუახლოვდა.

უეცრად კაპლომ ბებუთი იძრო და კაპიტანს მუცელში გაუყარა. კონცელიძემ მძიმედ ამოიგმინა, ხელები მუცელზე იტაცა და ჩაიჩოქა.

კაპლოს ხელახლა უნდოდა დანის ხმარება, მაგრამ ძახილი მოესმა და ზღვის კენ გაიქცა.

მიხა შორიდან უმზერდა ამ გაწამაწიას. მიხვდა, რომ ვიდრე რამდენიმე ნახტომს გააკეთებდა, არჩილი წამოეწეოდა, სასწრაფოდ იძრო დამბაჩა და მდევარს ესროლა და დისწულმა თავისი დედის ძმა ქვიშაზე გააგორა.

მიხამ დაინახა თავისი მარცხი, მაგრამ სინანულის დრო აღარ იყო, არჩილი გაშმაგებული მორბოდა ნავისაკენ. ყოველი წუთი შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო.

- აბა ჩქარა შევარდი ზღვაში! - უბრძანა მიხამ გაოგნებულ მენავეს.

მენავე ადგილიდან არ დაძრულა, მოხუცი მეზღვაური შეშინებული და დაბნეული იყო.

- სიცოცხლე მოგბეზრდა ბებერო? ჩქარა მეთქი, თორემ მაგ უტვინო შუბლს გაგიხვრიტავ, - მიხამ დამბაჩა ასწია და მენავის შუბლს გაუსწორა.

როდესაც არჩილმა ზღვასთან მიირბინა, ნავი უკვე შორს მიაპობდა ტალღებს.

მოტორიანი ნავი, რომლითაც ვერონიკა და მიხა გაიქცნენ, ღრმად შეიჭრა ზღვაში.

ვერონიკა გულმოსული იყო თავის თავზე. იმ უკუღმართმა ვადიმმა დააყოვნა, თორემ დიდი ხანია სვეტლანას ბოლოს მოუღებდა და თავსაც დააღწევდა საფრთხეს. ახლა კი საით გაიქცეს? ისევ მიხას უნდა მიენდოს, მიხამ თქვა: ანაკლიაში მანქანას ვიშოვით, იქიდან ზუგდიდში მივალთ და მატარებლით თბილისში გავემგზავრებითო. ჩრიდლო კავკასიაში ხომ არ ჯობია?

- არა საშიშია! სოხუმის მილიცია ფეხზე იქნება დამდგარი, ისევ თბილისი სჯობია, ვერავინ წარმოიდგენს თუ ისინი თბილისისაკენ გაბედავენ გამგზავრებას. შემდეგ კი დაღესტანში გადავლენ. კაბის ნაოჭებში ამოკემსილი ბრილიანტები სიკვდილამდე უზრუნველყოფს. ოქროებიც ბლომად აქვს. იქ რომ ჩავა, მერე აღარც მიხა იქნება საჭირო.

მოხუცი მეზღვაურიც თავის ფიქრებში იყო ჩაფლული. მოტორიანი ნავი თევზის სარეწაოებს ეკუთვნოდა, გვიან მიხვდა წუწკი ბერიკაცი თავის გამოუსწორებელ შეცდომას, ახლა დამბაჩის შიშით აცახცახებული მთელი სისწრაფით მიაქროლენდა მავს ზღვაში.

- აგერ, ბატონო, ფოთი უკვე გამოჩნდა, - უთხრა მან მიხას და დააპირა ნავის თვის მიმართულება შეეცვალა და ფოთისაკენ ექნა პირი.

- არ გაბედო! - უღრიალა მიხამ.

- თქვენ ხომ მითხარით, ფოთში მივდივართო, ხომ ასე იყო მორიგება?

- გეუბნები, გასწი მეთქი, ანაკლიამდე არსად არ გაჩერებ

- ბენზინი არ მეყოფა, ბატონო.

- შენ ხომ იმდენი ბენზინი გქონდა, რომ ფოთამდე და იქიდან უკან დასაბრუნებ ლად გეყოფოდა?

