EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გერმანელი მოგზაური იაკობ რაინეგსი საქართველოზე »
კატეგორია: სხვაავტორი: admin
თარიღი: 2022-02-12 23:23:24
"საქართველოს მოსახლეობა ყველგან ერთნაირად ღარიბია; მათი მმართველები კი ხარბები...ქვეყანა, რომელსაც შეეძლო თავისი მოსახლეობა ყველა ერთნაირად ბედნიერი, ერთნაირად მდიდარი გაეხადა თავისი ნაყოფიერებით, სუსტი მართვის გამო ძლივს აღწევს თავს შიმშილს.
მეორე წყარო სიღარიბისა არის სამართლის უქონლობა.. როგორ არ ეცადა წარსულში მეფე ვახტანგი დაედო წესრიგი სამართლის წარმოებაში, მაინც ყველა მისი გარჯა წყალში ჩაიყარა, ამიტომაც მიაწერა მან ბოლოში საკუთარი ხელით სამართლის წიგნს: „მართალია მე შევადგინე ეს სამართლის წიგნი, მაგრამ საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა სწორი სამართლის წარმოება და არც იქნება“. შფოთიანმა და უსამართლო დროებამ აიძულა ეს მეფე მიეტოვებინა საქართველო და თავისი დღეები რუსეთში დაელია...
ერთხელ შემოიღეს საყოველთაო კანონი ქვეყნის სიკეთისათვის: არცერთი მოსახლე აღარ გაეყიდათ მონად. ყველა ხედავდა ამ კანონის საჭიროებას; მაგრამ, როცა ფული შემოაკლდებოდათ, ისინი ნახულობდნენ იოლ გზას მის საშოვნელად: თავის უბედურ ქვეშევრდომებს, როგორც კარგ ქრისტიანებს თურქულ ფულზე ჰყიდიდნენ...
თუკი ამ დანაშაულის გამო საჩივარი მმართველის ყურს აღწევდა, აზნაური თავს იცავდა არა თავისი უფლებით, რომელიც მას როგორც ბატონს ჰქონდა თავის ყმებზე და მათ ქონებაზე, არამედ მოჰყავდა თავისი მეზობლების მაგალითი, რომელთაც ასევე ტყვეები გაეყიდათ. რადგან დამნაშავეები საკმაოდ ბევრნი იყვნენ, ამდენად სამართლის ქნა სხვა დროისთვის გადაიდებოდა და ალბათ სავსებით შეუსრულებელ რჩებოდა.
ასეთმა შემწყნარებლობამ ისე გაათავხედა საქართველოს ერთ-ერთი უწარჩინებულესი, რომ მან ებრაელთა მთელი სოფელი ერთ ჯერზე თურქებს მონებად მიჰყიდა და კანონის წინაშე თავის დაცვის დროს ყოვლად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მას, როგორც ქართველ მართლმორწმუნეს, ამ ებრაელთა გაყიდვის დროს არავითარი სხვა განზრახვა არ ჰქონია, გარდა იესო ქრისტეს სისხლისათვის შურისძიებისა! დახმარებამ, სარწმუნოებამ და მღვდლების თანხმობამ იმ სასჯელისაგან გაათავისუფლა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა".