EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მაორი - ყველაფერი მაორის შესახებ (გვ 2) »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-11-07 16:10:43
მარაე
მარაეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეხვედრების სახლი - ვარენუია. ვარენუი ასახავს ადამიანის სხეულის სტრუქტურას და, როგორც წესი, ოჯახის ან ტომის რომელიმე წინაპარს მიემართება.
ტეკოტეკო (სახურავზე გამოსახული მოჩუქურთმებული ფიგურა) წარმოადგენს ადამიანის თავს, ხოლო მაიჰი (გვერდით გამოსახული გრძელი დაფები) - ადამიანის მხრებს, რომელიც მოსულ სტუმრებს ხვდება. ამო (მოკლე დაფები) არის ადამიანის ფეხები, ტაჰუჰუ ( გრძელი, წვრილი ბოძი) - ხერხემალი, მასზე გამოსახული მოჩუქურთმებული ფიგურები (ჰეკე) კი - ნეკნები.
ვარენუიზე გამოსახული ჩუქურთმები ტომის ვაკაპაპას (გენეალოგიას) წარმოადგენს და მაორის ისტორიისა და ლეგენდების შესახებ მოგვითხრობს. ოჯახურ სურათებისა და გარდაცვლილთა სახეების კედლებზე გამოსახვა თითქმის ყველა ტომს ახასიათებს.
მარაე არ არის სამუდამო საცხოვრებელი, მაორის მოსახლეობა აქ მხოლოდ დროებით, მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნისათვის იკრიბება. მათ, როგორც წესი, ერთ ოთახში (ვარენუიში) სძინავთ ერთად, ერთდროულად მიირთმევენ სასადილო დარბაზში და დროს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ატარებენ.
ვარენუიში შესულმა დამთვალიერებელმა აუცილებლად უნდა გაიხადოს ფეხსაცმელი, იკრძალება საჭმლითა და სასმლით შესვლა, ასევე, აუცილებელია ნებართვის აღება ვარენუის ინტერიერისათვის სურათების გადასაღებად.
ქორწინება და ოჯახი
მაორების ტრადიციულ საზოგადოებაში მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე. ქორწინება წინასწარ იგეგმებიდა. არ არსეობობდა კონკრეტული ცერემონია, თუმცა საჩუქრებს აუცილებლად უგზავნიდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდები სექსუალურ თავისუფლებას ამჯობინებდნენ და ქორწინებამდეც მრავალ ადამიანთან ჰქონდათ სასიყვარულო კავშირი. ოჯახის უხუცესები ირჩევდნენ ადამიანს, რომელზეც მათი ოჯახის წევრი უნდა დაქორწინებულიყო. ქორწინების საშუალებით ორი ნათესაობრივი ჯგუფი ერთმანეთს უკავშირდებოდა და ჰაპუსაც ემატებოდა ახალი წევრი. ხშირი იყო ახალშობილთა დანიშვნაც. ქორწინებათა უმრავლესოაბა მონოგამიური იყო, თუმცა ბელადებს ზოგჯერ რამდენიმე ცოლი ჰყავდათ. განქორწინებაც საკმაოდ მარტივი პროცესი იყო. აბორტსა და საკუთარი შვილის მკვლელობას ისინი მოსახლეობის რაოდენობის კონტროლისათვის იყენებდნენ.
ტრადიციული ქორწინება 1950-იან წლებამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი შეიცვალა კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანები კაჯეჰას გზით უნდა დაქორწინებულიყვნენ, რათა მათ შთამომავლობას მემკვიდრეობა მიეღო.
ბრიტანელებმა ახალ ზელანდიაში ქორწინების ახალი კანონები შემოიტანეს. ქორწინება და ოჯახი საზოგადოების საძირკველი გახდა და სოციალურ სტაბილურობას უწყობდა ხელს. როცა წყვილი ქორწინდებოდა, ქმარი კანონიერად ფლობდა საკუთრებას და ევალებოდა ცოლისა და შვილების ფინანსური უზრუნველყოფა.
დაქორწინებულ ადამიანებს ჰქონდათ დაუქორწინებლებისგან განსხვავებული უფლებები. მაგალითად, დედები, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ ვერ იღებდნენ მთავრობისგან სარგებელს.
