EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 2023 წლის იანვრის თვეში უკრაინაში მიმდინარე ომის შეცვლილი დინამიკა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: რუსლან შავაძე

თარიღი: 2023-01-28 12:24:16

2023 წლის იანვრის თვეში უკრაინაში მიმდინარე ომის შეცვლილი დინამიკა

Ukrainian-Tank-leopard

2023 წლის იანვრის თვეში უკრაინაში  მიმდინარე ომის შეცვლილი დინამიკა და  მისი გამოწვევი მიზეზები და ფაქტორები…
უკრაინის გენშტაბის გადაწყვეტილებით ოპერატიული და მობილური რეზერვების გარკვეული ნაწილის გადასროლა მოხდა ფრონტის მიმართულებების (ბახმუტის, ზაპოროჟიის, ლუჰანსკის მიმართულებებზე) სტაბილიზაციისათვის რაც გულისხმობს მანევრული (თავდაცვის სახეობა, რომლის მიზანია, მოწინააღმდეგისთვის ზარალის მიყენება, დროის მოგება და ტერიტორიის ნაწილის შესაძლო დაკარგვისას, საკუთარი ძალების შენარჩუნება. გამოიყენება, როგორც წესი, პოზიციური თავდაცვისთვის საჭირო ძალების და საშუალებების უკმარისობისას) და მობილური (გულისხმობს თავდაცვითი, შეტევითი და შემაკავებელი მოქმედებების შეხამებას, რომელთა დროს შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის მთავარ ძალებს თავდაცვის სიღრმეში მოსახერხებელ რაიონებში (ტომრებში) იტყუებენ, სადაც მუსრავენ ყველა საშუალებით: ცეცხლით, კონტრიერიშებით და კონტრდარტყმებით.) თავდაცვის სტრატეგიის განახლებას(რომელსაც უკრაინის გენშტაბი ნაწილობრივ ომის პირველ ეტაპზე იყენებდა) გარკვეულ პერიოდამდე სანამ უშუალოდ მიიღებს უკრაინის არმია ახალი თავდაცვის პაკეტებით განსაზღვულ შეარაღებას რომლის გამოყენებით ეტაპობრივად უნდა მოხდეს რუსული საოკუპაციო ძალების გამოფიტვა...
 
რუსულ საოკუპაციო ძალებს არ შეუძლიათ ეფექტურად აწარმოონ ფრონტის რამდნეიმე მომართულებაზე მასირებული შეტევები ეს ომის მიმდინარეობის დინამიკამაც გვაჩვენა(ზაპოროჟიის ოლქში ორეხოვოს ფრონტის ხაზეე ოკუპანტების მასირებული შეტევა სრული კრახით დასრულდა) გამომდინარე აქედან უკრაინის გენშტაბმა(ამერიკელი მოკავშიირეების რჩევებითაც) კორექტირება მოახდინა ოპეტატიულ-ტაქტიკურ ამოცანების, რაც გულისხმობს თავდაცვის ხაზების სტაბილიზაციას და კონტრშეტევესათვის შესაბამისად მომზადებას,  ამის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორია:
 
1) დონეცკის ფრონტზე(სოლედარის ფრონტი) დაშვებული გარკვეული სახის  შეცდომა რომლის გამოსწორება ეტაპობრივად ხდება. ოკუპანტების მასირებული ეშელონირებული შეტევები ქალაქ ბახმუტზე თითქმის ნახევარი წელია მიმდინარეობს, იანვრის თვეში კრიტიკული ვითარების გამოსასწორებლად უკრაინის გენშტაბმა დამატებითი ძალები გადაისროლა უშუალოდ ქალაქ ბახმუტში, რის შედეგადაც ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოხერხდა, თუმცა