EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ ვიშოვოთ ახალი სამსახური »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 13:03:31

1. რა გინდათ? “ადამიანებს ხშირად ეშინიათ და აღიზიანებთ ცვლილებები. თქვენ უნდა იყოთ გაბედული და იშოვოთ თქვენთვის სასურველი სამსახური,” ამბობს კარიერის კონსულტანტი, სარა ბერი. შეეკითხეთ თქვენს თავს, რა პრიორიტეტები გაგაჩნიათ. “არის ეს ფული, სტატუსი, უკეთესი სამუშაო გარემო თუ აბსოლუტური ცვლილებები? როგორ ორგანიზაციაში გსურთ მუშაობა?”

2. კარგათ გაიაზრეთ. რთულია ვიზუალურად წარმოიდგინო ახალი სამსახური. “ადამიანები წარმოიდგენენ იმას, რაც თავად იციან, რადგანაც არ იციან რა ხდება სხვაგან,” ამბობს ტომ ჰედლი, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების დირექტორი დასაქმების კონფედერაციაში. განიხილეთ ყველა შესაძლებელი ვარიანტი ინერნეტში და კარგად გააანალიზეთ ის. “დამქირავებლები უფრო და უფრო ხათრიანები გახდნენ ამ საკითხთან დაკაშირებით”.

3. გააკეთეთ საცდელი მცდელობები. “უთხარით თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომ თქვენ სამსახურს ეძებთ – შეკითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიდის თქვენი სამუშაოს ძებნის საქმე, თქვენ მოტივირებულად გაქცევთ,” ამბობს ბერი. დაუკავშირდით კონფერენციებზე გაცნობილ ხალხს. თუ იცნობთ ვინმეს, ვინც მუშაობს იმ დამქირავებელზე, რომელიც აცხადებს ვაკანსიას, სთხოვეთ მას რეკომენდაცია გაგიწიოთ მასთან. “ბევრი დამქირავებელი სარგებლობს სიუხვის გამოხატვის სქემით. ჩვენ ვასაჩუქრებთ თანამშრომლებს, რომელთაც კომპანიაში ახალი ნიჭიერი ადამიანები მოჰყავთ,” – ამბობს ნიკი ვინჩი, საკონსულტაციო ფირმის “ჩაპგემინი” კადრების განყოფილების უფროსი.

4. გაახალისეთ თქვენი ავტობიოგრაფია. ბარის თქმით, უმეტესობა ავტობიოგრაფიებისა მიღწევების მოსაწყენ სიას წარმოადგენს. “ეს არ არის ძლიერი გზავნილი. თქვენ უნდა გაყიდოთ თავი. თქვით: ‘ეს არის, რისი შემოთავაზებაც შემიძლია, ეს იქნება ფასი იმისათვის, რომ მე შემარჩევთ თქვენი გუნდის წევრად’ ”.

5. იყავით აქტიური. “გადაათვარიელეთ შესაბამისი გაზეთების გვერდები, ვაკანსიის ვებ-გვერდები და სამრეწველო გამომცემლობები,” ამბობს ჰედლი. ეწვიეთ კომპანიების ვებ-გვერდებს. სპეკულაციური ავტობიოგრაფიების შესწავლა დროში იწელება, თუმცა ხანდახან მომგებიანიც არის.

6. და პასიური. “კარგ დასაქმების კომპანიას შეუძლია გაგიწიოთ სამსახური,” ამბობს ჰადლი. სპეციალიზირებულ სააგენტოებს ხშირად აქვთ კავშირი პატარა სააგენტოებთან. “სთხოვეთ მათ, რომ არ გააგზავნონ თქვენი ავტობიოგრაფია თქვენი თანხმობის გარეშე. თუ თქვენს ავტობიოგრაფიას ერთი და იგივე დამქირავებელი რამდენიმეჯერ მიიღებს, ამან შესაძლოა თქვენზე იმედგაცრუებული ადამიანის წარმოდგენა შეუქმნას”, ამბობს ვინჩი.

7. ფრთხილად გააკეთეთ განაცხადი. ვინჩი ასობით განაცხადს იღებს არაშესაფერისი კანდიდატებისაგან. “განაცხადის შევსების წინ დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ,” ამბობს ის. ჰედლი აქვე დასძენს: “განაცხადი შეიტანეთ მხოლოდ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელის მიღების ყველაზე დიდი შანსი გაქვთ. არაშესაფერის სამუშაო ადგილზე განაცხადის შეტანით, თქვენ მოგიწევთ დიდი მცდელობის განხორციელება იმისათვის, რომ უჩვენოთ როგორ შეესაბამება თქვენი გამოცდილება სამუშაოს მოთხოვნებს.”

8. თავი გაართვით გასაუბრებას. “გასაუბრებაზე მიდით საკუთარ თავში დარწმუნებული,” ამბობს ვიჩი. “გააანალიზეთ შესაძლო შეკითხვები და მოამზადეთ მათზე პასუხები. გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ორმხრივი პროცესია – შეკითხვის დასმა ინტერესს წარმოშობს”. ჰედლი აქვე დასძენს: “დააინტერესეთ თქვენთან მოსაუბრე. დაუსვით მათ კითხვები მათი სამუშაო პოლიტიკისა და ბალანსებზე”, ამბობს ის.

9. მიიღეთ პასუხი. “ ‘არა’ და ‘დიახ’ ერთმანეთთან ახლოს დგანან. თუ უარს გეტყვიან, დაუკავშირდით კადრების შერჩევის ოფიცერს განმეორებითი გასაუბრების შესახებ”.

10. ნუ იჩქარებთ. ბერის თქმით ახალი სამუშაოს შოვნას სამიდან ექვსი თვე სჭირდება. “ყოველ დღე გააკეთეთ რამე სამუშაოს ძებნის საქმეში,” ამბობს ის.