- მისვლით კი მივალთ როგორმე, მაგრამ უკან დასაბრუნებელი აღარ დამრჩება.

- ჩვენ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ, გასწი, ბევრს ნუ ლაყბობ!!

საბრალო მენავე ნატრობდა, რომ ქარიშხალი ამოვარდნილიყო და ნავი გადაებრუნებინა, მაგრამ თითქოს განგებ, ზღვა სარკესავით ლაპლაპებდა.

- აგე, ბატონო, ანაკლიაც გამოჩნდა.

მიხამ, რომელიც აქამდე თვალს არ აშორებდა მენავეს, წუთით შეატრიალა თავი და ნაპირისაკენ გაიხედა. ბერიკაცმა ისარგებლა ამ წუთით, მარჯვედ აუკრა ხელი თავის დარაჯს, დამბაჩა ზღვაში გადუგდო და თვითონაც წყალში გადაეშვა,

- დოყლაპია უქნარა! როგორ მოგატყუა ბერიკაცმა, ტუტუცო! - ვერონიკა ბრაზისაგან გადაირია.

მიხას რაღა შეეძლო? ცურვა არ იცოდა, თორემ გადაჰყვებოდა. ავზი შეამოწმა, ბენზინი ილეოდა, მეტი გზა არ ჰქონდა - საჭე ნაპირისაკენ მიმართა.

ნავიდან გადმოსულებმა მცირე ხანს შეისვენეს და გზატკეცილზე გავიდნენ.

დიდი ლოდინი არ დასჭირვებიათ. გზად სატვირთო მანქანა მოფრიალებდა, მიხამ გააჩერა და ჰკითხა, საით მიდიოდა,

- ინგირში, - უპასუხა შოფერმა.

- ვერ წაგვიყვანთ? - შეეკითხა მიხა, - მატარებელზე გვაგვიანდება.

შოფერმა ალამაცერად შეხედა. უარის თქმა დააპირა, მაგრამ ვერონიკას მკერდზე ოქროს ვარსკვლავი რომ დაინახა, გადაიფიქრა.

- დაბრძანდით.

ვერონიკა შოფერს მიუჯდა, მიხამ ძარაში მოიკალათა,

ინგირს უახლოვდებოდნენ, როცა ავტოინსექტორმა გააჩერა.

- ეჩქარებათ მატარებელზე, მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი, - დაეღრიჯა შოფე რი.

ვერონიკა მანქანიდან გადმოვიდა და ავტოინსპექტორს შეევედრა:

- შვილო ამ კეთილ ადამიანს ნუ დასჯით, ძალიან გვეშურება, გთხოვთ გაგვიშ ვათ, მატარებელმა არ გაგვასწროს,

ავტოინსპექტორმა ქალის მკერდზე ოქროს ვარსკვლავს შეავლო თვალი და შოფერს საბუთები დაუბრუნა.

ინგირის სადგურში მოსკოვ-თბილისის მატარებელი იდგა. სალარო დაკეტილი აღმოჩნდა, ბილეთები უკვე გაეყიდათ. ვერონიკა სადგურის უფროსისაკენ გაეშურა.

- შვილო, სასწრაფოდ უნდა წავიდე თბილისში, შვილის ავადმყოფობის დეპეშა მივიღე ლამის ჭკუაზე შევიშალო.

ვერონიკამ ხელჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და უცრემლო თვალების წმენდას შეუდგა.

- ბილეთები არ გახლავთ, მაგრამ იქნებ რამე მოგიხერხოთ. მარტო ხართ?

- ორნი ვართ, შვილო, შვილიშვილი მახლავს თან.

ბაქანზე გამოვიდნენ. სადგურის უფროსი რბილი ვაგონის გამყოლ ქალთან მივიდა და ჰკითხა: სადმე, ახლო ხომ არავინ ჩადიოდა ვაგონიდან, სასწრაფოდ სჭირდებოდა ორი ადგილი.