სამწუხაროდ ფლანგები(ჩრდილოეთით სოლედარი, სამხრეთით კლიშიივკა) დაუცველი დარჩა ან დროულად ვერ მოახდინა სამხედრო მანევრი რომ თავდავის ხაზები შეევსო, ეს შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო იმით რომ უკრაინის გენშტაბი არ ელოდა ბახმუტიდან ჩრდილოეთით 10 კილომეტრში სოლედარის მიმართულებაზე მასშტაბურ შეტევას, თუმცა ის ფაქტი რომ პრიგოჟინმა მოახდინა ვანგერელების გადაჯგუფება(ქალაქ ბახმუტზე ხუთთვიანი წარუმატებელი შეტევების შემდგომ)ძირითადი ნაწილების ბახმუტიდან გაყვანა და სოლედარის მიმართულებაზე გადასროლა ეს მანევრი უკრაინის დაზერვას არ უნდა გამოსჩენოდა, თუმცა დიდი ალბათობით უკრაინის გენშტაბი კონტრშეტევისათვის ემზადებოდა ამაზე მეტყველებს ის ფაქტი რომ 46-ე აერომობილური ბრიგადა(რომელსაც წვრთნა ბრიტანეთში აქვს გავლილი) სლავიანსკი-კრამატორისკის მონაკვეთზე იყო დისლოცირებული და კრემინას მიმართულებაზე აპირებდნენ გადასროლას კონტრშეტევისატვის თუმცა სოლედარში შექმნილი რთული ოპრატიული ვითარების გამო გადაისროლეს სწორედ ქალაქის დასაცავად, 77-ე და 46-ე აერომობილურმა საჰაერო სადესნატო ბრიგადის სამხედროებმა მოახერხეს ქალაქ სოელდარის დაცვა მანამდე სანამ არ მოხერხდა თავდაცვის ხაზის მოწყობა ბახმუტ-სივერსკის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ბლაგოდოტნეს დასახლების მიმდებარედ რამაც რუსების შეტევის ტემპი მნისვნელოვნად შეამცირა, შესაძლოა ითქვას ოკუპანტებმა ქალაქ სოლედარის დაკავების შემდგომ გაიჭედნენ, ვითარებას ართულებს მმათვის ისიც რომ ქალაქი სოლედარი უკრაინელი საარტილერიო ცეცხის დაფარვის ზონაშია(რეაქტიული-HIMARS/M270 და თვითმავალი-PZH200, AHS KRAB, M109 Paladin, 2S7 Pion, Caesar..., ასევე მისაბმელიანი-M777. FH-70, Giatsint-B...) საარტილერიო სისტემები, რომელსაც კორექტირებას უწევენ უკრაინული მობილური აეროდაზვერვის ჯგუფები დრონების მეშვეობით, სწორედ კორექტირებადი საარტილერიო ცეცხლით მიმდინარეობს ქალაქ სოლედარში რუსული საოკუპაციო ძალების შემუსვრა,  მათი დანაკარგები კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. აღმოსავლეთ ფრონტის ოპერატიულმა სარდლობამ მოახერხა თავდაცვის ხაზის მოწყობა ბახმუტი-სივერსკის ცენტრალურ მაგისტრალის გასვწრივ, უკრაინის არმიის ნაწილები აკონტროლებენ  ბლაგოდოტნე-კრასნაია გორა-ბახმუტის ფრონტის ხაზს, რომელიც უშუალოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ გადის(ბახმუტი-სივერკის მაგისტრალი), მიუხედვად იმისა რომ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით საოკუპაციო ძალებმა კლიშიივკასთან მოახერხეს წინსვლა და ფლანგიდან ცდილობენ სამხრეთით ქალაქ ბახმუტს შემოუარონ, უკრაინის არმიის ნაწილები ახერხებენ ქალაქ ბახმუტის დაცვას მისი ოპერატიულ ალყაში მოქცევისაგან... 
