EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ეწრის გვიმრა – სამკურნალო მცენარე »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2023-04-17 10:49:07

ეწრის გვიმრა – სამკურნალო მცენარე

გვიმრა

ეწრის გვიმრა (ლათ. Pteridium Tauricum) კილამურასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლოვანი, 50-150, ზოგჯერ 200 სმ სიმაღლის, გრძელ მხოხავფესვურიანი მცენარეა.
 
გრძელყუნწიანი ფოთლები ფესვურიდან განცალკევებულად ამოდის, რომელიც კონფიგურაციულად განიერფუძიანი სამკუთხედისებრი ან კვერცხისებრია, ორჯერ ან სამჯერ ფრთართული, ქვედა მხარე წითური ხშირი ბუსუსებითაა შებუსული.
 
სპორები ივლის-აგვისტოში მწიფდება. გავრცელებულია საქართველოს უმეტეს რაიონებში როგორც ბარში, ისე მთაში, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე, ხშირად გვხვდება სვანეთსა და რაჭის ფიჭვნარებში, ტყის ნაპირებში, ტყეკაფებზე, ტყის მასივების ყალთაღებში.
 
გავრცელებულია წაბლნარებსა და სხვა ფორმაციის ფოთლოვან ტყეებში. დასავლეთ საქართველოში იგი აბეზარი სარეველაა ჩაის პლანტაციებსა და ციტრუსოვანთა ბაღებში. აღმოსავლეთ საქართველოში ასარევლიანებს საძოვრებს და სხვ.
 
ჩვილ ფოთლებს ზოგან მხალის სახით საჭმელად იყენებენ. ფესვურებს შემოდგომით აგროვებენ, ახმობენ, ფქვავენ და ჭადში ურევენ, ნორჩ ფოთლებს და ფესვურებს ხალისით ჭამს ღორი. სხვა ცხოველებისათვის ის საწამლავია და საქონელიც არ ეკარება.
 
ეწრის გვიმრის სახამებლისაგან მომზადებული ბუბკო (სახამებლის წებო) იაპონური ხურმის მოუმწიფებელი ნაყოფებისაგან გამოწურულ წვენთან შერევისა და ქაღალდზე წასმის შემთხვევაში მას წყალგაუმტარს ხდის. ამ ბალახის ეს თვისება იაპონიაში გამოყენებულია წყალგაუვალი ქოლგებისა და ლაბადების დასამზადებლად.
 
თავისებური არასასიამოვნო სუნის გამო აფრთხობს ბევრ მწერს, ზოგან ეწრის გვიმრით ტენიდნენ ბალიშებსა და ლეიბებს. ასეთ საწოლებიან ოთახებში არ ბუდობდა ტარაკანა, ბუზი და ობობა. მის ფოთლებთან ობის სოკო ვერ ვითარდება, ამიტომ საუცხოო საფუთავი მასალაა შორს გადასატანი ან შესანახი ხილისა და ბოსტნეულისათვის.
 
იგი ჩირქოვანი მუწუკებისა და ეგზემური წყლულების სამკურნალო მცენარეული მალამოს მოსამზადებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
 
მალამოს მოსამზადებლად ეწრის გვიმრის ფესვ-ფესვურებს ფხვნიან, მდუღარე წყალს გადაავლებენ, რის შემდეგ ხარშავენ რძეში და ღორის ქონს ურევენ მანამ, ვიდრე ვაჟინისებრ (სიროფისებრ) ბლანტ სითხეს არ მიიღებენ.
 
წინათ ფესურას ორგანიზმიდან სოლიტერის გამოსადევნადაც ხმარობდნენ, მაგრამ სუსტი ქმედებანურიანობის გამო ამჟამად აღარ იყენებენ.
 
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
 
agrokavkaz