EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ალოე – სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2020-12-07 20:19:36

ალოე – სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი

aloe-vera-plant

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა. ალოეს სამშობლოა აფრიკა.
 
მას როგორც სამკურნალო მცენარეს, იცნობდნენ ძველი ბერძნები და რომაელები. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები  აფრიკაში ლაშქრობისას სწავლობდნენ ალოეს წვენის-საბრის მომზადებას.
 
რომაელები მას აშენებდნენ ბაღებში. არაბები ალოეს მოთმინების სიმბოლოდ თვლიდნენ, რადგან იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება.
 
სულხან-საბა ალოეს საბრს და აზუას უწოდებდა.
 
ალოე მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა, სამშობლოში 4 მ-ის სიმაღლეს აღწევს. აქვს ხორციანი ფოთლები, რომელთა სიგრძე 60 სმ-მდეა. როგორც წესი, ფოთლები ზემოთ ქმნიან როზეტს. ფორმით წაგრძელებულ-მახვილისებრია, ეკლისმაგვარი კიდეებით.
 
საყვავილე ისარი მაღალია, რომელიც მთავრდება წითელი ან ყვითელი ლამაზი ფერის გრძელი მტევანა ყვავილედით: ყვავილის გვირგვინი მარტივია, რომელსაც აქვს ექვსკბილიანი ყვავილსაფარი.
 
ალოე იზრდება ნახევრადუდაბნოებში. აქვს წვნიანი ფოთოლი, ლორწოვანი რბილობით, რაც უზრუნველყოფს მის არსებობას გვალვის პირობებში.
 
მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება ძირითადად სამი სახით: მშრალი წვენის, საბრის ახალი წვენისა და პრეპარატების სახით.
 
საბრის მოსაპოვებლად აფრიკასა და ამერიკაში გამოიყენება ძალიან მსხვილფოთლიანი ალოე. მას ამზადებენ შემდეგი წესით: ჭრიან მსხვილ ფოთოლს და აწყობენ  დახრილ სიბრტყეზე. ფოთლიდან წვენი წვეთავს 5 სთ-ის განმავლობაში. მიღებულ წვენს ტოვებენ მცხუნვარე მზის ქვეშ თვეობით. ამ ხნის განმავლობაში წვენი არც მჟავდება და არც დუღილს არ განიცდის. გაშრობის შემდეგ საბრს აქვს მოშავო-მორუხო უფორმო მყიფე ნაჭრების სახე და ძალიან მწარე გემო.
 
საბრი შეიცავს საფაღარათო ანტრაგლიკოზიდებს და ფისებს. დიდი დოზებით საბრის მიღება (0,5-1,0 გ) იწვევს ძლიერ საფაღარათო მოქმედებას, რაც 6-8 სთ-ის შემდეგ ვლინდება. ამასთან, იწვევს სისხლის ჭარბად მიწოდებას მენჯ-ბარძაყის ორგანოებისაკენ, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს.
 
მცირე დოზებით (0,05-0,2 გ) აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მადას.
 
ჩვენს პირობებში ალოეს ფოთლები მცირე ზომისაა. ამიტომ წვენის მისაღებად ფოთლებს ჯერ წნეხავენ და შემდეგ აორთქლებენ.
 
ალოეს ახალი წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. მის წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს.
 
ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გ. ალოე, ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გ, კარაქი (უმარილო) — 100 გ, ფუტკრის თაფლი — 100 გ, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
 
გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობის დროს დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
 
დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას.
 
ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც. იგი კარგი ბიოსტიმულატორია. თუ გნებავთ კიდევ უფრო გალამაზდეთ, გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება).
 
ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს. თუ სახის კანი მშრალია, საჭიროა, გაწმენდის მერე წაისვათ ცხიმოვანი მკვებავი კრემი. ნაყენის გამოყენება შეიძლება გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების დროს.
 
როგორც ავიცენა მიუთითებდა ალოეს წვენი კარგი საშუალებაა მელანქოლიის დროს. ალოეს წვენს თაფლთან ერთად იდებენ დანარტყამ ადგილებზე, ხოლო მისი წვენი ღვინოსთან შერეული თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
 
ალოეს იყენებენ აგრეთვე სწორი ნაწლავისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების სიმსივნის დროს.
 
ავტორები: ს.ჩაგელიშვილი, მ.გოგორიშვილი
სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
 
agrokavkaz.ge
agrokavkaz.ge