EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Betropil - ბეტროპილი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2022-12-24 13:32:31

მოკლე აღწერა

ბეტროპილი გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან. - ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმები, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქც.
 
Betropil
 
აქტიური ნივთიერებები:
პირაცეტამი - 200მგ, 
ცერებროპროტეინი (ცერებროლიზატი) - 120მგ,
გლუტამინის მჟავა - 20მგ, 
ქონდროიტინის სულფატი - 20მგ, 
ვიტამინი B1 - 0.5 მგ, 
ვიტამინი B2 - 0.5 მგ, 
ვიტამინი B6 - 0.25 მგ, 
ვიტამინი E - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოკარმინი
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტროპილი კომბინირებული პრეპარატია გამოხატული ანტიჰიპოქსიური, ნოოტროპული და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით.
ბეტროპილი ახდენს ნეიროპროტექციულ მოქმედებას იშემიზირებული თავის ტვინის ფუნქციურ აქტივობაზე და მეტაბოლიზმზე, ამაღლებს თავის ტვინის მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ ჰიპოპერფუზიის პირობებში, ამცირებს თავის ტვინში სისხლჩაქცევის განვითარების რისკს იშემიის შემდგომ რეპერფუზიის პერიოდში. ნახშირწყლოვანი მარაგის გამოფიტვის დათრგუნვით, თავის ტვინის მიერ გლუკოზისა და ჟანგბადის უტილიზაციის პოსტიშემიური Dდაქვეითებისა და შესაბამისად ლაქტატის პროგრესირებადი დაგროვების პროცესის ბლოკადით, პრეპარატი განაპირობებს იშემიის დამაზიანებელი მოქმედების მიმართ ორგანიზმის ადაპტაციას. ამასთან, უმჯობესდება ცერებრულ სისხლძარღვთა აუტორეგულაციური რეაქციების მაჩვენებლები. ბეტროპილი ახდენს სისხლძარღვთა კედლის მემბრანული სტრუქტურის სტაბილიზირებას, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას, მიკროცირკულაციის დარღვევების ნორმალიზებას ათეროგენეზის ადრეულ სტადიებზე, მას აქვს ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას.
ბეტროპილი კომპლექსური პრეპარატია და შედგება 8 კომპონენტისგან: პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ყველა კომპონენტის ეფექტი პოტენცირდება.
ცერებროპროტეინი - გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხასიათდება ნეიროსპეციფიური მულტიმოდალური ეფექტით. Aასტიმულირებს თავის ტვინში ცილების აერობულ ცვლას, იცავს ნეირონებს ლაქტაციდოზის დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პროცესს, ამცირებს გლუტამატის ნეიროტოქსიურ მოქმედებას, ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიისა და იშემიის პირობებში.
პირაცეტამი - ააქტიურებს ცნს-ში მიმდინარე ასოციაციურ პროცესებს, აუმჯობესებს მახსოვრობას, განწყობასა და მენტალობას როგორც ჯანმრთელ, ასევე ავადმყოფ ადამიანებში. ასტიმულირებს თავის ტვინის ინტეგრირებულ ქმედებას და ინტელექტუალურ აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის ქერქში სინაფსურ გამტარებლობას და კავშირს თავის ტვინის ჰემისფეროებს შორის. აუმჯობესებს სწავლის პროცესს, აღადგენს თავის ტვინის ფუნქციების დარღვევებს (ცნობიერება, მეხსიერება, მეტყველება), ზრდის გონებრივი მუშაობის უნარს. Aახდენს ატფ-ისა და ადფ-ის შეფარდების ნორმალიზებას (ააქტიურებს ადენილატციკლაზას და აინჰიბირებს ნუკლეოტიდფოსფატაზას), ზრდის ფოსფოლიპაზა A- ს აქტივობას, ასტიმულირებს ბიოენერგეტიკულ პროცესებს ნერვულ ქსოვილში, აჩქარებს ნეირომედიატორების ცვლას. ზრდის თავის ტვინის ქსოვილის მდგრადობას ჰიპოქსიისა და ტოქსიური მოქმედების მიმართ, აძლიერებს ბირთვულის რნმ-ისა და ფოსფოლიპიდების სინთეზს, ასტიმულირებს გლიკოლიზურ პროცესებს, აძლიერებს თავის ტვინის ქსოვილში გლუკოზის უტილიზაციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აბლოკირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ახდენს ერითროციტების მემბრანის Kკონფორმაციული თვისებებისა და ერითროციტების მიკროსისხლძარღვებში გამავლობის შესაძლებლობის ოპტიმიზაციას. აუმჯობესებს რეგიონალურ სისხლის მიმოქცევას იშემიზირებულ უბანში. აძლიერებს ალფა- და ბეტა- აქტივობას და ამცირებს დელტა- აქტივობას ეეგ-ზე. Aამცირებს გამოხატულ ვესტიბულურ ნისტაგმს. Aაქვს გამოხატული ნეიროპროტექტორული მოქმედება ჰიპოქსიის, ტრავმის, ინტოქსიკაციის დროს. Aარ ახასიათებს სედაციური და ანქსიოლიზური მოქმედება. ანტიჰოპოქსიური მოქმედების გამო პრეპარატი ეფექტურია მიოკარდიუმის ინფარქტის კომპლექსური თერაპიისას.
გლუტამინის მჟავა - წარმოადგენს ამინომჟავების, ანტიოქსიდანტების, გლიკოზიდების, ბიოფლავონოიდებისა და ვიტამინების დამატებით წყაროს. აუმჯობესებს თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის პროცესს ჰიპოქსიისას, ინსულტის შემდეგ, თავზურგტვინის ტრავმული დაზიანებისას, ცნს-ის ტოქსიური დაზიანებისას, შაკიკის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების დაქვეითებისას, ნათხემისა და ვესტიბულარული აპარატის დაზიანებით გამოწვეული გართულებებისას. მონაწილეობს ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, ასტიმულირებს ჟანგვით პროცესებს, ხელს უშლის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის დაქვეითებას, ზრდის ჰიპოქსიის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აქვს დეზინტოქსიკაციური მოქმედება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ამიაკის გამოყოფას.
ქონდროიტინის სულფატი – ანთების საწინააღმდეგო, ქონდროპროტექტორული, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მქონე კომპონენტი, რომელიც ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას. ის იღებს მონაწილეობას შემაერთებელი ქსოვილის ბიოსინთეზში, აქედან გამომდინარე ახდენს რღვევის პროცესების კუპირებას და ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აღკვეთავს არტერიოსკლეროზის განვითარებას, ახდენს ჰიალურონის მჟავის ბიოსინთეზის ნორმალიზებას.
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი: 
ვიტამინი B1-(თიამინი)-კეტომჟავების დეკარბოქსილირებისთვის თიამინი წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლისთვის აუცილებელი კოენზიმის ძირითად კომპონენტს, მონაწილეობს, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის პროცესებში და აუმჯობესებს ნერვულ გამტარებლობას. თიამინის ნაკლებობა იწვევს პერიფერიული, ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემების ფუნქციის დარღვევას. 
ვიტამინი B2-(რიბოფლავინი)-წარმოადგენს მრავალი ფლავოპროტეინული ფერმენტის შეუცვლელ კომპონენტს. Eეს ფერმენტები მონაწილეობენ ჟანგვით პროცესებში. რიბოფლავინი ხელს უწყობს კაპილარების კედლების ელასტიურობას და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მდგომარეობას. 
ვიტამინი B6-(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)-გააჩნია უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო გავლენა ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლის პროცესზე და აუცილებელი კომპონენტია ნივთიერებათა ცვლისთვის, სისხლწარმოქმნისთვის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინი E–აძლიერებს სტეროიდებისა და არასტეროიდების ეფექტს, ამცირებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობას. ახასიათებს ანტიოქსიდანტური აქტივობა, მონაწილეობს ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის პროცესში, აღკვეთავს ერითროციტების ჰემოლიზს, კაპილარების განვლადობის მომატებას, სათესლე არხებისა და საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას. აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებს გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვით ფუნქციასა და მის კვებას, ამცირებს მიოკარდის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, აღკვეთავს პეროქსიდების წარმოქმნას. პეროქსიდები არღვევენ უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს. ასტიმულირებს ჰემისა და ჰემისშემცველი ფერმენტების (ჰემოგლობინი, მიოგლიბინი, ციტოქრომი, კატალაზა, პეროქსიდაზა) სინთეზს. აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას, ასტიმულირებს ცილების სინთეზს. აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. შეწოვის პროცესში ქმნის კომპლექსს ლიპოპროტეიდებთან, რომლებიც წარმოადგენენ ვიტამინი E – ს გადამტანებს.
 
ჩვენებები
ბეტროპილი გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან.
- ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმები, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;
- თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ აღდგენითი პერიოდი;
- თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები (ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა);
- ქრონიკული ცერებროვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია);
- ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხება; დარღვევები, რომლებიც ბავშვებში ყურადღების დეფიციტთანაა დაკავშირებული;
- სხვადასხვა გენეზის დემენციის სინდრომი (ალცჰეიმერის დაავადება), ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული ენდოგენური დეპრესია;
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
- ნევროლოგიური სინდრომები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, გადატანილი ინფექციების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.
- პრეპარატ ბეტროპილის ჩართვა ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე ავადმყოფების კომპლექსურ თერაპიაში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას და აუმჯობესებს რეკონვალესცენციის პერიოდის მიმდინარეობას.
 
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისთვის 1 კაპლეტი 2-3-ჯერ დღეში; 5 წლის ზემოთ ბავშვებისთვის 1 კაპლეტი ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი - წელიწადში 2-3-ჯერ.
 
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური აშლილობები, გულისრევა და სიმშრალე პირის ღრუში, დიარეა, რომლებიც სწრაფად ქრება თავისთავად ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია მეტეორიზმის გამოვლინება, ძილის დარღვევები (ძილიანობა ან ჩაძინების დარღვევა).
 
უკუჩვენება
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
პარკინსონიზმი;
ორსულობა;
ლაქტაცია;
5 წლამდე ასაკის ბავშვები;
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
სიფრთხილით ინიშნება სისხლდენის და სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
 
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე. 
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).