EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩინეთმა ბირთვული სინთეზის რეაქტორი ხელოვნური მზე ჩართო »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2020-12-08 16:50:18

ჩინეთმა ბირთვული სინთეზის რეაქტორი ხელოვნური მზე ჩართო

man-made-sun

ჩინეთმა წარმატებით აამუშავა ბირთვული სინთეზის რეაქტორი, ე. წ. ხელოვნური მზე, რაც დიდი წინსვლაა ქვეყნის ბირთვული ენერგიის შესაძლებლობებში. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება.
 
რეაქტორი HL-2M ტოკამაკი ჩინეთის უდიდესი და ყველაზე მოწინავე ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტული კვლევითი მოწყობილობაა; მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მოწყობილობა შეიძლება სუფთა ენერგიის უმძლავრესი წყარო გახდეს.
 
ცხელი პლაზმის სინთეზისთვის ის მძლავრ მაგნიტურ ველს იყენებს და შეუძლია, ტემპერატურა 150 მილიონ გრადუსამდე აიყვანოს, დაახლოებით ათჯერ უფრო მაღალ ნიშნულზე, ვიდრე მზის ბირთვის ტემპერატურა.
 
რეაქტორი, რომელსაც უზარმაზარი სიცხისა და ენერგიის წარმოების უნარის გამო ხშირად „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს და მისი მშენებლობა შარშან დასრულდა.
 
„ბირთვული სინთეზის ენერგიის განვითარება წარმოადგენს არა მხოლოდ ჩინეთის ენერგიის საჭიროების გადაჭრის გზას, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ენერგიისა და ეროვნული ეკონომიკის სამომავლო მდგრადი განვითარებისთვისაც“, — აღნიშნავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური გაზეთი People’s Daily.
 
 
ბირთვული სინთეზის ამ რეაქტორის პატარა ვერსიებზე ჩინელი მეცნიერები 2006 წლიდან მუშაობენ.
 
ისინი გეგმავენ, რომ მოწყობილობა გამოიყენონ საერთაშორისო თერმობირთვულ ექსპერიმენტულ რეაქტორზე მომუშავე მეცნიერებთან ერთად; ეს უკანასკნელი კი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული სინთეზის კვლევითი პროექტია, რომელიც საფრანგეთშია განთავსებული და მისი მშენებლობა 2025 წლისთვის დასრულდება.
 
სინთეზი ენერგიის „წმინდა გრაალად“ მიიჩნევა და სწორედ ისაა, რაც ჩვენს მზეს კვებავს.
 
დიდი ოდენობით ენერგიის მისაღებად, ის ატომის ბირთვებს ერთმანეთს ურწყამს; ეს კი გახლეჩვის პროცესის საპირისპიროა, რომელსაც ბირთვულ იარაღსა და ატომურ ელექტროსადგურებში იყენებენ ატომბირთვების ფრაგმენტებად დაშლისთვის.
 
სინთეზი არ გამოყოფს სათბურის აირებს და ავარიების უფრო ნაკლებ რისკებს ფლობს, ვიდრე ატომური მასალები.
 
თუმცა, სინთეზის მიღწევა უკიდურესად რთული და წარმოუდგენლად ძვირია; მაგალითად, საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის (ITER) პროექტის ღირებულება 22,5 მილიარდი აშშ დოლარია.
 
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
 
ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი
 
1tv.ge