- ერთი სამტრედიაში ჩამოვა, მეორე კი - რიონში, მხოლოდ სხვადასხვა კუპეებში ინება ადგილები, - უპასუხა გამყოლმა.

ვერონიკამ მადლობა გადიხადა საწოლზე გაშოტა და თვალები მილულა. წინ გაურკვეველი. მოულოდნელობით აღსავსე მომავალი იყო. ყაზარ წყალობიჩს პირადად არ იცნობდა, მაგრამ ბერი რამ ჰქონდა გაგონილი, იცოდა ძველი ნაჯიბგირალ-ნამიკიტნარი თავისიანს არ გაჰყიდდა. შვილზე ეტყვის სარფიანი საქმე დააბანდდა და მალე ჩამოვაო, მანამდე კი თბილისიდანაც წავლენ.

მიხა ტმაბურში იდგა ფანჯარასთან და სვირცეს გაჰყურებდა, ნეტავი ჩქარა ჩაიყვანდეს ვერონიკას ყაზარ წყალობიჩთან. მერე ორივენი წაახრჩობენ ვერონიკას და ქონებას დაეპატრონებიან. თავის წილს გაანაღდებინებს პაპას, შემდეგ კი მთლად გაეცლება საქართველოს.

იმავე კუპეში, სადაც ვერონიკა მოთავსდა, თეთრწვერა,სათვალიანი მოხუციც იმყოფებოდა, მარცხენა ლოყაზე ღრმა ჭრილობა ჰქონდა. ვერონიკას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როგორც კი თბილისში ჩამოვიდნენ და ვაგონიდან ფეხი ჩამოდგეს, ბერიკაციც ჩამოჰყვა.

მიხამ ტაქსი დაიქირავა და წავიდა, ბერიკაცმა იმ ტაქსის ნომერი ჩაიწერა, იმავე საღამოს ეწვია ტაქსების პარკს, შოფრის ვინაობა გამოარკვია, მისამართი გაიგო და ბინაზე ეწვია.

- ხომ არ გახსოვთ, სად მიიყვანეთ მოხუცი ქალი და ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს სადგურიდან წაიყვანეთ, მოსკოვის მატარების ჩამოსვლის შემდეგ?

- შეეკითხა ბერიკაცი შოფერს და მგზავრების გარეგნობა აუწერა.

შოფერი მიხვდა ვისზედაც ეკითხებოდა სტუმარი.

- ელიაზე წავიყვანე.

- მისმართი ხომ არ გახსოვთ?

- ქუჩის დასახელება და სახლის ნომერი არ ვიცი, მაგრამ ადვილად მივაგნებ.

შეგიძლიათ წამიყვანოთ?

- რატომ არა, მაგრამ მე უკვე გამოვიცვალე. ხვალ. სადაც მეტყვით, იქ მოვალ და წაგიყვანთ.

. . .

არჩილ ჩოხელი დაუკავშირდა თბილისს და საქმის მდგომარეობა ზურაბ ლომაურს მოახსენა.

- კაპიტანი კონცელიძე მძიმე მდგომარეობაშია, ამხანაგო პოლკოვნიკო, მაგრამ ექიმებმა განმიცხადეს, რომ უნუგეშო არ არის. ხუტას და სვეტლანას დამწვრობაც სერიოზული ხასიათისაა. ბანდის დაჭრილი წევრი ვანდა გარდაიცვალა. ველოდები სარეწაოებზე გაგზავნილ ოპერატილ თანამშრო მელს, როგორც კი დაბრუნდება, წავალ ზღვის სანაპიროს მოსაჩხრეკად, შეიძლება სადმე კვალს წავწყდე.

- იმოქმედე აზრიანად, შორს არსად იქნებიან წასულები.

ოპერატიული მუშაკი დაბრუნდა და უფროსს მოახსენა, რომ მოტორიანი ნავი სარეწაოებისა ყოფილა, არც მისი მენავე ჩანს სადმე.

- გამოარკვიეთ, ვინ არის მენავე?

- დიახ, ძველი მეძღვაურია, ამჟამად პენსიენერი

- კიდევ აქვთ მოტორიანი ნავი?

- არ მიკითხავს უეჭველად ექნებათ.

- უნდა გამოვუდგეთ, თუმცა დაწევის იმედი დაკარგულია, მაგრამ იქნება რაიმე კვალს მივაგნოთ. არა მგონია, რომ ფოთს იქით წასულიყვნენ, ფოთი კი გაფრთხილებული გვყავს, - თქვა არჩილმა.

სასწრაფოდ ჩასხდნენ ავტომანქანაში და სარეწოებისკენ გაეშურნენ. ზღვაში მალე მცირე მოტორიანი ნავი გავიდა. არჩილმა თან ერთი ოპერტიული თანამშრომელი გაიყოლია. მივიდნენ ფოთში ვერაფერი შეიტყვეს.

- ნაპირ-ნაპირ ვიაროთ, იქნებ რაიმე საეჭვოს მოვკრათ თვალი, - მიუბრუნდა მენავეს.

ანაკლიის ნაპირებს რომ მიუახლოვდნენ, ზღვის პირას ხალხის ჯგუფი შენიშნეს.

ნაპირს მიადგნენ. არჩილის მენავემ თვალი მოჰკრა ბერიკაცს, რომელმაც მიხა და ვერონიკა წიაყვანა.

- აი, ის, ვისაც თქვენ დაეძებთ, - თქვა მან.

არჩილს გაეხარდა, აქ მოსულან, ანაკლიაში, მაგრამ ნავი რომ არსად ჩანს?

დაღვრემილი ბერიკაცი თვალს ვერავის უსწორებდა, მან სლუკუნით უამბო არჩილს თავისი თავგადასავალი.

- რა ვქნა, შვილო, შევცდი, მოვტყუვდი, ზღვაზე გავისეირნოთო, რას წარმოვიდ გენდი თუ ბოროტმოქმედები იქნებოდნენ.

- როდესაც დაინახეთ, რომ ქობულეთთან, ზღვის ნაპირზე ბრძოლა იყო, რატომ გააქციეთ ისინი?

- რა მექნა? ხელში სასროლი ეჭირა და შუბლში მიმიზნებდა შემეშინდა.

- იცნობდით, ვინ იყვნენ?

- კაცს ვიცნობდი, ჩვენთან დადიოდა ხოლმე, ჩვენი დურგლის მეგობარი იყო.

არჩილმა ჩაისვა ბერიკაცი ნავში და გზა განაგრძო, ნაპირ-ნაპირ მიდიოდნენ, არ გაუვლიათ ხუთიოდე კილომეტრი, რომ ბერიკაცმა ტალღებზე უპატრონოდ მოქანავე ნავი შენიშნა და იცნო.

- ჩემი ნავი, აგერ ჩემი ნავი... - გადაირია სიხარულით.

- თქვენ ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ, საჭირო აღარ ხართ,

- უთხრა არჩილმა მენავეებს.

არჩილი და მისი მეწყვილე ნაპირზე გადმოვიდნენ.

გზატკეცილზე მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს და ზუგდიდში წავიდნენ.

არჩილმა ზუგდიდში მილიციის უფროსს უამბო თავისი მოსვლის მიზეზი და დაასკვნა:

- შეიძლენა თქვენს ქალაქში ჰყავთ ვინმე, ვისთანაც დროებით თავს შეაფარებდ ნენ, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ისინი არ გაჩერდებოდნენ, არც რკინიგზით გაბედავენ წასვლას.

მილიციის უფროსმა მდივანს დაუძახა და დაავალა ავტოინსპეტორები შეეკრიბა - ვნახოთ, ავროინსპექტორები რას გვეტყვიან, იქნებ ნახეს რამე.

როდესაც თავმოყრილ ავტოინსპექტორებს განუმარტეს საქმის ვითარება, ერთმა მათგანმა მოახსენა უფროსს:

- დღეს ერთი მანქანა დავაკავე, რომლითაც ასეთი ნიშნების მქონე პირები მიდი ოდნენ.