1970 წლიდან უფრო მეტმა წყვილმა დაიწყო ერთად ცხოვრება და მათ ქორწინების გარეშე ჰყავდათ შვილები. 2013 წელს ჰომოსექსუალთა ქორწინებაც კანონიერი გახდა.
ნათესაობა
ნათესაური კავშირები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოსვლები ხშირად იწყება მოსაუბრის ვაკაპაპით ანუ გენეალოგიით. მაორების უმრავლესობას, რომელიც შეიძლება ქალაქშიც კი ცხოვრობდეს, მაინც აქვს ნათესაური კავშირი მაორების ტომებთან.
ძირითადი სოციალური ერთეული იყო ოჯახი - ვანაუ, რომელიც შედგებოდა მამაკაცისგან - კუმატუა, მისი ცოლისგან ან ცოლებისგან, მათი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.
მაორებში ბავშვობიდანვე იყო შთანერგილი აგრესიულობა და კონკურენტუნარიანობა.
ყველა ჰაპუს ჰყავდა ბელადი რანგატირა, რომლის ტიტული თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ის ტომში სადავო საკითხებს წყვეტდა და სხვა ტომებთან სასაზღვრო პრობლემებს აგვარებდა.
ოჯახის წევრებისადმი მიმათვა ამერიკული კულტურისგან განსხვავდება. მაორები ადამიანის ძმებს, მამაკაც ბიძაშვილებს, დეიდაშვილებსა და მამიდაშვილებს “ძმას” უწოდებენ. მსგავსად, ადამიანის დას და მის ქალ ნათესავებს “დად” მოიხსენიებენ.
განათლება
ტრადიციულ საზოგადოებაში, ტოჰუნგა იყო ადამიანი, რომელიც ატარებდა რიტუალებს, რათა ბავშვები ტომში მომავალი ცხოვრებისათვის მოემზადებინა. ბავშვები სწავლობნდნენ ჯგუფებად.
მისიონერმა ტომას კენდალმა 1816 წელს ახალ ზელანდიაში პირველი ევროპული სტილის სკოლა გახსნა.1830-იანი წლებისთვის უკვე მრავალი სკოლა არსებობდა, 1894 წლიდან კი სავალდებულოც გახდა. ბავშვებს ასწავლიდნენ ინგლისურს და ზოგჯერ სჯიდნენ კიდეც მაორის ენაზე საუბრის გამო.ბავშვები განათლებას მათივე ნათესავებისგან იღებდნენ, ძირითადად, ბებია-ბაბუისგან. მათ ასწავლიდნენ სიმღერებს, ზღაპრებსა და თამაშებს. სკოლებში აღინიშნებოდა კვალიფიცირებული პედაგოგებისა და ინვენტარის ნაკლებობა. საშუალო განათლება უფასო გახდა 1930-იან წლებში, მაგრამ მაორების მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა მასზე წვდომა.
მაორებს შემდეგ დამხარება მთავრობამაც გაუწია და დააფინანსა.
სპორტი
მე-19 საუკუნეში ევროპელებმა ახალ ზელანდიას სპორტის ახალი სახეობები გააცნეს. ზოგიერთმა მათგანმა მაორებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1883 წელს მაორელმა ბოქსიორი ჰერბერტ სლეიდი ამერიკელ ჩემპიონს შეებრძოლა ნიუ იორკში. დამარცხების მიუხედავად ის ვარსკვლავი გახდა. 1888-89 წლებში რაგბის ეროვნულმა გუნდი პირველი ახალ ზელანდიური გუნდი გახდა, რომელიც ავსტრალიის ფარგლებს გასცდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მაორებმა საკუთარი გუნდები ჩამოაყალიბეს, მათ შორის გოლფისა და ტენისის. პირველი ოფიციალური რაგბის გუნდი 1910 წელს აირჩიეს.
