EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბერეზოვსკის მაგია ანუ როგორ ვიშოვოთ დიდი ფული (გაგრძელება) »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 13:01:09
რწმენის შესახებ
რწმენა რთული, ორმხრივი ფაქტორია. მას შეუძლია აღგაზევოს ან გაგანადგუროს, გაგვამდიდროს ანდა გაგვაღარიბოს. ჩვენს სამყაროს პირველ რიგში, მშობლებისგან ვიღებთ, ეს ისაა,რასაც ინდუსები „კარმას“ უწოდებენ, რადგან სულს, მაიას სქელ ფენებში რომ შესულა, ჯერჯერობით წარმოდგენა არა აქვს ცხოვრებაზე. სამყაროს მისთვის აღმზრდელები ქმნიან. რაც მშობლებისთვის იყო სამყარო - დღესასწაული თუ კატორღა, იგივე იქნება ის ბავშვისთვისაც. შემდეგ, მოწიფულობაში შებიჯებისას უკვე გვიჭირს ჩვენი „კარმის“ შეცვლა. ჩვენ ხომ დაგვარწმუნეს და ფაქტებითაც, მაგალითებითაც დაგვიდასტურეს, რომ ათასის მიღება ძალიან ძნელია. ჰოდა, არ გვესმის, როგორაა იოლი ზოგიერთი ადამიანისთვის მილიონის შოვნა...
გარდატეხის ეპოქებში განსაკუთრებით ნათელი ხდება, რამდენს ნიშნავს ჩვენი წარმოდგენები ცხოვრების შესახებ. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ კაპიტალიზმი სამოთხეა და აკი დღეს ცხოვრობს კიდეც სამოთხეში, ყოველ სემთხვევაში - მატერიალურ სამოთხეში. მოსახლეობის მეორე ნაწილს კი, რადგან ასე აღზარდეს, სჯეროდა, რომ კაპიტალიზმი ჯოჯოხეთია დაროგორც კი გაიჟღერა სიტყვა - პლაცებომ - „კაპიტალიზმი“, სწორედაც რომ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა.
სინამდვილეში ნებისმიერი „იზმი“ ფუყეა, შინაარსს მათ, სამყაროს შესახებ, ჩვენივე წარმოდგენები სძენს. მარქსისა და სმიტის მომხრეები ერთნაირად მართლები არიან - უბრალოდ, ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. სამყარო კი წარმოდგენების განსხვავებული ფენებითა და პლასტებით იგება:
1. ჩვენი პირადი წარმოდგენები.
2. კოლექტიური და ჯგუფური წარმოდგენები.
3. რიგი თაობების ისტორიულად ჩამოყალიბებული წარმოდგენები.
4. სამყაროს აბსოლუტური კანონები, რომლებიც არასდროს შეცვლილან.
შესაბამისად, ჩვენ გარშემო არსებული რეალობის მოდუსი - „განაჩენები“ არსებობს. ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რატომ, მაგრამ სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ „ეს“ შეუძლებელია, „ხოლო“ აი „ის“ - ნაკლებსავარაუდოა, აი „ეს“ - სავსებით შესაძლებელია, ხოლო „აი ის“ - გარდაუვალია.
თუმცაღა ადამიანის ნებელობას, თუკი მას ისევე გავავარჯიშებთ, როგორც სპორტსმენები -კუნთებს, ძალუძს წინ აღუდგეს წარმოდგენათა მეოთხე ჯგუფსაც - აბსოლუტურ კანონებს მოდუსი - „განაჩენით“: „ეს შეუძლებელია“. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და ინდოსტანში მივლინებისას თავად შევხვედრილვარ და ვურთიერთობდი იოგებთან, მაგებთან, ბერებთან, რომლებიც გრავიტაციას დაძლევდნენ: ისინი ლევიტირებენ (დაფრინავენ) და ტელეპორტირებენ (ნივთებსა და საგნებს გადაადგილებენ სხვა ადგილას). ეს ნებელობის უმაღლესი გამოვლინებაა, მისი საოცარი ძალა, იმ ძალის დარი, ქრისტეს სიტყვებში რომ ასახულა „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენის“ შესახებ. გაიხსენეთ ქრისტეს მოწაფე, ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ წყალზე რომ გაიარა, შემდეგ ეჭვი შეიტანა ასეთ სასწაულში და უმალ წყალში ჩავარდა. ისტორიული მოწმობები არსებობს იმისა, რომ წმინდა სერაფიმე საროველი „ჰაერში იწეოდა“, ანუ გრავიტაციის კანონის საწინააღმდეგოდ, ლევიტირებდა. გულწრფელად გეტყვით, „ნებალპინიზმის“ (ამ ტერმინის ორი სიტყვის ნაერთით: „ნებელობა“ და „ალპინიზმი“ ვქმნი) ასეთ სიმაღლეებს ვერ შევწვდი და საეჭვოა აწი შევწვდე, სამაგიეროდ, ვიცი, რმ თუკი შესაძლებელია ნებალპინიზმის მსოფლიო რეკორდი, მაშასადამე შესაძლებელია მისი რეგიონული ჩემპიონატებიცა და ტურნირებიც. თუ გამდიდრების ამოცანას დაისახავთ, არ დაგჭირდებათ ბუნების კანონების დასაძლევად ქანცის გაწყვეტა. მას ისედაც მოახერხებთ, რადგან ფული „გარდუვლის“ კი არა, „სავარაუდოს“ კატეგორიას ეკუთვნის.
მკითხველო, თქვენგან ალბათ ცოტას თუ უხილავს ჩემსავით, მფრინავი მაგები, სამაგიეროდ, შორიახლო ყველას გინახავთ მდიდარი ადამიანები და შესაძლოა, გვერდით სადარბაზოსა ან თქვენსავე კარის მეზობლად.
საქმე ისაა, რომ იღბალი ბრმა სულაც არ გახლავთ, ის თითოეულ თქვენგანს თქვენივე რწმენის შესაბამისად მოგეგებათ.
ფულის ფლობის რწმენას ებრაელებს ბავშვობიდან გვინერგავენ. სწორედ „ნებალპინიზმის“ მეთოდში მდგომარეობს ებრაელების ზღაპრული სიმდიდრის საიდუმლო. მერე, რასაკვირველია, ამას ემატება „შეთქმულება“ და „ებრაელების ზესოლიდარობაც“, თუმცა საფუძველს მაინნც ებრაელების რწმენა წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ისინი ღვთის რჩეული ხალხია. „ღმერთი მთელი სამყაროს საუნჯით დაგვასაჩუქრებს“! - ირწმუნებოდნენ ებრაელები საუკუნეების განმავლობაში. ცხადია, მათ სიმდიდრე, ღმერთმა (შემოქმედმა, მოაზროვნემ, სამართლიანმა ზეპიროვნებამ) კი არა, სამყარომ (მაიამ, მატერიალურის ილუზიამ) უბოძა. ღმერთი კი ვფიქრობ, წუხდა, როცა ჩემს თანატომელთა საქმეებს ხედავდა. მაგრამ სამყარო ყველას მისი რწმენის მიხედვით და არა სამართლიანად ასაჩუქრებს. განა სახარებაზე უკედ სადმე თქმულა: „თქვენი რწმენისაებრ მოგეგებათ თქვენ“.
ებრაელობის მესიანიზმის გარეშე ჩვენი შეთქმულება ფუყე იქნებოდა. არის კიდეც ფუყე, „პლაცებო“, რომელზე ჩაბღაუჭებული ებრაელები ფიქრობენ, რომ ღმერთი „გამოიჭირეს“. შეუძლებელია ებრაული წარმატების ახსნა მხოლოდ მატერიალური ფაქტორებით. განა ბეჩავ და დევნილ უგვარტომოთა შეთქმულებას სხვა ხალხები თავის, გაცილებით ძლიერ შეთქმულებას ვერ დაუპირისპირებდნენ? განა ხელმწიფეებს თავიანთ იუდეველ ქვეშევრდომებზე მეტი ძალმოსილება არ ჰქონდათ?
მე აღზრდილი ვარ გარემოში, რომელიც მსოფლიო ფულს საკუთრებად აღიქვამდა და ამ რწმენას მრავალ შთამაგონებელ პლაცებოს უმატებდა, ებრაელები დაბადებით „ნებალპინისტები“ არიან (ისევე, როგორც ზანგები - სპორტსმენები), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ხალხებს არ შეუძლიათ „ნებალპინიზმს“ დაეუფლონ. უბრალოდ მათთვის ეს უფრო ძნელია, რადგან მენტალიტეტი (კიდევ ერთი პლაცებო) გამდიდრების დამაბრკოლებელ ბევრ მავნე წარმოდგენას შეიცავს. „ნებალპინიზმი“, ისევე, როგორც ნებისმიერი სპორტი, პირველად მონაცემებზე, ვარჯიშის ინტენსივობასა და მწვრთნელების უნარებზეა დამოკიდებული. ვარჯიშის ინტენსივობით შესაძლებელია პირველადი მონაცემების დეფექტების გამოსწორება.