EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 15 პუნქტი – სანამ სამსახურს შეიცვლი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 17:03:18

ძირითად შემთხვევებში ძებნის პროცესი უსისტემოდ მიმდინარეობს. ხანდახან იმას ვჯერდებით, რასაც პირველივე ჯერზე შემოგვთავაზებენ, ან იმას, სადაც უკეთესი ხელფასი გველის. ზოგჯერ უბრალოდ არ ვიცით, რა გვინდა ახალი სამსახურისგან, რადგან ისიც კი არ გვაქვს გაანალიზებული, თუ რატომ არ მოგვწონს ძველი. ხანდახან გასაუბრებებზე გვავიწყდება სამუშაო ადგილის ყველა ის ასპექტი, რაც განაპირობებს კომფორტის შეგრძნებას, თვითაქტუალიზაციას და კმაყოფილებას. ხშირ შემთხვევებში ეს ასპექტები ზოგიერთი ადამიანისთვის ხელფასზე მნიშვნელოვანიც არის ხოლმე.

თუ ახლა სწორედ მსგავსი ეტაპი დგას შენს ცხოვრებაში, დაუსვი მომავალ დამქირავებელს ქვემოთ ჩამოთვლილი შეკითხვები. ამით გაიადვილებ არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, არამედ სრულ ინფორმაციას მიიღებ ახალი სამსახურის შესახებ და თავიდან აიცილებ მოულოდნელ სიურპრიზებს. ასევე, დამქირავებლის თვალში უფრო ამაღლდები.

2. შვებულება / დასვენების დღეები

შესაძლოა მომავალ სამსახურში შვებულებების ასე ზუსტად აწყობილი სისტემა არ დაგხვდეს, მაგრამ ის მაინც გაარკვიე, წელიწადში რამდენი ხელფასიანი და უხელფასო შვებულების დღე გეკუთვნის. ასევე დააზუსტე ავადმყოფობის შვებულების (“ბიულეტენს” რომ ეძახიან”) საკითხი.

ჩემმა ბიძაშვილმა ამას წინათ ახალი სამსახური იშოვა. ხელფასი არც ისე დიდი აქვს, მაგრამ რასაც მიყვება, იქიდან ვხვდები, რომ ხშირად მოუწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა. თუ მოგზაურობა გიყვარს და საზღვარგარეთ მივლინებები შენთვის მნიშვნელოვანი თემაა, გამოიკითხე, გექნება თუ არა ამის შესაძლებლობა ახალ სამსახურში. ზოგისთვის დაბალ ხელფასიანი სამსახურიც მისაღებია, თუ ხშირად მოგზაურობა მოუწევს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც კარგად უნდა გაარკვიო, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებია. არავის სურს ახალ სამსახურში პროფესიულად გაიყინოს. თუ შენთვის ეს მნიშნელოვანია, საკითხი გასაუბრებაზევე აუცილებლად წამოჭერი.

 

5. ხელფასის ზრდის პერსპექტივა / საბონუსე სისტემა

იმ იმედით, რომ ხელფასი ყოველწლიურად გაიზრდება, შეიძლება თავიდან ნაკლებ ხელფასიან შემოთავაზებასაც დასჯერდე.

ასევე საინტერესოა ბონუსების სისტემაც. ზოგ კომპანიაში მიღებულია მეცამეტე ხელფასი, რომელსაც ყველა თანამშრომელი წლის ბოლოს იღებს. ზოგან კი ბონუსი დამსახურების ან გამომუშავების მიხედვით ერიცხებათ. ჩემს ერთ ახლობელს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, წლის ბოლოს ბონუსად ხელფასის ხუთმაგი ოდენობა ჩაურიცხეს.

6. სამუშაო დღე / შესვენება / ზეგანაკვეთური მუშაობა

აუცილებლად გამოიკითხე, რომელ საათზე იწყებს კომპანია მუშაობას და რომელზე ამთავრებს; კვირის რა დღეებში ისვენებს; სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლებს აქვთ თუ არა შესვენება და რამდენი ხანი.

ასევე საინტერესოა, იხდის თუ არა კომპანია ზეგანაკვეთური მუშაობისთვის (overtimes) დამატებით თანხებს.

7. დაზღვევა / საპენსიო ფონდი

როგორც წესი, თითქმის ყველა ღირსეულ ორგანიზაციას აქვს თანამშრომლებისთვის დაზღვევა და საპენსიო ფონდი. თუმცა აქაც არის განსხვავებები პაკეტებში. მომავალი სამსახურის არსებულთან შესადარებლად სრული ინფორმაციის წინასწარ მიღება სულაც არ იქნება უსარგებლო.

8. ტიპური სამუშაო დღე

შენთვის ასევე საინტერესო უნდა იყოს პასუხი შეკითხვაზე: “როგორი იქნება ჩემი ტიპური სამუშაო დღე?”

გაიგე, რას მოელის დამქირავებელი შენგან და შეესაბამება თუ არა მისი მოლოდინები შენს წარმოდგენებს ამ ვაკანსიასთან დაკავშირებით. პასუხის მოსმენისას შეიძლება აღმოაჩინო ისეთი დეტალები, რაზეც ვაკანსიის განაცხადში საერთოდ არ ეწერა და შენც ვერასდროს წარმოიდგენდი, თუ ეს შენს მოვალეობებში შევიდოდა.