მაორებმა გოლფში დიდ წარმატებას მიაღწიეს. გამორჩეული მოთამაშეები არიანი ფილ ტატაურანგი და მაიკლ კემპბელი. 1990 წელს ადამ პარორმა ახალი ზელანდია კრიკეტის მატჩზე წარმოადგინა. მნიშვნელოვანი ჩოგბურთელები არიან რუია მორისონი და კელი ევერდინი. ყველაზე ცნობილი მაორელი ფეხბურთელი იყო ვინტონ რაფერი, რომელმაც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
სპორტის ზოგიერთი სახეობა მაორებში ბევრად პოპულარულია ვიდრე სხვაგან. მაგალითად კრიკეტი, რაგბი და კალათბურთი ქალთათვის ან რაგბი , ვაკა ამა მამაკაცებისთვის.
აღსანიშნავი სპორტსმენები:
· რიკი ელისონი, ფეხბურთი
· პერო კამერონი, კალათბურთი
· ვეინ შელფორდი, რაგბი
· ლიზა კერინგტონი, კანოე
· მილი ხანი, ბოულინგი
· შეინ კამერნი, ბოქსი
ლეგენდები და მითები
მაორის უმდიდრესი კულტურა აქვს, რომელიც, ძირითადად, მათ ტრადიციებსა და ლეგენდებს ეფუძნება. ლეგენდები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერების გზით გადაეცემათ. ისინი მოგვითხრობენ როგორც ახალი ზელანდიის კუნძულების შექმნაზე, ასევე სხვა მრავალ თემაზე.
მაორის კულტურაში ლეგენდებსა და მითებს ქმნიან შავკანიანი ადამიანები, რომლეთა ფიზიკური მახასიათებლებია: აქვთ სქელი, ამობურცული ტუჩები, ფართო ცხვირი, დიდი ნესტოები და ხვეული თმები.
მაუი თევზაობს ჩრდილოეთის კუნძულებზე
მაორის მითოლოგიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა - მაუი - არ განიხილება ღმერთად, არამედ გმირად. თუმცა, მის სახელს ხშირად უკავშირებენ დღის, სინათლის, ცისა და მიწის შექმნას.
ლეგენდის თანახმად, მაუი-ტიკიტიკი-ა-ტარანგა იყო კადნიერი, თავხედი და ჭკვიანი ნახევარღმერთი, რომელსაც საზღვრების დარღვევა უყვარდა. ერთხელ მისმა ძმებმა გადაწყვიტეს, საზღვაო მოგზაურობა მოეწყოთ და ამ მოგზაურობის დროს უამრავი თევზი დაეჭირათ, მაგრამ მაუის წაყვანა არ სურდათ. მაუიმ გაიგო ეს ამბავი და ნავის წინა ნაწილში მოხერხებულად დაიმალა, თავი კი მაშინ გამოაშკარავა, როცა ნაპირიდან საკმაოდ დაშორებულები იყვნენ. ამ “სათევზაო მოგზაურობაში” მაუიმ დაიჭირა უდიდესი თევზი - ჩრდილოეთის კუნძული.
ჩრდილოეთის კუნძულის აღმოსავლეთ კონცხზე მდებარე ჰიკურანგის მთა მიიჩნევა მაუის პირველ თევზად, რომელიც ზღვიდან ამოტივტივდა. მთა წმინდა, საღმრთო ადგილადაა მიჩნეული ადგილობრივი “ნგატი პოროუს” ტომისათვის, რომლის წევრების თავიანთ თავს მაუის პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევენ.
ტანე-მაჰუსტა ქმნის ნათელ სამყაროს
ტყის მეფე - ტანე-მაჰუსტა - მაორის კულტტურაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. 6 ძმას შორის ყველაზე უფროსი ტანე-მაჰუსტა გაიზარდა ტყის სიბნელეში, ზეციური მამისა (რანგინუის) და მიწიერი დედის ( პაპა-ტუ-ა-ნუკუ) გარემოცვაში. რომ წამოიზარდა, ტანე-მაჰუსტამ გადაწყვიტა, ხელი ეკრა მათთვის და ახალი, ნათელი სამყარო (ტე აო მარამა) შეექმნა, სამყარო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.
ახალი ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძულზე არის ერთ-ერთი უდიდესი ტყე, რომლის უძველეს ხეებს, ტყის მეფის პატივსაცემად, ტანე-მაჰუსტას უწოდებენ.