 
2) არახელსაყრელი მეტეოროგიული პირობები კონტრშეტევებისათვის. უკრაინის გენშტაბი ემზადებოდა კონტრშეტევებისათვის ლუჰანსკის ოლქში(სადაც ჯერ კიდევ ფლობს ბოლო 4 თვის განმავლობაში ოპერატიულ ინიციატივას სვატოვო-კრემინას მონაკვეთზე)მას შემდეგ როცა მიწა გაიყინებოდა. მოგეხსენებათ უკრაინის არმიის კონტრშეტევები გათვლილია მაღალ სიჩქარეზე სადაც კომბინირებულად ხდება ქვეითთა საბრძოლო მანქანებით ჯავშანტრანსპორტიორებით რუსული საოკუპაციო ძალების ფრონტის სიღრმეში შეჭრა ძირითად პოზიციებზე გვერდის ავლა მათი ოპერატიულ ალყაში მოქცევა, რომლის შედეგადად დეზორგანიზებული რუსული ძალების იწყებენ უკან დახევას, სწორედ ამ დროს მძიმე ჯავშანტექნიკით(ტანკებით, სწორედ ამიტომ ესაჭიორება ურკაინას Leopard-2-ები, რადგან ის კარგად მანევრულია ეფექტური ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა აქვს და უკრაინის არმიის კონტრშეტევების კონცეფციაში კარგად ჯდება) ხდება რუსლი თავდაცვის გამაგრებული პოზიციების შტურმი და ასევე ფლანგებიდან დროული მანვრების განხორიცელება(მსგავსი ტაქტიკა ვიხილეთ იზიუმი-ხარკოვისა და ხერსონის ოლქის დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ჩრდილოეთიდან გარღვევის დროს) უკრაინის გენშტაბის გათვლებით გაწვრთნილი სამხედრო ნაწილები სწორედ ინავრის დასაწყისისათვის იქნებოდნენ სრულ მზადყოფნაში ოპერაციებში ჩასართვად, სწორედ ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი რომ ბახმუტის ფლანგები შესაბამისად არ იყო გამაგრებული დამატებითი უკრაინული ძალებით, რადგან ემზადებოდნენ კონტრშეტევისათვის, სავარაუდოდ განიხილებოდა, უკრაინის არმიის მიერ კრემენას მიმართულებაზე მასშტაბური კომბინურებული შეტევები, რომელში ჩასართავად სწორედ სლავიანსკი-კრამატორსკშის მონაკვეთზე დისლოცირებული უკრაინის 46-ე და 77-ე აერომობილური სადესანტო ნაწილები უნდა ჩაერთოთ(მანამდე სოლედარს 92-ე ბრიგადა იცავდა), რომლის ეფექტურობის შემთხვევაში რუსული საოკუპაციო ძალები იძულებულნი გახდებოდნენ დამატებითი ძალები გადაესროლად კრემინას მიმართულებაზე, რომელიც საშუალებითაც მოხდებოდა პრევენცია იმისა რომ რუსებს სოლედარის მიმართულებაზე საკმარისი ძალები აღარ ჰყოლოდათ მასშტაბური შეტევა რომ განეხორციელებინად. სამწხუარდო ამ გეგმამ გარკვეული მიზეზების გამო არ იმუშავა,რადგან რუსებმა შეტევა მანამდე დაიწყეს სანამ უკრაინული ნაწილები კრემინას შტურმს დაიწყებდნენ(კონტრშეტევა ვერ იქნება წარმატებული სტრატეგიულ დონეზე თუ თავდაცვის ხაზები არ არის შესაბამისად გამაგრებული) მიუხედავად იმისა რომ 2 იანვრიდან დაიწყო ყინვები აღმოსავლეთ უკრაინაში(ჯავშანტექნიკისათვის მანევრების განხორციელებისათვის) რუსებს უკევ დაწყებული ჰქონდა მასირებული შეტევა სოლედარის მიმართულებაზე, სამწუხაროდ მეტეოროლოგიური ვითარებამ რუსების სასარგებლოდ იმოქმედა, გასათავალისწინებელია ის ფაქტიც რომ სოლედარის შტურმი რუსებმა ძირითადად ჯავშანტექნიკის გარეშე ქვეითთა ნაწილების მობილიზებით განახორციელეს(მიუხედავად იმისა რომ  ამან მათ რიგებში კოლოსალური დანაკარგები გამოწივია, თუმცა მმათვის ვაგნერელების კრიმინალების სიცოცხლე არაფრად უღირთ), ამ დროისთვისაც აღმოსავლეთ უკრაინაში უჩვეულოდ თბილი ამინდებია რაც ართულრების მძიმე ჯავშანტექნიკის მანევრების განხორციელებას....
