EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დემოკრატია / Democracy »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-02-16 18:48:36
დემოკრატია (ბერძნ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
აბრაამ ლინკოლნის ცნობილი გამოთქმის მიხედვით (1863 წელი), დემოკრატია არის „ხალხის მიერ ხალხის სასიკეთოდ გახორციელებული ხალხის ძალაუფლება“; მოცემული სამი განზომილება შესაძლებელია გაგებულ იქნას შემდეგნაირად:
ხალხის ძალაუფლება: ხალხი წარმოადგენს სუვერენულ ძალაუფლებას, რომელიც ფლობს ძალაუფლებას, ან გასცემს მანდატს ძალაუფლების განსახორციელებლად და ნებისმიერი პირი, რომელიც ხელისუფლების სათავეებში იმყოფება, პასუხისმგებელია ხალხის წინაშე;
ხალხის მიერ განხორციელებული ძალაუფლება: ძალაუფლება ხორციელდება ან არჩეული წარმომადგენლების მიერ, ან უშუალოდ მოქალაქეების მიერ;
ხალხის სასიკეთოდ განხორციელებული ძალაუფლება: ძალაუფლების განხორციელება ემსახურება ხალხის ინტერესებს, რაც საყოველთაო კეთილდღეობაში მდგომარეობს.
მოცემული განმარტებები სხვადასხვაგვარად გაგებისა და დაკავშირების საშუალებას იძლევა. ჟან-ჟაკ რუსოს მიმდევარი პოლიტიკური მოაზროვნეები ამტკიცებენ, რომ ძალაუფლება უნდა ხორციელდებოდეს უშუალოდ მოქალაქეების მიერ (სადაც მმართველი და მართული ერთსა და იმავე პირს წარმოადგენს). ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ყველაფრის შესახებ და არ იზღუდება რაიმე სახის კანონით. ჯონ ლოკის მიმდევარი პოლიტიკური მოაზროვნეები ყურადღებას ამახვილებენ განსხვავებულ ინტერესთა შორის კონკურენციაზე პლურალისტურ საზოგადოებაში; კონსტიტუციურ ჩარჩოებში ისინი შესაძლებელია შეთანხმდნენ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობას ემსახურება.
არა აქვს მნიშვნელობა, დემოკრატიის რამდენწლიანი ტრადიცია აქვს ქვეყანას, ან როგორ ჩამოყალიბდა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება მისი უგულებელყოფა. ყველა ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებების ძირითადი გაგება მუდმივად განვითარების სტადიაში უნდა იმყოფებოდეს, რათა მისი საშუალებით შესაძლებელი იყოს იმ სირთულეების დაძლევა და იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლის წინაშეც დგება ყოველი მომდევნო თაობა. ყოველ მომდევნო თაობას სჭირდება განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სფეროში.
დემოკრატიის ნიშან თვისებები
ღარიბთა და უპოვართა მმართველობა; მმართველობის ისეთი ფორმა როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად; თანაბარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოება სადაც იერარქიიისა და პრივილეგიების ადგილი არაა. გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი წესი რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. უმრავლესობის ძალაუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველმყოფელი სისტემა.
პირდაპირი დემოკრატია
მოქალაქეთა პირდაპირ უშუალო და მუდმივ თანამონაწილეობას მმართველობით საქმიანობაში.
წარმომადგენლობითი დემოკრატია
დემოკრატიის შეზღუდული და არაპირდაპირი ფორმაა შეზღუდულია იმდენად რამდენადაც მმართველობაში ხალხის მონაწილეობა შეწყვეტილია და ხანმოკლე და მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ არჩევნებში მონაწილეობით გამოიხატება.
კლასიკური დემოკრატია
დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველ ბერძნული პოლისია ანუ ქალაქი სახელმწიფო კერძოდ მმართველობის ის სისტემა რომელიც ათენში განვითარადა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე მეოთხე საუკუნეში. იქ გავრცელებული პირდაპირი დემოკრატიის ფორმას იდეალურ სისტემად მიიჩნევდნენ. კლასიკური დემოკრატია სახალხო მმართველობის პრინციპს ეფუძნება. და ხალხის მიერ მმართველობის საუკეთესო მართვის ფორამდ მიიჩნევა.
დამცავი დემოკრატია
დემოკრატიულმა იდეებმა ახალი სიცოცხლე მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში შეიძინა აქ დემოკრატია ნაკლებად აღიქმებოდა როგორც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის მექანიზმი ის ახლა უფრო იმ საშუალებით მოიაზრებოდა რითაც მოქალაქეებს ხელისუფლების მოთოკვა შეეძლოთ აქედანაა მეურვე დემოკრატიის მცნება. დამცავი დემოკრატია ლიბერალიზმის ინდივიდუალისტურ შეხედებულებებზე აღმოცენდა. დამცავი დემოკრატია მოქალაქეებს ყველაზე მეტ საშუალებას აძლევს თავის ნებაზე იცხოვროს.
ხელშემწყობი დემოკრატია
ხელშემწყობი დემოკრატიის ყველაზე უახლესი და რადიკალური ჯან ჯაკ რუსოსეული მოდელია. რუსოსეული დემოკრატია სხვა არაფერი იყო თუ არა იარაღი რითაც ადამიანს თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა—საკუთარი თავისთვის დაწესებულ კანონთა მორჩილების თვალსაზრისით. ხელშემწყობი დემოკრატია მეტი თანამონაწილეობის პრინციპის გამტარებელია. ხელშემწყობ დემოკრატიას ის ღირსება გააჩნია რომ თანამონაწილეობის ხარისხსაც ამაღლებს მეტ თავისუფლებასაც მოითხოვს და პიროვნების ზრდასაც უწყობს ხელს.
სახალხო დემოკრატია
ცნება სახალხო დემოკრატია მას შემდეგ გაჩნდა რაც საბჭოური ტიპის რეჟიმები აღმოცენდა. სახალხო დემოკრატია განსაკუთრებულ მნიშვნელობას კლასთა შორის ძალაუფლების გადანაწილებას ანიჭებს სახალხო დემოკრატია უფრო ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად ვიდრე პოლიტიკური უფლებების უბრალო გაფართოებას. მარქს სჯეროდა კაპიტალიზმის დამხობა ჭეშმარიტი დემოკრატიის აყვავებას მოიტანსო.
დემოკრატიის დადებითი მხარეები
დემოკრატია უზრუნველყოფს კონფლიქტების ცივილიზებული, არაძალადობრივი გზით მოგვარებისათვის საჭირო საფუძვლის შექმნასა და საშუალებების მოწოდებას; კონფლიქტის დინამიკა და პლურალიზმი პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო საშუალებებს წარმოადგენს.
დემოკრატიული სახელმწიფოები „ძლიერი პაციფისტების“ როლს ასრულებენ, როგორც მათ ფარგლებს შიგნით არსებულ საზოგადოებებში, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.
დემოკრატია წარმოადგენს ერთადერთ სისტემას, სადაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება არ უკავშირდება მართვის სისტემის ცვლილებას.
დემოკრატიული საზოგადოება წარმოადგენს მოსწავლეთა საზოგადოებას, სადაც არსებობს შემწყნარებლური დამოკიდებულება ადამიანისათვის დამახასიათებელი შეცდომების მიმართ. საყოველთაო კეთილდღეობის განსაზღვრა შესაძლებელია მოლაპარაკების გზით და არ არის ძალით თავს მოხვეული, დესპოტური ხელისუფლების მიერ.
ადამიანის უფლებები ამყარებს დემოკრატიას, ქმნის რა იმ ნორმატიულ საფუძვლებს პოლიტიკური პროცესებისათვის, რომელიც ადამიანის ღირსებების დაცვას ეფუძნება. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ხელშეკრულებების რატიფიცირებით, მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს „გარანტიას“, რომ დაცული იქნება მათი პირადი თავისუფლებები და სხვა უფლებები.
დემოკრატიის უარყოფითი მხარეები და მასთან დაკავშირებული პრობლემები
პარტიები და პოლიტიკოსები, არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ხშირად მომავლის მიზნებს ანაცვალებენ. დემოკრატია ერთგვარ სტიმულს ქმნის არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის განხორციელებისათვის, მაგალითად, გარემოს დაცვის ან მომავალი თაობებისათვის ზრუნვის ხარჯზე („ნებისმიერ ფასად“).
მთავრობა, რომელიც ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე, ახორციელებს ქმედებებს, რომელიც სასიკეთოდ მიიჩნევა ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებს შიგნით მცხოვრები მოქალაქეებისათვის. გლობალური მასშტაბით მიმდინარე მზარდი ურთიერთდამოკიდებულება, ეკონომიკასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, ეროვნული სახელმწიფოს დონეზე მიღებული დემოკრატიული გადაწყვეტილების გავლენის ასპარეზს ზღუდავს.