ჰინემოასა და ტუტანეკაის ცნობილი სასიყვარულო ისტორია
ჰინემოა და ტუტანეკაი ახალი ზელანდიის რომეო და ჯულიეტაა. ლეგენდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მგრძნობიარე და დაუვიწყარია. ამბავი საკმაოდ დრამატულია, ლეგენდის მთავარი გმირები იძულებულნი არიან, ოჯახის წევრებს დაუმტკიცონ თავიანთი სიყვარულის ძალა. საბოლოოდ, ამბავი მაინც ბედნიერად სრულდება.
პაიკეა - ვეშაპის “მატარებელი”
მაორის ლეგენდა მოგვითხრობს ამბავს ვეშაპ ტოჰორას ზურგზე ამხედრებული პაიკეას შესახებ, რომელიც მოგზაურობდა ახალი ზელანდიის გარშემო. ამბავი წარმოაჩენს სულიერ კავშირს ადამიანურ და ბუნებრივ სამყაროებს შორის და გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას იმ ფაქტის მიმართ, რომ ბუნება იყოს არა მარტო გამოყენებული, არამედ პატივცემული.
სწორედ ეს ლეგენდა იქცა შთაგონების წყაროდ იჰიმაერას წიგნისათვის - Whale Rider, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
რელგია და რწმენა
მაორების წარმოდგენით, პირველად ღმერთები ანუ ატუები შეიქმნენ. პირველი ღმერთი იყო ტე კორე, შემდეგი ტე პო (ღამე) და მე აო მარამა (სინათლე). პაპატუანუკუს (მიწის დედა) და რანგინუის (ცის მამა) შვილები იყვნენ ტანე (ტყის ღმერთი), ტანგაროა (ზღვის ღმერთი), რონგო (საჭმლის ღმერღი) და ტუმატაუენგა (ომის ღმერთი). ტანემ შექმნა პირველი ქალი - ჰინეაჰუონე და მასზე დაქორწინდა.
ამას გარდა არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომლებიც მოდგმას - რანგისა და პაპას - ანუ ცასა და დედამიწას უკავშირდება. Tane, Tu, Rongo და Tangoaroa-სთან დაკავშირებული მითები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაორის კულტურისათვის. “ტანე” და “რონგო” ყველასათვის ნაცნობი ღვთაებებია. ტანე არის მზის განსახიერება, ხოლო რონგო - მთვარისა. ხშირად გვხვდება ამ სახელების კომბინაციაც - რონგო-მა-ტანე. მასთან დაკავშირებული რიტუალები, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების დროს აღევლინებოდა. მაორთა რწმენით, მზისა და მთვარის ეს წყვილი დადებით გავლენას ახდენდა ბუნებაზე და ადამიანებს მასთან აკავშირებდა.
აღსანიშნავია, რომ მაორის მითის თანახმად, მთვარის ორი განსხვავებული სახე (ქალი და კაცი) არსებობს და, ასევე, მზემაც შეიძლება შეიძინოს განსხვავებული სახელები. “ტანე” მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მზე ერთდროულად შეიძლება იწოდებოდეს ზეცის მამად და მიწის დედად. სფეროს ფორმის მთვარეს “მარამა” ეწოდება, მთვარის ქალღმერთს კი - “ჰინა”. “ჰინა” მთვარის მდედრობითი გამოვლინებაა და “ჰინას”, “ინას” ან “სინას” სახელწოდებებით ფართოდ გავრცელებულია პოლინეზიაში.
რაც შეეხება “რონგოს”, ის მთვარის მამაკაცური გამოვლინებაა და სოფლის მეურნეობის მფარველადაა მიჩნეული. მაორის მითოლოგიის თანახმად, რონგო ტანეს უფროსი ძმაა.
ტოჰუნგები წარმოადგენდნენ ერთგვარ მღვდლებს ან რაიმე სფეროს ექსპერტებს. მაგალითად, ტოჰუნგა ვაკაირო ჩუქურთმების სპეციალისტი იყო. ისინი სპეციალურ განათლებას იღებდნენ, პასუხისმგებელნი იყვნენ ეზოთერულ რიტუალებზე და კარგად იცნობდნენ ტომთა ისტორიასა და გენეალოგიას. მაორების რწმენით, მლოცველებს შეეძლოთ ამინდის კონტროლიც. შამანები ემსახურებოდნენ ოჯახთა ღმერთებს.