9. სატელეფონო საუბრების ანაზღაურება / კორპორატიული მანქანა

თუ ისეთი პროფესია გაქვს, რომ ყოველდღე ბევრ ხალხთან გიწევს ურთიერთობა და შეხვედრები, სატელეფონო საუბრების ანაზღაურება და კორპორატიული მანქანის მომსახურება აქტუალური გახდება.

თუ საკუთარი მანქანა გყავს, შეგიძლია ბენზინის ტალონების საკითხი მაინც გაარკვიო.

10. კვება

ძალიან ძნელია, როდესაც ყოველ დღე ლანჩის დროს იმაზე ფიქრი გიწევს, სად იკვებო. სანამ სამსახურს შეიცვლი, გაარკვიე, როგორ არის მოგვარებული თანამშრომელთა კვების საკითხი. თუ ახალი სამსახურის შენობაში ადგილობრივი ბუფეტი ან სასადილო არ არსებობს, გამოიკვლიე ოფისის შემოგარენში სად შეიძლება კვება და როგორი ფასებია, ანუ რა დაგიჯდება საშუალოდ ყოველ დღე გარეთ სადილობა.

11. გუნდი

თბილისი პატარა ქალაქია. ხანდახან ისე ხდება, რომ ახალ ორგანიზაციაში მისულს, ისეთი ადამიანები გხვდებიან, რომლებთან ერთად მუშაობასაც სიკვდილი გირჩევნია, ან პირიქით – ბევრი მათგანი ნაცნობი და მეგობარი აღმოჩნდება.

სანამ ახალ შემოთავაზებას ბრმად დათანხმდები, ვფიქრობ, სულაც არ არის სასირცხვილო, გამოიკვლიო კიდევ ვინ და რამდენი ადამიანი მუშაობს იმ დეპარტამენტში/ორგანიზაციაში, სადაც შენ ყოველდღე დროის უმეტესი ნაწილის გატარება მოგიწევს; ვის რა ფუნქცია აკისრია; ვინ იქნება შენი უშუალო უფროსი; ვინ არიან მისი დაქვემდებარებული შენს გარდა; რა ადგილი უჭირავს შენს მომავალ პოზიციას ორგანიზაციულ სტრუქტურაში;

ამგვარი კვლევა ფინალურ გასაუბრებაზე შეგიძლია ჩაატარო და თანამშრომლების სახელები ფრთხილად გამოკითხო. მომავალი თანაგუნდელების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია Linkedin-ზე მოიძიო ან ნაცნობებში გაიკითხო.

12. უახლოესი ცვლილებები

როდესაც ორგანიზაციას ახალი თანამშრომლები აჰყავს სამსახურში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ იგი იზრდება და ვითარდება. შესაბამისად შესაძლებელია, მომავალში რაიმე ცვლილებებიც იგეგმებოდეს. მაგალითად – ოფისის შეცვლა. გამოკითხე დამქირავებელს, უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებენ სადმე გადასვლას და ზოგადად, რამდენად ხშირად იცვლიან ოფისს.

თუ ორგანიზაციას ბევრი ფილიალი აქვს, გაარკვიე კონკრეტულად რომელ მათგანში მოგიწევს მუშაობა.

13. შრომის შეფასების სისტემა

შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კონკრეტული თანამშრომლის შრომის შეფასება, სულაც არ არის უხერხული და დასაძრახი. ყველა ორგანიზაციას თავისი შეფასების სისტემა აქვს. ბანკებში, ფინანსურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ეს სისტემა უფრო დახვეწილი და ზუსტია. პატარა კომპანიებში კი შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს.

გაითვალისწინე, რომ ხშირად ხელფასის ზრდა და ბონუსები სწორედ შეფასებაზეა დამოკიდებული.

14. შიდა კომუნიკაცია / თანამშრომლებზე ზრუნვის სქემა

შიდა კომუნიკაციის მოდელი ერთი შეხედვით ბუნდოვანი თემაა, მაგრამ საინტერესო. ზოგ კომპანიაში ყველა თანამშრომელს შეიძლება კორპორატიული იმეილი და შიდა ოფისის ტელეფონიც კი არ ჰქონდეს. გაარკვიე რა შიდა კომუნიკაციის საშუალებები გექნება, თუ ამ ორგანიზაციის წევრი გახდები.

ასევე გამოიკვლიე შიდა პიარის მუშაობა. ზოგი კომპანია თანამშრომლებს მათსავე დაბადების დღეებზე ფულად პრემიას აძლევს. ასევე ზოგან მიღებულია თანამშრომლების საჩუქრებით განებივრება ახალ წელს, აღდგომას და განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, დაქორწინებისას ან შვილის შეძენისას).

მართალია, ასეთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება შეიძლება გასაუბრებაზე ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ თუ ასეთ ინფორმაციას რომელიმე ნაცნობი თანამშრომლიგან გაიგებ, არც მწვადს დაწვავ და არც შამფურს.

15. კონკურენტული უპირატესობები

და ბოლოს, ზოგადი შეკითხვა რაც პოტენციურ დამქირავებელს შეგიძლია დაუსვა:

რა აიძულებთ ადამიანებს დარჩნენ ამ კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში? რა გამოარჩევს ამ კომპანიას, როგორც დამქირავებელს, კონკურენტებისგან?