 
3) საოკუპაციო ძალები შეეცდება მასირებული შეტევების იმიტაცია მოახდინოს ფრონტის გაკრვეულ მიმართულებებზე ან გახსნას ახალი ფრონტი ბელორუსიის მხრიდან სწორედ ამისათვის ემზადება უკრაინის არმია. რუსული საოკუპაციო ძალებმა რომც მიიღონ პირადი შემადგენლობის შევსება ახალი მობილიზაციის ფარგლებში, ფრონტის მიმართულებებზე მათ არ შესწევთ უნარი განახორციელონ ერთდროულად ეფექტური შეტევები, გამომდინარე აქედან მათი ავანტიურა სრულ მოქმედებაშია ბელორუსის მხრიდან უკრაინის ჩრდილო-დასავლეთში( ბრესტის ოლქიდან(ბელორუსი) ლვოვი-ლუცკის მიმართულებაზე შიჭრან, რათა გადაკეტონ უკრაინის არმიის ძირითად ლოჯისტიკურ მაგისტრალები რომლებიც პოლონეთს უკავშირდება) შეჭრასთან დაკავშირებით, ამით ისინი ცდილობენ უკრაინის არმიის გარკვეული ნაწილები შებოჭონ ბელორუსის საზღვართან და მუდმივ საფრთხე შექმნან. ამ დროისათვის ბელორუსის ტერიტორიაზე 11-13 ათასმდე რუსი სამხედროა განთავსებული, რომლებიც პერიოდულად ერთობილვ წვრთნებს ატარებენ ბელორუსის არმიასთან და აქტიურ სააგიტაციო კამპანიას ატარებენ ბელორუსის არმიაში უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად. მიუხედავად იმისა რომ ბელორუსის არმიის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვის ალბათობა არსებობს ეს იქნება დამოკიდებული არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე და პოლიტიკურ გარემოზე რომლის საფუძველზე ლუკაშენკოს ექნება გარკვეული გარანტიები, რომლის შეთავაზება ამ დროისათვის პუტინს არ შეუძლია, თუ უკრაინა მოიპოვებს გადამწვყვეტ უპირატესობას გაზაფუხლისათვის ბელორუსის ჩართვის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება...
 
4) ერთიანი ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის ფარის შექმნა, რომელმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს რუსული სარაკეტო დაბომბვების ეფექტურობა... უკრაინამ მიიღო და მიიღებს NATO-ს სტანდარტების ახლო საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და დანადგარები( Hawk, Crotal, Gepard, Aspide,  Nasams, IRIS-T SLM, Patriot Pac-3) მათი ინტეგრირება უნდა მოხდეს საჰაერო თავდაცვის ძალებში, უკრაინას აქვს შეარაღებაში საბჭოური წარმოების Buk M1-ის და S-300-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები რომელსაც ეფექტურად იყენებს საჰაერო სამიზენების(პილოტირებადი და უპილოტო ავიაციის, ფრთოსანი რაკეტების გადასაჭერად/გასანეიტრალებლად) გარდა ამისა უკრაინის არმიის შეარაღებაშია ხელით გადასატანი საზენიტო სისტემები რომლის გამოყენებით აღკვეთილ იქნა უშუალოდ ფრონტების ხაზების სიახოლვეს( მოგეხსენებათ საზენიტო სარეკოტო კომპლექსები ძირითად ფორნტის ხაზების მოშორობით არის განთავსებული, სწორედ ამიტომ შეიქმნა უკრაინელი მობილური მეზენიტეების ჯგუფები რომლებიც ეფექუტურად იცავენ ფრონტის სიახლოვეს უკრინის საჰაერო სივრცეს)რუსული საფრონტო და საარმიო ავიაციის მოქმედება უკრაინის საჰაერო სივრცეში. რუსული მასირებული სარაკეტო დაბომბვების მთავარ მიზანს გარდა ენერგო