ღმერთებსა და სულებთან კომუნიკაცია შეეძლოთ ტოჰუნგას საშუალებით, რომელსაც სხვადასხვა ხმით შეეძლო საუბარი. ტოჰუნგა ამოწმებდა სწორად ატარებდნენ თუ არა ადამიანები რიტუალებს საკვების შეგროვების ან ომის წინ. ტოჰუნგები ღმერთებთან კომუნიკაციას კარაკიას საშუალებით ახერხებდნენ. არსებობდა მრავალი ტიპის კარაკია, მათ შორის ბავშვებისაც.
მატაკიტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მომავლის დანახვა. ზოგი ტოჰუნდა მატაკიტიც იყო.
ადამიანებს ჰქონდათ არამატერიალური ძალა - მანა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში იღებდნენ. ჩვილებსა და ტოჰუნგებს უფრო ძლიერი მანა ჰქონდათ სხვებთან შედარებით. ადამიანის სულს ისინი ვაირუას უწოდებდნენ, რომელსაც შეეძლო სხეულის დატოვებაც.
ახალი ზელანდიელების მსგავსად, მაორები დღეს ქრისტიანები არიან (ძირითადად ანგლიკანები და კათოლიკეები). სხვა კულტურებთან კონტაქტამდე მათი წარმოდგენები მანასა და ტაპუს ეფუძნებოდა. ეს უკანასკნელი სიწმინდეს უკავშირდება, რომელსაც დაბადებისას იღებდნენ.
სიკვდილი
სიკვდილის შემდეგ, ადამიანის სხეულს წმენდნენ და ტანსაცმლით მოსავდნენ. წარსულში ამ ყველაფერს ნათესავი ქალი აკეთებდა.
ტანგიჰანგა მაორების რიტუალია, რომელიც გლოვას უკავშირდება და რამდენიმე დღე გრძელდება. მეგობრები და ოჯახის წევრები მთელი რიტუალის განმავლობაში გარდაცვლილთან რჩებოდნენ, რომელიც მიჰყავდათ ღია ცის ქვეშ სპეციალურ ადგილას სახელწოდებით „მარაე“. ორკვირიანი გლოვის შემდეგ, სხეულს ნაჭრებში ახვევდნენ და მარხავდნენ გამოქვაბულში, ხეში ან მიწაში. ერთი წლის შემდეგ ახდენდნენ გვამის ექსჰუმირებას და ამზადებდნენ მეორედ გლოვისათვის. ცერემონიის შემდეგ ძვლებს ისევ მარხავდნენ. მათ სჯეროდათ, რომ გარდაცვლილთა სულები ამის შემდეგ მათ საბოლოო საცხოვრებელ ადგილს აღწევდნენ მისტიურ მიწისქვეშეთში.
კრემაცია სხეულის დაწვის პროცესია, რომელიც ძირითადად კრემატორიუმში ხდება, ფერფლს ოჯახის წევრებს გადასცემენ, რომლებიც მას მარხავენ ან თან იტოვებენ. პირველი კრემაცია ახალ ზელანდიაში 1909 წელს შესრულდა, 1960-იანი წლებიდან კი უფრო ხშირი გახდა. 2000-იანი წლებიდან სხეულთა 60%-ის კრემაციას ახდენენ.
ტრადიციულად, როცა ვინმე გარდაიცვლებოდა, მათი სული ტოვებდა სხეულს და მოგზაურობდა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით, წმინდა ადგილას.
მომაკვდავ ადამიანს აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ანდერძი. ქონების ძირითადი ნაწილი თანაბრად იყოფოდა მის შვილებს შორის. სანადირო, სათევზაო და სხვა მოწყობილობები იმავე სქესის შთამომავლებს გადაეცემოდა.
