EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ავტოკრატია / დესპოტიზმი / მონარქია »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-05-19 11:16:01
ავტოკრატია (ბერძნ. αυτός, თვით და ბერძნ. κρατέω, მართვა) — სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.
დესპოტიზმი — პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს უჭირავს ერთ ადამიანს შეუზღუდავი ძალაუფლება. მისი სინონიმი არის დიქტატურა. დესპოტის ტიტულს ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორები. ძველი ბერძნები „დესპოტს“ არათავისუფალი ქვეყნის მმართველს უწოდებდნენ. თეორიული აზრის განვითარების კვალად, თანადათანობით შეიცვალა ტერმინის მნიშვნელობაც. პირველად არისტოტელემ გამიჯნა ერთმანეთისაგან სპარსული დესპოტია და ბერძნული ტირანია. ტირანია ხანმოკლეა და მთლიანად ძალადობას ემყარება, მაშინ როდესაც აღმოსავლური დესპოტია სტაბილური რეჟიმია იმ ხალხისა, ვინც არც იცის სხვაგვარი მმართველობის წესი. შესაბამისად, აღმოსავლური დესპოტია ემყარება არა იმდენად ძალადობას, რამდენადაც ხალხის თანხმობას და ტირანიისგაან განსხვავებით, ლეგიტიმურია, დესპოტიზმი, როგორც სპეციფიკურად აღმოსავლური მმართველობის სახე, მონტესკიეს მიერ გვიან კიდევ უფრო გაიმიჯნა დასავლური აბსოლუტისტური რეჟიმებისაგან, რომელთა მონარქები, როგორი რეპრესიული ხასიათიც უნდა ჰქონოდა მათ მმართველობას, ყოველთვის მართავდნენ (თუნდაც, საკუთარ ნებას დაქვემდებარებული, მაგრამ მაინც არსებული) კანონის შესაბამისად. ბევრ თანამედროვე თეორიაში ტერმინი დესპოტიზმი ნეგატიური მნიშვნელობით – გადაჭარბებული ძალაუფლების აღმნიშვნელად გამოიყენება.
მონარქია (ლათ. monarcha; ბერძნ. μονάρχης: μόνος „მონოს“ — ერთი, ერთადერთი; ἀρχων „არქონ“ — მმართველი, ლიდერი) — სახელმწიფო მმართველობის ფორმა.
მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს.
არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია - რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია - რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.
შუა საუკუნეებში მონარქია იყო სახელმწიფო მმართველობის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა. თანამედროვე მონარქიების დიდი ნაწილი (კერძოდ ევროპული მონარქიები) კონსტიტუციურია. თნამედროვე ფაქტიური აბსოლუტური მონარქიებია: ბრუნეი, ბჰუტანი, ომანი, საუდის არაბეთი და სვაზილენდი. ვატიკანი არის თეოკრატიული მონარქია, რომლის მონარქია რომის პაპი.