EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მომნუსხველი მზერა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 10:13:21

სხვაგვარად მას მაგნიტურ მზერასაც უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ მზერით ადამიანს შეუძლია გადმოსცეს თავისი გრძნობები: სიყვარული და სიძულვილი, აღფრთოვანება და ზიზღი, მადლიერება, თანაგრძნობა და ა.შ. ამავდროულად გეტყვით, რომ მზერა ერთ - ერთი უძლიერესი იარაღია, რომელსაც შეუძლია წარუშლელი  შთაბეჭდილება და მძლავრი ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანებზე. ანუ ის ფარული ზემოქმედების საშუალებაა. ის აბრმავებს, იზიდავს, ხიბლავს, ნუსხავს და აიოლებს მანიპულაციურ ზემოქმედებას სხვებზე.

მზერას შეუძლია გაანეიტრალოს ის ზეგავლენაც, რომელიც შენსკენ მტრული განზრახვითაა მომართული.

იქნებ გქონია შემთხვევა, როცა ვიღაცის მზერას ვერ გაუძელი, თვალი აარიდე, ანდა შფოთვამ შეგიბყრო?

იქნებ შეგხვედრია ადამიანი, ვისი მძიმე ან გამჭოლი მზერაც თითქოს რენდგენივით ზემოქმედებდა შენზე, თითქოს მისთვის გამჭირვალე იყავი?

ასეთ მზერას „მაგნიტურს“, „ოდიურს“ ანდა „ცენტრალურს“ უწოდებენ. მას შეუძლია არა მარტო ადამიანების დამორჩილება, არამედ მხეცის დაშოშმინებაც კი.

უფრო მეტიც ასეთი მზერა თვალებს ზედმიწევნით ალამაზებს ან კიდევ საკმაოდ საზარელს ხდის  და შეიძლება მხოლოდ შეხედვით შეაშინო ადამიანი ვისაც თვალებში ჩახედავ.

მომნუსხველი მზერა წარმოქმნის მკვიდრ და შეუვალ აზრობრივ ტალღებს, რომლებიც უშუალოდ ადამიანის ტვინისკენაა მიმართული. მას ტყუილუბრალოდ როდი უწოდებენ „ცენტრალურს“ - ის ხომ ადამიანის სახის ცენტრალური ნაწილისკენაა მიმართული, იქ, სადაც  წარბები ერთდება და ცხვირი იწყება, ანუ ცხვირის ფუძისკენ.

აღმოსავლური სწავლებების მიხედვით, ამ ადგილს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და აღქმადი ნერვული ცენტრია, რომელსაც უნარი შესწევს, მისკენ მიმართული ენერგეტიკული ზემოქმედება აღიქვას. მას ხშირად მესამე თვალსაც უწოდებენ.

თუ მზერას ამ ადგილისკენ მიმართავ და ამავდროულად, ადამიანს აზრობრივ ბრძანებებს გაუგზავნი, ანდა განიცდი სურვილებსა და გრძნობებს, რომელთა გამოწვევაც მასში გინდა, იგი უთუოდ აღიქვამს მათ და შესაბამისი რეაქციაც ექნება.

თუმცა ეს არა უბრალოდ კონკრეტული წერტილისკენ მიმართული, არამედ სწორედაც რომ მაგნიტური ცენტრალური მზერა უნდა იყოს, რომელსაც, ცხადია, ძალისხმევა და დაუზარებელი ვარჯიში სჭირდება!

 

სავარჯიშო N1

თეთრ ფურცელზე დახატე (ფლომასტერით, მაგალითად) 10-თეთრიანისოდენა შავი წრე (მთლიანად შავი!). ფურცელი კედელზე მიამაგრე და დაჯექი ისე, რომ ეს შავი წერტილი მეტრ-ნახევრით იყოს შენგან დაშორებული და თან შენი თვალების გასწვრივ მდებარეობდეს (ალბად ხვდები, რომ სასურველი ადგილის შესარჩევად შეიძლება ფურცელის გადაადგილება დაგჭირდეს).

ახლა მოხერხებულად მოკალათდი (არ დაიგრიხო!), შეხედე წერტილს და წარმოიდგინე, რომ თვალებიდან ორ პარალელურ და შავ წრეში შეერთებულ სხივს ასხივებ.

ეს თვალის დაუხამხამებლად უნდა გააკეთო!

ვიცი, თვალი დაგეღალა და ცრემლებიც წამოგცვივდა.

მერე ვინ გითხრა, რომ თვალი უნდა დაღალო?

საათი დაინიშნე და წერტილს ისე მიაჩერდი. როგორც კი თვალები აგეწვება და დახამხამების სურვილი შეგიპყრობს, დაახამხამე და საათს დახედე.

სავარაუდოდ 30 წამი ან ერთი წუთი გაძელი!

შეისვენე და სავარჯიშო გაიმეორე. ხუთჯერ ან შვიდჯერ.

თუ თვალის დაუხამხამებლად ისევ ერთი წუთი გაძელი, ესე იგი ასეა საჭირო.

მეორე დღეს (აუცილებელი პირობაა!) ისევ იმეორებ ამ სავარჯიშოს და ინტერვალის გაზრდას არ ცდილობ. დაე, კვლავ ერთი წუთი იყოს. თუ მეტხანს გაძლებ, დაიმახსოვრე, რამდენი ხანი იჯექი ძალდაუტანებლად გაშტერებული!

მესამე დღეს კვლავ იმეორებ სავარჯიშოს.

შეინარჩუნე ეს ინტერვალი რამდენიმე დღე, მაგალითად 3.

შემდეგ შეეცადე გაზარდო, ვთქვათ, კიდევ ერთი წუთით.

და ასე, ყოველ სამ დღეში დაუმატე თითო წუთი.

არიან ადამიანები, ვისაც თვალის დაუხამხამებლად ცქერა 30 წუთის განმავლობაშც შეუძლიათ. თუმცა, სასურველი ეფექტის მისაღწევად, 15-20 წუთიანი ინტერვალის შედეგიც საკმარისია.

სავარჯიშო ამით არ დასრულებულა!

ახლა აიღე ფურცელი და გადაადგილე, ვთქვათ, მარჯვნივ, მაგრამ შენ იმავე ადგილას დარჩი, ანუ სადაც თავიდან დაიწყე ვარჯიში.

შესაბამისად, მზერის მიმართვაც მარჯვნივ მოგიწევს, მაგრამ თავის მოუბრუნებლად!

იმავეს მოიმოქმედებ მარცხნივაც.

შედეგი 15-20 წუთი ან, კიდევ უკეთესი- ნახევარი საათი უნდა შეგეძლოს თვალდაუხამხამებელი (უცრემლოდ, დაუღლელად) მზერის მიმართვა საითმე ( სასურველია, ამ ეტაპზე ეს „საითმე“ არ იყოს ადამიანი).

გაითვალისწინეთ: მოერიდეთ ზედმეტად თვალების გადაღლას რათა მხედველობაზე პრობლემები არ შეგექმნათ სამომავლოდ.