დღესასწაულები
ქრისტიანი მაორები ძირითად ქრისტიანულ დღესასწაულებს აღნიშნავენ. მათთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო ვაიტანგის დღე (6 თებერვალი). ის უკავშირდება 1840 წელს დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც უფლებებისა და პრივილეგიების გარანტია მიიღეს. 1994 რადიკალებმა ამ დღესასწაულის გაუქმება მოითხოვეს.
ყოველდღიური საქმიანობა
ყოველდღიური რუტინა
სახლის სამუშაოები დამოკიდებულია როგორც წელიწადის დროზე, ასევე ყოველკვირეულ კალენდარზეც.
მზის ამოსვლამდე, ქალები ანთებენ ზეთის სანათებს და ამზადებდნენ საუზმეს მათი ქმრებისთვის. მამაკაცები და უფროსი შვილები მოგვიანებით იღვიძებენ. ბავშვები მხოლოდ მას შემდეგ იღვიძებენ, რაც უფროსები დაასრულებენ საუზმეს და წავლენ სამუშაოზე.
საუზმის შემდეგ მამაკაცები მიდიან სამუშაოზე - ძროხის ფერმაში, მდელოზე, ზღვაზე ან ბაღში. ძროხის ფერმაში მუშაობენ ის ქალებიც, რომლებსაც პატარა ოჯახი ან უფროსი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც შეუძლია ოჯახის წევრების გამოკვება და მათ შემოსვაზე ზრუნვა.
დილით დიასახლისი ასუფთავებს სახლს, ჭურჭელს რეცხავს, კერიას უვლის და იწყებს სადილის მომზადებას. საშინაო საქმეების დასრულების შემდეგ ის შეიძლება მეზობელს ესტუმროს, წაიკითხოს გაზეთ ან ითამაშოს ბანქო.
სამზარეულო
დიასახლისებს საჭმლის მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარების გარეშე უწევთ, თუმცა ამ საქმეს თავს მშვენივრად ართმევენ. მათ ტემპერატურის განსაზღვრა თერმომეტრის , რაოდენობის - სასწორის, ხოლო დროის განსაზღვრა საათის გარეშე შეუძლიათ.
ქალები მზარეულობის ძირითად მეთოდებს ახალგაზრდობაში სწავლობენ, ახალ რეცეპტებს კი, რომლებიც უკვე მათთვის ნაცნობ ინგრედიენტებს შეიცავენ , ჟურნალ-გაზეთებიდან სწავლობენ.
მათი ტექნიკა შეიცავს შეწვას, მოხარშვას და შამფურზე შეწვას. ზოგი დიასახლისი ხილსაც ინახავს და მისჯან ჯემს ამზადებს. ისინი ხარშავენ ბოსტნეულს, წვავენ თევზს, კვერცხს, ბეკონს და ა.შ.
მათი საკვები ძირითადად ასეთია:
საუზმე - შვრიის ფაფა, ჩაი, კარაქი, ხორცი ან თევზი, რძე, ჯემი.
სადილი - პური, კარტოფილი, კარაქი, თევზი ან ხორცი
ვახშამი - პური, ჩაი, კარტოფილი, თევხი ან ხორცი
მამაკაცების უმრავლესობასაც შეუძლია სადილის მომზადება, მაგრამ ამას მხოლოდ ქალების არყოფნის პერიოდში აკეთებენ.
საცხოვრებელი პირობები
დღესდღეობით, მაორების 80 პროცენტი ახალი ზელანდიის ქალაქებში ცხოვრობს. თუმცა 1920-იან წლებამდე ისინი სოფლად ცხოვრობდნენ. სანაპიროზე მცხოვრები მაორები ძირითადად კანოეთი გადაადგილდებიან, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ერთადგილიანი, ასევე ორადგილიანი. Waka Taua იყო დიდი საომარი კანოე.
ზოგიერთ ქალაქის ტიპის დასახლებაში უმუშევრობის დონე 50 პროცენტს აღემატება, არის სიღარიბეც. ფილმში სახელწოდებით “ერთხელ მეორები ვიყავით” (ინგლ. Once Were Warriors, 1994) კარგადაა ასახული ალკოჰოლიზმის, ძალადობისა და უმუშევრობის პრობლემები.