ინფრასტრუქტურისა განადგურებისა, წარმოადგენს საჰაერო უპირატესობის მოპოვებას, რომლის გამოყენებით უნდა მომხდარიყო ოკუპანტების მიერ ერთიან კოორდინაციაში მოექციათ სახმელეთო ჯარების შეტევებთან, რბილად რომ ვთქვათ ეს გეგმა ოკუპანტებს ჩაუვარდათ(სუროვიკინის მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ), რუსული სარაკეტო შეტევების ეფექტურობა იკლებს, ეს განპიორბებულია  ფრთოსანი სარაკეტო მარაგების(Kh-101. Kh-55, Calibr) დეფიციტით და ასევე უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებით, უკრაინას ექნება შესაძლებლობა Patriot-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით გადაიჭიროს/გაანეიტრალოს რუსული ბალსიტიკური რაკეტები(9k740 Iskander) ასევე მათ შორის სამხელეთო სამიზეენბისათვის განკუთვნილი შეცვლილილ მართვის მოდულის მქონე S-300/S-400-ს ბალისტკური ტრაექტორიით მოქმედი რაკეტები, რომელიც აქამდე გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებისათვის. ამ დროისათვის უკრაინის საჰერო თავდაცვის ძალების ეფექტურობა რუსული სარაკეტო შეტევების მოგერიების დროს 70-75% მერყეობს, ეს ნიშნული მინუმუმ 90% პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ომის გადამყწვტი ფაზის დაწყებამდე...
 
5) მზადება  კონტრშეტევებისატვის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე ამოცანა უნდა შეასრულოს ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე და ომის დინამიკა შეცვალოს(ამ ძალებს უკრაინა დაახლოებით 2-3 თვის ვადაში მოუყრის თავს მას შემდეგ რაც უკრაინის მოკავშირეები გაწვრთნიან უკრაინელ სამხედროებს). იანვრის თვეში ომის დინამიკამ აჩვენა რომ სტრატეგიულ დონეზე კონტრშეტევების განხორციელება მაშინ როცა თავდავის ხაზები არ არის შესაბამისად გამგარებული არის მიზანშეუწონელი, მიუხედავად იმისა რომ დონეცკის ფრონტის მიმართულებაზე  რუსები გაცილებით დიდ დანაკარგებს განიცდიან ვიდრე უკრაინის არმია. ოპერატიულ-ტაქტკურ დონეზე უკრაინის გენშტაბის მოქმედება შესაძლოა ჩაითვალოს გამართლებულად, რადგან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსებს არ ჰქონდათ წინსვლა არცერთ მიმართულებაზე, შესაბამისად უკრაინის არმიის კონტრშეტევისათვის მზადება აქედან იყო განპირობებული , მით უმეტეს როცა მას ხელმძრვანელობს გენერალი სირსკი(ბალაკლეა-იზიუმის ბრწყინავლე გარღვევის დამგეგმავი და ინიციატორი) თუმცა თავდაცვითი ოპერაციებისათვის გადაწყობა კონტრშეტევისათვის მომზადებული სამხედრო დანაყოფების არ არის მარტივი(მიუხედავად იმისა რომ 46-ე და 77-ე აერომობილურმა ბრიგადებმა მაინც შეასრულა ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანები და რუსების მასირებული შეტევები შეაჩერა,შებოჭა და ეტაპობრივად მიმდიანრეობს მათი მოგუდვა მანევრული თავდაცვის სტრატეგიის გამოყენებით სოლედარის მიმდებარედ ბახმუტ-სივერსკის მაგსიტრალის გასწვრივ), გამომდინარე აქედან მოხდა ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების კორექტირება, რომლის გამოყენებით უნდა მოხდეს თავდაცვის ხაზების სტაბილიზაცია პირველ რიგში დონეცკის ფრონტის მიმართულებაზე, ასევე მოკავშირეების მიერ გამოყოფილი სამხედრო დამხარების პაკეტით განსაზღვრული შეარაღების მიღება და ათვისება. რომლის გამოყენებით უნდა მოხდეს უკრაინის არმიის ხარისხობრივი უპირატესობის მოპოვებას, რაც გულისხმობს უკრაინული საარტილერიო დანაყოფების ეფექტურობის გაზრდას, კომბინირებული სამხედრო დანაყოფების ფორმირებას, რომელიც გაცილებით მაღალი სიზუსტის იარაღით იქნება აღჭურვილი, მათი გამოყენება იქნება ეფექტური როგორც კონტრშეტევისას ასევე თავდაცვის დროს(მანევრული და მობილური თავდცვის სტრატეგიის გამოყენებით), ასევე ოკუპანტების ოპერატიულ სიღმეებში ლოჯისტიკური მომარგებისა და საბრძოლო მასალების საცავების განადგურებას ამის საშუალებას იძლევა უკრაინისათვის განკუთვნილი ამერიკული GLSDB(Ground-Launched Small Diameter Bomb) რომლის გასროლა მოხდება HIMARS/M270/MARS II/LRU-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამშვები პლატფორმებიდან, მისი მოქმედების დიაპაზონი 160 კილომეტრამდეა. ამ მექანიზმების გამოყენებით მოხდება რუსული საოკუპაციო ძალების გამოფიტვა და ახალი ფრონტის გახსნის პრევენცია, ოკუპანტების შეტევითი პოტენციალის მნიშვნელოვნად დაქვეითება, რომლის პარალელურად უკრაინის არმია განახორციელებს კონტრშეტევებს(ამის კარგი შესაძლბებლობა აქვს ლუჰანსკის ფრონტის მიმართულებაზე სადაც ფაქტობრივად ქალაქ კრემინას სამი მიმართულებიდან უტევს უკრაინის არმია). მოულოდნელობის ეფექტის შექმნა ძალზედ რთული ამოცანა იქნება უკრაინის არმიის მხრიდან(ბალკლეა-იზიუმის გარღვევისაგან განსხვავებით) რადგან რუსეთის გენშტაბს ჰყავს საკმაო რაოდენობის ძალები მობილიზებულნი ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთზე, ამიტომ მცირე მასშტაბის კონტრშეტევები და ასევე მათი წინასწარ დაგეგმილ ადგილას შეტყუება და შემდგომ მათი განადგურების სტრატეგიას ეფექტურად გამოიყენებს უკრაინის არმია, იქნება თუ არა ეს შეარაღება საკმარისი როგორც თავდაცვის ხაზების სტაბლიზაციისათვის ასევე კონტრშეტევებისათვის ეს შემდგომ თვეში გამოჩნდება, სწორედ ამიტომ 15 თებერვალს დაგემილ რამშტეინის მორიგ შეხვედრაზე(სადაც საბოლოოდ გადაყწდება გერმანული Leopard-2-ების გადაცემის საკითხი და ავიაციის მიწოდების აუცილებლობა, სავარაუდოდ F-16, და ასევე სავარაუდოდ საარმიო ავიაცია Aphache-ები, რომლის გამოყენებით უკრაინის არმიას ექნება შესაძლებლობა ფრონტის ხაზებზე არსებულ რთული ვითარებასთან დროული რეაგირება მოახდინოს დროის მცირე ინტერვალში) მოკავშირეები იმსჯელებენ უკრაინისათვის მიწოდებული შეარაღების პირველ შედეგებზე, რის შემდგომაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები, გაზაფხულიდან შესაძლოა ომის დასკვნითი ფაზა დაიწყოს სწორედ ამიტომ საჭიროა ყველა სამხედრო კომპონენტის და ბრძოლის ველზე არსებული ოპერატიული ვითარების სწორი ანალიზი და მასთან ადაპტირებდა და შესაბამისად სამხედრო ოპერაციების დაგეგმარება..
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ მეომრებს!