EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რამოდენიმე რეკომენდაცია მომავალ ლიდერებს »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 10:26:24
რამოდენიმე რეკომენდაცია მომავალ ლიდერებს
რეკომენდაცია 1
მომავალმა ლიდერმა უნდა განსაზღვროს თავისი უნარ ჩვევები, აიღოს სპეციალობის მაკომპონირებელი ბლოკები და მათ საფუზველზე შეარჩიოს
უფრო სასურველი სპეციალობა.
რეკომენდაცია 2
მომავალმა ლიდერმა დაადგინა პრიორიტეტები და მიიღო მაკომპონირებელი ბლოკების ნაკრები თავისი სამუშაო სფეროსათვის: მათ საფუძველზე მას შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი სამუშაოს სფერო.ამის შემდეგ უნდა შეაერთოს სპეციალობა და სამუშაო სფერო და იგი უკვე მზდაა სამუშაოს შესაცვლელად.
რეკომენდაცია 3
მომავალმა ლიდერმა უნდა გაიაზროს რა შეუძლია მისცეს ქვეყანას, საკუთარ თავს.
უნდა განსაზღვროს მისი მონაცემები, ნიჭი, ანუ განსაკუთრებით
გამორჩეული უნარი პრიორიტეტების (უპირატესობა) მიხედვით ან მისთვის სასურველი.
ამას უწოდებენ უნარ-ჩვევებს. ისინი გამოიყენება ყველა სფეროში და
სპეციალობების მიხედვით. ეს იმის მიუხედავად, თუ სად მიიღეთ,
ან რამდენი ხანი მუშაობდით.
რეკომენდაცია 4
მომავალმა ლიდერმა ზუსტად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს ზემოთ აღნიშნული უნარის გამოყენება. უნდა დადგინდეს საქმიანობის უფრო
მეტად მიმზიდველი სახეობები, სფეროები, გამოიყოს გეოგრაფიულად ხელსაყრელი გარემო, რომელიც შემდეგ დამოუკიდებლად შეფასდება მის მიერ.
რეკომენდაცია 5
მომავალი ლიდერი უნდა გაესაუბროს გათვიცნობიერებულ ადამიანებს
სამუშაოს პირობებზე და იქ შექმნილ ხელსაყრელ პირობებზე.
რეკომენდაცია 6
მომავალი ლიდერი უნდა იყოს ცნობისმოყვარე და ალღოს უცბად ამღები.
რეკომენდაცია 7
მომავალი ლიდერი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ თავს და ამ მიზნით ცოტა ხანი მაინც უნდა იცხოვროს ხალხში და მის გარეთ მარტომ, რათა გაიგოს, რას წარმოადგენს, რა სურს ცხოვრებაში, უმრავლეს შემთხვევაში რისი მიღწევა სურს
რეკომენდაცია 8
რეკომენდაცია 7-ის შესრულება აუცილებელია, რადგან ასეთი ძიება ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ეს ძიება, რასაკვირველია, ადვილი არ არის,
არც უცბად ხდება. ითხოვს ძალებს და გონების მაქსიმალურ დაძაბვას, კონცენტრაციას, ანუ სამუშაოს ტრადიციული ძიების, რუტინულის (rooty-ფესვიანობა, ფესვებ გადგმული) საწინააღმდეგოა.
რეკომენდაცია 9
მომავალ ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვეულებრივი კარიერული ცხოვრება რუტინაადა მან ახალი, რაც მთავარია ნათელი წერტილები უნდა ეძებოს. ეს ნათელი წერტილები არის გზები მისთვის და სხვა,ჩვეულებრივი ადამიანებისთვის/მუშაკებისათვის.
რეკომენდაცია 10
„მომავალ ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ კარიერის მიღმა ცხოვრებაც ჩვეულებრივი რუტინაა“, მე მინახია როგორ წერენ უცხოეთში ღაც ძალიან დიდი შეცდომაა და დეპრესია და შეიძლება ზოგჯერ აგრესიაც აქედან გამომდინარეობდეს თუმცა ეს სხვა თემაა, რომ ის ცხოვრებაც არ არის საინტერესო ჩვეულებრივი რუთინაა, მაგრამ შეიძლება დავეთანხმოთ ერთ რამეში: „აქაც კერძო ინიციატივას თუ ენდობი“.
რეკომენდაცია 11
მომავალ ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ ის ყველგან ლიდერია, ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ ორგანიზაციაში.
რეკომენდაცია 11,1
მომავალი ლიდერი თუმცა ყველგან ლიდერია, მაგრამ დიქტატორი არ არის.
რეკომენდაცია 11,2
მომავალ ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ დროში მოქმედებს დარაღაც გეგმა ყოველთვის იქნება მის წინაშე.
რეკომენდაცია 12
მომავალ ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ მისთვის უმუშევრობა არ არსებობს, ის ყველგან და ყოველთვის საქმეშია ჩაბმული.
რეკომენდაცია 13
მომავალ ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერად მისი აღიარება ორგანიზაციისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან მას ბევრი კარგი საქმე აქვს გასაკეთებელი, ბევრი ეკონომიური გეგმა განსახორციელებელი, ბევრი ახალი ადამიანური რესურსი გამოსაყენებელია.
რეკომენდაცია 14
მომავალ ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ მისთვის ახალი და ძველი სამუშაო არ არსებობს და ის ყველგან კარგი პროფესიონალია.
რეკომენდაცია 15
ლიდერს უნდა ჰქონდეს შეცდომების აღიარებისა და მათი გამოსწორების უნარი, ოღონდ ეს უნდა მოხდეს უმოკლეს დროში.
რეკომენდაცია 16
მომავალი ლიდერი, უნდა აკონტროლებდეს გარკვეული სიხშირით
რამდენად გაიზარდა მისი პირადი კეთილდღეობა, შეემატა თუ არა
ფუფუნების საგნები მის სახლს, გაუჩნდა თუ არა ახალი ბინის შეძენის სურვილი, უნდა თუ არა ახალი მანქანის შეძენა - ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია მის წარმატებასთან, რაც უმარტივესი ჩამონატვალით, ერთეულებით გამოიხატება.
რეკომენდაცია 17
მომავალი ლიდერი ფესვებს არ იდგამს ერთ ადგილას, პირიქით, ის ცდილობს ეძებოს ახალი და ახალი ეძიოს.
რეკომენდაცია 18
ახლის ძიება ახალი პრობლემების ძიებას არ ნიშნავს. აი ეს იყო იმ რეკომენდაციების მოკლე ჩამონათვალი, რაც უნდა გახდეს მომავალი ლიდერის მეგზური კარიერული ცვლილებების პერიოდში.