EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, რომელი ავირჩიოთ ? »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 16:43:30

საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, რომელი ავირჩიოთ ?
რადგან ამაზე ბევრი თემა იხსნება ..
ჯობია დეტალურად ჩამოვაყალიბოთ თითოეული საწარმოს ცნება , ზოგადი დახასიათება .. დადებითი და უარყოფითი მხარეები ...
 

 სამეწარმეო საზოგადოებაში დასაშვებია მხოლოდ ის ფომები რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი განამტკიცებს საწარმოთა ექვს ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმას , ესენია:

 
1. ინდივივიუდლაური საწარმო;
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება( სპს);
3. კომანდიტური საზოგადოება ( კს);
4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგდოება ( შპს);
5. სააქციო საზოგადოება( სს);
6. კოოპერატივი.
 
 
1. ინდივიდუალური საწარმო წარმოადგენს ერთი პირის, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკურ პირის, სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ფორმას. ინდივიდუალური საწარმო არ არის იურიდიული პირი.
 ამ შემთხვევაში მეწარმე გამოდის საკუთარი სახელით, როგორც ფიზიკურ პირი.
 
 
2. სპს ერთ-ერთ ძველი და მეტად გავრცელებული სავაჭრო საზოგადოებაა. განმსაზღვრელი ამ ტიპის საზოგადოებაში არის პარტნიორთა სოლიდარული პასუხიმგებლობა საზოგადოების კრდიტორების წინაშე.
 
 
3. კომანდიტური საზოგადოება- წარმოადგენს სპს-ს მოდიფიცირებულ ნაირსხეობას. სპს-სგან განსხვავებით კს-ს ყავს ორი კატეგორიის პარტნიორი: 
 
ა. კომპლემენტარი, ანუ პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორი. მისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე შეუზღუდავია. ანუ პაუსხს აგებს მთელი თავისი ქონებით;
 
 
ბ. კომანდიტი რომლის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე შემოიფარგლება მხოლოდ მის მიერ შეტანილი საგარანტიო თანხით
 
 
4.შპს- ების წამოშობა ორმა გარემოებამ განაპირობა . პირველი ეს იყო სააქციო საზოგადოების დაარსების რთული პროცედურის შეცვლა უფრო ლიბერალურით. მეორე იყო პასუხიმგებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა რომ არსებობდა პირთა გაერთიანებების ისეთი ფორმები როგორც სპს ან კს ბევრი უარს ამბობდა მათში მონაწილებაზე ვინაიდან არ სურდათ მთელი პირადი ქონებით ეგოთ პასუხი კრედიტოების წინაშე. სწორედ ამან გამოიწვია შპს-ს დამკვიდრება სავაჭრო სამართალში.
 
 
5. სს- საზოგადოება , რომლის საწესდებო კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად.
დასავლეთის ქვეყნებში სააქციო საზოგადოებები, როგორც წესი მსხვილი სამრეწველო და კომერციული საზოგადოებებია. შპს-საგან განსხვვებით იგი არ არის კანონმდბელობის ხელოვნური ქმნილება. იგი ეკონომიკური ცხოვრების ხანგრძლივი განვითარების შედეგია.
 
 
6. კოოპერატივი- ისტორიულად მე-19 საუკუნეში წარმოიშვა ევროპაში კაპიტალიზმის განვითარების შედეგად. წარმოშობის ძირითადი მოტივი იყო თვითდახმარება ნუ წევრთა ორგანიზაციის ისეთი ფორმა , რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მათში გაერთიანებული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. 
 
 
 
საწარმოთა რეგისტრაციის წესი...
 
კანონი განსხვავებულად ადგენს ინდ. მეწარმის რეგისტრაციის წესს.
 
ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს განცხადებას 2 ეგზემპლარად.
განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული განცხადების ფორმა ან მისი ასლი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს განცხადების ფორმა, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს მისი ასლი.
 
შევსებული განცხადების ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: 
ა) საფირმო სახელწოდებას;
ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს;
გ) ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს);
დ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.
 
 
დაუშვებელია სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა.
 
განცხადების ორივე ეგზემპლარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
 
 რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, ინდივიდუალური საწარმო სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა მოტივირებული უარის შესახებ, ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
 
 ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) განცხადება არ არის წარდგენილი 2 ეგზემპლარად;
ბ) განცხადების თითოეული ეგზემპლარი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით.
 
ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის არ გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი.
 
 
 
სხვა ყველა საწარმოს რეგისტრაციის შემთხევვაში 
 
 
რეგისტრაციისთვის განცხადება შეიტანება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით.
განცხადება სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს:
ა) საფირმო სახელწოდებას (ფირმას);
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;
გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);
დ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);
ე) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.
 
განცხადებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ხელს უნდა აწერდეს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი.
 
აღნიშნულ რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს ნებისმიერი საწარმოს ( გარდა ინდ. მეწარმისა) რეგისტრაციის განცხადება
 
 
 გარდა ამისა კანონი ადგენს დამატებით რეკვიზიტებს, კერძოდ :
კომანდიტური საზოგადოებისათვის,  დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა. 
 
 
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის, დამატებით საჭიროა მიეთითოს:
ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და თითოეული პარტნიორის წილი საწესდებო კაპიტალში (პროცენტებსა და თანხებში); 
ბ) საწარმოს ხელმძღვანელის (ყოველი დირექტორის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება, ნომერი, პირადი ნომერი.
 
 რეგისტრაციის წესი და ვადა 
 
საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანით, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით და სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემით.
რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საწარმო (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
 თუ აღნიშნულ ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა ხარვეზის ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.
 
 
უარი რეგისტრაციაზე 
 
საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებს;
 
ბ) განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილია ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის გარეშე;
 
გ) არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საწარმოს წარმომადგენლები გამოიყენებენ საქმიან ურთიერთობებში; 
 
დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;
 
ე) საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას არ ერთვის საზოგადოების წესდება;
 
ვ) არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
ზ) განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
 
 
კომანდიტურ საზოგადოებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველებისა )შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში არ არის მითითებული ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის ოდენობა; 
ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი.
 
 
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველებისა ) შეიძლება ეთქვათ, თუ:
ა) არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;
ბ) არ არის მითითებული ყოველი დირექტორის ამ კანონით დადგენილი მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
 
 
 სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია.რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უარი სახელმწიფო და საგადასახადო სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში
 
 
 
 
კანონი განამტკიცებს საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების თავისუფალი არჩევის პრინციპს. ამავე დროს კანონი განსაზღვრულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს , რომლებიც საწრმოთა ორგანიზაციულ-სმართლებრივ ფორმის სპეციფიკიდან გამომდინარეობენ
კერძოდ:
 
ა. სპს-ს, კს-ს და კოოპერტივის დასასფუძნებლად საჭიროა მინიმუმ 2 კაცის არსებობა;
 
ბ.სპს-სა და კს-ში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი;
 
გ. შპს-სა და სს-ს დასაარსებლად აუცილებელა მინიმალური საწესდებო კაპიტალი : სს-სთვის ეს არის 15 000 ლარი , ხოლო შპს-სთის 200 ლ;
 
დ. მინიმალური კაპიტალი ასევე საჭიროა კოოპერტივის დასაარსებლად, ოღონდ მის ოდენობას განსაზღვრავენ დამფუძნებლები. თუმცა თითოეული მეპაიეს პაი არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები;
 
 
ე. საწარმო , ( გარდა კოოპერატივისა) რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოებად. ეს ნორმა ნაკარნახევია ეკონომიკური პოლიტკის მოტივებით, მრავალრიცხოვან აქციონერთა უფლებების უფრო სრულყოფლად დაცვის აუცილებლობოით და ასევე საზოგადოების მართვის ეფექტური სისტემის შექმნის აუცილებლობით. 
 
 
 
რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ავირჩიოთ?
 
- სააქციო საზოგადოების აქციონერები პაუსხს არ აგებენ საზოგადოების ვალებისთვის, მაგრამ ამ საზოგადოების დაფუძნებისთვის მათ სულ მცირე 15 000 ლ. მაინც უნდა გაიღონ ან საზოგადოების კაპიტალში ჩადონ ამ ღირებულების ეკვივალენტური ქონება;
 
-შპს დაფუძნებისთვის უფრო ნაკლებ თანხას მოითხოვს- შპს-ს მინიმალური საწესდებო კაპიტალი 200 ლარია, რის გამოც ბევრი სწორედ ამ ფორმა არჩევს;
 
-ისინი ვისაც პასუხისმგებლობის არ ეშინიათ და არც ბევრი ფული აქვთ არჩევენ სპს- ან კს-ს დაფუძნებას. თუ მომავალ პარტნიორებში გამოჩნდება ისეთი ვისაც არ სურს სრულად, მთელი თავისი ქონებით აგოს პასუხი შეუძლია კომანდიტად შევიდეს საზოგადოებაში;
 
- მათ ვისაც მოგება არ იზდავს და მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურთ, სხვებთან ერთად შეუძლიათ შექმნან კოოპერტაივი, რომლის საწესდებო კაპიტალი თითოეული წევრისგან სულ მცირე 50 ლარს მოთხოვს;
 
- ვისაც დიდი ფული არ აქვს და არც სხვებთან ერთად სურს საქმის წარმოება, მაგრამ აქვს საქმის კარგად გაძღოლის უნარი და შესაძლებლობა მოგებაც ნახოს შეუძლია დააფუძნოს ინდივიდუალური საწარმო.