EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფაშიზმი / ტოტალიტარიზმი / პლუტოკრატია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-19 11:17:51

ფაშიზმი / ტოტალიტარიზმი / პლუტოკრატია

ფაშიზმი (იტალ. fascismo) - პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა იტალიაში, რომლის ფუძემდებელიც იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.

სადღეისოდ, ფაშიზმის მიმდევრობა არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, რომელსაც ამ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო უარეს შემთხვევაში ფაშიზმად ითვლება უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინება. რეალურად ფაშიზმი წარმოადგენს ზენაციონალურ (გნებავთ ტრანსნაციონალურ) ნაციონალიზმს, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ლიბერალურ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას.

არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში.

 

ტოტალიტარიზმი - ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელიც გამოიყენება ისეთი თანამედროვე პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, რომლებშიც სახელმწიფო არეგულირებს საზოგადოებრივი საქმეების თითქმის ყველა ასპექტს.

ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი - ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით.

აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება.

პოლიტოლოგები მიუთითებენ ტოტალიტარიზმის შემდეგ ძირითად ნიშნებზე:
ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე.
საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება.
ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს.
რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც.
ტოტალიტარიზმის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება.

განასხვავებენ ტოტალიტარიზმის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულტოტალიტარიზმს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში).

ტოტალიტარიზმის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ. არენდი, ზ. ბჟეზინსკი, კ. პოპერი, მ. ჰაიდეგერი, ფ. ჰაიეკი და სხვ.).

 

პლუტოკრატია — (ბერძნ. plutokratia, plutos სიმდიდრე და kratos ძალა, ძალაუფლება) — პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა.