EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რესპუბლიკა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი:

თარიღი: 2013-05-18 18:28:45

ვიდეოკამერის ტიპები 
 
თუ საუბარია ციფრულ ვიდეოკამერებზე, უმჯობესია ავირჩიოთ ორი ვარიანტიდან ერთი. 
 
   
 
Flash / Flash ან HD  HDD / HDD HD. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე თუ სად, როგორ  და რის გადაღებას აპირებთ, ასევე რომელ მედია გამავრცელებელზე ჩაიწერთ. 
 
   
 
Flash / Flash HD - კამერები ყველაზე კომპაქტურია. ასეთი ვიდეოკამერა ზომის  და წონის სიმცირის გამო შეიძლება ატარო ჩანთით ან თუნდაც ჯიბით. გარდა ამისა, ასეთი კამერა იმუშავებს ბევრად უფრო ხანგრძლივად ვიდრე სხვა მოდელები, მასში მექანიკური ნაწილების არ  არსებობის გამო. ჩაწერილი მასალის განხორციელება ხდება მეხსიერების ბარათზე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ ან წაშალოთ და ჩაწეროთ. 
 
   
 
შემდეგი ტიპი  - ვიდეოკამერა HDD  მეხსიერებით. მათი მთავარი განსხვავება არის - ჩაშენებული მეხსიერება მყარ დისკზე, მისი მოცულობა შეიძლება იცვლებოდეს კონკრეტული მოდელიდან გამომდინარე. განსაზღვრეთ, რამდენად ხშირად და რამდენად ბევრის გადაღებას აპირებთ და შემდეგ გააკეთეთ არჩევანი მყარის დისკის მეხსიერების მოცულობაზე. სტანდარტული დისკი 30 გბ. მოცულობით შეიძლება დაიტიოს 35 საათიანი ვიდეოგადაღება. 
 
  
 
  
 
გადაღების სტანდარტი 
 
მსოფლიოს ტექნიკური მომავალი, მაღალი ხარისხის ვიდეო გადაღებებშია. თუ თქვენ გსურთ, მრავალი წლები ისარგებლოთ, თქვენს მიერ Full HD - ხარისხით გადაღებული ვიდეოთი, სასურველია შეაჩეროთ თქვენი ყურადღება ისეთ კამერაზე, რომელსაც გააჩნია ამ ხარისხის მხარდაჭერა. მითუმეტეს რომ, ყველა მწარმოებელი თანდათან აწარმოებს ისეთ კამერებს რომლებიც მუშაობენ HDV - სტანდარტში. 
 
   
 
თუ გსურთ შეიძინოთ მაღალი ხარისხის ვიდეოკამერა, აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება მოდელებს, რომლებიც მუშაობენ AVCHD-სტანდარტში. ესეც მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერაა მაგრამ ინფორმაციის შეკუმშვის სხვა ალგორითმით: უფრო ხარისხიანი და უფრო სწრაფი, ვიდრე ჩვეულებრივ HDV-კამერებში. ეს სტანდარტი იძლევა საშუალებას უფრო ხარისხიანი გამოსახულების ჩაწერისა, რეალური დროის რეჟიმში, შეკუმშვის მინიმალური დანაკარგებით. 
 
  
 
  
 
მატრიცა 
 
CCD ან CMOS  მატრიცა - ეს სპეციალური მიკროსქემაა (ჩიპი), რომელიც შედგება სინათლის მიმართ მგრძნობიარე ფოტოდიოდებისგან. მისი ეფექტური გარჩევადობა იზომება პიქსელებში, რაც მეტია მით უკეთესია გამოსახულების ხარისხი, უკეთესია (ან დახვეწილია) მისი სიმკვეთრე და სიკაშკაშე. გარდა ამისა, თუ თქვენ ხშირად გეგმავთ სურათების და ვიდეო გადაღებას, მაშინ პიქსელების რაოდენობა უნდა გაიზარდოს აუცილებლად. 
 
   
 
მატრიცის ზომა ჩვეულებრივად შეადგენს 1 / 6 "(4 მმ), 1 / 4 " (6 მმ), 1 / 3 " (8 მმ) დიაგონალზე. თუ თქვენ აირჩევთ ვიდეოკამერას დიდი ზომის მატრიცით, შეძლებთ მარტივად ჩაიწეროთ მაღალი ხარისხის ვიდეო, ცუდი განათების პირობებშიც კი. ასეთი მატრიცის მქონე ვიდეოკამერებში, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება 3 CCD - ტექნოლოგია. მისი პრინციპი  მარტივია: შუქი ობიექტიდან გადის ოპტიკური სისტემით, შემდეგ სპეციალური ოპტიკური პრიზმების დახმარებით, ნაწილდება 3 კომპონენტად: წითელი, მწვანე და ლურჯი. თითოეული კომპონენტი მუშავდება მისივე CCD მატრიცით. ეს იძლევა გარანტიას უმაღლესი ხარისხის ფერთა გამოსახულებისა. ანალოგიური ტექნოლოგია გამოიყენება პროფესიონალურ ვიდეოკამერებში. 
 
  
 
  
 
გაზრდა, გადიდება ანუ ზუმი 
 
გადაღებისას აუცილებელი პირობაა, შორეული (ან დაშორებული) საგნების მაქსიმალურად მოახლოვება, გამოსახულების სიმკვეთრის დაკარგვის გარეშე, ამ ამოცანას წყვეტს ოპტიკური და ციფრული ზუმი. ოპტიკური ზუმი მუშაობს - ობიექტივის შიგნით ლინზების გადაადგილებით, ხოლო ციფრული კი - კამერის პროცესორით გამოსახულების დამუშავებით. 
 
   
 
ოპტიკური ზუმის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად იხილოთ ობიექტის ყველაზე პატარა დეტალიც კი. 10-12 ჯერადი ზუმი სავსებით საკმარისია ნებისმიერი გადაღებისთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში დაშორებული მანძილის გადაღებამ შეიძლება გამოიწვიოს კამერის თრთოლა, რასაც ვერ გაუმკლავდება ყველაზე ძლიერი სტაბილიზატორიც კი, ამიტომაც საზღვაო კრუიზის ან სპორტული ღონისძიებების პერიოდში გადაღება სასურველია შტატივიდან. 
 
  
 
  
 
გამოსახულების სტაბილიზატორი 
 
ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ვიდეოკამერის არჩევისას ეს არის გამოსახულების სტაბილიზატორი. უპირველეს ყოვლისა, ის საჭიროა ვიდეოგადაღების პროცესში, თრთოლვის შედეგის მოსაცილებლად, ასევე მისი მეშვეობით სურათი არ კარგავს მკაფიოებას და არ თრთის. 
 
   
 
გამოსახულების სტაბილიზატორის ორი ტიპი არსებობს: ოპტიკური და ელექტრონული 
 
   
 
ოპტიკური შედგება: მოძრავი ოპტიკური ლინზებისა და gyro - სენსორებისგან, რომლებიც ადვილად იჭერენ (ან აღიქვამენ) მიმართულებას და კამერის რხევით სიჩქარეს. რაც არ უნდა ძლიერ თრთოდეს კამერა, ლინზების სისტემა მატრიცასთან ერთად, ყოველთვის იქნება ერთსა და იმავე პოზიციაზე, გადასაღებ საგანთან (ობიექტთან) შეფარდებით. ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზატორი, აკომპენსირებს ფართო სპექტრის ვიბრაციას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გადაღებას, ცუდი განათების პირობებშიც კი. 
 
   
 
ელექტრონული სტაბილიზატორი  ასრულებს თავის სამუშაოს გაზრდილი ზომის - CCD მეშვეობით, ძალიან ძლიერი რყევის დროსაც კი, გამოსახულება რჩება მატრიცის ფარგლებში და ნათლად ფოკუსირდება თქვენთვის საჭირო მომენტში. 
 
  
 
  
 
ეკრანი 
 
დიდი და კომფორტული ეკრანი, საშუალებას იძლევა გამოახულების კარგად განხილვის და გადაღების განხორციელების, არა მარტო თვალის დონიდან არამედ პრაკტიკულად ნებისმიერი მდგომარეობიდან. ეკრანის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ აწიოთ და დაწიოთ ის სათანადო დონეზე, გადასაღებ ობიექტთან მჭიდრო მიახლოებით და ამავე დროს ეკრანზე მიმდინარე პროცესის სრული კონტროლი. 
 
  
 
  
 
ავტონომური (ავტონომურად) მუშაობის დრო 
 
გაითვალისწინეთ, რომ გადაღებისთვის უფრო მეტი დროა საჭირო ვიდრე თქვენ ელით: 
 
უნდა შეარჩიოთ შესაფერისი კამერის კუთხე და მაშტაბი, ამიტომაც მიაქციეთ ყურადღება აკუმულატორს და კამერის ავტონომურად მუშაობის დროს. არ დაგავიწყდეთ რომ,  რაც უფრო დიდია მოდელის დისპლეი, მით უფრო მეტი ენერგია დაიხარჯება. 
 
  
 
  
 
ხმა 
 
მნიშვნელოვანია, რომ ხმის ხარისხი შესაფერისი იყოს გამოსახულების ხარისხის. აუცილებელია, რომ ვიდეოკამერა იყოს აღჭურვილი ჩამონტაჟებული მიკროფონებით (რაც მეტია მით უკეთესად ჩაიწერება ხმა) და ხარისხიანი დინამიკებით. 
 
  
 
ხმოვანი არხების რაოდენობა, განსაზღვრავს ბილიკების რაოდენობას, 2 ან მეტი შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, ერთდროულად ჩაიწეროთ გამოსახულების ჟღერადობა (ხმა) და ასევე თქვენი კომენტარი ამა თუ იმ გადაღებულ მასალაზე ან დაადოთ თქვენთვის სასურველი ხმა,  ორიგინალი ხმის დაკარგვის გარეშე (მაგ. თანმხლები მუსიკალური გაფორმებით) ყველაზე თანამედროვე მოდელები ხმას იწერენ DolbyDigital_ის ფორმატში.